ლაშა გუჯეჯინმა ჯუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია.

ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ერთად გადავიტანეთ გამარჯვების სიხარული და მარცხის სიმძიმე, ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე. ეს მოგონებები და მიღწევები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ვგრძნობდით.

სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!

ცხოვრებაში ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება. დღეს ვასრულებ ჩემს საქმიანობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართული ძიუდოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო" - განაცხადა ლაშა გუჯეჯიანმა.

ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ვაჟ ჯუდოკათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2020 წლის პირველი დეკემბრიდან იკავებდა.

ნიკო
ხან მსოფლიოა, ხან ევროპა, ხან ოლიმპიადა, თბილისის და ტოკიოს გრან სლემი, ხან პარიხი და რომელ "შუაგულში" უნდა გაერტყა, რამდენი თვით ადრე და რომელ ტურნირებზე, "ბუნებრივი" რომ ყოფილიყო:)))))
პაატა
დიდი მადლობა ლაშას მართლაც დიდი სამუშაოს გაწევისთვის და ბევრჯერ ჩვენი გახარებისთვის! ახალგაზრდულში იყო და მართლაც ფენომენალური შედეგები დაადებინა ნაკრებს ევროპაზე და მსოფლიოზეც (სასწაული შედეგების წელი იყო), მერე დიდებში ბევრი დაუვიწყარი წარმატება და გუნდური მსოფლიოც, მოკლედ მართლაც გამორჩეული მწვრთნელი, მაგრამ ალბათ მისი წასვლის დროც მოვიდა… როგორც რიგითი გულშემატკივარი ბოლო პერიოდში ნამდვილად ვეღარ ვხედავდი სიახლეს, რაღაც ინერციით მიდიოდა ჩვენი გუნდი, ჩვენთვის გამორჩეულ 81-ში და 100-ში რუსები ფაქტიურად გადაულახავ ბარიერად გვექცნენ, ბექაურის მძიმე ტრამვა ხომ საერთოდ უპასუხისმგებლო მიდგომის მწვერვალი იყო… ნაკრებს ჯარჯი ზვიადაურს თუ ჩააბარებენ ეს იქნება მართლაც საეტაპო გადაწყვეტილება, ჯარჯი სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენს ბიჭებს (დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და ა.შ.). რაც მან უზბეკეთის ნაკრებში გააკეთა იყო სრულიად წარმოუდგენელი, ფაქტიურად ორი მსოფლიო ჩემპიონი მისცა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლაშას და დიდი იმედი მაქვს რომ ნაკრებს ჯარჯის ჩააბარებენ!
გიორგი
მსოფლიომდე 2 თვით ადრე გადადგომა ბუნებრივი არ ჩანს.
Ardiles78
2 თვეზე ოდნავ მეტია მსოფლიომდე,ვინ მოამზადებს გუნდს??

არც ძიუდოა ქართული და არც ჯუდო,ორივე იაპონური ტერმინის ტრანსკრიფციაა და როგორც ჩვენში დამკვიდრდა,არავითარი საჭიროება არ არის მისი შეცვლისა.არ შეიძლება ენაზე ძალადობა.დაახლოებით ერთი საუკუნის წინ,პოეტი იოსებ გრიშაშვილი,სახლში გამწარებული დაბრუნებულა,რა უბედურებაა ამდენი ბარბარიზმი,რუსული სიტყვებითააო გავსებული,ქართული სასაუბრო ენა.იოსებ გრიშაშვილი წიგნის გიჟი მოყვარული და უაღრესად განათლებული ადამიანი იყო და დაჯდა,ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად,სტატიის დასაწერად.როგორც კეთილინდისიერი მკვლევარი,მან არა მხოლოდ ახალი სიტყვების,არამედ იმ სიტყვების გამოკვლევაც ჩაატარა,რომლებიც ამ ახალი სიტყვების ნაცვლად,ანუ მანამდე გამოიყენებოდა და ძალიან ნირწამხდარიც გამოსულა,სახლიდან.აღმოჩნდაო,რომ იმ სიტყვების ძალიან დიდი ნაწილი,რომელიც მას ძველი და ნაღდი ქართული ეგონა,უფრო ადრე,თვითონ ყოფილან,ქართულში უცხო ენებიდან შემოტანილი,დამკვიდრებული,ქართული ენის გრამატიკასთან შეგუებული და ზოგჯერ ახალი მნიშვნელობა მიცემულიც.ქართული ენის გრამატიკა,საკმაოდ რთული,მაგრამ ძალიან მოქნილია და საშუალებას იძლევა,სადაც აუცილებლობაა,ახალი სიტყვების უმტკივნეულოდ შემოტანას და გაქართულებისა.მეორე მხრივ,ენის გაფრთხილება,პირველ რიგში იმას ნიშნავს,რომ თუ ქართულ ენაზე უკვე გვაქვს,რაღაცა ტერმინი,ვიღაცის უცოდინარობის გამო,ახალი,უცხოურიდან შემოტანილი არ უნდა მოვახვიოთ თავს,ადამიანებს.დაახლოებით 90 წელია,რაც ჩვენში ძიუდოდ მოვიხსენიებთ,ამ ჭიდაობის სახეობას და ვიღაცის ჭკუაზე მისი შეცვლა,თანაც მხოლოდ იმის გამო,ეს რუსული ენიდანააო,გადმოღებული,სისულელეა!ქართულში უამრავი სიტყვაა,თურქულიდან,სპარსულიდან,რუსულიდან,სომხურიდან,ფრანგულიდან,ინდურიდან,ჩინურიდან თუ ინგლისურიდან შემოტანილ-დამკვიდრებული და არავის აქვს უფლება თავის ქეიფზე,პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ცვალოს მისი ჟღერადობა!საქართველოს ფიზკულტურის ტექნიკუმში,უკვე 1934 წელს,ერთერთ დისციპლინად შეისწავლებოდა ძიუ-დო,სწორედ ამ სახით დაწერილი და ის,რაც უკვე 90 წელია ქართულ დასახელებად გადაიქცა,რაც ოფიციალურად გამოიყენებოდა,რატომ გახდა მიუღებელი,რა თუნდაც ჯუდო,ამ ჭიდაობის ზუსტი ფონეტიკური გამოხატულებაა?!მაგ ბატონებს,მერე შესაძლოა ინგლისელები აღარ მოეწონოთ და მაშინ რა ვქნათ?
იური
მაგარი კაცი და მაგარი მწვრთვნელი
რამაზი
აქ ვიღაცეები წერენ გაუშვესო.არავის არ გაუშვია კაცმა მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა ისეთ ნაკრებში სადაც ხედავს თავის თავს და მეტ ანაზღაურება ექნება.თან უზბეკეთში ეს იქნება უცხოელი და კარგი მწვრთნელი.საქართველოსაც ჭირდება უცხოელი მწვრთნელი.ისეთი დონის როგორიც აზერებს ყავთ.
ვასო
ასეთი რამ მოსალოდნელი იყო, ბოლო დროს გაუარესდა შედეგები, თუნდა შარშანდელი მსოფლიო ავიღოთ, არ იზრდება რეზერვი, სულ ერთიდაიგივე ბიჭებით ვართ წარმოდგენილები ყველგან. რამდენი წელია, რომ 66 და 73 კგ-ი პრობლემური წონაა და არავინ გამოჩნდა. ასევე გაიზარდა ქვეყნიდან გაქცეულ ძიუდოისტთა რაოდენობა. რა თქმა უნდა გაიქცევა, რომ წლობით არცერთ ოფიციალურ ჩემპიონატზე რომ არ დააყენებ. ეს ბიჭები კი იქ შედეგს დებენ და ეს ყველაფერი ნაკრების მწვრთნელების მინუსია. ახლა მთავარი დროზე კარგი კანდიდატურის შერჩევაა.
ერი ჰააა
შეჯიბრებებს თავისი გრაფიკი და ციკლი აქვთ და ასე 1 ხელის მოსმით, გაურთხილებლად მწვრთნელის გაშვები, თან მიზეზის აუხსნელად ყველგან არა, ექსკლუზიურად ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება და არაა აუცილებელი ჩვენც ასე ვიქცეოდეთ ხოლმე.
თბილისკი
რა თქმა უნდა გაუშვეს რათ უნდა საუბარი,,, მერე რა არის ამაში პრობლემა რომ გაუშვეს...ასე იყო ასე არის და მრავალამს ასე იქნება..მსოფლიოშიც ასე ხდება...ახალი სისხლი ყველგან საჭიროა..ესეც ერთი ცოცნებისტი იყო..
555
რატომ?
უზბეკეთში ?
ძალიან სამწუხაროა (ჩემთვის საერთოდაც მიუღებელი !) ეროვნული ნაკრებიდან, პირდაპირ ჩვენი ძიუდოისტების ერთერთი სერიოზული მოწინააღმდეგის მთავარი მწვრთნელობა. პ.ს. თუ ეს სიმართლეა და მართლა მიდის უზბეკეთში , საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი არის/იქნება ნაკრებისა და წამყვანი ძიუდოისტების შესახებ ე.წ. შიდა სამზარეულოს ინფორმაციის საკითხი. მაგალითად, თუნდაც 90-ში: ბობონოვი - ბექაური:მაისურაძე. ასევე, "-" და "+" 100 კგ-ში ... პ.პ.ს. ალბათ ბევრს ახსოვს, ტატო გრიგალაშვილის წაგება თურქეთის სახელით მოჭიდავე ვანო რევაზიშვილთან ("ვედათ ალბაირაქის") და თურქეთის ნაკრების იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის აშკარა როლი და დამსახურება ამ მარცხში ...
გოგი
წესით და რიგით ქართულად არის ჯუდო. ძიუდო რუსულიდან გადმოქართულებულია.
გია პაპა
სავარაუდოდ ჯარჯი ზვიადაური ჩაუდგება ჩვენს ნაკრებს, რაც ახალ ენერგიას შემატებს ჩვენს ნაკრებს!
qedo
პირველი: ჯერ ძიოდო და იქვე ჯუდოო. თავს რატომ აძლევთ უფლებას, თვითნებურად ცვალოთ დამკვიდრებული ტერმინები! მეორე: მადლობა ლაშა, საუკეტესო მწვრთნელი და ნაღდი (კარგი გაგებით) ქართველი. მესამე: ძიუდოს ნაკრების თითქმის ყველა მწვრთნელმა (არ ჩამოვთვლი) დადებითი თავისი წვლილი შეიტანა ამ სპორტში წარმატებების მისაღწევად. გაიხარე და დიდი მადლობა, ლაშა!
უკანპასა ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს
თუ გეგმები ჰქონდა, გამოდის რომ გაუშვეს.
გიზო
უდიდესი მადლობა ბატონო ლაშა, იმ შრომისათვის, რაც თქვენ ქართული ძიუდოს განვითარებისათვის გასწიეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან ადრეა წასვლა, თქვენ კიდევ ბევრი წარმატებების მოტანა შეგიძლიათ.

მადლობა ლაშას,მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ,მომავალ გეგმებზე საუბრობდა და ასეთი გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო თუ სხვა მიზეზებია?იმედი დავიტოვოთ,რომ მომდევნო მწვრთნელი,კიდევ უფრო წარმატებული გახდება.ზოგჯერ ახალი სისხლი,ახალი შეხედულებები ამართლებს,მაგრამ ზოგჯერ უკეთესის დევნაში,კარგსაც ვკარგავთ და ამიტომ,დიდი დაფიქრებაა საჭირო.
Optimus
მადლობა ლაშა, გული დამწყდა.
იასონა
მადლობა!!!
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
"იბერიას" შესაძლო მეტოქე "რეინჯერსს" ერთ-ერთი ლიდერი დიდი ხნით გამოაკლდა
თურქები აღარ ხუმრობენ - სალაჰისა და ლუკაკუს შემდეგ, ვლაჰოვიჩიც წაიყვანეს და ლეაოსაც უმიზნებენ
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის