ეროვნული ლიგის ბინადარი "გაგრას" 23 წლის უკრაინელმა ფორვარდმა ანდრეი ანდრეიჩუკმა NV-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ ძალიან თბილად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანი საქართველოს ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს.

-საქართველოში ბევრი რუსია. გინახავთ ისინი ქუჩებში?

-დიახ, ნამდვილად ბევრი რუსია და მათ ქუჩებსა თუ მაღაზიებში ხშირად ვხვდები, მაგრამ ვცდილობ მათ საერთოდ არ ვესაუბრო, რადგან საერთო არაფერი არ მქონდეს. რუსები თავად ქართველებსაც არ მოსწონთ.

როდესაც ინგლისურად ვლაპარაკობ და იგებენ, რომ უკრაინიდან ვარ, ძალიან თბილად მექცევიან. ყოველთვის მეკითხებიან, როგორია ჩემი სიტუაცია და დახმარება ხომ არ მჭირდება, რაც ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა.

-რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად ქართული ცხოვრებიდან?

-არა მგონია, რომ რაიმეთი ნამდვილად გაკვირვებული ვყოფილიყავი, რადგან ქართული და უკრაინული მენტალიტეტები ნამდვილად მსგავსია. უკრაინელებთან შედარებით ისინი კიდევ უფრო გახსნილები არიან და ვინც არ უნდა იყო, ყოველთვის დაგეხმარებიან.

-რას აკეთებთ თავისუფალ დროს საქართველოში, როცა ვარჯიშები ან მატჩები არ არის?

-ამ პერიოდში ვცდილობ, რომ ახალი ადგილები აღმოვაჩინო. ცოტა ხნის წინ, ყაზბეგში ვიყავი. თავად ქართველები ამბობენ, რომ სილამაზე არა ქალაქებში, არამედ მის გარეთაა, რაც სიმართლეს შეესაბამება.

აქ ჯერ ძალიან მცირე დროა რაც ვარ, მაგრამ ბევრი ადგილი მოვინახულე. სადაც არ უნდა წახვიდე, საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, დიდებული მთებით არის გარშემორტყმული. ბევრი ლამაზი ადგილია, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი იშლება.

ვესტუმრე ძველ თბილისს, ასევე ვნახე მონუმენტი "საქართველოს მატიანე", რაც ქართველებისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანი ადგილია. როცა კარგი ამინდია, ხშირად ვცდილობ, რომ ფეხით ვისეირნო.

ვესტუმრე მთაწმინდის პარკს და როდესაც როცა იქ ფუნიკულიორით ადიხარ, მთელი ქალაქი ჩანს. ყველას ვურჩევდი ამ ადგილის მონახულებას, რადგან ის აბსოლუტურად ულამაზესია.

ვიყავი ბორჯომში, სადაც ულამაზესი პარკია. ეს არის ქალაქი, რომელიც ბორჯომის წყალთან ასოცირდება. მოვინახულე ბათუმი, რომელიც თბილისზე უფრო თანამედროვე ქალაქია და მას შესაძლოა, პატარა დუბაიც უწოდო.

-ამბობთ, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია... ადგილობრივებთან დამეგობრდით?

-დიახ, ნამდვილად სტუმართმოყვარე ხალხია. თამაშების შემდეგ ბიჭები ხშირად ვიკრიბებით. მე, უკრაინელი ილია სკრიპნიკი და რამდენიმე ქართველი. ვსხედვართ, ვსაუბრობთ და ადგილობრივ სამზარეულოს ვაგემოვნებთ - ის ძალიან ცხარეა, მაგრამ გემრიელი.

ქართველები საუბრობენ თავიანთ ტრადიციებზე, ქვეყანაზე და თბილისზე. ძალიან საინტერესოა მათი მოსმენა, რადგან ეს საოცარი ქვეყანაა. ყველას ვურჩევდი, რომ საქართველოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეწვიონ.

-სამზარეულოზე დაიწყეთ ლაპარაკი... რა მოგწონთ და პირიქით არ მოგწონთ ყველაზე მეტად ქართულ სამზარეულოში?

-როდესაც პირველად ჩამოვედი, ხაჭაპური და ხინკალი გავსინჯე. ახლა უკვე ვიცი ამ შესანიშნავი კერძების გემოები, რადგან უკვე ბევრჯერ მივირთვი. ზოგადად, ქართულ სამზარეულოში ბევრი ცხარე კერძია, რაც ყველა ადამიანზე გათვლილი არაა. მაგალითად, მე ცხარე საკვები ნამდვილად არ მიყვარს.

თუმცა, აქაური სამზარეულო უნიკალურია. აქ უამრავი საჭმელია, რომელიც ხორცითა და ყველით კეთდება. მათთვის ეს, არ ვიცი, უბრალოდ ამქვეყნიურია. მაგრამ საჭმელი ძალიან, ძალიან გემრიელია.

-საქართველო ღვინითაა ცნობილი, თქვენი თანაგუნდელები ღვინოს აყენებენ?

-ბიჭებმა მითხრეს, რომ მათი მშობლები ოჯახში ღვინოს ყოველთვის აყენებენ და როდესაც სუფრა აქვთ, ყოველთვის საკუთარ სახლში დამზადებულ ღვინოს მიირთმევენ. მე ჯერჯერობით არ გამისინჯავს.

-სუფრის ტრადიციებზე რას იტყოდით?

-მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონის დაწყების წინ რესტორანში შევიკრიბეთ და როგორც ამიხსნეს, აქ სადღეგრძელოები ჩვეულებრივი ამბავია. სულ 21 სადღეგრძელოა. პირველი, თუ არ ვცდები, ქვეყნისთვისაა, შემდეგ კი მშობლების, ღმერთის, ომში დაღუპულების, მეგობრების სადღეგრძელოები. ამან ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება.

ისინი ხშირად წარმოთქვამენ ასეთ სადღეგრძელოებს და ამ სიტყვებში მთელ სულსა და გულს დებენ. სუფრასთან საშუალება მომეცა, რომ სადღეგრძელო მეც წარმომეთქვა და რამდენიმე თბილი სიტყვა ვთქვი. მჯერა, რომ ეს სადღეგრძელოები, ეს ტრადიციები, მათთან სამუდამოდ დარჩება.

ჩემი სადღეგრძელო გუნდისკენ იყო მიმართული. იმის შესახებ, თუ როგორ მიმიღეს და რამდენად დაინტერესდნენ უკრაინაში არსებული ვითარებით. და, ზოგადად, რამდენიმე თბილი სიტყვა ითქვა გუნდის შესახებ.

აქ უკრაინისგან ყველაფერი განსხვავდება . როდესაც გუნდთან, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მაგიდასთან ზიხარ, მათთვის ეს ენერგიის, დადებითი ემოციების გაცვლას ჰგავს და მათთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანია".

ინფორმაციისთვის, ანდრეიჩუკმა კარიერა სამშობლოში "პრიკარპეტიაში" დაიწყო, რის შემდეგაც "ოლექსანდრიასა" და "ბუკოვინაშიც" ითამაშა. მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მან 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

დავით 67
ყველაზე ბნელ ადამიანად მიმაჩნია ის ვინც ამბობს რომ ხალხი არაფერ შუაშიაო და ეს ყველაფერი პოლიტიკოსების ბრალიაო. სწორედ რუსი ხალხი უჭერს ომს მხარს. რა თქმა უნდა უმრავლესობას ვგულისხმობ და ეს უმრავლესობა არაა 51% .80%-ია. ამ ბიჭმა ის თქვა რაც ნახა,პირველი შთაბეჭდილება გადმოსცა, მაგრამ მალე მიხვდება რომ საქართველოში უამრავი რუსმადიდებელია.აქაც კომენტარებში გამოჩნდნენ ესთები.

ამ ბიჭს ეშლება, მაგრამ რომ ვიცნობდე იგივეს ვეტყოდი რაც ვუთხარი დაახლოებით 15 წლის წინ ერთ უკრაინელ გოგოს , რომელმაც გაცნობისას მითხრა,სასიამოვნოა ჩვენი გაცნობა, რადგანაც ჩვენც ისევე ვერ ვიტანთ რუს ხალხს , როგორც თქვენ ქართველებიო. ამან ისე აღმაშფოთა , უცებ ვუპასუხე , არა ქართველებს ზიზღის გრძნობა არ გაგვაჩნია, სიყვარულია ჩვენი მთავარი თვისება ,ომში კი ბატონო ,თავგანწირული ბრძოლა მომხდურისაგან სამშობლოს დასაცავად ქართველს არ ეშლება - მეთქი. ბევრი რამ განგვასხვავებს უკრაინელებისგან, უკიდეგანო ზიზღი მთავარი განმასხვავებელია. სადამდეც მიიყვანა ეს მშვენიერი ქვეყანა ზიზღმა კი ვხედავთ.
ვა რა დონეა
ბიჭი საქართველოს და ქართველებს ეფერება და რამხელა სულით მახინჯი უნდა იყო რომ ის ლანძღო."დოქსოპულო დედა გყაავს?"
ირაკლი
პოლიტიკას შეეშვი,როგორც ჩანს არაფერი გსმენია გეოპოლიტიკის შესახებ,რაც გამოგდის ის აკეთე,მაგრამ საეჭვოა ეგეც რო გამოგდიოდეს,მაგას ინტელექტი ჭირდება ცოტა.
თბილისელი
ყველაზე მნიშვნელოვანია- მანდ ევროპაში))).90% ევროპა-ამერიკაში გაქცეული უკრაინის მოსახლეობის არის რუსი ეროვნების ლუგანსკის და დონეცკის ტერიტორიებიდან,რომლებიც 2022 წლამდე ქუჩებში დარბოდნენ სამფეროვანი ტიმოთი და გაჰყვიროდნენ "მალაროსია". ომის დაწყებისთანავე კი ისარგებლეს უკრაინული პასპორტებით და შეესივნენ ევროპას. რუსეთი არავინ ამჯობინა.არ გინდა ლაი,ლაი. ყველამ ყველაფერი შენზე უკეთესად ვიცით,აქ რაც ხდება( ევროპაში) და საქართველოშიც რატომ აღრუტუნდნენ რუსეთუმეები.
ჯონდო
ყოჩაღ შენ! სუფთა პატრიოტი ხარ😁
არსად არ შეხვიდე, იყავი ჭაობში
1721 წელს მოსკოველები მოსკოვიტი ასე ეძახდნენ ერს ვინც ცხოვრობდა მოსკოვის სამეფოში ,პეტრე1 რომანოვი რუსულად პიოტრ პერვიი რომელსაც არ მოსწონდა მოსკოვი და მოსკოვიტები ჯერ გაპარსა , უთხრა ცულით გაგპარსავთო მერე გადაიყვანა ევროპულ ტანსაცმელზე,და გადაიტანა ტახტი ქ სანკტ პეტერბურგში, წმინდა პეტრეს ქალაქში, ადრე იგინი დადიოდნენ პოდპაიასივშისია, ვინც გაიგებს მიხვდება,ამ მოსკოვის სამეფოს არ ემორჩილება ნოვგოროდის სამეფო ნოვგოროდელებს აქვთ თავიანთი ფული შეიარაღებული რაზმები, უკრაინის სახელმწიფო კიევის სახელმწიფო არავითარი კავშირში არ იყო მოსკოვიტებთან მაგათ ქონდათ თავიანთი სახელმწიფო მათ შორის არ იყო კომუნიკაციის საშუალება, მოსკოვიტებმა მე 15 საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა ბორის გოდუნოვის დროს პატრიარქი დანიშნეს იოვო, უკრაინა კრაინა ნიშნავს ქვეყანას, უკრაინელი ერს აქვს თავისი ენა კულტურა და ტრადიციები, დიდი ხანი ჯერ ვსწავლობდი იქ მერე იქ ვცხოვრობდი, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, არასდროს არ მახსოვს ცუდი, მერე სამუშაო ტრესტი ჩვენი გადაინაცვლა მოსკოვის ოლქში პუშკინოში,90 წლებში არა რუსებს ქუჩაში სახიფათო იყო სიარული,იქ გავიგე ახალი ლექსიკონი,ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი,ანუ კიდევ ჩურკა, ჩვენი აზიელი მეგობრებს კი ჩუჩმეკებს უწოდებდნენ, ბევრ ჯერ მომსვლია ამ ამბავზე კამათი ხმამაღლა,ჩერნოჟოპი და ასე შემდეგ, ვუხსნიდი რომ ტაჯიკეთი არიან სომონიდები უძველესი კულტურის ერი,უზბეკებიც სამარკანდი ბუხარა ტაშკენტი, უძველესი კულტურის არიან მეთქი, ახლა ზოგიერთებს მოგმართავთ აქ რომ ცუდს წერთ უკრაინელი ხალხზე ვის დაკვეთას ასრულებთ, მადლობა,
aburjga
თქვენ ვინც თავს უკრაინელაბად თვლთ რაც მალე გაიგებთ, რომ ჩვეულებრივი რუსები ხართ მით უკეთესი იქნება თქვენთვისაც და საერთოდ მთელი მსოფლიოსათვისაც!
დათო
რუსი და უკრაინელი ერთი ხალხია, უკრაინელებიც რუსები არიან, უბრალოდ განაპირა რუსები (ოკრაინა) ისევე როგორც ბელარუსები (თეთრი რუსები). ანუ ეს ფეხბურთელი უკრაინელი რუსია. რუსულს და უკრაინულს ენებს შორის პრაქტიკულად განსხვავება არ არის, თარჯიმნის გარეშე გაიგებ, განსხვავებით ქართულსა და მეგრულისგან ან ქართულსა და სვანურისგან. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ძმათამკვლელი ომია და საჩქაროდ უნდა დასრულდეს. მაგრამ ამ ორი ქვეყნის მთავრობას რუსიც და უკრაინელიც ფეხებზე ჰკიდია. ხალხი არაფერ შუაშია კარგიც და ნაძირალაც ყველა ერში საკმარისზე მეტია.
გიგო
ნეტა ეს უკრაინელები ვიღას მოსწონს? არ არსებული ეროვნების ხალხი, ანუ მათი ეროვნებაა რუსეთის განაპირად მცხოვრები ხალხი. მეგრელებივით არიან, ქართველები არ ვართო მეგრლი კი ეროვნება არ არსებობს.
ელემენტარულია
ქართველები და უკრაინელები სხვის ტერიტორიებს არ იპყრობენ
დათო
ნეტა ამ რუსებზე მეტი რითი ხაართ? ან უკრაინელები და ან ქართველეები?
თორელი
ამ ხახოლს ვინმემ უთხარით რომ , ქართველი და ხახოლი ერთნაირი ვერასდროს იქნება, მხოლოდ ძალიან ცოტა ევრო აკაცუკი შეიძლება იყოს მათი მსგავსი !
Mamuka
,ვინ მოატყუა რუსები არ უყვართო!?ჩვენ არ გვიყვარს რუსული პოლიტიკა როგორც უკრაინული მთავრობა,მოდი წადი რა შენ ქვეყანაში ჯობია ნე გვირევთ ჩვენ ქვეყანას თქვენი იდიოტირი ინტერვიუებით.ბევრი რუსი ძმაკაცი მყავს,მაგათ გულისთვის ყველაფერს ვიზამ ისევე როგორც ისენი ჩემი გულისთვის,ასე რო ჩვენ ვინ გვიყვარს და არ გვიყვარს მაგას ჩვენ გადავწყვიტავთ,შენი უკრაინელები აქ ევროპაში ყველა ღამე რუსებთან სვამენ და ერთობიან ისე ცნობისთვის
მილანისტა
წაკითუხული ვერ გაიაზრე? საერთო არის რუსული პოლიტიკის ზიზღი შენ სკოლაში დადიოდი?
ტრიბუნა A
უკრაინა გაიმარჯვებს! რუსეთი კაცობრიობის მტერია.
უკრაინული დრონი
სად გაიცანი უკრაინელები ომში?
მილანისტა
არაფერი საერთო არ აქვთ მენტალობაში ქართველებს და უკრაინელებს,რეებს ბოდიალობს,არაფრით უკეთესნი არ არიან რუსებზე,ბევრს ვიცნობდი და ვიცნობ უკრაინელებს და ვიცი რა ჯიშიცაა
ფარნა
ამის ნალაპარაკებით მეჩვენება, რო ამ გუნდში სპორტულ დიეტასთან ცოტა მწყრალად არიან.
გიორგი თბ
ეს ბიჭი თავიდანვე მომეწონა, საინტერესო ფეხბურთელია, იმედია კიდე უკეთ ითამაშებს
ჯადო
აბა ჰე, მალე გაალოთეთ რაც შეიძლება. არ აცალოთ ბიჭს ვარჯიში და თამაში.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"