24 ივლისს, კალიფორნიაში CrossFit Games-ის მსოფლიო ფინალი იწყება, რომელშიც პირველად ისტორიაში ქართველი ათლეტი ასპარეზობს. „Fittest on Earth“-ის ტიტულისთვის ნიკო მაისურაძე იბრძოლებს. ის პირველი ელიტ ათლეტია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს დიდი მიღწევაა. და ნიკო მიზნისკენ Ford-ის მხარდაჭერით მიდის - ბრენდის, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად სწორედ “ჯი-თი მოტორსი“ წარმოადგენს.

ნიკო ევროპის ელიტარულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა და არაერთხელ მოხვედრილა გამარჯვებულებს შორის. შემდეგ კი მიზნად მსოფლიო პირველობა დაისახა. CrossFit Games მსოფლიოში ფიზიკური მომზადების ყველაზე რთულ და პრესტიჟულ გამოცდად ითვლება. 2007 წელს დაარსებული ტურნირი აერთიანებს მრავალფეროვან დისციპლინებს: ძალოსნობას, ტანვარჯიშსა და გამძლეობის ვარჯიშებს, რითაც ის რეალურად ავლენს პლანეტის ყველაზე მომზადებულ ათლეტს. „Fittest on Earth“-ობის ქართველი პრეტენდენტი, ნიკო მაისურაძე სულ რაღაც 2 წლის წინ მსოფლიო რეიტინგში 131-ე ადგილს იკავებდა, დღეს კი მეხუთეა და კალიფორნიის ფინალში ქროსფიტის ლეგენდებთან ერთად იასპარეზებს. კითხვაზე თუ როგორ ხედავს ის მომავალს და რა იქნება ცხოვრების ამ ეტაპის შემდგომ, ნიკო ასე გვპასუხობს:

“მომავალს ყოველთვის ოპტიმისტურად ვუყურებ. ყველაზე მეტად საკუთარი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის მჯერა. არასოდეს ვნებდები და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს თვისებები დამეხმარება კიდევ უფრო დიდი მიზნების მიღწევაში. ჩემი მთავარი მიზანია, რომ CrossFit Games-ზე მოხვედრა ერთჯერადი წარმატება არ იყოს - ყოველწლიურ რეალობად იქცეს და ყოველ სეზონზე მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს შორის ვიასპარეზო. ამასთან, მინდა ჩემი გამოცდილება სხვა ადამიანებისთვისაც მოტივაციის წყარო იყოს. თუ ჩემი ისტორია თუნდაც ერთ ადამიანს უბიძგებს, რომ სპორტით დაკავდეს და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის იქნება. რა თქმა უნდა, მსურს, კარიერასთან ერთად გაიზარდოს პარტნიორებისა და სპონსორების მხარდაჭერაც, რაც საშუალებას მომცემს, მთელი ყურადღება სპორტულ განვითარებაზე გადავიტანო და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოვავლინო.” - ამბობს ნიკო მაისურაძე, პირველი ქართველი ათლეტი, რომელიც CrossFit Games-ის მსოფლიო ფინალში ასპარეზობს.

სან ხოსეს მთავარ არენაზე გასვლამდე, ნიკო მაისურაძე ესპანეთში გაემგზავრა, სადაც სპეციალურ საწვრთნელ ბანაკში საერთაშორისო ასპარეზობისთვის დასკვნითი, მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. ვიდრე ამ რთულ და საინტერესო გზას დაადგებოდა, ათლეტმა უახლეს Ford Bronco-სთან ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. იდეის ავტორებმა ეს ავტომობილი ნიკო მაისურაძისთვის სწორედ იმ საერთო ფილოსოფიის გამო შეარჩიეს, რომელიც ათლეტისა და ამ მოდელის ხასიათს განსაზღვრავს. არცერთისთვის არ არსებობს გადაულახავი ზღვარი, რადგან ორივე მუდმივ მზადყოფნაშია ნებისმიერი გამოწვევისთვის. ზუსტად ეს შემართება გაჰყვა ნიკოს კალიფორნიაში, სადაც CrossFit Games-ის მსოფლიო ფინალი იმართება და მსოფლიოში ფიზიკურად ყველაზე მომზადებული ადამიანი (Fittest on Earth) უნდა გამოვლინდეს.

თავად ნიკო კი ფიქრობს, რომ პროფესიონალი სპორტსმენისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ისეთ სპორტში, როგორიც ქროსფიტია, რადგან ის საქართველოში ჯერ ისევ განვითარების ეტაპზეა.

“მსოფლიოში საუკეთესო შედეგების მისაღწევად საჭიროა ხარისხიანი მომზადება, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, მოგზაურობა, აღჭურვილობა და აღდგენის პროცესი. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ძლიერი პარტნიორების მხარდაჭერა ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. “ჯი-თი მოტორსი” სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ცოტა მხარდამჭერი მყავდა. ამ კომპანიის ნდობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სპორტული გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.“- ამბობს ნიკო მაისურაძე.

…და აუცილებლად აღსანიშნია, რომ ნიკოს ეს გზა დიდი მოვლენაა მთელი ქვეყნისთვის. სან ხოსეს არენაზე ქართული დროშა აფრიალდება და საქართველოს ამით კიდევ ერთი წარმატების ისტორია შეემატება პრესტიჟულ საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე.

R

ჯონი 1
წარმატებას და პირველ ადგილს გისურვებ ნიკო! შენ იცი, გაგვახარე
ჭიჭე
ძალიან ვგულშეატკივრობ, წარატებები კარგო კაცო. გთხოვთ კარგად გააშუქოთ იდინარე პროცესები.
ვახო...
უდიდესი წარმატებები ნიკოს, ამ ურთულეს სპორტულ დისციპლინაში გამარჯვების მოსაპოვებლად!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს