საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სერიაში ექვსი ნაკრები იღებს მონაწილეობას: სამხრეთ აფრიკა ორი გუნდით, ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი და საქართველო. გიორგი ნემსაძის შეგირდები პირველ მატჩს 7 აგვისტოს, ჩვენი დროით 15:30 საათზე ინგლისთან გამართავენ; 11 აგვისტოს 13:30 საათზე სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან; ხოლო 15 აგვისტოს 15:30 საათზე ირლანდიას შეერკინებიან.

პირველ დღეს თამაშები დურბანის უმაღლესი სკოლის მოედანზე გაიმართება; მეორე დღეს ბოლანდ ლანდბოუში; მესამე დღეს კი პარლს გიმნაზიუმში.

საქართველო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ჩვენი გუნდი ტურნეზე ხვალ გაემგზავრება, მანამდე კი მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე ორკვირიანი დასკვნითი შეკრება გამართა.

გიორგი ნემსაძე: „მოთამაშეებზე დაკვირვებისთვის საკმარისი დრო გვქონდა. გაზაფხულზე ექვსი ერის ძალიან კარგი ფესტივალი ვითამაშეთ და სელექციის ძირითადი ეტაპი იქ გავიარეთ. მისი დასრულების შემდეგ, ვაგრძელებდით ვარჯიშებს და მოთამაშეებზე დაკვირვებას. დაგვემთხვა ეროვნული გამოცდები, რაც სპორტული კუთხით ხელისშემშლელი პირობა იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ მოთამაშეები ამ პერიოდშიც კონდიციაში გვყოლოდა. კვირაში ორ-სამ ვარჯიშს ვატარებდით, ბოლო ორი კვირა კი მარტყოფის ბაზაზე გავატარეთ“.

„ვფიქრობ, ნაყოფიერი პერიოდი გავიარეთ. გუნდში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც სამხრეთ აფრიკაში შარშანაც ითამაშეს. კარგად ვიცით სად მივდივართ და რა გვინდა გავაკეთოთ ამ ტურნირზე“.

მათე ბერუაშვილი (კაპიტანი): „მოსამზადებელმა პერიოდმა ძალიან კარგად ჩაიარა. ორი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით მარტყოფის სარაგბო ბაზაზე, სადაც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა მიგვეღწია ჩვენი დღევანდელი ფორმისთვის. ეს ორი კვირა დაეთმო როგორც ტექნიკურ, ასევე სისტემურ განვითარებას. ამ ასაკში სამხრეთ აფრიკის ტურნე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე

შერკინება: ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), საბა მერებაშვილი (ლელო), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, ლელო), იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ხარებავა (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ფანცულაია (არმია), საბა გიორგიძე (მონპელიე, ლელო), გიორგი სუთიაშვილი (ლელო, მასი/ანგულემი), გიორგი ქევანიშვილი (აია), ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი, კაპ.), ლუკა შულაია (ბაიონი, ლელო/სოხუმი);

ხაზი: გიორგი ხონელიძე (ტულონი, ლელო), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), მათე მახარაძე (ხვამლი, ბათუმი), ლუკა მუშკუდიანი (აია), მიხეილ მგალობლიშვილი (ხვამლი), გოგა ბერიძე (ბათუმი), ალექსანდრე მამაიაშვილი (ლელო), დათა ახვლედიანი (არმია), ბართლომე ხამაშურიძე (აია), ნიკოლოზ ჩაჩანიძე (აკადემია), რეზი ცხვედიანი (ხვამლი), ლუკა ჭაკუა (ლელო, ფოთი).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, ირაკლი ყიასაშვილი, შალვა მამუკაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი

ფიზ. მომზადება: ნიკა მამისაშვილი, ბექა გუგეშაშვილი

Rugby.ge

ნაკრებში 7 კლუბის აღზრდილები არიან მიწვეულნი!ხუთიოდე წლის წინ,მთელი ნაკრები,პრაქტიკულად ორი სკოლის აღზრდილებისაგან შესდგებოდა.რა თქმა უნდა ეს იმაზე მეტყველებს,რომ სხვადასხვა კლუბების აკადემიებმა,უკვე დაიწყეს სანაკრებო კადრების გაზრდა და ეს ძალიან კარგია.20 წლის ზემოთ თუ შევძელით და მათი რაგბში მასობრივად შენარჩუნება განვითარება უზრუნველვყავით,ჩემპიონატის საშუალო დონე საგრძნობლად უნდა გაიზარდოს.თუნდაც გაზრდილი კონკურენციის გამო.ამის შემდეგ,უკვე ამ აკადემიებში მწვრთნელთა მომზადება-გადამზადების საკითხი იქნება გადასაწყვეტი.
თოკო
დათა ახვლედიანი სხვა დათა ახვლედიანია თუ 20-ებში რომ იყო ეგაა? ნუ ეგ 2007 წლიანია და წესით არ უნდა უწევდეს
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ეს მხოლოდ ექვსი დღით ადრე გააკეთა" - ომალიმ იანთან ბრძოლის წინ, დვალიშვილის შესაძლო შეცდომაზე ისაუბრა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი