იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს კანდიდატურის დაბლოკვას რუსულ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. ლეგენდარული ფეხბურთელის ვარიანტს, ფედერაციის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და მისი მრჩეველი ლეონარდო ლობირებდნენ.

საბოლოოდ, პირლოს "სკუადრა აძურას" დამრიგებლად დანიშვნაზე უარი ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ განაცხადა, რადგან ანდრეა ერთ-ერთი რუსული კაზინოს ელჩია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მალდინიმა და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს.

ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ მოსტოვოიმ "სპორტ-ექსპრესს" უთხრა, რომ ყველა ქვეყანას თავისი კანონები აქვს და ამ ფაქტში უცნაური არაფერია. მანვე აღნიშნა, რომ რა საჭიროა პირლო, როდესაც მოსტოვოი არსებობს და იტალიელებს საკუთარი თავი შესთავაზა.

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მფლობელის ლეონიდ ფედუნის ყოფილმა მრჩეველმა ფრანკო კამოციმ განაცხადა, რომ ევროპის მთავრობებმა ეს ფსიქიკური დაავადება უნდა დაასრულონ.

"სამწუხაროა, რომ გლობალურ სპორტსა და იტალიის იმიჯში დიდი წვლილის მიუხედავად, თქვენივე ფსევდოდემოკრატიული წყობილების მიერ, თქვენი ქვეყნის მხრიდან დისკვალიფიცირებული ხართ.

ეს უკვე მოხდა ათასობით რუსი სპორტსმენის, დირიჟორის, მუსიკოსის, მხატვრისა და რეჟისორის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ დაგეხმაროთ, ჩვენ გულწრფელ და ადამიანურ სოლიდარობას გიცხადებთ", - ეს კი უკვე იტალიაში რუსეთის ელჩის ალექსეი პარამანოვის სიტყვებია, რომელსაც "ტასი" ციტირებს.

იახსარი
ქოცი ტროლები აქაც აკომენტარებენ? :D
არსად არ შევიდეთ
არა ფაშიზმს საქართველოში
zura222
აუუ ამათი ორმაგი სტანდარტების დედააც რაა @ სპალეტი საერთოდ პუტინის გუნდის ზენიტის მწვრთნელი იყო და 3023-ში ომი დაწყებული რომ იყო როგორ დანიშნეს ნაკრების მწვრთნელად ?? მაგათი ფანი ნაცებიც ეგრე არ არიან ? --2008 წლის მერე რუსები არ იყვნენ ოკუპანტები და მაგათი ატამანი რუსებს ყვავილებით ხვდებოდა საზღვარზე @ და ეხლა გახდნენ ოკუპანტები როცა ვიღაცა გადამთიელებს დაესხნენ თავს @@
K
მადლობა, რომ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს. სისხლიანი რუსული ფული არავის შეერგება
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო