კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამომ" სახლში "ჟალგირისი" 3:0 დაამარცხა. ევროტურნირებზე პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში 16 წლის თორნიკე კვარაცხელია, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

თორნიკეს კარგ თამაშს ცნობილი გამოცემები Marca და Bild ეხმაურებიან, რომლებიც მის ხვიჩასთან მსგავსებაზე წერენ:

Marca: "ევროტურნირებზე თორნიკე კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში პირველად იყო. ის თავისი ძმის ხვიჩას ნამდვილი ასლია. მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავის პერსპექტიულ კარიერაში.

თორნიკემ შთაბეჭდილება მოახდინა და მოედანზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მისი მოძრაობა, ბურთის კონტროლი და მეტოქეებთან თამაშის უნარი გარდაუვლად ხვიჩას გაგახსენედებათ. ბევრმა გულშემატკივარმა მათ დიდ მსგავსებას ხაზი გაუსვა".

Bild: "პსჟ-ის ვარსკვლავის ხვიჩას ძმა სენსაციას იწვევს! მან "ჟალგირისთან" სადებიუტო სასტარტო შემადგენლობაში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველმა საუკეთესო ტალანტმა თავისი ცნობილი ძმის მსგავსი თამაში აჩვენა.

მარცხენა ფლანგზე მუდმივად გარბოდა, მამაცურად უპირისპირდებოდა მცველებს ერთ-ერთზე და სწრაფი დრიბლინგით აღიზიანებდა მოწინააღმდეგე დაცვას. მის ცნობილ ძმასთან პარალელები უტყუარი იყო. ისევე, როგორც ხვიჩა, თორნიკესაც უყვარს რისკზე წასვლა და თავისი სისწრაფით მცველებს უტევს.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროტურნირებზე სასტარტო შემადგენლობაში მისი პირველი შეხვედრა იყო, თუმცა 16 წლის ასაკშიც კი მას ნერვიულობის ნიშნები არ გამოუვლენია. მიუნხენის "ბაიერნი" მის განვითარებას დიდი ხანია აკვირდება.

თორნიკე "რეკორდმაისტერში" საცდელით პერიოდითაც იყო და 17-წლამდელთა გუნდში ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ლამაზი გოლი გაიტანა. "ბაიერნის" სკაუტებმა მისი დიდი ტექნიკური პოტენციალის საბოლოოდ დაიჯერეს.

ამის მიუხედვად, თორნიკეს ახლავე მიუნხენში გადასვლა შეუძლებელია, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არ არის და 18 წლამდე "ბაიერნში" ვერ გადავა, თუმცა ის მომავალისთვის ძალიან ნიჭიერ და პერსპექტიულ ტალანტად განიხილება".

რობი
მგონი ბატონმა ბადრიმ და ხვიჩას დედამ დროა გახსნან საკუთარი ფეხბურთის აკადემია შრომისმოყვარე ტალანტების აღსაზრდელად:)
ჟორა
თორნიკე კვარაზე დიდი იქნება, რადგან ყველა ის მინუსი რაც კვარას ჰქონდა გამოსწორებული აქვს, დადებითი კი გადაღებული აქვს და რაც მთავარია, დღეიდანვე გუნდური სულისკვეთების ფეხბურთელია. კვარაზე ბევრად დიდი დადგება.
ტორო
ინტერ მაიამი იყოს მაშინ ან სამხრეთ აფრიკული მამელოდი
ლაშა
ყოჩაღ ბადრი
zura222
შე მართლა ტორო რატომ გახსენდებათ შენ და შენნაირებს არაევროკავშირულ ქვეყნებში მაინც და მაინც რუსეთი უზბეკეთი და ვიეტნამი ? @ რაა სხვა ქვეყნები არ არსებობენ ? მაგალითად ბრიტანეთი ამერიკა და სხვები @ რა მარტო ევროსკავშირში მიდის ცხოვრება და დანარჩენი მსოფლიო მკვდარია ??
გიორგი
აბა ბიჯოო თაან ჯინაზე "აახევს" მაგალითად ზენიტი არაა მერე რო იძახონ ჩვენი გაზრდილიო რუსიაოო ესგინდა არაა?!
ტორო
მაგალითად ტაშკენტის ფახთაქორი
ჟორა გაბრიჭიძე
თუ ხვიჩას შევადარებთ, მაშინ ის 21-22 წლის ხვიჩას უნდა შევადაროთ, მანამდე ხვიჩა ასეთი არ ყოფილა, ჩაიგდებდა ბურთს ფეხში და გარბოდა წინ და ატყუებდა მთელ გუნდს ბოლოს კი ან თავისიანი წაართმევდა და ან მოწინააღმდეგე. თორნიკე კი დინჯად და აუღელვებლად გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, მე მასში ორ კვარას ვხედავ, დიდებულია, რომ დაცვაში თამაშს აქედანვე ეჩვევა. თორნიკე დიდი ალმასია, ამიტომ ფასიც ადექვატური უნდა დაედოს.
zura222
ხოდა ელოდონ ევროპელი "უმაღლესი რასის" ქვეყნები როდის გახდება "მეორეხარისხოვანი რასის" წარმომადგენლენი თორნიკე კვარაცხელია ბართიშვილი და სხვა სუპერტალანტები როდის გახდებიან 18 წლისები და მანამდე ვინმე არაევროკავშირული ქვეყანა დაასწრებს და აახევს PP
რეალისტი
სასწაული ბავშვია, ამ ასაკში როგორც მახსოვს, კვარაც ვერ ავლენდა ასეთ ტექნიკას. თუ ძმასავით შრომისმოყვარე იქნება, 3-4 წელიწადში არანაკლებ ფურორს მოახდენს და საქართველოს ნაკრების პოტენციალი ორმაგად გაიზრდება, ხოლო ბადრი კვარაცხელიას ოჯახი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც სახელოვანი შვილების აღმზრდელები.
გიორგი
წამოიღო დიდი კვარას ვაიბები ნამდვილად. ერთი თხოვნა: მარცხენა სუსტი ფეხი ავარჯიშოს რომ ისიც უფრო კარგად გამოიყენოს, როგორც დიდი კვარა. დროის ამბავია. ამას თავადაც დაამუშავებს.
წარმატებები
უმრავლოს საქარტველოს მსგავსნი
ტოტტი
ბადრიმაც და ბადრის მეუღლემაც . აჩუქო ქვეყანას ორი ასეთი შვილი
გიორგი
ყველაფერი გაქ აზროვნება სისხარტე. ხვიჩასგან მენტალური მონსტრობა უნდა ისწავლო როგორიც ხვიჩაა ყველაფერი ცუდი წნეხი გადაიტანე მოედანზე მოწინაამღდეგეზე. წარმატებები
დიღმის მასივის მეორე კვარტალი
ბადრი, შენ გაიხარე!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - საქართველოს ამ ორგანიზაციაში 6 სპორტსმენი დარჩა
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა თორნიკე კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა
"ბაიერნის" შემდეგ ინტერესი უკვე ინგლისური გრანდებიდან - თორნიკე კვარაცხელიას ახალი მსურველები ჰყავს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა