წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის მორიგ მატჩში "ლივერპული" "ლიდს იუნაიტედს" დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

მერსისაიდელთა რიგებიდან გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლები ჩვენებურს ნაკლებად დაჰბრალდება, The Sun წერს, რომ ინგლისური გრანდის ფანები მისით მაინც უკმაყოფილონი არიან.

The Sun-ის ირლანდიურმა გამოცემამ "ლივერპულის" გულშემატკივრების კომენტარები ამოკრიფა, სათაურში კი გამოიტანა, რომ ისინი მამარდაშვილის ცუდი თამაშით უკმაყოფილონი არიან და მის წასვლას მოითხოვენ.

"მამარდაშვილი უნდა წავიდეს!".

"მამარდაშვილი ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს".

"ძალიან საეჭვოა. მამარდაშვილი ალისონის შემცვლელი ვერ იქნება".

"მამარდაშვილი ნამდვილი ჰოლოგრამაა".

გიორგი-50
მამარდ, ჩვენზე უკეთ, შენ იცი რა გჭირს და სად გაქვს გამოსასწორებელი.... გააგრძელე თავდაუზოგავი შრომა... გჯეროდეს, დაღმარდს აუცილებლად მოჰყვება აღმასვლა და მწვერვალიც!!!
ვასო
წამოსვლა არაა გამოსავალი, აქ თუ არ ვარგიხარ არსად არ ივარგებ.

მიხედოს ამ კაცს აგენტმა და მოაშოროს ამ ინგლისს! არაა ეს მისი ჩემპიონატი!
სვანსკი
მამარდამ კიდევ მეტი უნდა იმუშაოს,საშუალო მეკარის დონეს აჩვენებს ეს არაა ის დონე რაც მას შეუძლია მისი ფასი კატასტროფულად ეცემა,როცა გუნდში დაცვა საერთოდ არ არის მწვრთნელის პროფესიონალიზმი ნულს ქვემოთაა,იცი რომ კუთხურიდან სამი ჩამოწოდებული ერთი გოლით მთავრდება,თავად უნდა აიღო ინიციატივა ხელში იცოდეთ რომ ჭირი არ იმალება რაც არ უნდა დავმალოთ რეალობა სამწუხაროდ ასეთია,ინგლისი საქართველო არაა ნიჭიერი წინ მიდის და შრომა ყოველთვის ფასდება

არც ვალენსიას დაცვა წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს მაგრამ კი გახდა იმ პერიოდში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, სუსტი დაცვის ფონზე უფრო მეტად უწევს მეკარეს მუშაობა და თავის მაღალი კლასის ჩვენებაც უკეთესად შეუძლია. ფაქტია ლივერპულში ვერ აეწყო საქმეები და რაც მალე გაეცლება იქაურობას უკეთესია მისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც, თორემ არისაბალაგას მსგავსად მოუწევს კარიერის გაგრძელება
11x11
მთავარი პრობლემა რაც ლივერპულში აქვს გიორგის არის ცეცხლი თვალებში. მენტალურად ვერ გაუქაჩა ვერც ინგლისის ამინდს, ვერც პრემიერლიგას და ვერც უშუალოდ გუნდს. გემახსოვრებათ რა ქარიზმატული ტიპი იდგა კარში ვალენსიაშიც და საქართველოს ნაკრებშიც 2025 წლამდე. კი უშვებდა გოლებს, კი სადღაც ცდებოდა კიდეც, მაგრამ ცეცხლი ენთო თვალებში, დაცვას აყენებდა, ბობოქრობდა და შედეგს დებდა. ახლა მის თამაშს ვუყურებ და მეზობლის ბავშვივითაა. რომელი დაცვის დალაგებაზეა საუბარი. მცველებს ლამის თქვენობით ელაპარაკება. მეტოქე გუნდის დარტყმულს რომ იღებს თვალებში ბოდიში აწერია, მეპატიოს, მომენტი გაგიფუჭეო. კვარაცხელია ხოა დიდი ფეხბურთელი და მაგ სიდიდის ნახევარს ხვიჩას ხასიათი ქმნის. შეუპოვრობა, კარგი გაგებით სითავხედე, მეტოქისადმი აგდებითი დამოკიდებულება. მამარდას შემთხვევაში პირიქითაა, ფსიქოლოგიაში არის ტერმინი თვითმარქვიას სინდრომი. როცა არ თვლი, რომ იქ ყოფნას იმსახურებ, სადაც ხარ. ეს დაემართა გიორგის და დროზე თუ არ მიხედა თავს, შერჩება მხოლოდ მილიონები ხელფასის სახით. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ვალენსიას მერე ძალიან გაუჭირდა ლივერპულში ცხოვრება და სანამ დროა ისევ ესპანეთში წავიდეს, არაა ეტყობა ალბიონი მისი ადგილი.
შალვა
ძალიან გაუჭირდა ადაპტაცია შთაბეჭდილება რჩება რომ თვითონაც მოდუნებულია არ ცდილობს რო უკეთესი იყოს
გიორგი
თვითონაც ძალიან მოუკლო უაზრო პასები გოლები. თავიდანვე გულშემატკივარმაც არ მიიღო პლუს პრესაც არ ამხნევებს დროა წავიდეს
Miro
ცუდი პერიოდი უდგას მამარდას.პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა მომძლავრდეს.ვინც ლივერპულში გადასვლა ურჩია და უჩალიჩა,იმან მგლური სამსახური გაუწია.დროულად უნდა გაეცალოს იქაურობას.
ჟორა
არის ასეთი ანდაზა: "ერთი თხისკენ მეორე მგლისკენო". არაა ეს ხალხი მთლად მტყუანი. ადრეც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ: ამსიმაღლე მეკარეა და საჯარიმოში ჰაერის მეფე უნდა იყოს, ის კი მაღალ ბურთზე არ გამოდის, დგას კარში და ელოდება როდის დაურტყამენ. ამ ოთხიდან ორის გდარჩენა შეიძლებოდა დროზე რომ გამოსულიყო მაღალ ბურთზე.
zura222
მეც თითქმის იგივე დავწერე
zura222
უნდა წამოვიდეს აუცილებლად არაა პრემიერ ლიგა მისი ლიგა ! თანაც როგორი ამბავია გაურკვევლობაში რომ ხარ და არ იცი როდის გათამაშებენ როდის ან "დაემართება" ალისონს მორიგი ტრავმა @
რომა
4 ბურთი მართლაც არ უნდა გაეშვა, ნამეტანია რა.
erbos qila
ჯერ გავიდეს და მერე დაწერეთ
დავით 67
თომას! ოდნავ ობიექტური მაინც იყავი. თუ მამარდა წავიდა ლივერპულიდან ე.ი გავარდნა გუნდი? მამარდას მხრებზე დგას ეს გუნდი? პრობლემა მასშია და არა დაცვაში. თუ ყველა ბურთს გამოიტანენ დამცველები, მაშინ მეკარე რაღა საჭიროა? სწორედ მაშინ ხარ კარგი მეკარე, როდესაც დაცვის შეცდომას გამოასწორებ და გუნდს გადაარჩენ. აბა ისე მეც კარგად ჩავდგები კარში, მითუმეტეს სიმაღლეც მიწყობს ხელს.
Თომა
Მარხაშვილის კი არა გადახცუებული დაცვის ბრალია! Საერთოდ ლი ერის მწვრთნელს ვურჩევდი ამიყვანოს მთლიანად ახალი დაცვა თორემ კარში მამარდა უდგება, კანი, შმეიხელი, დიდა, ალისონი თუ ლემანი აზრი არა აქვს!!! Წავა მამარდა და ლივერი კი ჩემპიონ შიპში წავა
რიგითი
არდადეგების შემდეგ ძალიან ძნელია სამსახურში გასვლა, ეგ კი ფაქტიურად ერთ წლიან არდადეგებზე იყო ბოლოს ვალენსიაში.. ბევრი შრომა მოუწევს თუ უნდა რომ რაიმე დაამტკიცოს..
ფიგუ
ძველებს გემახსოვრებათ: როდესაც 1960წელს თბილისის დინამოს თასის ფინალი წააგებინეს კომპენსაციის სახით ინგლისში გაუშვეს ტურნეში .დინამომ პირვლი თამაში პროტესტის ნიშნად წააგო 5:0 .ინგლისურმა პრესამ დაწერა:„დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ხუთი ბურთის გამშვები მეკარე საუცხოო ფეხბურთელია“[სერგო კოტრიკაძე-ზე].
ფაქტია
არ წაუვიდა მამარდას ლივერში. უნდა გაეცალოს სადმე. ვისი ბრალია გაშვებული ბურთები დავა არ ღირს. ბურთები იმ კარში გადის სადაც მამარდა დგას. საერთო ფონზე რეგრესი აქვს ლივერშიც და ნაკრებშიც.
თენგო
სამწუხაროდ, საქმე მარტო ლივერპულშიც არ არის. ევროპის ჩემპიონატის მერე თანდათან ვალენსიაშიც მოუკლო და საქართველოს ნაკრებშიც. ნაკრების წარმატების ერთერთი მთავარი შემოქმედი მამარდა და იყო შემდგომ წარუმატებლობაშიც მისი წვლილი დიდია.
ზაზა
გუშინ კატასტროფა თამაში ქონდა მამარდაშვილს. 2 მარტივი ბურთი გაუშვა. საქართველოს ნაკრების კარშიც საშიშია მისი დაყენება!
ბორია წიფურია
თუ თამაშისათვის არ გიყურებიათ ნუ პროფესორობთ. არცე ერთი გოლი მამარდას ბრალი არ იყო. დაცვამ ჩაისვარა და გაიდირკა. ი მამარდამ უნდა იმუშაოს ბევრი გამოსვლებზე მაგრამ არაფერ შუაში არ იყო და ვერც ერტ მეკარე ამ გოლებს ვერ აიღებდა. ლივერპულის გულშემატკივრები კიდევ მთვრალები არიან მუდმივად ლუდ გაჭყეპილნი და მაგათ საერთოდ არ უნდა მოუსმინო.
ჯონდო
4 ბურთს რომ გაუშვებ, ნებისმიერი ქვეყნის , ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარი, მეკარის თამაშით კმაყოფილი არ იქნება
papai
ვახ რა სირცხვილია.. თითქოს ადამიანი შეცვალესო ისეთი რეგრესი აქვს
ფეოლა
ირაოლა, დაცვას მიხედე, დაცვას
მარგალი
ჯერ არაფერია დაკარგული!!! გიო, შენ გინდა კარგი ფსიქოლოგი და თვითდაჯერებულობის ამაღლება!!! 2-3 მაგარი თამაში და ფანები გაგაღმერთებენ!!! მონაცემებით ალისონზე ნაკლები არა ხარ, უბრალოდ გეტყობა რომ ნერვიულობ!!!
მერკატო
სწორია, რა უნდა მაგას ლივერპულში. უკვე გაგორებულ ბურთებს უშვებს.
aburjga
მინდა მამარდაშვილი წარმატებული იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ თამაშობს!
lasha
როცა გულშემატკივარს არ მოწონხარ. მართლა უნდა წახვიდე და სხვაგან მოსინჯო ძალები. რა მოუვიდა მართლა საინტერესოა ამხელა რეგრესი
Levani
აიაქსი დიდი კლუბია პრინციპში,მაგრამ რადგან არ აეწყო ჟორჟს გაეცალა და ახლა კი არის პრიმერას მოწინავე გუნდში და აიაქსია ...კში. მამარდაც უნდა გაეცალა,წავიდეს სადმე სოსიედადი ან ფულჰემის,ან აინტრახტის დონის გუნდში და შორიდან უყუროს ლივერპულის წვალებას. საქმე არ არის 4 მცველში,საქმეა გუნდურ დაცვაში- გუნდი არ თამაშობს ართმევას და საჯარიმოში ღია კარის დღეა. რაც არ უნდა კარგი მცველი გყავდეს თუ შემტევებიც არ თამაშობენ დაცვას და მოწინააღმდეგე ადვილად მოდის საჯარიმოსთან-აწოდებს როგორც გაუხარდება დამიზნებულად,ურტყავს კარში და რასაც უნდა აკეთებს იქ ვერც მცველი გიშველის და ვერც მეკარე. ესპანეთმა რო მარტო 1 გოლი გაუშვა მართლა კუბარსის დამსახურება კი არ არის მარტო- გუნდს აქვს მარწუხები,არ უშვებენ მეტოქეს მომენტის შესაქმნელად. ამაშია საქმე და ლივერპულს კარგი არაფერი ელოდება გიორგისთან,ან მის გარეშე. კიეზა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და დუბლების დონეზე ჩამოიყვანეს,ახლა ირაოლას გაუფუჭებენ დოსიეს დეკემბრამდე გააგდებენ. ლივერპულს კლოპის მერე იგივე ჭირს რაც მანჩესტერს ფერგის მერე,ასე რომ მამარდამ თავს უნდა უშველოს
დათო
გასაგებია და ფაქტია რომ იმის აჩრდილიც აღარ არის რაც ვალენსიის პერიოდში იყო მაგრამ ისიც ფაქტია რომ არ არის ლივერპული მამარდაშვილის კლუბი გაიხსენეთ იგივე ვალენსიის ლეგენდა გაისკა მენდიეტა ფაქტიურად მთელ ვალენსიას ეგ მიათრევდა მთელი ევროპა აღიარებდა მის ტალანტს და ნიჭს მაგრამ იგივე ინგლისში გადასვლის მერე ისე დაამთავრა კარიერა კაციშვილს აღარ გახსენების ასე რომ სანამ თვითონ გამოაგდებენ ხომ უნდა მიხვდეს რომ დაბრუნდეს იქ სადაც აფასებენ ახსოვთ და ყოველ შეცდომაზე სამარცხვინო დაფაზე არ გამოაკრავენ,იქნებ მერე მაინც მიეცეს თავდაჯერებულობა და მეტი მოტივაცია
ნელსონ მანდელა
მე არ მესმის რატომ ჩაიციკლა ეს ლივერპული და არ მიდის იჯარით და მერე თუ ვინმე იყიდეს სხვაგან გადავა საბოლოოდ. ფაქტია გიორგი ვერ ერგება ამ ლივერპულს და ზოგადად პრემიერლიგას და რატომ იფუჭებს კარიერას?!
კონტეს მამა
ეგრეც ვიცოდი. ჯოხი მაინც მამარდაზე გადატეხეს. აბა თავის შვილებს ხომ არ მოჭრიან თავს. არადა დაცვა ყავთ, გორის დილას და დინამოს დაცვას მოგანატრებს კაცს. რაც ესენი ასეულობით მილიონებს ხარჯავენ და 4 ნორმალური მცველი ვერ იყიდეს, რომ მეკარე არ იდირკებოდეს.
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ალისონის შეცდომა. ეს რომ მამარდაშვილს გაეკეთებინა - "ლივერპულმა" "ლიდსთან" ქულები გაიყო
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
დისკვალიფიკაციამოხდილი მუდრიკის იჯარით აყვანა "ლიდსს" სურს
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ლუის ენრიკე ძალიან მკაცრია - "ლივერპულში" სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა" - ბარკოლამ განმარტა, რატომ უადვილდება "ლივერპულში" თამაში
მიქაუტაძის თანაგუნდელი პრემიერლიგის გუნდში გადავიდა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!