საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „იბერია 1999-ის“ ნახევარმცველით, ნიკოლოზ დადიანით ბელგიური კლუბები დაინტერესდნენ, - იტყობინება Walfoot-ი.

გამოცემის ცნობით, დადიანის დამატების სურვილი „შარლერუას“, „ვარეგემს“ და „ლომელს“ აქვთ და მისი სამსახურით აგრეთვე იტალიური, ფრანგული და პორტუგალიური კლუბები არიან დაინტერესებული.

„ლომელისა“ და „ვარეგემის“ წარმომადგენლები ბრატისლავაში „სლოვანისა“ და „იბერია 1999“-ის მატჩს სწორედ დადიანის თამაშის სანახავად დაესწრნენ.

დადიანს „იბერია 1999“-თან კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 350 ათასი ევროა.

“შარლერუა“ მზადაა „იბერია 1999“-ს ნიკოლოზის სანაცვლოდ 300 ათასი ახლავე, ხოლო მომავალი გაყიდვიდან თანხის 10% გადაუხადოს.

ATP 16
ყველა წერს ცუდი ადგილია ბელგია განვითარებისთვისოო!!! და მიქაუტაძეე?! აბა გაიხსენეთ საიდან დაიწყო მისი კარიერა ? არ ვიცი დანარჩენ ქართველებს რა პრობლემები შეექმნათ და ზოგადად რატომ არ ვითარდება უმეტესობის კარიერა ტოპ ჩემპიონატებში უკეთესობისკენ, აქაც ქართულ არასწორ მენტალობასთან ხომ არ მივდივართ, რომელსაც პროფესიონალიზმი ჰქვია?
ზაზა
ქართულ ფეხბურთში დიდი კორუფცია ვიდრე ამას არ ეშველება ვერ განვითარდება ქართული ფეხბურთი ხვიჩა ავიღოთ დინამომ არ ათამაშა ჯუღელს ყურადღება რო არ მიექცია ხვიჩა დაიკარგებოდა ბევრი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი უპატრონობით დაიკარგა ჟურნალისტები ამ კორუფციაზე არ ამახვილებენ ყურადრებას არადა იღუპება ქართული ფეხბურთი თუ დაღუპული არ არი

არც ერთი ქართული კლუბი არ არის ისეთი სულელი,რომ არ ესმოდეს,18 წლის ბიჭის გაყიდვა რომ კარგი არ არის,მაგრამ როცა ფეხბურთელი,პირველივე თითის დაქნევაზე,გუნდიდან გასაქცევად მზად არის,როგორ გინდა დაიჭირო?უცხოეთში სკამზე ჯდომითაც კი,რამდენჯერმე მეტს შოულობენ და ყველას ეჩქარება,გაქცევა.რაც შეეხება ქოჩორაშვილს,7 წელი იყო ესპანეთში,მაგრამ რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო და სანამ სრულიად არ გამოჯანმრთელდა,პროგრესი არ ჰქონდა.სადღაც მეორე-მესამე ლიგაში წავიდა სათამაშოდ და იქიდან ამოყვინთა ლევანტემდე,მერე კი ევროპის ჩემპიონატამდე.
მწარე
მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთის მესვეურებმა კარგად იციან, რაც უფრო ძლიერი ჩემპიონატი იქნება, მით მეტი შემოსავალი ექნებათ. მეტი ფულიც გათეთრდება და შავი ფულიც მეტი გაკეთდება. რაღაც სხვაშია მიზეზი. სამწუხაროდ მე ვერ ვხვდები. ამ ბიჭს კი წარმატებას ვუსურვებ. ჯობია წავიდეს, ფიზიკას მიაქციოს ყურადღება და ჭკუა იხმაროს. ჭკუის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ქოჩორა 18 წლის წავიდა. 7 წელი დაკარგული იყო, ხანდისხან გაზეთები თუ გაიხსენებდნენ, არიქა დუბლებში გაიტანაო, ან პასი მიცაო. 25 წლის მოხვდა ნაკრებში. 7 წლის წასული იყო. ამიტომ ვამბობ, ჭკუა და შრომა უნდა ყველაფერს. ხელი არ უნდა ჩაიქნიო, გინდა ბელგია იყოს და გინდა პორტუგალია.

განვითარება თუ გვინდა, ეს მფლობელები უნდა შეეშვან ბელგიებზე, პოლონეთებზე, უკრაინებზე (ეს საერთოდ გვძირავს) წამყვანი მოთამაშეების კაპიკებში გასხვისებას. იმათი მიზანია კაპიკებში ნაყიდი ფეხბურთელების უფრო ძვირად გაყიდვა. შენ თვითონ გააკეთე ისეთი გუნდი, რო ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე გადიოდე და შენ გაყიდე მერე პირდაპირ მილიონებად ფეხბურთელები. ასე გაყიდულ ფეხბურთელებს უფრო დიდი თამასა ექნებათ სადაც წავლენ და თავიდანვე სკამზე არ ეყოლებათ მიბმული. ფეხბურთელი და გამყიდავი გუნდი ორივე მოგებული დარჩება.

არც ბელგია და არც პორტუგალია,ქართველებისათვის მენტალურად კარგი არჩევანი არ არის.არც ფასია სახარბიელო,ამ შეთავაზებიდან და დადიანმა,როგორც ჩვეულებრივ ჩვენი პატარა ბიჭებივით,ერთ ხელის დაქნევაზე ბუდიდან არ გადახტა და მსურველს არ გაეკიდა,კლუბსაც მეტად ახეირებს და თვითონაც უკეთეს კლუბში,უკეთესი პირობებით გადავა.300 000 და 10% მომდევნო გაყიდვიდან,ის რიცხვები არ არის,რომელიც იბერიასთვის მისაღებია და და აშკარაა,რომ სწორედ ფეხბურთელის სურვილზე აკეთებენ აქცენტს.რას ჰკარგავენ,მაგ ფასზე ძვირად,სულ რომ არ ითამაშოს,მაინც გაჰყიდიან და მოგებას ნახავენ.იბერია და თვითონ ფეხბურთელი რამეს ისარგებლებენ თუ ვერა,ეს მათ სულ არაფერში აინტერესებთ.

ბელგია ნიჭიერი ფეხბურთელების სამარეა.
ალფა
ცუდი ადგილია ბელგია, ვერავინ მოიკიდა იქ ფეხი, არ უნდა წავიდეს.
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
ᓖᓣᓠᓐᓑ ᓑᓔᓠᓘᓫᓔ: ᓘᓐᓜᓕᓠᓐᓛᓓᓔ ᓠᓝᓒᓝᓠᓛᓔ ᓮᓝᓛ ᓣᓜᓓᓐ ᓛᓘᓕᓘᓓᓔᓗ?..
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...