კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამო" გასვლაზე "ჟალგირისთან" 2:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მატჩის დასრულების შემდეგ ლიეტუვური გუნდის პრეზიდენტმა ანდრიუს ტაპინასმა, რომელსაც თავისი კლუბის შემდეგი გასვლის შეხვედრამდე სჯეროდა, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

მან ქართული გუნდიდან პირველი გოლის ავტორის ლეო სანტოსის მხრიდან გოლის აღნიშვნის ეპიზოდს ამაზრზენი უწოდა და დაწერა, რომ ამის გამო "დინამოს" ლიდერებმა ბოდიში მოიხადეს.

"გჯეროდეს" - ეს არის წარწერა, რომელიც ცნობილი სერიალის "ტედ ლასოს" გასახდელში ეკიდა. სერიალი გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შენი გუნდის რწმენაზე.

მაგრამ ეს ტელევიზიაა. ლამაზი, გულუბრყვილო ტელევიზია, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ რაღაც წარმოუდგენლად კარგი შეიძლება მოხდეს, თუ გჯერა. თუ იმედს არ დაკარგავ მაშინაც კი, როცა ამის ალბათობა დაახლოებით, 9%-ია.

სინამდვილეში ეს ასე არ ხდება. განსაკუთრებით ლიეტუვურ ფეხბურთში, რომლის საზოგადოებაც მტკივნეულ დამარცხებებს მიჩვეულია. ფეხბურთში მოსვლიდან იმედი შემოვიტანე და ამის მიცემა სხვებისთვისაც მსურდა.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კარგად არ მიდის. მაშინ, როდესაც, ჩვენმა ახალგაზრდა მეკარემ შეცდომა დაუშვა და დასცინიან. ჩვენ სხვა არაფერი გვაქვს, არაფერია იმედზე მნიშვნელოვანი.

თბილისში მატჩის შემდეგ, მაშინვე პირადად მივწერე გუნდის თითქმის ყველა მოთამაშეს, რომ ისინი ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე იმ საღამოს ჩანდნენ, რადგან არ დაეკარგათ საკუთარი თავის რწმენა, რომ ჯერ არაფერი იყო დაკარგული და კლუბი მათ გვერდით იდგა. მათი პასუხებიდან მივხვდი, რომ აქ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.

გუშინ დილით ლიეპკალნისში მომხდარ სასწაულსა და აუცილებელ ქარიშხლის შეტევაზე დავწერე. რა თქმა უნდა, დამცინეს. დაე, ასე იყოს.

ეს არ ყოფილა უბრალო ქარიშხალი, ეს იყო ერთად ქარიშხლიც, ტაიფუნიც და ტორნადოც, რომელმაც პირწმინდად წალეკა "დინამო", უღირსად მომქცევი სანტოსი (რომლის გამოც, სხვათა შორის, შესვენებაზე ქართველების ლიდერებმა იქვე მოიხადეს ბოდიში) და მათი მომავალი ვარსკვლავები, და ყველა ერთად შორ გზაზე გაისტუმრა შინისაკენ.

"ჟალგირისის" ყველა მოთამაშე მოედანზე გავიდა იქ ყველაფერი გაიღო. მათ ვალში არც სტადიონი დარჩათ. ქართული პრესა დღემდე ვერ ხვდება, როგორ არის შესაძლებელი 0:3 წაგების შემდეგ სტადიონის შევსება.

შესაძლოა, გუშინ ბევრი "ჟალგირისის" პატივისცემითა და სიყვარულით მოვიდა და იმიტომ, რომ ევროპული გზის ღირსეულად დასრულება სურდათ, მაგრამ ეს იმედი სადღაც მაინც იყო. მის გარეშე გზა არ არსებობს.

მჯერა გუნდის. მე მჯერა ვილნიუსის "ჟალგირისის" გულშემატკივრებისა და საზოგადოების. გული მიჩუყდება, რომ ვხედავ როგორც ოჯახებს, ასევე იმ ძველ 90-იანი წლების "ჟალგირისის" გულშემატკივრებს, რომლებიც ამაყად ბრუნდებიან სტადიონზე.

მჯერა, რომ დღეს ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც შეუყვარდათ ფეხბურთი. მათი ფეხბურთი. ჩვენი ფეხბურთი. ყველას მოგესალმებით. ბავშვები, რომლებსაც სურთ მომავალში შეშპლაუკისის, შარკაუსკასის ან გოლუბიცკასის მსგავსი იყვნენ, "ჟალგირისის" აკადემიაში შეიკრიბებიან და მშობლებს სტადიონზე წაიყვანენ.

ლიეტუვაში ფეხბურთი წარმოუდგენელ გარღვევას განიცდის. ახლა ისეთი შანსია, როგორიც დამოუკიდებლობის დროს არ გვქონია. მოედანზე ჩვენ შეურიგებელ მეტოქედ დავრჩებით, მოედნის გარეთ კი ერთად ვმუშაობთ ფეხბურთისთვის.

სტატისტიკოსები "ჰაიდუკთან" მხოლოდ 16%-იან შანსს გვაძლევენ, რაც ღიმილს მგვრის. თუ გაითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ არ ვიგრძნობთ ზეწოლას, რომ არაფერი გვაქვს დასაკარგი და რომ იმედი გვაქვს", - დაწერა ტაპინასმა.

Lelo
სხვადასხვა სხვა საიტებზე ვკიᲗხულობ ვიᲗომ სპეციალისტების კომენტარებს და არცერთ პროფესიონალურად არ უდგება საქმეს, რატო არავინ სვავს კიᲗხვას რა ხალხი მუᲨაობს კლუბებᲨი, მარტო მწვრᲗნელზე ლაპარაკი უაზრობაა, მაგალიᲗად გორის დილას ეს ლეგიონერები ტურისტები ვინ Ჩამოიყვანა??? ან ტორპედოს ზოგი ლეგიონერი მაგალიᲗად იᲗრაქი და Ჩერიფი რა საქმე აქვს ფეხბურᲗᲗან მაგალიᲗად მაᲗ სანამ ფროფესიონალი ხალხი არ იმუᲨავებს კლუბებᲨი სულ ასე იქნება, აქედან იწყება უპირველესი პრობლემები, ყველაზე სწორად ბაუმის დინამოᲨი მუᲨაობენ დᲦეს და წარმატებები ბაᲗუმის დინამოს. ფედერაცია არაფერ ᲨუაᲨია იმდენად რადგან Შეცვლის ფედერაცია ფორმატს და რა მერე დინამო ან გორის დილა სპორტინგებს და ცრვენა ზვედებს მოუგებენ??? Თუმცა ფორმატი და გუნდების რაოდენობა Შესაცვლელია 16 გუნდამდე Შემოდგომა გაზაფხულის ფორმატიᲗ.
გვეშინია თამაშის
რატომ ვყიდულობთ ამ ბრაზილიელების ვერ გამიგია??? რადგან ბრაზილიელია?? სად უთამაშია?..თუ ქართველმა კარში დარტყმები არ ვიცით..... მაგრამ რაც ესპანეთი საქართველოზე ვნახე 4 კაცი 3 ის წინააღმდეგ შეტევაში და ბურთს უკან რომ ატრილებ და მეკარეს უბრუნებ ეგეთი რამე მოზამბიკის ნაკრებიც არ იზავს!!
Ernests Gulbis-ს
შენი ჭირი მე, აგვიხსენი რას ედავება შენი ზემლიაკი ბრაზილიელს? რატომ დაერივნენ ქართველები ერთმანეთს? )
Rigiti
ქეცბაია არაფერ შუაშია???? რატომ წერთ ასეთ პოსტებს!!!! აბა მე ვარ შუაში??? შუაში კი არა თავშია და სულ ქეცბაია დამსახურებაა ამ ანგარიშით წაგება!!! თუ მოიგებს მწვრთნელის დამსახურებაა, თუ წააგებს... ყველასი ქეცბაია გარდა??? 3:0 რომ მოიგებს ეს ნიშნავს რომ დაჯაბნეს გუნდი და ერთ კვირაში რომ იგივე გუნდი 7-2 მოგიგებს ეს მთლიანად მწვრთნელის დამსახურებაა (თუ კიდევ სხვა რამეებს არ ჰქონდა ადგილი)
vaso
ქეცბაიამ რა თქვა თამაშის დამთავრების მერე ვინმემ იცით ?
მწარე სიმართლე
აი, ნამდვილი ევროპული შეგნება და საქმისადმი მიდგომა! მაგათი პრეზიდენტის აზრების დაწვრილებით წაკითხვამ სწორედ ეს მაფიქრებინა. ეეჰ, შორს ვართ მენტალურად...
zura222
ეგ ხოო მაგრამ იმაზე რატომ არავინ არაფერს არ ამბობს რომ ხელოვნურ საფარიან მოედანზე ითამაშეს @ რამდენჯერ დაუცურდათ ჩვენებს ფეხი თვლა ამერია მაგრამ ესეც არაა მთავარი ხელოვნურ საფარზე ბურთი სულ სხვანაირად ხტუნაობს და დაგორავს(დაცურავს)ლიეაუეტუეველები შეჩვეულები არიან იმ მოედანს და ჩვენები ისე იქცეობნენ გეგონება პირველად თამაშობენ ფეხბირთსო @@
დიდება პარტიას, დიდება ლენინს))
კედელი უფრო შეისმენს თქვენს გულისწუხილს, ვიდრე ესენი. რატომ იღლით თავს? პასუხისმგებელიანი ადამიანი აქამდე უკვე გამოვიდოდა და ახსნიდა ყველაფერს. რაის ვეტერანები, რის ფიფია, რომელი ფედერაცია? ხუმრობთ ხალხო?))) და როდის გამოსულან? ან ვინ გადამდგარა, ან თავის ნებით დაუტოვებია თანამდებობა? ვერ ხვდებით რომ ესენი ცალკე სახელმწიფოა და ხალხი ცალკე დგას? მიმართეთ პრესცენტრს - აი პასუხი თქვენს შეკითხვებზე და გულისტკივილზე.)) ყველა თავის თანამდებობას, მსუყე ხელფასებს და ბონუსებს უფრთხილდებიან, მაგიტომაც აქვთ ჩაგუბებული პირში წყალი. არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ, ქვეყანა სრული სვლით იქითკენ მიექანება, საითკენაც მიუთითეს. პრესცენტრს მიმართეთ, მე კი მანამდე ლენინს დავურეკავ, იქნებ იმან იცოდეს რამე.))) გუცაევის მეტი ხმას არავინ ამოიღებს, ტყუილი იმედი ნუ გექნებათ!
ბევრი კარგი და სწორი კომეტარია
ქეცბაია ნაკლებად არის დამნაᲨავე რაც ქარᲗულ საკლუბო ფეხბურᲗᲨი ხდება ქეცბაია არაფერ ᲨუაᲨია პრობლემები სიᲦრმისეულია და კომპლექსური ერᲗმანეᲗზე გადაჯაᲭვული.
100%
100%
ლელოს
გენაცვალე მეგობარო მადლობა, ორჯერ სეზონში იცვლება გუნდები, ევრო სეზონის დაწყებამდე ახალი გუნდს აკეთებენ, გთხოვთ ყველას ჟურნალისტებს სპეციალისტებს , ფეხბურთის ფედერაციას შევცვალოთ ფორმატი, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, ჩემპიონატი დამთავრდება მაისის ბოლოს და გუნდები იწყებენ მომზადებას, ევრო სეზონისთვის, ჩემპიონატი ჩაატაროს პროფესიონალური ლიგამ, გუნდების რაოდენობა თვითონ გააკეთონ რამდენია საჭირო,
ტრიბუნა A
ჩვენი , მგომარეობიდან გამოსული კომენტატორების ბოლო 5-10 წუთის უაზრო საუბარი არ მოგეწონათ?
ჯონდო
ქეცბაია არ გადადგა? ესაა ევროპა. ჩვენ კი ავღანეთისა და პაკისტანის დონეზე ვართ😄
Lelo
ხსნა არის 16 გუნდი. ოᲗხმოზდაᲗიანებᲨი გაᲭივრება არ იყო?? მაგრამ 16 გუნდი ᲗამაᲨობდა, რეგიონების გუნდები სად არიან, ლანჩხუთის გურიას, სამტრედია გახსოვᲗ ვინმეს ტარიელ ᲩაᲩუა? რა გუნდი იყო სამტრედია მაᲨინ, ფოᲗის კოლხეᲗი სად არის როგორი გუნდი იყო სულ სამეულᲨი ხვდებოდა,ზუგდიდის ოდიᲨი, სენაკის ეგრისი, ქობულეთი Შუქურა, ზესტაფონი, ოზურგეᲗის მერცხალი, ხობის კოლხეᲗი და ასე Შემდეგ სად არიან ახლა ეს გუნდები? ამ ქალაქებᲨი 8-9 აᲗასი კაცი დადიოდა, აქედან იწყება პრობლემები, ქუᲗაისის ტორპედო ანდა რა დᲦეᲨია ხო ყველა ხედავᲗ, კიდევ ერᲗი Შემოდგომა გაზაფხულზე უნდა გადავიდეს ისევ Ჩემპიონატი და აუცილებლად 16 გუნდიანი უნდა იყოს, ვინმე იტყვის ახლა 10 გუნდს არ აქვს სტადიონის მაგრამ საქმეც მაგაᲨია ბარემ 16 გუნდიანი იყოს, არის იმ ქალაქებᲨი სტადიონები ცოტა ხელის Შევლება უნდა, კიდევ ერᲗი Ჟურნალისტების პასუხის მგებლობაც არის სწორად და ზუსტად პრობლემებზე წერას უნდა მიეᲩვიონ ზოგ ზოგი ერᲗი, მაგალიᲗად სად არი კერᲫო ბიზნესი რატო არავინ წერს, აგერ სომხეთში და აზერბაიჯანი კერᲫო ბიზნესი რას აკეᲗებს ამას ვერ ხედავᲗ Ჟურნალისტები?? ფეხბურᲗის ფედერაცისსკენ იᲨვერენ ხელს უაზროდ ფედერაცია მოიყვანს კლუბᲨი ბიზნესს??? დაფიქრებულხარᲗ ამაზე!! 16 გუნდიანი Ჩემპიონატი მოვᲗხოვოᲗ ფედერაციას, დანარჩენუ კი ბიზნესს. საკმარისად არიან ბიზნესმენები საქართველოში მაგენი ვაიᲫულოᲗ ფული Ჩადონ ფეხბურᲗᲨი, კიდევ ვიᲫახი ტარიელ ᲩაᲩუა და ილია კოკაია გახსოვᲗ? Ჟურნალისტებს ვეკიᲗხები, რატო არ წერᲗ ამ ხალხზე აი აქედან იწყება ყველაფერი, Ჟალგირისი, კლასვიკი, პაიდე ეს გუნდები რო ასტრონომიული ანგარიშით მოგიგებს დინამოს ყიფიანი, დარასელია, მესხი, მეტრეველი, პაიᲭაᲫე, საფლავᲨი, გადატრიალდნენ. არ დაბლოკოᲗ ახლა ეს.
gogi
ერთი დღე გავიდა ამ განადგურებიდან არც მწვრთნელების კომენტარები, არც ფეხბურთელების, არც მენეჯერების, არც ექსპერტების, არც ყოფილი ფეხბურთელების, არც სპორტული ჟურნალისტების.... არავინ ხმას არ იღებს და იმიტომ ვართ სადაც ვართ
ჟორა
თუ მოწვეული ფეხბურთელები მოდაშია მთელ მსოფლიოში და მათ გარეშე ფონს ვერავინ გადის, მაშინ საქართველომ უნდა დააწესოს მათზე ლიმიტი და აყვანაზე კი არ უნდა დაწესდეს ლიმიტი, არამედ ერთდროულად მინდორზე სამი უცხოელის მეტი არ უნდა იყოს. ჩვენ ნაკრებისთვის უნდა ვზრდიდეთ ფეხბურთელებს და თუ ძირითადში არ ათამაშებ, როგორ გაზრდი? ამ 40 წლის წინ საფრანგეთმა დააწესა ეს ლიმიტი და კატასტროფული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მას შემდეგ ყველა ტურნირის ძირითადი ფავორიტია.
ამაშია საქმე
გამოსაკვლევია თამაშის ბოლოს რატომ უჭირდათ მოძრაობა დინამოელებს.ზედმეტად ხომ არ ავარჯიშებს და გადაღლილები არიან.ქეცბაია ცოტა უცნაური კაცია.ჟალგირისთან ასეთი წაგება?
მერაბი ჩხოროწყუ
მეგობრებო ერთი აგვიხსნას ვინმემ როგორ ახერხებენ ეს ჩვენზე პატარა ქვეყნების გუნდები პაიდე, ჟალგირისი,რიგა,ლივადია, ალბანეთის გუნდები, კოსოვოს გუნდები, სომხეთის გუნდები,ასე კარგად თამაშს, ხომ უნდა ვისწავლოთ ვინმესგან,აი პატარა კვიპროსის გუნდები,ჯერ იქ არ დაწყებულა ჩემპიონატი, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, ბატონებო ფედერაციის უფროსებო ამ ფორმატმა არ გაამართლა,ამას ამბობდა უდიდესი ადამიანი ნოდარ ახალკაცი,ამას ამბობდა ბოლო დროს უდიდესი ადამიანი ზურაბ პეტრიაშვილი, პროფესიონალებს ვთხოვოთ გავაკეთოთ რეფორმები, გაჭირდა კოეფიციენტი ვერ ავიწიეთ, შევკრიბოთ გუნდების უფროსები, ყველა ლიგის წარმომადგენლები , ვეტერანი ფეხბურთელები,ასე არ შეიძლება, რაღაც უნდა გაკეთდეს, მადლობა,
კონტეს მამა
კაცო, მე სანტოსზე კი არ ვდარდობ, დინამო საქართველოს წარმოადგენს და ეგ მტკივა. თორემ კაცურად და ჯიგრიანად რომ დაახიეს თავზე ბურთი ნახევრად უცხოელებით დაკომპლექტებულ გუნდს, მაგდენი კი ვიცი. საერთოდ წინააღმდეგი ვარ ამ უცხოტომელების ჩამოყვანის, განსაკუთრებით აფრიკიდან, მაგრამ ესმის ვინმეს? უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრები, თუ მოინდომებს, ორნიშნა ანგარიშითაც მოუგებს მაგათ ნაკრებებს(ლიტვა, ლატვია, ესტონეთი). ხეზე ისხდნენ, მესხი და მეტრეველი მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ, კარგით რა.
რილი?
ქართველი ფეხბურთელი სანტოსი :)
კონტეს მამა-ს
სანტოსი თქვენი ბიჭია ? მშვიდობაში მოგახმაროთ.
კონტეს მამა-ს
დინამოს ლეგიონერებმა "ჯავრი" რას ნიშნავს უთარგმნეთ, ქართული ჯიგარი აეწვებათ. ვაი ჩენს პატრონს.
ზურა
ჟალგირისი - დინამო 7:2 (0:3). მოვრჩით ? ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ არა, ტოროლა
დავითი
შენ ფეხბურთელებს კვერცხები არ ჰქონდეთ, იმათი რა ბრალია
დდდ
რას ერჩი თორემ კი ბატონო...
qedo
რა მიჰქარა სანტოსმა? ცხოველია? დიდ ნილტონის ხსოვნას მაინც სცეს პატივი.
კონტეს მამა
გადაგვეყრებით სადმე გზაზე ლიტვის ნაკრები და ორმაგად ამოიღებენ ჯავრს ჩვენი ბიჭები.
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი
"ფორვარდს ნამდვილად ვეძებთ. ამ ადამიანს კი ძალიან ვენდობი" - ფლიკმა "'ბარსას" გეგმებზე ისაუბრა
"არსენალმა" ინგლისის ნაკრების მცველის ტრანსფერი შეათანხმა
ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა
"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს
ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს
პსჟ შეტევის სათადარიგოთა სკამის სრულად გადახალისებას და "მონაკოს" სკანდალური თავდამსხმელის დამატებას აპირებს
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
7 ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" "ბარსელონა" არჩია
[VIDEO] ეგვიპტის მწვრთნელი ცოლებს აშველებდა და გონება დაკარგა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო - თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] თქვა და შეასრულა - რა ვიდეო გაავრცელა "ჟალგირისის" პრეზიდენტმა "დინამოს" დამარცხების შემდეგ და რას წერს ლიეტუველთა მთავარი აქციონერი
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
"დინამოს" ყელში ხელით უნდა ვწვდეთ და პირველი წუთებიდან გავანადგუროთ" - ჟალგირისის პრეზიდენტს სასწაულის სჯერა და მიმართვას ავრცელებს
"ჰაიდუკმა" "ჟალგირისი" არც ამჯერად დაინდო
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა