იგორ კოკოშკოვი: "როგორც აღმოჩნდა, "ძლიერი თამაში" მოგებისთვის საკმარისი არ იყო, მეტი უნდა გაგვეკეთებინა"
სლოვენიასთან მატჩის წინ დარბაზისკენ საქართველოს ნაკრების მაისურით მივიჩქაროდი. ზურგსუკნიდან მომაძახეს: "გუდ ლაქ ჯორჯია"! მივიხედე, სლოვენიელი ქომაგები აღმოჩნდნენ. საერთოდ, მე სლოვენიას ვქომაგობ, მაგრამ დღეს გამონაკლისი უნდა დავუშვა-მეთქი.

მეტად ორგანიზებული გულშემატკივრობა სცოდნათ სლოვენიელებს, თუმცა დღეს მათი ხმა ქართველთა საყვირებმა გადაფარეს. პირველ მეოთხედში კი ქართველმა კალათბურთელებმა "გადაფარეს" სლოვენიელი კოლეგები. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ფარქვეშ არ შეუშვეს. საოცარია, მაგრამ საწყის 10 წუთში სლოვენიელებს ერთადერთი ორქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული. სწორედ ამიტომ, ქართველებმა მეოთხედი 25:15 მოიგეს.

როგორც ჩანს, სლოვენიელთა მწვრთნელი მალევე მიხვდა, რომ მისი გუნდის ხსნა მხოლოდ სამქულიანებში იყო: "მწვანეებმა" შორეულ ტყორცნებს მოუხშირეს, ჩვენი ზონური დაცვა კი ოჟბოლტთან და ლაკოვიჩთან ვერას გახდა. ტანდაბლებს სამქულიანები მაღლებმა, ლორბეკმა და იაგოდნიკმაც შეაშველეს და ასე მოუგროვდა სლოვენიას 15 რეალიზებული სამქულიანი, რაც საოცრად მაღალი მაჩვენებელია. ექსტრა-კლასის გამთამაშებლებმა, იაკა ლაკოვიჩმა და გორან დარგიჩმა ქართველებს 21 შეცდომა დააშვებინეს, რაც წაგების მეორე მიზეზი (პირველზე, სამქულიანებზე უკვე მოგახსენეთ) აღმოჩნდა. შესვენებისას ასაკოვანმა რუსმა ჟურნალისტმა საკუთარი აზრი გამიზიარა: შესანიშნავი გუნდი გყავთ, სლოვენიაზე არანაკლები, მათთან უპირატესობაც გაქვთ, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებთ. ამის მიზეზი კი ზედმეტი მონდომებაა - თქვენს კალათბურთელებს გამარჯვების წყურვილი და ემოცია იმაზე ორჯერ მეტი აქვთ, რაც მოგებისთვისაა საჭირო. შეცდომებიც ამას მოსდევს.

სამწუხაროდ, ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა ქართველებს გამარჯვებისთვის არ ეყოთ. ისევე, როგორც გამოცდილება, რათა ბოლო მომენტში გადამწყვეტი იერიში მიეტანათ მეტოქის კალათზე. აი, გამოცდილმა ლაკოვიჩმა კი ბოლო წამებზე ერთი საჯარიმო არ ააცილა და გუნდი ნაადრევად გაიყვანა შემდეგ ეტაპზე.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენმა გუნდმა სლოვენიელებს მოხსნებში 38:29 აჯობა, ხოლო ჩაგდებულ ორქულიანებში - 21:11.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად დარჩენილი ორი მატჩის მოგება სჭირდება. ხვალ უკრაინას ვეთამაშებით, ზეგ - ბულგარეთს.

იხილეთ ვიდეო

ნამატჩევს

გორან დრაგიჩი:

- რთული მატჩი იყო. საქართველოს ნაკრებთან აქამდე არასდროს მითამაშია. ძალიან ძლიერი და აგრესიული გუნდია. ფიქრობ, საქართველოს მეორე ეტაპზე აგსვლის დიდი შანსი აქვს.

ვიქტორ სანიკიძე:

- შეხვედრის პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის გამოცდილება არ გვეყო. სლოვენიის ნაკრები ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდია, რომელიც შეხვედრისთვის მაღალ დონეზე იყო მომზადებული. მოგების დიდი შანსი გვქონდა. საწყენია რომ გამოუცდელობის გამო დავმარცხდით. თუმცა ყველაფერი წინაა, წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად.

ბოჟიდარ მალკოვიჩი (სლოვენიელთა თავკაცი):

- რთული და დაძაბული შეხვედრა იყო. პირველ ნახევარში საქართველომ ძალიან აგრესიული და შემტევი კალათბურთი ითამაშა. თუმცაღა შემდეგ გამოვფხიზლდით, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ კიდეც.

იგორ კოკოშკოვი (ქართველთა მწვრთნელი):

- სლოვენია გამოცდილი, ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენ ძლიერად ვითამაშეთ, მაგრამ სლოვენიამ გვაჯობა. როგორც აღმოჩნდა, "ძლიერი თამაში" მოგებისთვის საკმარისი არ იყო. მეტი უნდა გაგვეკეთებინა.

ვაჟა სიმონიშვილი კლაიპედადან

საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა