რუსეთის ნაკრების კაპიტანი ევრობასკეტზე ქართველებს ქომაგობას გვპირდება

რუსეთის საკალათბურო ნაკრების კაპიტანმა ანრეი კირილენკომ ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტს ლიტვაში ვაჟა სიმონიშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

იხილეთ ვიდეო

ანდრეი კირილენკო: "ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, ქართველი და რუსი კალათბურთელები სულ ერთად იყვნენ და მეგობრობდნენ.

დღეს საქართველოს ნაკრებში ყველაზე კარგად ზაზა ფაჩულიას ვიცნობ, რადგან უკვე ექვსი თუ შვიდი წელია, ერთ ლიგაში ვთამაშობთ. მართალია სხვადასხვა კლუბებში ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვხვდებით და ურთიერთობა გვაქვს. როცა ატლანტაში ვარ, ზაზა მეპატიჟება თავისთან, როცა ისაა იუტაში, ჩემთან მოდის სტუმრად.

ხანმოკლე ურთიერთობა მქონდა ნიკა ცქიტიშვილთან, როდესაც ის დენვერში ვარჯიშობდა. ასევე კარგად მახსოვს ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილიც, როდესაც NBA-ს ბანაკში იმყოფებოდა.

არ ვფიქრობ, რომ ამ ევრობასკეტზე ერთი რომელიმე გუნდი, გინდაც რუსეთის ნაკრები, ფავორიტია. ევროპაში ამჟამად არის 8-9 მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდი. ჩემი აზრით, ევრობასკეტის ჯგუფების ორ-სამ რჩეული ნაკრებებიდან ნებისმიერისგან შეიძლება წარმატებას ველოდეთ.

ბოლო დროს კალათბურთი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემთხვევითი არაა, რომ ფიბა ევროპის ჩემპიონატს აფართოვებს და მასში მონაწილე გუნდების რაოდენობას ზრდის. უკვე ვხედავთ, რომ ნებისმიერ ჯგუფში იშვიათია ისეთი მატჩი, როცა ესა თუ ის გუნდი გამარჯვებას იოლად ახერხებს. ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. მაგალითისთვის ფინეთისა და პორტუგალიის ნაკრებებიც გამოდგება, რომლებიც აქამდე არაფრით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, გრანდები იოლ გასეირნებას არავისთან უნდა გეგმავდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებთან მატჩს, თამაშის მიწურულს ჩვენ შევძელით მობილიზება და საკუთარი თამაშის ჩვენება. მომეჩვენა, რომ საპირისპირო რამ დაემართათ რუსებთან შედარებით ემოციურ ქართველებს, რომლებმაც მას შემდეგ, რაც ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, საქმე მოთავებულად ჩათვალეს და მოეშვნენ. არადა, როგორც წესი, ასეთ დროს უფრო მეტი კონცენტრაცია და მობილიზებაა საჭირო და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ შეტევაში თუ საქმე კარგად მიდის, დაცვაზე ყურადღების მოდუნება მაინც არაფრით შეიძლება. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ქართველებმა არ გაითვალისწინეს.

ახლა, როცა ერთმანეთთან უკვე ვითამაშეთ, თამამად შეგვიძლია ქართველებს გიქომაგოთ. წარმატებებს გისურვებთ!"

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

irakli
გაიხარე კაი კაცი ხარ კირილენკო ცარმატებებს გისურვებ
irakli
გაიხარე კაი კაცი ხარრრ ჯგარი ხარ კირილენკო
ivane
ყოჩარ კირილენკოს. რუსულ სპორტულ გამომცემლობებსაც ძალიან დადებითი ინტერვიუები მიცა (საქართველოს თაობაზე). თავი უნდა დავანებოთ სპორტის და პოლიტიკის ერთმანეთში აღრევას და ამის საუკეთესო მაგალითს თავად სპორტსმენები გვაძლევენ. ყოჩაღ ბიჭები!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"