სამი დღის განმავლობაში, ფოთი, ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის საუკეთესო წარმომადგენლებს მასპინძლობდა.

ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ღირსებას სამი ფოთელი სპორტსმენი - გენადი გურალია, ცოტნე ბერაია და გიორგი შონია იცავდა.

ჩემპიონატის ფარგლებში გამარჯვებულები სამ დისციპლინაში - სლალომში, ფიგურულ სრიალსა და ტრამპლინიდან ხტომაში გამოვლინდნენ. დახურვის ცერემონიაზე მაყურებლების წინაშე წარსდგა ქართული ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები.

„ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატს წყალსათხილამურო სპორტში წარმატებით ვუმასპინძლეთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ფოთი საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მრავალწლიანი ტრადიციისა და გამოცდილების ქალაქია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემპიონატზე ფოთელმა სპორტსმენებმა ღირსეულად იასპარეზეს და გააუმჯობესეს საკუთარი შედეგები. დარწმუნებული ვარ, ეს ჩემპიონატი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ფოთის, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის, კიდევ უფრო მეტად წარმოსაჩენად.“განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ჩემპიონატი, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი. ღონისძიება წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით მიმდინარეობდა.

მაიკო ძაგანია სპეციალურად საიტისთვის

საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"მომბეზრდა წუწუნი, რომ უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა