წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის მორიგ მატჩში "ლივერპული" "ლიდს იუნაიტედს" დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

მერსისაიდელთა რიგებიდან გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლები ჩვენებურს ნაკლებად დაჰბრალდება, მატჩის შემდეგ ჩვენებურმა მაინც კრიტიკა დაიმსახურა.

მამარდაშვილის ასპარეზობაზე "ლიდსთან" შეხვედრის შემდეგ "ლივერპულის" ახალ თავკაც ანდონი ირაოლასაც დაეკითხნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველმა გარკვეულ ასპექტებში უნდა მოუმატოს.

"როდესაც შენი პირველი მეკარე ალისონია, მოლოდინებიც ყოველთვის მაღალია და "ლივერპულში" სტანდარტი ასეთია. გიორგიმ გუშინ ზოგიერთ ეპიზოდში კარგად ითამაშა, თუმცა თვითონაც იცის, რომ არის ასპექტები, სადაც მომატება სჭირდება.

პასების დარიგებისას მეტი სტაბილურობა მართებს და როდესაც მეტოქე პრესინგს ეთამაშება, მეტი სიმშვიდე მოეთხოვება. ეს იმ სტილთან ადაპტაციის ნაწილია, რომლის თამაშიც ჩვენ გვსურს.

მთავარი ისაა, რომ მას სწავლის სურვილი აქვს, სწორი მენტალიტეტი გააჩნია და დარწმუნებული ვარ, პროგრესირებას განაგრძობს. მეტს მისგან ვერაფერს მოვითხოვ", - თქვა ირაოლამ.

ბეშკა
სამწუხარო რეალობაა რომ მამარდას საფეხბურთო ინტელექტი აშკარათ აკლია, ბევრი რაღაცაში კარგია, კარგი რეაქცია აქვს, მაგრამ ადგილის შერჩევა და ფეხიტ თამაში პრობლემაა
alexandre
რა გამოდის! მწვრთნელი მხოლოდ ფეხით თამაშს უწუნებს. გიორგიმ კარის ხაზზე და თავის საჯარიმოში საუკეთესოდ ითამაშოს და საკმარისზე მეტი იქნება. მსოფლიოზე ალისონმა 2-3 მომენტში ისე გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან, კინაღამ გოლი გაუტანეს ბრაზილიას. ასე რომ, ყველაფერი ნორმალურადაა. ერთადერთი, ჩემი აზრით, კომუნიკაცია აკლია მოთამაშეებთან, მათ კი ისეთი რწმენა არ აქვთ, როგორც ალისონის. ესეც გამოსწორდება. წარმატებებს გისურვებ გიორგი. მთელი ქვეყანა შენ გვერდითაა. მაგარი ხარ. მრავალჯერ გაიხარე და გაახარე შენი სამშობლო
BMW
ვერ ვითარდება და მორჩა რაც არის ეგ არის
ана
ჯიგარსონ!
თეიმურაზი
რაც არის ეგ არის, თუ ბავშვობიდან არ თამაშობდა ფეხით, ახლა ვერ ისწავლის, კარში ძლიერია და ამით უნდა აანაზღაუროს ეს ნაკლი, ისე თბილისში, ისედაც გადატვირთულ ქალაქში სახლების მშენებლობაში რომ არ ყოფილიყო ჩართული, კარგი იქნებოდა აქედანაც ჩანს ინტელექტი
LFC
მიუხედავად იმისა , რომ ლივერპულის გულშემატკივარი ვარ და ორმაგად მიხარია ქართველის გუნდში ყოლა. ცოტა ობიექტურობაც უნდა გამოიჩინოთ , ფაქტია რო არასტაბილურია და ვერ გამოაჩინა თავისი შესაძლებლობები, შესაბამისად აკრიტიკებენ კიდევაც , როცა გრანდის პირველ მეკარეობაზე გაქვს ამბიცია , დიახაც აუღებლებიც უნდა აიღო და საოცრებებიც ჩაიდინო , თორე ასაღებ ბურთებს სხვა მეკარეებიც იღებენ . ალისონს რაც შეეხება გადახედეთ მის ჩატარებულ თამაშებს და მერე გამოთქვით პრეტენზია მის კლასზე , თუნდაც შარშანდელი პსჟ რა ბურთები აიღო მარტო მაგ თამაშს უყურეთ
დდდ
დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს მეკარე, რომელსაც ფეხით თამაში არ მოეთხოვება... ეს დაახლოებით იგივეა, რომ კალათბურთელს საჯარიმოების ჩაყრა არ მოსთხოვო იმ მიზეზით, რომ ამპლუით ფორვარდი არაა... რაც უნდა კარგად შეთამაშებული დაცვა ( ლივერპულის დაცვის ხაზი კი ამისგან ისედაც შორსაა) გყავდეს, მეკარის ფეხით არასაიმედო თამაში მათზეც ავტომატურად აისახება და არცთუ ძლიერი პრემიერის დროსაც კი იწყება პრობლემების ისეთი კასკადი, როგორიც ლიდსთან გაშვებული მესამე გოლი იყო - ასეთებს კრისტალბეთშიც კი იშვიათად ნახავ... ვფიქრობ, გიორგის ერთგვარად დათვურ სამსახურს ის ფაქტიც უწევს, რომ ნაკრებში მაინც უპირობოდ პირველ ნომრად მიიჩნევა - თუ ეცოდინება, რომ კონკურენტი ნაკრებშიც ჰყავს, ეს გარკვეულწილად დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში - კიდევ ერთი სეზონი დარჩეს ალისონის ჩრდილში და მის ტრავმას უცადოს, თუ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აირჩიოს სხვა გუნდში... ალისონთან შედარებას კი თავიდან ვერასდროს აცილებს, მაშინაც კი, როცა ეგ უკანასკნელი თამაშს თავს დაანებებს...
ზვიადი
ანუ, მაინტერესებს რომელ გოლს აირებდა ალისონი, მამარდას ბრალია მთელი დაცვა რომ მოირღვა მეორე ტაიმში? პირველ ტაიმში როცა დაცვა იდგა სიმაღლეზე და ნახევარდაცვა, სტაბილურად იდგა კარში და ერთი-ერტზე რომ გავა თავდამსხმელი და გაიტანს მეკარის ბრალია? ირაოლას ცვლილებების ბრალია და იმედია მიხვდება რომ მეორე სასტავს არ უნდა ენდოს რა კიეზა, რაღა დროს ეგენია ძლივს დადიან მოედანზე... ალისონი არა კვახი
ლევანს
აოეეეე სექტა. მიდი დაიძინე რა.
R.M.
ნეტა დამატებით არ ვარჯიშობს პასებზე? რა გაუხდა ერთი ფეხით მაინც რომ დაამუღამოს ნორმალური პასის კეთება?! თვითდაჯერებულობა მაგრად მოემატებოდა რაც ასე აკლია...
ჯალა
ძალიან ობიექტურად შეაფასა მამარდას ხარვეზები
Levani
ამათ ხო გაარელიგიეს ალისონი. ეგ ის არ იყო ჰალანდმა ოსლოსდან რო დაურტყა და გაუტანა?
L.J.
Amatma pexit tamashma xo tviini waigo rra...
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს