უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი მხოლოდ ერთი მოგებით მე-12 ადგილზე დაასრულა.

დასკვნით მატჩში ჩვენი გუნდი ფიჯის ქუთაისში, “აია არენაზე” შეხვდა და პირველსავე წუთზე გაშვებული ლელოთი მდევრის როლში აღმოჩნდა. ამას ქართველთა გააქტიურება მოყვა და რამდენიმე სალელოვე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ და 25-ე წუთზე მეორე ლელო მივიღეთ. ტაიმის ბოლოს წყნარი ოკეანის წარმომადგენლებმა მოლით ერთხელაც შეგვიტიეს და ლელოს შემდეგ 17:0 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ და მიხეილ შიოშვილის ლელოთი ჩამორჩენა შევამცირეთ, თუმცა ფიჯიმ ტაიმის შუაში ორი შანსი მიიღო, ორივეჯერ ჯარიმა გაიტანა და მნიშვნელოვანი უპირატესობა შეინარჩუნა. ამ სიტუაციაში ლეონიდე სალდაძის 70-ე წუთზე გატანილი ლელო ერთგვარ ნუგეშად იქცა, თუმცა მალევე ლელო აქეთაც მივიღეთ. გარდასახვა ზუსტი იყო საბოლოოდ 10:30 დავმარცხდით.

მე-9 ადგილისთვის ირლანდიამ და იტალიამ ითამაშეს. ირლანდიელები უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმი 22:14 მოიგეს. 66-ე წუთზე იტალიამ გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა შემდეგ კელტებმა კიდე ორი ლელო გაიტანეს, ჯამში 34:26 გაიმარჯვეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

მე-11 ადგილისთვის

18 ივლისი. 18:00 საათი. ქუთაისი. “აია არენა”.

საქართველო - ფიჯი 10:30 (0:17)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. დათა არობელიძე, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. ნიკა ღარიბაშვილი, 17. საბა ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი გიორგი ზაზაძე; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა ახვლედიანი.

წყარო: Rugby.ge

ახლა ვნახე,19 ივლისის გადაცემა „სპორტი იმედზე“,სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი,დავით კაჭარავა ჰყოლიათ,სტუმრად.ბავშვთა რაგბის განვითარებისთვის ფრანგი სპეციალისტების ჩამოყვანას აპირებენ.ვისაც მართლა აინტერესებს,უყურეთ.ნამდვილად საინტერესო იყო.ბევრ რამეზე ისაუბრა და თუ განხორციელდა,პროგრესი ნამდვილად გვექნება.
alexandre
ჩემი აზრით, ახალ ზელანდიასთან მოგებამ ჩემპიონატის წინ ტესტ მატჩში ძალიან ცუდი სამსახური გაუწია ნაკრებს. თავში აუვარდათ. "ჩვენ ისტორიას შევქმნით"ო. მართლაც რომ უკუღმა ისტორია შექმნეს. სამწუხაროდ.
ბუხუტი
იბერიამ თუ პირველი წრე გადალახა,რაღა გვიეირს აწი? აზერების მე-5 გუნდმა 6-0 ზე რომ გაიფინა ტორპედო, ან სან-მარინო/ლუქსემბურგებთან ძლივს გადავლახეთ, ეგეც პროგრესია?!
ადანიან-ს
ბრიტანეთიდან ან სამხრეთიდან მწვრთნელი უნდ ჩამოიყვანონ-თქო დავწერე. წაკუთხულის შინაარსის გაგება ძალიან გიჭირთ ფედერაციის მსახურთ.
iRaklis
ირაჯან, საინტერესოა სად "ყველგან" გაქვს რეგრესი? გიჭირს რამე?:))) გუშინ ერთა თასზე მესამე თამაში მოვიგეთ რაგბიში, მანამდე 7 წელიწადში პირველად გადალახა თბილისის იბერიამ ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის პირველი წრე, მანამდე კალათბურთში მსოფლიო გრანდ ესპანეთს მოვუგეთ, ეს მარტო ამ ზაფხულში, მანამდელ დიდ სიას აღარ ჩამოვთვლი? მაგრამ ეტყობა იმათ გიჭირთ, ვისთვისაც საქართველოს მოგება მიუღებელია, წაგება კინ ასეთი ბღავალა კომენტის გასაკეთებლად:))) 20 წლამდელები ძალიან ცუდად გამოვუ=იდნენ, მგონი მწვრთნელი შესაცვლელია.
სხვა გიორგი
ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? გილოცავ, მაგრამ შებ წარმოიდგინე ზოგიერთს გული სწყდება ახალმა თაობამ რო 'ისტორიული 12 ადგილი დაწერა', ვერ არიან ამისგან კარგ ხასიათზე, რას იზამ. ისე, შიოშვილი რო გყავს და რო ცალკე დარბის და ვერ იყენებ, ეგ მეც მაფიქრებს. მაგას ინგლიი და ახალი ზელანდია სჭირდება? ვითომ მაგას თუნდაც მაისურაძე ვერ მოაგვარებდა? აბა სულ ხუმრობის ხასიაზე გამყოფოს ღმერთმა.
ადამიანი
გიორგი-ს გცალია,მწვრთნელად შენ რომ დაგნიშნონ? ინგლისიდან ან ახალი ზელანდიიდან ხომ არ გაქვს მოწვევა?!
irakli
სამწუხაროდ ყველგან რეგრესი გვაქვს!
გიორგი
ახლა აქ ფედერაციის შნირები გამოვარდებიან და დაგვიწყებენ მტკიცებას კოლელიშვილი ჯო შმიტი და ენდი ფარელიაო. ტიერ-1 პრეტენზიის მქონე გუმდს ტიერ-1 მწვრთნელი სჭირდება და არა ძმაკაცობით გამორჩეული კოლელიშვილი.
დდდ
რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ძველი, 12-გუნდიანი ფორმატით გავარდნილები უნდა ვიყოთ ელიტიდან... ჩვენმა ახალგაზრდებმა ისე უშანსოდ დათმეს თამაშები მათსავით მესამეადგილოსან იტალიასთან ( სამი მშრალი ლელო საწყის 10 წუთში) და ფიჯისთან ( ლელო პირველივე წამებზე), რომ ამ თამაშების არც ერთ მონაკვეთში არავითარი ილუზია არ ყოფილა, რომ არათუ თამაშში დაბრუნებას, არამედ ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევას მაინც თუ აპირებდნენ... ეს ყველაფერი კი, თუ ჩვენსავე კომენტატორებს დავუჯერებთ, იმის გამო მოხდა, რომ თურმე მოლოდინები გაცილებით მაღალი იყო და როგორც ჩანს, ფრუსტრაციაში ჩავარდნილ ბიჭებს მოტივაცია აღარ ჰყოფნიდათ დაბალი ადგილებისთვის საბრძოლველად... თავად განსაჯეთ - უელსთან მინიმალურად წაგებამ ის "დასკვნა" გამოსჭედა, რომ მათ ნაცვლად ჩვენ უნდა გვებრძოლა მე-5 ადგილისთვის, ანუ საუკეთესო მეორეადგილოსნობისთვის რომ ვერ ვიბრძოლეთ, მესამეადგილოსნებში ყველაზე უარესი შედეგი დავაფიქსირეთ... ის იყო ეშხში შევიდნენ და ზელანდიასთან გასახურებელში მოგებასაც გადასწვდნენ, უეჭველად მორიგ "დასკვნასაც" გამოაცხობდნენ, რომ ნახევარფინალში ჩვენ უნდა გვეთამაშა ახალზელანდიელების ნაცვლად, მაგრამ აღარ დასცალდათ - მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ხან ერთი და ხანაც ორი კაცით უმცირესობაში მოთამაშე ფიჯელებმა რატომღაც საჯარიმოების გატანა არ ითაკილეს, რასაც ასევე უმცირესობაში გატანილი საკონტროლო ლელოც დაუმატეს ( პირდაპირ გასაოცარია - საიდან ამოხაპეს ამდენი მოტივაცია უცხო ქვეყანაში უცხო ქომაგის თვალწინ) და ყინულივით ცივი წყალი გადაგვავლეს ამ ჩემპიონატის თუნდაც რამე სახით მაინც მაჟორულ ნოტაზე დამთავრების უდღეურ იმედზე... აი, ასე დავკარგეთ პირველად ისტორიაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის " რეალური" შანსი... რა სამწუხაროა, ედრანა მატ...
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა