75 წლის ასაკში "ლივერპულის", "ჰამბურგის" და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კევინ კიგანი გარდაიცვალა.

"დიდი მწუხარებით კევინ კიგანის გარდაცვალებას ვიტყობინებით. კევინი სიმსივნეს ებრძოდა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მეუღლის და ქალიშვილების გარემოცვაში იმყოფებოდა. "ოქროს ბურთის" ორგზის მფლობელი საყვარელი მეუღლე, მამა და ბაბუა იყო. ოჯახი მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს გაწეული დახმარებისათვის", - წერს ჟურნალისტი კიტ დაუნი სოციალურ ქსელში.

კიგანი "ლივერპულთან" ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. მერსისაიდულ გუნდთან ერთად კიგანი ერთხელ ჩემპიონთა თასის და ორჯერ უეფას თასის მფლობელი გახდა, "ჰამბურგის" რიგებში კი გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი იყო.

ქართველ გულშემატკივარს კიგანი 1979 წელს ჩემპიონთა თასზე თბილისის "დინამოსა" და "ჰამბურგის" დაპირისპირებისას ახსოვს.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად "ნიუკასლში", "ფულჰემში", ინგლისის ნაკრებსა და "მანჩესტერ სიტიში" მუშაობდა.

ზურას
მუმუს ავტოგოლი გამოგრჩა! მაგან წაგვაგებინა.
ზურა
ჰამბურგთან, აქ მე-5 წუთზე გუცაევმა 1:0 გახადა. ერთიც რომ გაგვეტანა, ჩვენ გავდიოდით ორი მატჩის ჯამში ერთი 15 წუთი თავზე ვაჯექით. არადა უმაგრესი გუნდი იყო. 15 წუთის მერე კიგანმა ლიდერობა ითავა, მთელი ჩვენი ნახევარდაცვა თითზე დაიხვია და ფაქტიურად მარტომ შეატრიალა თამაში. იმ წლებში ყველაზე მაგარი იყო, თან ძალიან დადებითი პიროვნება. ღმერთმა აცხონოს. გული დამწყდა ....

შეუნდოს უფალმა.მაგარი ფეხბურთელი იყო ნამდვილად.პირადად მაქვს ნანახი მისი თამაში თბილისში.აფსუს.
დრონი მეფობენ!
დიდი ფეხბურთელი იყო,შეუნდოს ღმერთმა.
უნაი ემერის დის შვილი
დიდი ფეხბურთელი იყო კევინი
ჰაჰა
მაგარი ფეხბურთელი იყო. პ.ს. აქ წერენ რომ კალცმა და კიგანმა შეიტანეს უდიდესი წვლილი ჩვენთან გამარჯვებაშიო. თუმცა ავიწყდებათ "მუმუს" "ბრწყინვალე" გოლი საკუთარ კარში. ჩემი აზრით სწორედ ეს გოლი იყო გადამწყვეტი.
ZAZA
მაგარი იყო. მარა თბილისში გაბელიას გოლი დარღვევით გაუტანა. მულიტ წავიდა გაბელიაზე.იეშმაკა. ჯარიმა იყო. გაანათლოს ღმერთმა
მერაბი -1960
როგორახსოვს,მომცრო ტანის, ვერცხლისწყალივით მოძრავი და მაღალტექნიკური ფეხბურთელი. ორივე თამაშში გაგვიტანა გოლი,გაგვამწარა მოკლედ... ინგლისის ნაკრებშიც ბრუკინგთან ერთად საუკეთესო იყო...რა დრო გავიდა, თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი.
ქართველი
მახსოვს, კევინს თბილისში კითხეს, დღეს გოლს თუ გაიტანთო, რაზეც უპასუხა, თუ დინამო არ გაიტანს, არც მე გავიტანო. დინამომაც გაიტანა და კიგანმაც. მაგარი ფეხბურთელი იყო. აცხონოს ღმერთმა.

ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა!ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ჰამბურგის წინააღმდეგ დინამოს დამარცხებაში,მანფრედ კალცთან ერთად,მან შეიტანა გადამწყვეტი წვლილი.ფანტასტიკურად ითამაშა,ორივე თამაშში.
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ