შვეიცარიამ ორ ურთულეს მეტოქესთან ბრძოლა უკვე მოილია და ახლა ჯგუფიდან გასვლის ბედი მთლიანად ოტმარ ჰიტცფელდისა და მისი ფეხბურთელების ხელშია. საკმარისია, შვეიცარიელებმა ჰონდურასელებს ორბურთიანი უპირატესობით მოუგონ, რომ ჯგუფის მეორე მატჩის შედეგისდა მიუხედავად, მერვედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ...

H ჯგუფი

25 ივნისი. ბლუმბონტეინი. ფრი სთეით სთედიუმი. 22:30

შვეიცარია-ჰონდურასი

სავარაუდო შემადგენლობები

შვეიცარია: ბენალიო - ლიხტშტაინერი, ფონ ბერგენი, გრიხტინგი, ციგლერი - ბარნეტა, ჰუგელი, ინლერი, ფერნანდესი - ფრაი, ნკუფო.

ჰონდურასი: ვალადარესი - მენდოსა, ჩავესი, ფიგეროა, იზაგირე - ე. ალვარესი, გევარა, ვ. პალასიოსი, ნუნიესი, ველკომი - სუასო.

არბიტრი: ექტორ ბალდასი (არგენტინა)

შვეიცარიამ ორ ურთულეს მეტოქესთან ბრძოლა უკვე მოილია და ახლა ჯგუფიდან გასვლის ბედი მთლიანად ოტმარ ჰიტცფელდისა და მისი ფეხბურთელების ხელშია. საკმარისია, შვეიცარიელებმა ჰონდურასელებს ორბურთიანი უპირატესობით მოუგონ, რომ ჯგუფის მეორე მატჩის შედეგისდა მიუხედავად, მერვედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. ხოლო თუ ესპანეთმა ჩილეს ორ და მეტბურთიანი უპირატესობით მოუგო, ანდა სამხრეთამერიკელები საერთოდ ვერ დაამარცხა, შვეიცარიის ნაკრებს ჰონდურასელთა ნებისმიერი ანგარიში აძლევს ხელს.

შვეიცარიელთა უძლიერესი რგოლი რომ დაცვაა, ეს დიდი ხანია, ცნობილია და სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. არადა, ჰიტცფელდის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე თამაშის პირველივე ტაიმში წამყვანი უკანახაზელი ფილიპ სენდეროსი დაუშავდა. თუმცა შვეიცარიულმა დაცვამ ამის შემდეგაც უნაკლოდ იმოქმედა და მუნდიალებზე გოლგაუშვებელი წუთების რეკორდიც დაამყარა. სენდეროსის მდგომარეობა თითქოს მძიმე არ იყო, მაგრამ როგორც შვეიცარიის ნაკრების სამედიცინო შტაბი აცხადებს, იგი ვერც ჰონდურასთან შეძლებს თამაშს. შესაბამისად, ფილიპს სტივ ფონ ბერგენი შეცვლის, რომელმაც ამ მისიას აქამდე უზადოდ გაართვა თავი.

"ბუნებრივია, ჩილესთან განცდილმა მარცხმა ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. რომ არა ათი კაცის შემადგენლობით დარჩენა, იმ თამაშს ნამდვილად არ წავაგებდით. თუმცა რაც იყო, იყო. კარგად ვიცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი და მჯერა, ჯგუფიდან გასვლის ძალაც შეგვწევს და უფრო მეტის მიღწევისაც", - ამბობს ფონ ბერგენი.

სენდეროსის გარდა, შვეიცარიელებს ვალონ ბეჰრამიც დააკლდებათ. გეხსომებათ, იგი ჩილესთან მატჩისას გააძევეს და შესაბამისად, დისკვალიფიცირებულია. მის არყოფნაში ძირითად შემადგენლობას სავარაუდოდ, ტრანკილო ბარნეტა დაუბრუნდება.

ჰონდურასელებმა განვლილი შეხვედრები დაახლოებით ისე ჩაატარა, როგორც ველოდით - მაღალი კლასის მეტოქეებს ქულა ვერ აართვა, მაგრამ შეუპოვრად იბრძოლა. საინტერესოა, როგორ გადასხვაფერდება დაცვითი სტილის მიმდევარი შვეიცარია იმ მატჩში, სადაც ვალდებული იქნება, აქცენტი შეტევაზე გადაიტანოს.

ჰონდურასის ნაკრებს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, ეს გუნდები ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

ლევან ჯანეზაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა