საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ხვალ ხორვატიის ქალაქ სპლიტში რაგბი ევროპის მეორე ეტაპს ითამაშებს.

ტურნირი 24-26 ივლისს გაიმართება. პირველი ეტაპის მერვე ადგილზე დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი ბ ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და ლიეტუვასთან მოხვდა. ა ჯგუფში გერმანია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი, ხოლო გ ჯგუფში იტალია, ბელგია, ჩეხეთი და უკრაინა ითამაშებენ.

ჩვენი 7-კაცა 24 ივლისს ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს - საქართველოს დროით 15:14 საათზე პორტუგალიასთან და 22:36 საათზე საფრანგეთთან. ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი 25 ივლისს, 15:14 საათზე ლიეტუვასთან გვექნება, რის შემდეგაც ფლეი ოფში გადავინაცვლებთ.

ჩვენი მეტოქეებიდან პირველი ეტაპი პორტუგალიამ მე-5 ადგილზე დაასრულა, საფრანგეთმა მეორეზე, ხოლო ლიეტუვამ ბოლოსწინა, მე-11 პოზიცია დაიკავა.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

Rugby.ge

ფრანგებს 17-12 მოვუგეთ!მეორე ტაიმში,ფრანგებმა ანგარიში გაგვითანაბრეს და თამაში რომ განახლდა,ორი ჩვენი,ორ ფრანგს წაეძიძგილავდნენ.შედეგად,მსაჯმა ერთი ფრანგი და ორი ჩვენი გაასინბინა.დრო,1.35 წუთი იყო დარჩენილი,შერკინება კი,ფრანგებისა.ჩვენებმა შეძლეს ფრანგების დაჯარიმება,მერე კი,ბოლო წამებზე,გამარჯვების ლელოს დადებაც.ამ თამაშში,ჩვენთვის ჭკუის სასწავლი ამბავი მოხდა.მეორე ტაიმში,ჩვენ 12-5 ვიგებდით,როცა ფრანგებმა ჩვენი ხაზი გაარღვიეს და ფრანგი,ჩვენი ჩათვლის მოედნისაკენ გაიქცა.ქართველი მორაგბე,როცა მიხვდა,რომ ლელოს თავიდან ვერ აირიდებდა და ფრანგი ჩათვლის მოედანზე შესვლას ასწრებდა,მისთვის გზის გადასაკეტად გაიქცა და ფრანგი აიძულა,ჩათვლის მოედნის კუთხისაკენ გაქცეულიყო,საიდანაც გარდასახვა გაუჭირდებოდა.ფრანგი მართლაც იქ შევიდა და ჩვენიც მშვიდად ელოდა,როდის დაამიწებდა,მაგრამ ფრანგმა ჩვენ კაცს ბურთი თავზე გადაუგდო და შორეული პასით,ასევე ჩათვლის მოედანზე ძელებთან ახლოს შესულ თანაგუნდელს გადააწოდა,რომელმაც დაუბრკოლებლად დაამიწა ბურთი,გარდასახვაც ადვილად გააკეთა და ანგარიში გაგვითანაბრა.ჩვენი გუნდების თამაშში,ხშირად ხდება ხოლმე,როცა ბურთიანი მორაგბე სადღაც კუთხეში შევარდება ჩათვლის მოედანზე და იქვე ამიწებს,არადა მისი მიმყოლი პარტნიორი,თავისუფალია და ბურთს მას თუ მიაწვდის,ის ძელებთან უფრო ახლოს დაამიწებს და გარდასახვის შანსებს ერთი ორად გაზრდის,მაგრამ არ მახსოვს,ვინმეს პასი გაეკეთებინოს.როცა დამრტყმელს დარტყმები არ მისდის,იმ რამდენიმე მეტრს,დიდ მნიშვნელობა აქვს,არადა დაძაბულ ბრძოლაში,ორ ქულას,ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ფრანგებმა ჩვენ ბიჭებს ამის დემონსტრირება გაუკეთეს, იმედია ჩვენები ამას არ დაივიწყებენ და მომავალში,თვითონაც გაიმეორებენ.ხვალ ლიტვას შევხვდებით,სავარაუდოდ გავიმარჯვებთ და პირველი ადგილიდან გავაგრძელებთ,პლეი ოფს.რამდენიმე დღის წინ,ჯგუფში კარგი თამაშის შემდეგ,უკვე დამარცხებულმა გუნდმა მოგვიგო.იმედია ახლა,ასეთი რამე აღარ განმეოდება და უფრო წარმატებულად გამოვალთ.7 კაცას თამაშებს ხშირად ვერ ვუყურებ,მაგრამ რაც მინახავს,ეს ნაკრები,თითქოს ყველაზე კარგად თამაშობს.ეტყობათ,რომ ნამუშევარი აქვთ,თუმცა ბოჭვიდან ცალი ხელით ვერ ამოგდება,ამათი პრობლემაც არის.ორი ხელით ამოგდება ხომ გაცილებით ძნელია,შებოჭილზე.

პორტუგალიასთან 28-14 მოვიგეთ,ფრანგებმა კი,ლიტვას მოუგეს 38-5.ვულოცავ პირველ გამარჯვებას და კვლავაც გამარჯვების გზით სიარულს ვუსურვებ ბიჭებს!რაც ვნახე,ლიტვას უნდა ვაჯობოთ,აი ფრანგებს კი,მართლაც მძლავრი ბიჭები ჰყავთ,ბურთთანაც რომ კარგად არიან.მეორე ტაიმის სტარტზე,ისეთი ლელო დავადებინეთ,რომ სამი ჩვენი ბიჭი გაჩერდა და თამაშს გამოეთიშა.თითქოს სულს ვეღარ ითქვამენო.ამან ეჭვი გამიჩინა,რომ შესაძლოა ჩვენი ფიზიკური მზაობა საკმაოდ მაღალ დონეზე ვერ არის.ამის შემდეგ,ორი ლელო კიდევ დავდეთ,მაგრამ ეს უკვე შეცვლების შემდეგ მოხდა.
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ