ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყანის მასშტაბით 54-მდე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობის პროცესები მიმდინარეობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტ რევაზ სოხაძესთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მიმდინარე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესს გაეცნო. ლევან კობიაშვილთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტამ კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა, გოჩა თამაზაშვილმა დაათვალიერეს.

თელავში, ახმეტაში, ყვარელში, წნორში, გურჯაანსა და საგარეჯოში მიმდინარე თითოეული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედანი, აშენდება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი ტექნიკური სათავსოები.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თელავის უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტის ავტორებთან, რომლებიც 4500 მაყურებელზე გათვლილ ახალი სტადიონის პროექტირებას ახორციელებენ.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესა და მუნიციპალური განვითარების ფონდს.

სწორედ საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების სტადიონები, რომლებიც UEFA-ს მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩართულობით იქმნება.

ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა. ამასთან, ეროვნული ნაკრების წარმატებამ ფეხბურთის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციები ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.

სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთის განვითარება და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა ჩვენი მთავარი ფუნდამენტია. შესაბამისად, დღეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მხოლოდ ახალი სტადიონების მშენებლობას არ ნიშნავს — ისინი ქმნის გარემოს, სადაც უფრო მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, თანამედროვე პირობებში ივარჯიშოს, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ბავშვთა, ქალთა, სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებაში, რაც საბოლოოდ ქართული ფეხბურთის მდგრადი პროგრესისა და საერთაშორისო წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნება.“

კახეთში ვიზიტამდე, მხარეებმა იმერეთის რეგიონში, ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებს მშენელობა მოინახულეს.

GFF.GE

მწარე
დინამოს "გმირობის" ფონზე ინტერვიუს მიცემა სინდისისგან ტოტალურად განთავისუფლების ნათელი ნიშანია !!!
რეკორდმაისტერი
კახეთი კარგია, არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს არავის, მაგრამ აქვე თეთრიწყაროში თბილისიდან 40 წუთის სავალზე უნიკალურ ადგილას, სადაც ტემპერატურა თბილისთან შედარებით 7 გრადუსით დაბალია, ბუნებში ჩაფლული მსოფლიო სტანდარტების ზომის სტადიონია და რა გახდა მისი რეაბილიტაცია, რომ ვერ ხერხდება!

ისევ პროექტი!რა გახდა თელავში, ნადიკვარზე სტადიონის თუნდაც ძველი სახით აღდგენა,ამდენი წელი,მხოლოდ ლაპარაკის დონეზე რომ რჩება.ტრიბუნებს თუნდაც მსუბუქი გადახურვა დაუმატეთ და სხვა,არც არაფერი უნდა.პროექტში,თორემ რა თქმა უნდა უამრავი რამეა გასაახლებელი.
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს