საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რაგბი ევროპის ალაფა 2 მოიგო და გაისად ალაფა 1-ში ითამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს თასის ნახევარფინალში ბულგარეთი შეხვდა. ანგარიში დებიუტშივე დაჩი ზანგურაშვილმა გახსნა, რომელმაც კონტრშეტევაზე ფეხით ორჯერ ითამაშა და ბურთი ლელოში დაამიწა. ტაიმის შუაში ნიკოლოზ მუმლაძე გაიჭრა ფრთაზე და მეორე ლელო გაიტანა. ორივე გარდასახვა ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს ბულგარეთმა გარდასახული ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა და სინბინის გამო მოედანზე ექვსი კაცით დავრჩით.

მიუხედავად ამისა, თამაშის განახლების შემდეგ შერკინებიდან კარგი შეტევა გავშალეთ და დაჩი ოყროშიძემ ის ლელოთი დაასრულა. ბოლო წუთზე ბულგარეთმა შეძლო თავისი მეორე ლელოს გატანა თუმცა საქართველომ 19:14 იმარჯვა.

ფინალში ის ავსტრია შეგვხვდა, რომელსაც წინა დღეს, პირველ მატჩში 19:5 ვაჯობეთ. თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. დიმიტრი კიკნაძის შეგირდები მოედანზე მოტივირებული გავიდნენ და პირველსავე წუთზე ლუკა გორგოძემ ლელოთი დაგვაწინაურა, თუმცა მალევე მაღალი ბოჭვისთვის ის სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, ექვსმა მოთამაშემ ხელდახელ კარგი შეტევა განახორციელა და დაჩი ოყროშიძემ ლამაზი ლელოთი ჩვენი უპირატესობა გაზარდა. დაჩიმ გარდასახვაც თავადვე შეასრულა - 12:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში დაჩი ზანგურაშვილმა ფეხით შეცურებული ბურთი თავად აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მეოთხე ლელო ნიკა მუმლაძემ მას შემდეგ გაიტანა, რაც მეტოქეს მისსავე 22-ში დიდი წნეხი დავადეთ, ბოლო წუთზე კი ლუკა აბრამიძემ კონტრშეტევაზე დაახლოებით 70 მეტრი ირბინა და საქართველომ საბოლოოდ 31:0 გაიმარჯვა.

ამრიგად, საქართველომ ალაფა 2-ის მოგებისთვის ოქროს მედლები და კუთვნილი თასი ჩაიბარა, გაისად კი ერთით მაღალ დივიზიონში, ალაფა 1-ში ითამაშებს.

18-წლამდელთა 7-კაცა რაგბი ევროპის ალაფაზე

დაჩი ზანგურაშვილი (ყოჩები, კაპ.), სანდრო გოგუაძე (ყოჩები), ლუკა აბრამიძე (რაშები, ვიცე კაპ.), დაჩი ოყროშიძე (რაშები), ნიკოლოზ მუმლაძე (ლელო), ლუკა ჯიქიძე (ლელო), დავით კვირიკაშვილი (ლელო), გიორგი ჯანხოთელი (ლელო), ლუკა გორგოძე (ხვამლი), იო სებისკვერაძე (არმია), კახა ზურაბაშვილი (არმია), მათე ბებია (აია), საბა მიქელაძე (ჩაქვი).

მთავარი მწვრთნელი: დიმიტრი კიკნაძე

მწვრთნელი: ლუკა ხეხელაშვილი

ფიზიო: მირიან ჯაფიაშვილი

მენეჯერი: გიორგი ტყეშელიაძე

Rugby.ge

შოთა
ჩვენი მეტოქეები იქნებიან : მონაკო,შვედეთი, ისრაელი,თურქეთი, ლუქსემბურგი,ანდორა, მოლდოვა. გაისად უნდა დავამარცხოთ რომ მერე ელიტარულ ჩემპიონშიპში აღვზევდეთ!
ეთერი
გაიხარეთ და გაგვახარეთ თქვენი გამარჯვებით.სულ გამარჯვებით იარეთ,შვილებო.გაუმრავლდით თქვენს სამშობლოს.
გელა
ალაფა 1_ში ვინ გვეყოლება მეტოქეები?

ყოჩაღ ბიჭებო!ბულგარელებთან თამაშის გარდა,ყველას ვუყურე და ამ დივიზიონისათვის აშკარად ცოდოები ვიყავით.ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ!
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა