ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „სლოვანს“ დაუზავდა (1:1), მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირება 1:3 წააგო და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ოთხი მომენტი ვერ გამოიყენეს, პირველი ტაიმის ბოლოს კი თავურით მაკარიძის კარი კუხარევიჩმა დალაშქრა. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და სიხარულაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მაკარიძემ თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო თბილისელთა იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და საბოლოოდ ფრე დაფისირდა.

„იბერია 1999“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ შეხვდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე „ცრვენა ზვეზდასთან“ ორივე მატჩში განადგურდა - 0:4, 0:5. პირველი დაპირისპირება 6 აგვისტოს ლარნეში ჩატარდება, საპასუხო კი 13 აგვისტოს თბილისში.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“

სლოვანი - იბერია 1999 1:1

გოლები: 1:0 კუხარევიჩი (44), 1:1 სიხარულაშვილი (51)

იბერია: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 76), კუცია (ბართიშვილი 55), ქარდავა (ალჰასანი 55), დადიანი, კაფე (ძაგანია 65), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე 76)

100%

ედიკა
ბოჩია ბავშვებს რომ ლანძღავ კაია მაგი? რომელმა ზრდასრულმა ითამაშა თორნიკეზე უკეთ დინამოში.
რაბუ
ბართიშვილი კარგ მწვრთნელთან უნდა მოხვდეს და მერე ნახავთ ნამდვილ კლასს. უნდა გაიზარდოს, იმედია ხასიათიც შეუწყობს ხელს
სტალინი
ქართულ კლუბებს ჩრდილოირლსნფიურთან არასოდეს წაუგიათ ევროთასებზე და არასოდეს გამოვარდნილან მათგან, 7 მოგება და 3 ფრე. იმედია იბერია ამ ტენდენციას არ დაასამარებს, ლარნეს დაამარცხებს და კონფერენს ლიგაზე გავა, თორემ ამ გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე 11 ევროპული ნაწილის საბჭოთა რესპუბლიკებიდან, მხოლოდ დისკვალიფიცირებული რუსეთის და საქართველოს კლუბებს არ უთამაშიათ. იმ დროს როდესაც მესამე ვიყავით საბჭოთა რესპუბლიკებში. ისიც საკითხავია დარჩენილ 4 აზიურ ქვეყანას: უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი თუ ვჯობივართ საკლუბო ფეხბურთში. სირცხვილია მხოლოდ
ბოჩია შონია
უკვე მე-4 თამაში ჩაატარა, იბერიამ და მხოლოდ 1 მოიგო გაჭირვებით, სლოვანმა კი, როგორც სოლიდურ კლუბს შეეფერება, გამოიყენა თავისი უზარმაზარი უპირატესობა კლასში და ლამის მეორე -მესამე შემადგენლობის ნაზავით გამოაგდო იბერია. ძალიან სამწუხაროა,რომ სლოვაკეთის ჩემპიონსა და საქართველოს ჩემპიონს შორის ამხელა უფსკლურია. მე თუ მკითხავთ, გასაყრელია ყველა, ვინც ქართული საკლუბო ფეხბურთი ამ ფსკერამდე დაიყვანა, მხოლოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების საკუთარ და საახლობლოს ჯიბეებში გადანაწილებით არიან დაკავებულნი. ახლაც დარწმუნებული ვარ, მავანის ძირითადი მიზანი არა საბოლოო შედეგი, ანუ ჯგუფში მოხვედრა არამედ ბართიშვილის და კვარაცხელიას, როგორმე ამომავალ ვასკვლავებათ წარმოჩენა და სარფიანად გაყიდვაა, ამიტომაცაა ასეთი აგრესიული ქება დიდება რომ მოდის რეპორტაჟებისას და ჟურნალისტებიდან. შეხედეთ მათი თამაშს - მხოლოდ საკუთარი პიარისთვის,როგორმე მოატყუოს ყველა,მსაჯის ჩათვლით და ბოლოს მაინც დაკარგოს, რადგან კარში დასარტყმელად ან პასის გასაკეთებლად აღარც ძალა აქვთ და ეპიზოტიც ჩავლილია, წარმოგიდგენიათ რომელიმე სერიოზულმა ტრენერმა ასეთი თამაშის უფლება მიცეს ფეხბურთელს, როდესაც ევოტურნირების ჯგუფური ეტაპის საგზურები თამაშდებაა!!, თვით დიდ კვარასაც არ მიცა ენრიკემ გაუთავებელი მატაობის უფლება და სანამ დროული პასით თამაში, ზონების გადაკეტვა და დაცვაში წინ და უკან სირბილი არ აიძულა, როტაციიდან არ ამოიყვანა....თუ არადა, ან ერთმა ან მეორემ ჯერ-ჯერობით რა გააკეთა გუნდისთვი შედეგობრივად განსაკუთრებული, მხოლოდ მატაობენ ბოლომდე-დაკარგვამდე და კომენტატორების, ყოველ წინადადებში იმის ჩაკვეხება რომ ერთი 16 წლისაა და მეორე 17-ის.....ასე იყო გასულ სეზონებშიც, იყო ერთი ამბავი ატეხილი სიგუაზე, მერე სალია იყო ლამის ამომავალი კი არა უკვე სუპერვასკვლავი, არც აცალეს დაღვინება ისე გაასხვისეს და ორივე ჩაიკარგა...ჯერ-ჯერობით მაინც......ამ დროს ვაგრძელებთ უკან სვლას და უკვე მომავალი წლიდან მხოლოდ 3 კლუბის გაყვანის უფლება გვექნება ევრო ტურნირებზე

სლოვანმა თბილისშიც სიარულით მოგვიგო და არც მანდ ჩანდნენ,ძალიან მომზადებულები.მეორე მხრივ,პირველი თამაშის შემდეგ,უკვე დარწმუნებულები იყვნენ,გასვლაში და ანგარიში როცა გახსნეს,მატჩის ბედი,უკვე გადაწყვეტილად ჩათვალეს.ეს იმის უფლებას არ გვაძლევს,იბერიას ფეხბურთელებს,გარჯა არ დავუფასოთ.იბრძოლეს რაც შეეძლოთ და გამართლების შემთხვევაში,ალბათ კიდევ ერთი გოლის გატანაც შეეძლოთ.აღმოჩნდა,რომ ამ დონის გუნდებთანაც შეიძლება ბრძოლა და შიში საჭირო არ არის.0,125 ქულა ქვეყნის რეიტინგშიც, დასავიწყებელი არ არის.იმედია კიდევ დაუმატებენ და დღეს დინამომაც რამე თუ შეჰმატა,ჩვენ ცარიელ ყულაბას,ეგეც უკვე კარგი საქმე იქნება.დინამო დაცვაში თუ ჩაჯდა,გამოვარდნაც არ გამიკვირდება.აქტიური თამაში გვჭირდება,მატჩის ბოლომდე და იმედია ბიჭები ხელოვნირ საფარზე შეძლებნენ თავის გამოვლენას.
ჰაჰა
საშველი დიდი ხანია არ არის.
გიორგი
რითი გააძლიეროს კასპიის ზღვის ნავთობის მფლობელია თუ ოჯახში პურის ფული არ დაიტოვოს? გაძლიერებას ათეულობით მილიონები ჭირდება და ეს მარტო ერთ ადამიანს შეუძლია სამწუხაროდ საქართველოში თორემ თავად არა მაგრამ რომელიმე ვაჟის ხელით ერთი ყარაბაღის დონის გუნდის შექმნა არ გაუჭირდებოდა
Achi
ჩაკვეს პონტია უფრო ბართიშვილი მაგრამ კაი ნიჭიერი ტიპია უფრო მეტი რეალიზაცია და დახვეწა. იქამდე უნდა გააკეთო საგოლე მოქმედება სანამ მაგის ძალა შეგწევს 5 რო მოატყუებ და ქანცი რო გაგზდის მაშინ კარგათ ვერ დაარტყავ ან კიდე გადაცემას ვერ გააკეთებ
S.K.K.
ჩვენზე უბედურებიც არსებობენ
ნელსონ მანდელა
მე არ მესმის ბარათიშვილის ეს ქება და დიდება, ჯერ არაფერი უჩვენებია და ლივერპული და არსენალი აკვირდებიანო 😃 რომც გადავიდეს მაგათ მეორე გუნდში რას იზამს; ყველა მნიშვნელოვან თამაშში ამ საკვალიფიკაციოზე დიდი ვერაფერი ქნა და მეშახტეთან თუ სპაერთან სადაც ზეწოლა ნულია რა მნიშვნელობა აქვს რას იზამს? აგერ პატარა კვარა შედის ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში და იმის გარდა რომ მუხლები არ უკანკალებს ბევრი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის.
ალფა
მართალია, კვარა უფრო პატარაა, მაგრამ უფრო სწორ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს ბართიშვილზე. მეტად უნდა დახვეწონ ბართიშვილი.

ფეხბურთს ნუ აწვალებ ძიაკაცო და კონტექსტს დაუკვირდი, თორე ფსკერზე როა ქართული ფეხბურთი ყველა საღმა იცის.
ewd
აქებენ ეს კომენტატორები ამ ბართიშვილს არადა რამდენი რამააქ სასწავლი!
გიორგი
ამ ბართიშვილს ვინმემ აუხსნას თავს რო დახრის მაგით ვინმეეს გააკვირვებს უამრავი რამააქ დასახვეჭი თუ სურს კვარას დონეზე თამაში.პირველი თავის აწევა ისწავლოს.მეორე დარტყმა.მესამე ზურგს უკან გადაცემები ანუ გამამწვავებელი პასები.მესამე ბალანსი.მეოთხე ფიზიკურობა.მეხუთე სტანდართულები.მოკლედ უამრავი რაამაა კიდე რას ბრუალობს დუეს ეჯიბრება თუ ვის აკვირვებს დრიბლინგს შედეგი თუ არააქ რააზრიაქ?!
ნელსონ მანდელას
ლარნე ხომ მაგათმა მზემ სულ ჩემპ.ლიგის 1/2 ფინალში გადის ყოველწელს 😁😂 ეგენიც თუ ვერ გააგდეს აღარ ყოფილა საშველი. მე მჯერა ბიჭების და დემჩენკოსი.

ლარნეს თუ გადავლახავთ კონფერენსზე ლიგის ფაზას ვინაღდებთ. თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს ამ გუნდს კი უნდა მოვუგოთ.
ევროპა არა კვატი
სან მარინოსთან და ლუქსემბურგთან წააგეს სახლში აზზე ხართ ბიჭო სადა ვართ.. რასთან გვაქ საქმე იქნებ მითხას ვინმემ მე ვერ ვხვდები
ჯორჯო ბიძია
სომხეთი, აზერები, ლიტვა, ყაზახეთი ყველას ჩემპიონი გავიდა შემდეგ ეტაპზე დაწერეთ ეგეც.. არ დაწეროთ ყველაფერი კარგადაა!!!
კონტეს მამა
ეს მაკარიძე პერიოდულად ითიშება? ლამის 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაუტანეს თავით.
რაბუ
წესით ამ თამაშით ლარნეს გავივლით. თითქოს გუნდი უფრო მოძრავი გახადა დემჩენკომ
გაუმარჯოს უკანპასა ქართულ ფეხბურთს
ნახევარი გუნდი გასაყრელია, ან ეს უბედურება ნიგერიელები ვინ ჩამოიყვანა? 10 წუთით შემოვიდა თავდამსხმელი და სულ აკადემიურად იძუნძულა, ფეხიც არ აუჩქარებია. იმდენი უკან პასი უკეთეს მაკარიძეს, რომ ბოლოს მაგანაც მაგრად აურია. ან ეს ძველბიჭობა რა უბედურებაა, ვერ მატაობ, პასს არ იძლევი, კარგავ ბურთს და კიდევ საჩხუბრად იწევ? დაბალი დონე რომ ხარ, ამაში სხვაა დამნაშავე? სადაა დისციპლინა? კომენტატორებმა სტადიონზე მოდითო. რისთვის? რა აზრი აქვს თქვენს ჯგუფში მოხვედრას? ორნიშნა ანგარიშით წააგებთ ყველა თამაშს.უკან პასებში ხართ მსოფლიო ჩემპიონები. ეგრე კიდევ გოლი არ გადის. საკუთარში კი ბატონო, რადგან არაერთხელ დაკარგავთ. ეს დემჩენკოც დიდი ვერაფერი მწვრთნელია. ნებისმიერი ქართველი სტაჟიანი გულშემატკივარი ათამაშებდა მაგ დონის ფეხბურთს.
ნელსონ მანდელა
თუ მუხლები არ აუკანკლადათ და გაუძლეს წნეხს ლარნეს უპრობლემოდ გამოაგდებენ და შევლენ ჯგუფში. ასეთი მნიშვნელოვანი თამაში არასდროს უთამაშია იბერიას და რავი იმედია ფსიქოლოგიურად კარგად მოემზადებიან
Демченко Браво
პირველ თამაშს ვერ უყურე, მარა ამ თამაშის პირველ ტაიმის საწყის წუთების შემდეგ იბერია არაფრით ჩამოუვარდებოდა. სლოვანი მე უკეთესი გუნდი მგონია იბერიაზე თავისი გამოცდილებით, რაც შარშან ლიგაზე ითამაშა, რეიტინგითაც სკოვაკეთი საკმაოდ წინაა და მგონი შენადგენლობაც უფრო ღრმა და უკეთრსი ყავს, თუნდაც ფასების მიხედვითაც ასევე ბიუჯეტითაც. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სწორ მუშაობას. არ ვიცი დემჩენკო რას წვალობს სად გაიქცა საქართველოდან, როდესაც საქართველოში უკეთესად გამოსდის მუშაობა? გვახსოვს მისი დილაც. იბერი მჯერა მინინუმ კონფერენც ლიგაზე მოხვდება ბოლოს და ბოლოს გვეღირსება. დემჩენკო და ქეცბაია თუ გააგრძელებენ საქართველოში მუშაობას ვფიქრობ ჩვენც ვიხეირებთ და თვითონაც, როდესაც შედეგს დავინახავთ ყველანი. ბიჭებო გული არ გაიტეხოთ ასე გააგრძელეთ შრომა და დაგიფასდებათ. მადლობა ბიჭებო. წარმატებას გისურვებთ.
დდდ
კლასით ძლიერმა გაიმარჯვა... დასანანია, რომ სლოვანის ყველაზე სუსტი მხარე ( მეკარეს ვგულისხმობ) ვერ გამოიყენეს, მაგრამ თუ არ ურტყი, რა აზრი აქვს - გინდ სუსტი მეკარე მდგარა და გინდ სულ არ მდგარა - ვერ დაარტყამ, ვერ გაიტან...
ქობულეთიდან
მეორე ტაიმს არაუშავდა, კი გამოვარდა იბერია მაგრამ ევროპა ლიგაზე გადაერთვება, თან ქვეყანას 0.125 ქულა მოუტანა ამ ფრემ, ქულები კი ძალიან გვჭირდება. ჩემი აზრით იბერია ლარნესთან ფავორიტია, ეს ბარიერი თუ გავიარეთ, კონფერენს ლიგის ჯგუფი გარანტირებულია, ვნახოთ.
ცოტნე
მაკაროძე წადინთავი დაანებე ამ ფებურთს რანგინდა. 11 იანიდან თავით გიტანენ … 1 თამაშიც 2 ჯერ დაგირტყეს და 2 გოლი. გაუშვი, ეჰ 10 ნომერინკიდე წინ პასი არ იცი ან დარტყმა არ იცი? . იმედია ირლანდიელებს მოვუგებთ. უბრალოდ გული მწყდება აქეთ ჟალგირისი, კაირათი , საბაჰი, არმენია ყველე 3 ეტამპზეა და ჩვენ?
გიორგი
სიმართლე გითხრა რომ მიკვირდეს თავს მოვიტყუებ. სლოვანი ძალიან ძლიერი გუნდი არის და არაა იბერია ის გუნდი რომ დაამარცხოს ის, ამიტომაც დიდად არ ვიყავი ოპტიმისტი. მაგრამ, იბერიას შანსები რჩება რომ გავიდეს რომელიმე ევრო-ტურნირზე და იმედია ეს ასეც მოხდება!
ალფა
ფრე, ძალიან კაი. დამატებული საკოეფიციენტო ქულები და მოემზადონ ლარნესთვის. ხეჩიკაშვილი არაფრის ღირსია გაძლიერების მაგიერ დასუსტებული შემადგენლობით რო შეხვდა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ იქნება ცოტა გავიხაროთ.
Nab007
როგორც შეეძლოთ ითამაშეს... არა უშავს გასვლაზე დღეც კარგია... არაფერია დაკარგული... რომელიმე ჯგუფში შევალთ
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ეს უდიდესი უკუსვლა იქნება" - ჩრდილოეთ ირლანდიაში "იბერიასთან" მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
"იბერიას" შესაძლო მეტოქე "რეინჯერსს" ერთ-ერთი ლიდერი დიდი ხნით გამოაკლდა
"იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა - "იაგელონიამ" "რეინჯერსს" აჯობა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში