ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ოქროს ბურთი 2026" - განახლებულ რეიტინგში კვარაცხელიას პოზიცია გაგაკვირვებთ

"ოქროს ბურთი 2026" - განახლებულ რეიტინგში კვარაცხელიას პოზიცია გაგაკვირვებთ

ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა - კაკალიც არაო

Goal-მა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა მუნდიალზე შედეგიანობით თავი დიდად ვერ გამოიჩინა, მაინც მოწინავეთა შორისაა. საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კი ორი ადგილით უკან დასწიეს და ახლა მე-9 პოზიციაზეა.

რას იზამ, ასეთია რეალობა და ვიეთთა „ობიექტურობა“, რომლებიც უფრო დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს სწყალობენ.

შეგახსენებთ, უეფამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. მან ტურნირზე 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედებებით გამოიჩინა თავი, რაც რეკორდია.

იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ხვიჩამ მუნდიალზე მონაწილეობა ვერ მიიღო.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოება 26 ოქტომბერს გაიმართება, „კვარას“ იქამდე კიდევ მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და იმედია, მის გარჯას უფრო მეტად დააფასებენ.

პირველი ოცეული ასე გამოიყურება

1. ჰარი კეინი (ბაიერნი)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა)

3. ლეო მესი (ინტერ მაიამი)

4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

5. კილიან მბაპე (რეალი)

6. როდრი (მანჩესტერ სიტი)

7. უსმან დემბელე (პსჟ)

8. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

9. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

10. პაუ კუბარსი (ბარსელონა)

11. ლუის დიასი (ბაიერნი)

12. ვიტინია (პსჟ)

13. დეკლან რაისი (არსენალი)

14. ვინისიუსი (რეალი)

15. მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი)

16. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)

17. ფაბიან რუისი (პსჟ)

18.  დავიდ რაია (არსენალი)

19. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

20. ჯუდ ბელინგემი (რეალი)

• ქართველი

განახლდა Ballon d'Or 2026 – მთავარი კანდიდატების სტატისტიკა 🥇 1. ლამინ იამალი ⚽ 30+ გოლი 🎯 25+ საგოლე პასი 🏆 ლა ლიგა 🏆 ესპანეთის სუპერთასი 🏆 მსოფლიო ჩემპიონი (ესპანეთი) 🥈 2. ჰარი კეინი ⚽ 72–73 გოლი 🎯 8 საგოლე პასი 🏆 ბუნდესლიგა 🏆 გერმანიის თასი 🏆 გერმანიის სუპერთასი 🥉 მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი 🥉 3. როდრი 🏆 მსოფლიო ჩემპიონი 🏅 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (Golden Ball) 4️⃣ ლიონელ მესი ⚽ 8 გოლი 🎯 4 საგოლე პასი 🥈 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი 5️⃣ კილიან მბაპე ⚽ 10 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე 🏆 მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცი 🇬🇪 ხვიჩა კვარაცხელია (მე-9 ადგილი) ⚽ 23 გოლი 🎯 10 საგოლე პასი 🏆 ჩემპიონთა ლიგა 🏆 საფრანგეთის ჩემპიონატი 🏆 საფრანგეთის სუპერთასი 🏆 UEFA Super Cup 🏆 FIFA Intercontinental Cup ❗ხვიჩა დაახლოებით მე-9 ადგილზეა არა იმიტომ, რომ სეზონი სუსტი ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშა. მსოფლიო ჩემპიონატი Ballon d'Or-ის შეფასებაზე უდიდეს გავლენას ახდენს, ხოლო მის წინ მყოფმა ფეხბურთელებმა სწორედ მუნდიალზე დააგროვეს გადამწყვეტი ქულები. საკლუბო სეზონის მიხედვით კი ხვიჩა თავისუფლად ეკუთვნის საუკეთესო ფეხბურთელების ელიტას

• „ფიგუ არა ისა კიდე“-სგკადრო

„გკადრო უწვთელი....ხარ“. შ.რუთაველი.

• ფიგუ-ს

მაგ ლოგიკით, ვინმე, თამაშის ბოლო ხუთ წუთში გამოსული, გაიტანს პენალტს, ტრავმის გამო მეტ მატჩს ვეღარ ჩაატარებს და სეზონის ბომბარდირი გახდება. :)

• ფიგუ

დიდ უსამართლბად მიმაჩნია გამოთქმა:„ამდენ თამაშში ამდენი გოლი გაიტანა“ თუ ერთმა ითამაშა ათი სრული მატჩი [900ან უფრო მეტი წუთი] და გაიტანა რვა გოლი, ხოლო მეორემ ათ თამაშში ოც-ოცი წუთი[სულ 200წუთი] და გაიტანა ექვსი გოლი, პირველი რატომ უნდა იქნეს აღიარებული ბომბარდირად??? ამიხსნას ყინმემ ვინც იცის. მე მგონია უკეთესი იქნება:„ამდენ წუთში ამდენი გოლი გაიტანა ანუ ყოველ ამდენ წუთში ერთი გააქვს ერთი ბურთი.

კვარა მშვიდადაცაა და არც მოთმინება ღალატობს.ეს ჩვენ ვართ მოუთმენლები,ყველაფერი დღეს კი არა,უკვე გუშინ რომ გვინდოდა!

• გლეხი

არ ქონდა ოქროს ბურთი მარადონას, მაგრამ .....ასე რომ ხვიჩაც უკვე დიდი ფეხბურთელია...

• ფიგუ არა ისა კიდე ...

1. ჯერ არც მის სამყაროა ცნობილი და არც მის მსოფლიო, ერთ სექტემბერშია, მეორე ნოემბერში. ძალიან უცნაური იქნებოდა რომელიმე ეს კომკურსი თებერვალში იმართებოდეს; 2. ჩვენი წმინდანი აბო თბილელი ასევე იყო "მუქ კანიანი, ზანგი რომ რასიზმში არ ჩაეთვალოთ"??? ყველაფრის როშვა ხომ არ შეიძლება რაც ენაზე მოგადგება. პელეს ხელფასს მუქკანიანობაში უხდიდნენ? რა პელეს ბრალია, რომ (როგორც მინიმუმ) მთელს თეთრკანიან ევროპას 150 წლის განმავლობაში მისნაირი ფეხბურთელი არ ყოლია? რა უსეინ ბოლტის ბრალია, რომ საქართველოს რეკორდი სირბილში თითქმის 1 წამით უარესია და დამყარებულია მაშინ როდესაც დოპინგის კონტროლი არ იყო და სსრკ და გდრ ნიჩბებით აჭმევდნენ სპორტსმენებს?

• სათქმელი არაფერი მაქვს, მეც მინდა 1-2 ძახილის ნიშანი ვხიო ...

• ყვავ ყვარე !

ის რაც უკვე იყო ეს არის ისეთი მოვლენა აი ცაზე რომ ელვა გაჰკრავს ჭექა ქუხილისას,აი ასე გაიბრწყინა ჩვენმა კვარამ ! მისცემენ "ოქროს ბურთს" თუ არა ამაზე ნუ ჩავიციკლებით და ნაწყენი პატარა ბიჭივით ნუ გავიბუტებით ! დღეს არა ? ხვალ იქნება და რომც არ იყოს მთავარი ეს არაა , ახლა მთავარის კვარამ უფრო დიდ განსაცდელს გაუძლოს ვიდრე აქამდე ჰქონია -- "ვარსკვლავური ავადმყოფობა" ,ამპარტავნება და მიღწეულით კმაყოფილება ,განცხრომა ეს არის ის მტერი რომელსაც ბევრი ადამიანური ნიჭიერი პიროვნება შეუწირავს, 10წლის შემდეგ უკვე მკათათვე რომ დადგება ღმერთსა ვთხოვ რომ იყოს ისეთივე ხალასი, შეუპოვარი სუფთა სულით როგორიც დღეს არის ჩვენი "ვარვსკვლავთბიჭუნა" იყოს მაგალითი კაიკაცობის, ვაჟკაცობის და არა ისეთი ბღენძი დღეს რომ ბევრი გვყავს ყოფილი სახელოვანნი , დაე ერისთვის იყოს მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს სპორტსმენი თუ უბრალოდ ადამიანი ! წარმატებები ხვიჩას !

• ფიგუ

არ გაგიკვირდეთ თუ წელს ოქროს ბურთს ვინმე ისეთს მისცემენ ვინც არ იმახურებს [პირველ რიგში იგი იქნება ფერად [მუქ კანიანი, ზანგი რომ რასიზმში არ ჩაეთვალოთ]. ნახეთ ვის მისფცეს „მის სამყაროს“ წოდება 2026 წელს.[არ დაგავიწყდეთ არის კიედევ „მის მსოფლიო“

• ფიგუ

1. ხვიჩას მიღწევებში თქვენ გავიწყდებათ მთავარი: „ათი გოლი და ექვსი ასისტი“. სად წავიდა ის სეზონის კულმინაცია-პენალტი ფინალში? ვინ იძლევა გარანტიას, რომ იმ პენალტის გარეშე პსჟ მოიგებდა? განა ეს მეშვიდე ასისტი არ იყო? 2.„ფული ბაბა დიდი ფული აქვთ მაგათ“. 3.ბრაზილიის ნაკრების აყვავების პერიოდი საოცრად ემთხვევა ჟოაო აველანჟის ფიფას ოცდახუთხწლიან პრეზიდენტობას. 4.ლევან თედიაშვილი, სამჯერ აჭიდავეს და სანამ სამჯერვე არ მოუგო კანდიდატს [გვარიარ მახსოვს] მანამდე არ ა აიყვანეს ნაკრებში. ახლაც ასეა; ბარკოლა ლამის ტალანტად გამოაცხადონ,მე მაგას ხაშურის „მუხრუჭების“ დუბლებშიც კი არ ავიყვანდი. 5.„ოქროს ბურთი“ საერთოდ გასაუქმებლია. 6.ჩემი რჩევაა";ხვიჩამ საერთოდ არ იფიქროს ამ თემაზე. ითამაშოს ლაღი ფეხბურთი და მოიპოვოს ხალხის სიყვარული.და კიდევ; შეასრულოს ხოლმე მესხის ფინტი.წარმატებები ძმებ კვარაცხელიებს.

• ვიღაცის

ოქროს ბურთის ვერსიებს არჩევენ თან უხარიათ ჩემს ვერსიას ემთხვევაო.აგერ ფრანგები ამბობენ კვარაცხელია ფავორიტიაო, თურქული გამოცემები, კვარაცხელია იქნებაო.რამდენი გამოცემა რაღაცას დაწერს.ან რა უნდა ქნას იმაზე მეტი რაც გააკეთა.კეინი,მეინი ყველა გახეული ყავს ხინკლის ჩეკივით პირადად თორე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ვინოხერი მიცემდა.ამ გოლის გამოკითხვაში სხვათაშორის მეექვსე პოზიციაზე იყო.

• ვიიიშ ....

ასე 3 წინანადებაში 'მოვუყომარეთ' ხომ, ამ 'ცუდებს და უსამართლოებს' :) სხვათა შორის, ოქროს ბურთი 1მა ფრანგულმა ჟურნალმა შემოიღო. თუ ასეთი მაგრები ვართ (მე არა, თქვენ), გავაკეთოთ ხინკლის ან ჩურჩხელის ბურთი, ისე ვარიგოთ რომ ყველამ დაიჯეროს სამართლიანობა და ჩვენს ხელში იქნება მერე ვის და რას მივცემთ :) ოღონდ, ჩემეი რჩევა იქნება, ფედერაციის ხალხს მაინც და მაინც ნუ გააკარებთ მაგ საქმეს, მაგათმა 35 წელიწადში ერთი საშუალოზე დაბალი მაგრათ მთად თავს რომ არ მოგჭრის, ეგეთუ გუნდი ვერ გააკეთეს .... რა უცნაურია, როდესაც 'ადინ იხსია უეჭველი' საქმის ოსტატები პროფესიონალებს ასწავლიან ჭკუას ...

• ქართველი

დაბლა მთლიანად ყველაფერი დაწერილია და ახსნილია, მთელი სტატისტიკა მოცემული დეტალურად,დანარჩენი კი 25 ოქტომბერს დაელოდე და თავად გაიგებ რომელი ადგილზე გავა გვარაცხელია, წელს ხუთეულში ვერ შევა და ათეულში კი ბატონო, ოქროს ბურთი მარტო ჩემპიონთა ლიგა არ არის!

• მართლა, რა დონე ხაარ?

წახვალთ-წამოხვალთ ლეო მესის მიადგებით, არ ხართ ლეოს დონის და გაჩუმდით მაინცც?

• მამუკა

მბაპე თუ ვიმსჯელებთ ინდივიდუალური მიღწევებით, ესპანეთის ბომბრდირი, მჩ ბომბარდირი, ჩლ ბომბარდირი, ტიტულები არაფერი. რუისი ტიტულები საფრანგეთის ჩემპიონი, ჩლ გამარჯვებული, მჩ გამარჯვებული, ასევე არანაკლები გავლენა ჰქონდა ესპანეთის ჩემპიონობაზე ვიდრე როდრის. ინდივიდუალური ჯილდოები-0. მოდი და გამოიტანე დასკვნა რითი ხელმძღვანელობენ ფრანს ფუტბოლში, მე უფრო მგონია რომ ეს არის უფრო ვინ ვის მიმართ არის სიმპატიურად განწყობილი, ვიდრე ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები შედეგებით.

• ვა რა დონეა

პელეს დროს მსოფლიო ჩემპიონატებზე 16 ყველაზე საუკეთესო ნაკრებები თამაშობდა.ახლანდელი შედეგების შედარება არა მგონია სწორი იყოს.რაც შეეხება კრიშტიანოს,მხოლოდ ავადმყოფს შეუძლია ასე აგდებულად მოხსენიება.კაცს 1000 გოლს 24 გოლი უკლია,ნაკრებში იმდენი გოლი აქვს გატანილი 21 საუკუნეში ვერავინ გაიტანს,ასევე მარტო თავით 160 გოლი აქვს გატანილი და უმეტესობა 2,5 მეტრის სიმაღლიდან.მესი 2,5 მეტრზე ტაბურეტკა რომ დაუდგან ვერ ახტება.

• მირიან

არცერთი პსჟ ს ფეხბურთელი, კვარაზე წინ არ უნდა იყოს,არცერთი ბაიერნის ფეხბურთელი არ უნდა ამჯობინონ(უშუალო დაპირისპირებაში დაიხია, რასაც ჰქვია).ერთადერთი ესპანეთის ნაკრებიდან შეიძლება შეარჩიო.მაგრამ ვიყოთ ობიექტურები რომელმა ესპანელმა შეიტანა იმხელა წვლილი საკუთარი გუნდის გაჩემპიონებაში, როგორც კვარა. კვარაცხელიას გარეშე პსჟ თას ვერ აიღებდა.ასე რომ ფსვორიტი სწორედ ეგ არის

• ქართველი

ჰარი კეინი (2025/26): • 65 მატჩი • 73 გოლი • 8 ასისტი • 81 საგოლე მოქმედება • ბუნდესლიგის ჩემპიონი • ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი • მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გოლი • ინგლისთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის III ადგილი ლამინ იამალი (2025/26): • 26 გოლი • 23 ასისტი • 49 საგოლე მოქმედება • ლა ლიგის ჩემპიონი • ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (MVP) • მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთთან ერთად • ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული ოქროს ბურთი პირველ რიგში ინდივიდუალური ჯილდოა და არა მხოლოდ გუნდური ტიტულების. ამიტომ ფასდება მთელი სეზონი – გოლები, ასისტები, სტაბილურობა, გავლენა თამაშზე და გადამწყვეტ მომენტებში შესრულება. თან არც ის არის სწორი, თითქოს ტიტულები საერთოდ არ აქვთ. კეინი გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო იამალი გახდა ლა ლიგის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთთან ერთად. 73 გოლი ცენტრალური თავდამსხმელისთვის ფანტასტიკური შედეგია, ხოლო 26 გოლი და 23 ასისტი ფლანგის ფეხბურთელისთვის ასევე გამორჩეული მაჩვენებელია. დიახ, შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას უფრო წარმატებული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ოქროს ბურთი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგით არ წყდება. შეფასება ხდება მთელი წლის, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო სეზონის მიხედვით და ამ საერთო ანალიზში ბევრის აზრით კეინსა და იამალს კვარაცხელიაზე უფრო ძლიერი ინდივიდუალური სეზონი ჰქონდათ

• მამუკა

კეინის პირველი ადგილი შეუძლია ვინმეს ამიხსნას? ან იამალის მეორე ადგილი? რა კრიტერიუმებით სარგებლობენ დღემდე ვერ მივხვდი, პრიორიტეტი გუნდურობაა თუ ინდივიდუალიზმი.

• ქართველი

როგორ უნდა გაგიკვირდეს ოლისეს მეოთხე ადგილი, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე პელეს რეკორდი დაამხო და გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში ვინც 7 ასისტი გააკეთა მსოფლიოზე? შეგიძლია ერთი წამით წარმოიდგინო,ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 საგოლე გადაცემის გაკეთება რას ნიშნავს?

• lado

კომენტარის პირველ ნაწილში გეთანხმები, მაგრამ მესისთან კრისტიანოს შედარება ყველაზე უადგილო და შეუსაბამო რამე თქვი. ჯინსებს პატარა ჯიბე რომ აქვს, აი მანდ ჩაისვამს ლევანა კრისტიანოს ახლაც და წარსულშიც.:))

• სიმშვიდე და მოთმინება

ხვიჩას მე ვურჩევდი სიმშვიდეს და მოთმინებას! 35 წლის რომ იყოს, კიდევ ხო. გააგრძელოს თავისი საქმეზე კონცენტრაცია, რაცაა დაუღალავი ვარჯიში და შწდეგად იმ დონეზე სტაბილური თამაში როგორც ამ წლის მეორე ნახევარი ჩაატარა და არა ამ ოქროს ბურთზე აკვიატება და წარმატებებიც მოვა. აუცილებლად მოვა! ის ნახტომი რაც ამ ბოლო 2 წელს ხვიჩამ გააკეთა “საერთაშორისო აღიარების” ამბავში, არავის გაუკეთებია და ესაა მთავარი ფუნდამენტი მომავალი წარმატებებისკენ. მეტი მადა მიზნის მიღწევაში შრომით და სიმშვიდით (ტალანტი არ აკლია და ბლომად უბოძა უფალმა) კი მას მხოლოდ დაეხმარება ფეხბურთის უფრო მაღალ სიმაღლეების დაპყრობაში. მოდით ვისიამოვნოთ მასთან ერთად ამ მომავალი წლებით და ნუ ვჩქარობთ ამ ოქროს ბურთებს. ყველაფერი წინაა!!!

• ჟორა

კი ბატონო ბევრმა ფეხბურთელმა მართლაც გამოიჩინა თავი და ათეულში ადგილს იმსახურებენ, მაგრამ ოლისეს მეოთხე ადგილი მაკვირვებს.

• ქართველი

სანამ „ოქროს ბურთზე“ დაიწყებთ კამათს, ჯერ გაიგეთ, საერთოდ რა კრიტერიუმებით გაიცემა ეს ჯილდო. გაიგეთ, ვინ აძლევს ხმას, როგორ ითვლება ხმები, რა ფაქტორები ფასდება და რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ტურნირს. თუ ეს ყველაფერი არ იცით, მაშინ რატომ აკრიტიკებთ იმ ორგანიზაციას, რომელიც ათწლეულებია ამ ჯილდოს გადასცემს? ყველაზე ალოგიკური კი ის იყო, რომ ბევრი მიმტკიცებდა: კვარაცხელიამ ოქროს ბურთი უნდა მოიგოსო. მე კი თავიდანვე ვამბობდი, რომ ხუთეულშიც ვერ მოხვდებოდა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატამდეც ხუთეულში არ იყო. როგორ უნდა მოეგო „ოქროს ბურთი“, ან საერთოდ როგორ უნდა შესულიყო ხუთეულში, როცა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისმა კონკურენტებმა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში რეკორდები დაამყარეს და გადამწყვეტი როლი ითამაშეს თავიანთი ნაკრებების წარმატებაში? ეს უბრალოდ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. თუ არ ენდობით „ოქროს ბურთის“ სისტემას, არ იცით მისი წესები და არც სურვილი გაქვთ, გაერკვეთ, მაშინ რა აზრი აქვს ყოველ წელს ამდენ კამათს? შექმენით თქვენი ჯილდო, ჩამოაყალიბეთ საკუთარი ჟიური და დააჯილდოვეთ ის ფეხბურთელი, ვინც თქვენ მიგაჩნიათ საუკეთესოდ. მაგრამ როცა არ იცით კრიტერიუმები და მხოლოდ ემოციებით მსჯელობთ, ასეთი კრიტიკა სერიოზულად ვერ აღიქმება. სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ემოცია უფრო ძლიერია, ვიდრე ცოდნა და ანალიზი. სანამ ფაქტებზე, წესებსა და ლოგიკაზე დაფუძნებულ მსჯელობას არ ვისწავლით, ყოველთვის გვექნება უსასრულო კამათი იმ თემებზე, რომელთა შეფასების წესებიც კი არ ვიცით.

• იამალის ბებია, სახელად ბებიამალი ....

იამალმა რითი გამოიჩინა თავი: In 2025-26: 26 goals, 21 assists. Won World Cup, La Liga & Supercopa de Espana. ხვიჩამ გაცილებით უფრო სუსტ ლიგაში 8 გოლი და 4 ასისტი გააკეთა მგონი.

• lasha

კიდე ვერ მიხვდით რომ ეგ ჯილდო არის სრულად სუბიექტური. ვინ ვისი ფანია მაგის მიხედვით ადგენენ. მაგიტომაც უსწრებს მესი რონალდოს ასე მკვეთრად. ეხალ იაროდანიას და ნიკარაგუას გაუტანა გოლი და წამოასკუპეს მე-3 ადგილზე :)

• საქართველო

იმ კრიტერიუმით,რომ ბელინგემი მანამდე მთელი წელი მახათს იყრიდა.

• დათო

იამალმა რითი გამოიჩინა თავი? მეორე ნამდვილად არ ეკუთვნის.

• Roma

ჯუდ ბელინგემი უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ინგლისის ვიდრე კეინი. რა კრიტერიუმითაა კეინი პირველ ადგილზე? გუნდშიც ხვიჩაამ 2 მატჩიან დუელში ბაიერნი მარტო გააგდო და არც იქ უქნია რამე. ასე რომ ხვიჩას დაქვეითება რეიტინგში პროჭობაა მეტი არაფერი

სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია

ღმერთმა გვიმრავლოს - ლა ლიგაში უკვე მინიმუმ ოთხი ლეგიონერი გვყავს

Sport: "ბარსასთვის" ალვარესი პრიორიტეტია, მიქაუტაძე რეალური ალტერნატივა

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში

სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა

"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება

ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა

"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს

ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა

მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს

სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა

"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება

ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს

[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს

U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის

რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს

"იბერიას" შესაძლო მეტოქე "რეინჯერსს" ერთ-ერთი ლიდერი დიდი ხნით გამოაკლდა

თურქები აღარ ხუმრობენ - სალაჰისა და ლუკაკუს შემდეგ, ვლაჰოვიჩიც წაიყვანეს და ლეაოსაც უმიზნებენ

ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა

[VIDEO] ხვიჩას ბრწყინვალე გოლი - პსჟ-მ სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?

"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა

სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია