ქართული კალათბურთისა და სამსაჯო კორპუსისთვის მიმდინარე ზაფხული მორიგი მნიშვნელოვანი აღიარებით აღინიშნა: FIBA-ს ლიცენზიის მქონე ერთადერთმა ქართველმა ქალმა არბიტრმა, მარინა შალამბერიძემ, ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალურ შეხვედრაში იმუშავა.

ამჯერად ქართველმა მსაჯმა 18 წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის (C დივიზიონი) გადამწყვეტი მატჩი განსაჯა, სადაც ოქროს მედლებისთვის ერთმანეთს კვიპროსისა და მალტის ნაკრებები დაუპირისპირდნენ (შეხვედრა მალტელთა გამარჯვებით, 56:35 დასრულდა). აღსანიშნავია, რომ შალამბერიძემ ამ შეხვედრაშიც მთავარი მსაჯის (Crew Chief) საპასუხისმგებლო ფუნქცია შეასრულა, ხოლო მასთან ერთად მსაჯთა ბრიგადაში უნგრელი ნიკოლეტ გრუბერი და მოლდოველი ალექსანდრა იური შედიოდნენ.

ეს მარინა შალამბერიძისთვის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე ევროპული ფინალია — ივნისის ბოლოს მან ეროვნულ ქალთა C დივიზიონის ფინალში იმსაჯა, რასაც მალტაში გამართული 16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი მოჰყვა, სადაც ის ასევე მთავარი არბიტრი გახლდათ.

ერთ ზაფხულს ნამსაჯები სამი ფინალი და ზედიზედ ორ გადამწყვეტ შეხვედრაში მთავარი მსაჯის სტატუსი პირდაპირი დასტურია იმისა, რომ FIBA-ს მხრიდან ქართველი არბიტრისადმი პროფესიული აღიარება და რწმუნება უმაღლეს ნიშნულზეა.

GBF.GE

ჯადო
პირველი რომ დგას ეგ არის ხო?
ისე მაინც
ძალიან საყვარელია!!! წარმატებები !!!
zura222
ძალიან ლამაზი გოგოა და იმიტომ ნიშნავენ ! თვალს უხარია სილამაზეს რომ უყურებს და ხალხსაც უხარია
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ქართველი მსაჯებისა და კომისრის პირველი დანიშვნები 2025 წელს
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე