მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისმა საფრანგეთი 6:4 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივრებმა ინგლისელთა მწვრთნელს, ტუხელს უსტვინეს, მისმა შეგირდებმა კი თავიდანვე შეუტიეს და მეტოქეს პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა, მბაპემ დუბლი შეასრულა, მისი პასით ბარკოლამ გაიტანა და ფრანგებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. 85-ე წუთზე საკამ პენალტით ჰეთ-თრიკი შეასრულა, კომპენსირებულ დროში დემბელემ სხვაობა შეამცირა, თუმცა ბოლოს ბელინგემმა მენიანის კარი დალაშქრა და ბრიტანულმა გუნდმა გაიმარჯვა.

მაიამი. „ჰარდ როკი“

საფრანგეთი - ინგლისი 4:6

გოლები: 0:1 რაისი (3), 0:2 კონსა (23), 0:2 საკა (37), 0:4 საკა (45+1), 1:4 მბაპე (48), 2:4 ბარკოლა (54), 3:4 მბაპე (66), 3:5 საკა (87, პენ), 4:5 დემბელე (90+6), 4:6 ბელინგემი (90+8)

- ინგლისმა 1966 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოიპოვა მედალი.

. საფრანგეთი 2014 წლის შემდეგ პირველად დარჩა მედლის გარეშე.

- ამ მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს მწვრთნელი დეშამი დაემშვიდობა, რომელსაც ზიდანი შეცვლის. ის 1-ელ სექტემბერს შეუდგება მუშაობას.

- საფრანგეთს ბოლოს 4 გოლი პირველ ტაიმში 1968 წელს იუგოსლავიასთან ევროშესარჩევ ტურნირზე ჰქონდა გაშვებული.

- მბაპემ მუნდიალზე 10 გოლი გაიტანა, მესის გაასწრო და ბომბარდირია.

- მბაპე ტურნირზე საგოლე მოქმედებებით ლიდერია - 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

- მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე 22 გოლი გაიტანა და მესის გაუთანაბრდა.

- ოლისემ 1 მუნდიალზე გაკეთებული 7 საგოლე გადაცემით პელეს რეკორდი დაამხო.

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საკა დაასახელეს.

მასხარას
შენის ძმის ნაცნობის ცოლის ბიძაშვილის მეზობლის ცოლის დის კლასელის კურსელი ხომ არ იყო შემთხვევით?
სტალინი
1958 წლის შემდეგ პირველად გუნდებმა ერთ ჩემპიონატზე 20 გოლი გაიტანეს. 1970 წლის მერე პირველად ბომბარდირმა 10 გოლიან ნიშნულს უწია. 1982 წლის მერე პირველად ერთ მატჩში 10 გოლი გავიდა. აი რა გამოიწვია გუნდების რაოდენობის გაზრდამ.

ასე,ოლეგ პროტასოვმაც დაამყარა საბჭოთა კავშირის რეკორდი,ერთი სეზონის შედეგიანობაში.მთელი უკრაინა ამაზე მუშაობდა!შეადარეთ,როგორ თამაშობდნენ ეს ნაკრებები ნახევარფინალში და როგორ ითამაშეს,წუხელ!არავითარ ჩაწყობას არ ვვარაუდობ,უბრალოდ ამ თამაშისადმი მათი დამოკიდებულება გამოჩნდა.ზოგიერთი ნაკრები,თავს შეაკლავდა ამ თამაშში გამარჯვებისათვის,მაგრამ ამ ორ ნაკრებს,უმაღლესი მიზნები ჰქონდა და რაკი იმას ვერ მიაღწიეს,ამ მატჩმა მათთვის ღირებულება დაკარგა.მიდგომაც შესაბამისი ჰქონდათ.ადრეც ხშირად ყოფილა მესამე ადგილისათვის მატჩის ჩატარების მიზანშეწონილობაზე კამათი და ალბათ ახლაც ახალი ძალით განახლდება.
რა შუაშია
ტოტალიზატორი და შეთქმულების თეორია ბრმა უნდა იყო იმას როვერ ამჩნევდე რაც ხდება მოედანზე.იმ ფეხბურთის ყოფა ვატირე სადაც საფრანგეთი 6 ბურთს უშვებს და ამდროს მისი ლიდერები სკამს ხეხავენ.უბრალოდ საწყენია როცა შენ ანუ ფიფა და მისი გამოტრამპებული პრეზიდენტი აუპატიურებ მუნდიალის მცნებას თორე მაყურებელი ფეხბურთს დიდად არსად არ მოაკლდება.
Achi
ასე რომ ითამაშონ არ ჯობია რომ ჩაჯდებიან დაცვაში კეინიანად კარგითრა
ტრიბუნა A
ვინც ყომარობენ, ისინი ფეხბურთს კი არ უყჯრებენ, არამედ ითვლიან კუთხურებს, აუტებს, გოლებს , ყვითლებს და ა.შ. უყურეთ და დატკბით თამაშით😄
გიორგი
უცნაური მომხმარებლები ყავს ამ საიტს ვინც სიმართლეს წერს დიზლაიქებს ადებენ ხოლო ვინც ცდილობს უმსგავსობა დაგმოს მოწონებით აჯილდოვებენ
შოთი
კახის ვეთანხმები ტუხელმა წააგო არგენტინასთან და რა შანსი გაანიავეს. როდის გავლენ ეგენი კიდე ნახევარფინალში.
გიო
მართლა გადაგდების ტუხელი, რა მაგარი თაობა იყო. აქედან შემდეგ მსოფლიოზე ნახევარ არ იქნება
კახი
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არგენტინასთან ტუხელმა წააგო. ავტობუსი რო არ ჩაეყენებინა ინგლისი კიდე გაიტანდა. სასწრაფოთ გასაშვებია .
კომენტარი
ყველაზე მეტს კონსპირაციებზე ისინი საუბრობენ ზოგადად, ვინ ტოტალიზატორებზე თამაშობს. თუ თეატრია, შეეშვით ამ ტოტალიზატოებს, ვერ ხედავთ, რომ ყველა თამაში “ჩაწყობილია”? რაც შეეხება თამაშს, იყო ღია თამაში 2 გუნდს შორის, რომელშიც დაცვა არავის უნდოდა, გატანა კი ყველას. გამოვიდა all star-ვით თამაში. ეს მესამე ადგილზე თამაში სულ გასაუქმებელია. მბაპემ კი როგორც ყოველთვის, გაიტანა გოლები, სავარაუდოდ ჩემპიონატის ოქროს ბუცსაც მოიგებს, მაგრამ ისევე როგორც სხვა ჩემპიონატებში 2018 წლის შემდეგ, გააგრძელა ტრადიცია და მისმა გუნდმა ვერ მოიგო ვერაფერი.
ლეო
ვინც სწორად აზროვნებს ადვილი მისახვედრია რა თამაშიც იყო, რაც ხდება მსოფლიოში, ლამის დედამიწა მოსპოონ და სპექტაკლს ვეღარ დადგამდნენ?!
ხოდა
სპექტაკლებს რო დგამენდა ერთმანეთს ხელს უწყობენ გოლის გატანაში მიტოა ამ მსოფლიოს დონის საქმე კარგად.ჩაწყობილი და გარიგებული თამაშის გამო იჯდა სწორედ ციხეში როსი.მეტი კიარაფრის გამო.ეს მსოფლიო ფეხბურთის, სირცხვილია.ეს რაიყო.
Eto eto
რაღაცა ნბა ს ოლსტარს გავდა ეს თამაში 😄😄
გიგა
ორი აფრიკის ნაკრების მატჩი იყო. არადა ვითომ ევროპული?
ქუთაისელი
ჩემი აზრით მესამე ადგილისათვის თამაში, საერთოდ არ უნდა გაიმართოს. აქ სპექტაკლი მეტი იყი, ვიდრე თამაში. ერთმა როგორც იქნა მედალი აიღო, მეორემ ინდივიდუალურ შედეგებზე იზრუნა. ყველა კმაყოფილი დარჩა იმ საწყალი ფეირ პლაის გარდა.
zura222
ჩემი ნაცნობის ძმა ინგლისში ცხოვრობს და გუშინ დარეკა და გვითხრა რო ექვსით ოთხზე დადეთო ტოტალიზატორშიო, რა ვიცი დაესიზმრა? მთელი ევროპული ფეღბურთი გაყიდულია, ეს დიპსტეიტი მაგრა მუშაობს.
კიეზა
ეს რა თამაში იყო..2 გრანდის შესრულებით .თან 10 გოლი გავიდა..თან მსოფლიოზე..ნამდვილი სიგიჟეა..მბაპე ალბათ კარიერის დასრულებამდე 30 გოლზე ავა მსოფლიოზე..ნამდვილი გოლების მანქანაა..
ზაზა
ეს თქვენ გინდათ რომ მბაპე მესის გაუთანაბრდეს ბომბარდირთა დავაში.არადა მბაპეს 22 გოლი აქვს გატანილი და მესის 21. ასე რომ კი არ გაუთანაბრდა სექტა,არამედ უსწრებს
გეგი
არ ვიცი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ან ძალიან ჩლუნგია ეს ინგლისი და ან კიდევ მაგარი სპექტაკლი დადგეს.
ქართველი
ინგლისმა და საფრანგეთმა ლამაზი საფეხბურთო სპექტაკლი მოუწყვეს მაყურებელს. ინგლისმა ბელინგემი თამაშის ბოლოს შეუშვა მინდორზე, ხოლო კეინი და გორდონი საერთოდ არ ათამაშა. იგივე გააკეთა საფრანგეთმა, როცა დემბელე არ დააყენა სასტარტოში. ფეხბურთელებიც არ უხეშობდნენ და ღიმილით ეხმარებოდნენ ერთმანეთს ფეხზე წამოდგომაში. ფეოლა გამახსენდა, თუ ვინმე მოედანზე წააქციოთ, მიდით, ბოდიში მოუხადეთ და საქართველოში დაპატიჟეთო.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა