იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსიმ" ინგლისელ დენი უელბეკთან ტრანსფერის დეტალები საბოლოოდ შეათანხმა.

35 წლის ფორვარდს "ბრაიტონთან" ხელშეკრულება 2028 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, ტრანსფერის თანხა კი ჯერ-ჯერობით არ გახმაურებულა. უახლოეს საათებში ინგლისელი "არისტოკრატების" შემადგენლობაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

დენი ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთ გამოცდილ თავდამსხმელად ითვლება. კარიერის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედში", "არსენალში", "უოტფორდსა" და "ბრაიტონში" უთამაშია. რა თქმა უნდა, სანაკრებო ფორუმებზე "სამი ლომის" ღირსებაც არაერთხელ დაუცვია. რაც შეეხება გასული სეზონის სტატისტიკურ მონაგარს, "თოლიების" შემადგენლობაში უელბეკმა ყველა ტურნირზე 40 შეხვედრა გამართა, თავი კი 14 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

თავის მხრივ, "ჩელსი" ევროტურნირებზე ვერ მოხვდა, 42 ქულა დააგროვა და ზემოხსენებულ "ბრაიტონს" 1 ქულით ჩამორჩა, რომელიც მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

უელბეკთან ერთად "ლურჯების" ახალი მთვარი მწვრთნელი, ხავი ალონსო "ბრენტფორდიდან" ჯორდან ჰენდერსონის დამატებასაც ცდილობს.

შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] შენგელიასა და რიდის სუპერდუეტი, ქამბექი ოვერტაიმში და "თოკოს" ცრემლები - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა!
"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
[VIDEOS] ბათუმში "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს მეკარე პარიზიდან გასამგზავრებლად მზადაა
მამარდაშვილი ობლაკის ნაცვლად - "ატლეტიკო" ქართველის ტრანსფერს ისევ განიხილავს?
"ბეშიქთაშის" თვითმფრინავს, რომელიც ბათუმში მიფრინავდა, მეხი დაეცა
"4 წელია აქ თამაშობენ და ინგლისური არ იციან, იტალიაში კი..." - ოლივერ გლასნერმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
"მისი განცხადება კოლონიალისტურად ჟღერს" - ასუ-ეკოტომ მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა