ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო

კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო

2026 წელს "ოქროს ბურთის" ხვიჩა კვარაცხელიასთვის გადაცემა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. რამდენიმე დღის წინ პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავს ღია მხარდაჭერა გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L'Équipe-მა გამოუცხადა, რომელმაც გარეკანზე ჩვენებურის ფოტო გამოიტანა და ასე დაასათაურა - "პრეტედენტი".

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამორჩეული მოთამაშეების ნაკლებობის ფონზე, პსჟ-ის ვინგერი ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული სეზონის წყალობით, "ოქროს ბურთის" ლეგიტიმური კანდიდატი გახდა.

L'Équipe-ს არ ჩამორჩა კიდევ ერთი გავლენიანი ფრანგული გამოცემა Onze Mondial, რომელიც ყოველწლიურად ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს და მწვრთნელს აჯილდოვებს.

"მიუხედვად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლას აგრძელებს. მას ყველაფრის განადგურება სურს და კვლავ ამ ჯილდოზე ოცნებობს.

მისი მიზანი ნათელია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდეს! ქართველს უნდა, რომ 1978 წლის შემდეგ, კევინ კიგანის მერე გახდეს მეორე ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წელს "ოქროს ბურთს" ისე მოიგებს, რომ მუნდიალზე არ უთამაშია, თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ დროს ეს პრიზი მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ", - წერს გამოცემა.

კვარაცხელიას გვერდით დგანან პსჟ-ის ფანებიც. Tribuna-მ პარიზელთა გულშემატკივრების კომენტარები გამოაქვეყნა, სადაც ისინი იმას განიხილავდნენ, მხარი ხვიჩასთვის დაეჭირათ თუ დემბელესთვის.

"პსჟ-ის არ შეუძლია, რომ დემბელე კვარაცხელიაზე წინ დააყენოს. ხვიჩას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა".

"წელს ამ პრიზს ნამდვილად ხვიჩა იმსახურებს, მაგრამ გასულ წელს დემბელეს ეკუთვნოდა".

"კვარაცხელია ყველაზე ლეგიტიმური კანდიდატია".

"ჯგუფის ერთიანობისთვის, შესაძლოა უკეთესი იყოს, თუ კვარა გაიმარჯვებს, რადგან ეს სხვებს შემდეგ სეზონში კიდევ უფრო მეტის ჩვენებისკენ უბიძგებს".

ინფორმაციისთვის,  2026 წლის "ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) 70-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ცერემონიალს პარიზის ნაცვლად ლონდონი პირველად უმასპინძლებს.

• კვარას ჰეითერობა

არაა გასაკვირი,ტვინგამორეცხლისაც, ეშველება აი უტვინობას,უზრდელობას,უვიცობას,შურიანობას,რაეშველება.

• ზურა 22-2 ს

"მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოპოვებული პენალტით მიანიჭონ ეს საპატიო ტიტული - გამორიცხულიაა!!....არც იმსახურებს და დიდი უსამართლობაც იქნებოდა...." 10 გოლი ნეტა სად გაიტანა, ან ვის გაუტანა?! შენნაირი დაბოღმილ დაკომპლექსებული ლუზერების ...

• ვაზგენ 2222

მა მხითარიანი?

• ზურა 22-2

აბაა რაა!! le pretendant კი არა, ზედსართავად REAL უნდა დაერთოდ და უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. გასაგებია რომ კვარაზე პერიოდულად რაღაც ნიუსი მაინც უნდა იყოს პირველ გვერდზე, მაგრამ მისი და ოქროს ბურთის თემა, ხომ ისე გაცვდა ღიმილის მომგვრელიც აღარ არის, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცის ამ პუბლიკაციის ავტორმაც და ამ პატივცემული გვერდმაც, რომ არცერთი შანსი არ არის... კაცი რომელიც ლიგა 1-ის სიმბოლურშიც ვერ მოხვდა, ეროვნულ ნაკრებში საშინელი თამაშები ჩაატარა, მსოფლიო საფეხბურთო ფორუმს შორიდან უყურა, რომელსაც სკუთარი ნაკრების თავკაციც არ მიიჩნევს საუკვეთესოდ, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოპოვებული პენალტით მიანიჭონ ეს საპატიო ტიტული - გამორიცხულიაა!!....არც იმსახურებს და დიდი უსამართლობაც იქნებოდა....ნეტავ!! ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს ჩვენთან ეს პროვინციალური ამპარტავნობა და ყველგან და ყველაფერში შეთქმულების ძიება, რომელიც ყველა სფეროშია...ამის ნათელი მაგალითი, კვარას და ოქროს ბურთის ზღაპრის გარდა გუშინდელი იბერიას თამაშის კომენტატორების ქცევაა, ისე ლაპარაკობდნენ ვითომდა სადღაც ველურების კუნძულებზე ჩავიდნენ და ფეხბურთის თამაში უნდა ასწავლონ აბორიგენებს, ვითომდა თვითონ ათასტიტულმოგებული გრანდი იყოს, აქეთ საფარი არ მოეწონათ, იქით დაღლილობას უჩიოდნენ და გაოცებას გამოხატავდნენ - უუიი!! ბურთის გაჩერება სცოდნიათოოო!!....ხო კიდევ!! მგზავრობასაც ხომ მათ აბრალებდნენ, ვითომ ირლანდიელებმა იქირავეს ბორტი,რომელსაც თანამედროვე საჰაერონავიგაციული სისტემები არ ჰქონდა და შეუძლებელი იყო კონკრეტულ აეროპორტს ის მიეღო, შემდეგ კუკურუზნიკი, რომ იქირავეს და ბიზნესჯეტად მონათლეს, ისიც ბრიტანელების უჩალიჩიათ, როგორც სჩანს ცდილობდნენ იაფად გამოსულიყვნენ შემოვლითი გზებით, რომ მეტი ფული მოეტეხად მგზავრობაზე, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალეს - ავიაცია დღეს ყველაზე რეგულირებადი სფეროა და სადღაც მიტოვებულ ანგარებში ნაქირავები ბორტებით ვერ იფრენ....კი ცდილობდნენ რამდენიმე დღე თავიანთი უვიცობა ევროპელებისთვის დაებრალებინათ - ააიი11 სპეციალურად დაგვიკეტეს აეროპოტი და ა.შ. კი აჰყვა ეგრევე უნისონში აქაური ტვინგამორეცხილი მუჟიკები და კომენტატორებიც რეპორთაჟიდან,მაგრამ ვისაც მეტ-ნაკლებად კრიტიკული აზროვნება შეუძლია,მოვლენებს საკუთარი ინტელექტით აფასებს და პროპაგანდისგან ტვინები არ აქვთ გამორეცხილი კიდევ ერთხელ დარწმუნდა თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდეს ქართული საკლუბო ფეხბურთი.....არ არის გამორიცხული უეფას რეგლამენტით ჯგუფშიც მოვხვდეთ, მაგრამ არაფერი შეიცვლება, ისე როგორც ნაკრების შემთხვევაში - შემოვლითი გზით მოვხვდით ევრ-24-ზე, მაგრადაც ვითამაშეთ, მაგრამ სულ ეს იყო, მომდევნო შესარჩევები ჩავაგდეთ და ტრადიციულ ბოლოდან მეორე ადგილს ვერ გავცდით.

• gizo

mesi martlac sauketeso iko gansakutrebit finalshi daglija

• zura222

ჩემი ფავორიტია ჰალანდი და მეორე ადგილზეა ნეიმარი, ხვიჩა მერვეზე.

• მერაბი

რით ვერ გაიგეთ,რომ ხვიჩას ოქროს ბურთს არ მისცემენ, იმიტომ რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ჩვენ ქვეყანას პატივს არ სცემენ,დღეს კი სპორტი პოლიტიკაზეა მიბმული და თანაც საკმაოდ დიდი დოზით, მითუმეტეს ლონდონში ყოფილა დაჯილდოვება.ეს იმას ნიშნავს რომ ჰარი კეინი გახდება ამ ბურთის მფლობელი და თუ ეს არ მოხდა მაშინ დიდი ალბათობთ მესის მისცემენ რომელიც მართლა საუკეთესო იყო ამ მსოფლიოზე. რა თქმა უნდა ეს ჩემი პირადი აზრია და ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე და კვარა გახდეს საუკეთესო.დიდება უფალს.

• Muksi

Harry Kane

• ჟორა-ს

კევინი ვინაა, კიგანი?

• არსად არ შეხვიდე, იყავი ჭაობში

ყიფიანი იყო საუკეთესო მაგრამ 82 ში იმპერიის შოვინისტებმა არ გამოიძახეს ნაკრებში

• ზოგადად

ჩემპიონთა ლიგისმომგები გუნდიდან ხდება საუკეთესოს არჩევა ეს ერთი და მეორე ეს ჯილდო უეფას და ფრანგული გამოცემების ერთობლივი პროდუქტია მათშორისაა ეს გამოცემაც. გამონაკლისი მარტო მესის შემთხვევაში იყო ორჯერ.ამიტომაა ეგ ინფორმაცია საყურადღებო.

• დემბელეს დედა თამთა

რეკლამასაც დიდი ძალა აქვს, მაგრამ ზოგს ლამის 80 გოლი დაუგროვდა სეზონზე...გაუჭირდება წელს. ალბათ სამეული იქნება მაქსიმუმი.

• არსად არ შევიდეთ

ან პსჟ-დან მოიგებენ ან ესპანეთის ნაკრებიდან. მესი და მბაპე გამოვრიცხაც

• Eto eto

ჰოდა 26 ოქტომბრამდე კვარამ უნდა იფრინოს და ყველას კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს რომ ისევ ფორმაშია

• zura222

ბრიტანეთი რომ ჩვენი დაუძინებელი მტერია ისტორიიდანაც ვიცით და იმასაც ვხედავთ ეხლა რეებსაც აკეთებენ @

• ჟორა

მე წელს არაფრის იმედი არ მაქვს, რადგან კვარამ საფრანგეთის ჩემპიონატი ჩააგდო, ნაკრები ჩამფლავდა და მსოფლიოზედაც არ უთამაშია. აი გაისათ კი კვარა 100%-იანი კანდიდატია, რადგან კარგად დაისვენა და ლიგას კარგ ფორმაში შეხვდება. რაც შეეხება ოქროს ბურთს ვფიქრობ ის კევინისა მბაპეს შორის უნდა გათამაშდეს.

• გიორგი

საუკეთესო ქართველი ოქროს ბურთზე რამაზ შენგელიაა. 81-ში მე-7 ადგილი, მე-8 ადგილზე კი ალექსანდრე ჩივაძე გავიდა. დავით ყიფიანი მე-11 ადგილზე იყო. 82-ში მსოფლიო იყო, და ყიფიანს რეალის მცველმა ფეხი მოტეხა; 2-1 იგებდა დინამო იმ მომენტისთვის და მისი გასვლის მერე 2-4 წააგო. მსოფლიოზე არ წაიყვენეს, არა და 1982 წლის მარტში, ჩემპიონატამდე, ესპანური "მუნდიალის" გამოკითხვით პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებში ყიფიანი მეოთხე აღმოჩნდა მარადონას, ზიკოსა და პლატინის შემდეგ.შენგელიამ და ჩივაძემ კი მიიღეს მონაწილეობა. ჩივაძე მგონი კაპიტანიც იყო. ასეთი ფეხბურთელი გვაყავდა და არც არავინ ახსენებს.

• მამუკა

რაღაც უპრინციპო ცერემონია გახდა ბოლო დროს, აშკარაა რომ მიკერძოებით ხდება არჩევა, აღარ დავიწყებ როდის და ვის მიმართ მოხდა. ფაქტია წელსაც იგივე მოხდება, არავინ კვარას არ აირჩევს, სამეულშიც არ შეიყვანენ აგერ ნახავთ.

• დდდ

ნებისმიერი ჯილდო, თავისი არსით, გარდაუვლად სუბიექტურია... მათ შორის გაცილებით უფრო მაღალი რანგის ჯილდოებიც - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ადოლფ ჰიტლერი იყო წარდგენილი, უინსტონ ჩერჩილმა ხსენებული პრემია ლიტერატურის დარგში მოიპოვა და ფიფას მიერ დონალდ ტრამპისთვის გადაცემული ჯილდოების თაობაზე, ალბათ, ყველას მოხსენება... და ეს არ ნიშნავს, რომ ჯილდოები უნდა გაუქმდეს- ეს ცხოვრება უმაგისოდაც საკმაოდ მოსაწყენია...

• დავით 67

ჰო მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ითვლება ფეხბურთში უმაღლეს ტურნირად და ამიტომ ხვიჩას ეკუთვნის. ეს ჩემი აზრია. ისე მეც ასე მგონია რომ კეინს მისცემენ ამ ჯილდოს.

• kasha-ს

არა მარტო ეგ გაპიარება. ადრე იყო ოქროს ბუცი და ოქროს ბურთი. ბუცი ბომბარდის აჯილდოვებდნენ ბურთით საუკეთესო მოთამაშეს. ეს გააუქნეს 1991 წ და ამიტომ დიდი გაუგებრობაშია ზოგადად საფეხბურთო თემი. კი ბატონო ხარი კეინი მართლაც ფანტასტიკურად გამოვიდა სეზონში და გაიტანა 72 გოლი მაგრამ ვერანაირად ვერ აღიქვამ მას საუკეთესო მოთამაშედ. საუკეთესო მოთამაშე უნდა იყოს შემქმნელი, შემოქმედი ფეხბურთელი რომელიც მოედნის დიდ ნაწილზე გავლენას ახდენს და არა საჯარიმოს ფეხბურთელი, რონელიც დგას კართან ენერგიის დაუხარჯავად ყრის გილებს. ამიტომ მე პირადად დემბელეს საუკეთესობაც წინა სეზონში გაუგებრად მომეჩვება, ახლაც იგივე განმეორდება და ლონდონში ტყუილად არ დანიშნეს, რომ იქ კეინის გარდა სხვა დაასახელონ.

• კ

რა აზრი აქვს, მესის შეტენიან კიდევ ერთხელ. მსოფლიო ვერ მოაგებინეს, ფინალში კარში ვერ დაარტყეს თორე არც მაგაზე დაიხევდენენ უკან.

• lasha

დიდიხანია უკვე ვამბობ ეს ჯილდო არის გასაუქმებელი. სუბიექტურია . ვისაც გაქაჩავენ ის მოიგებს :) ეხლა რო მბაპე აპიარონ მბაპე მოიგებს. თუ უნდათ საფონოვს მოაგებინებენ :)

• ბრიტანულმა გამოცემამ

ათეულშიც არ შეიყვანა.ფრანგები,გერმანელები, და დანარჩენი პატარა ქვეყნები მათშორის უეფას წარმომადგენლების უმრავლესობა.ეგაა კვარას აქტივი.თურქები ჯიუტად ამბობენ ოქროს ბურთზე კვარა მთავარი ფავორიტიაო, სხვათაშორის ლიგის საუკეთესოზეც გაარტყენ თურქებმა.ღმერთმა ქნას გამართლდეს.

საერთოდ ვინც არ უნდა მოიგოს წელს ოქროს ბურთი ყველა ვარიანტში აჟიოტაჟს გამოიწვევს. არავინაა წელს გამოკვეთილი ფავორიტი. ალბათ კეინი აიღებს მაინც, სტატისტიკით ყველას აღემატება და ყველაზე სტაბილური ეგ იყო. კვარაცხელიამ ობიექტურად ჩემპიონთა ლიგაზე იფრინა მხოლოდ, ლიგა 1-ში ცუდი სტატისტიკა ჰქონდა და ნაკრებშიც ვერაფერი გააკეთა. ერთი ტურნირი საკმარისი არ უნდა იყოს ოქროს ბურთისთვის

• N

ხვიჩას რომ ჩვენ ყველა ვქომაგობთ და წარმატებებს ვუსურვუბთ, რა გასაკვირია, მაგრამ ლონდონში მოხერხდება, ვითომ, რომ ოქროს ბურთი ჰარი კეინს არ გადასცენ?!

• ehhh

მოიცათ, ანუ Deep State გვიჭერს მხარს? ჩვენმა უფროსობამ იცის უკვე ეგ? თუ არ იცის, ნელა შევაპაროთ ...

• ვოოტ

შესაძლოა, კავშირი არცთუ თვალსაჩინოდ გეჩვენოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ფრანგების გარდა, ბრიტანულ-გერმანული მხარდაჭერის იმედიც უნდა გვქონდეს, რადგან არამუნდიალელი ფეხბურთელის დაჯილდოება ერთგვარი პატივის მიგების ჟესტიც იქნება წელს გარდაცვლილი კევინ კიგანის ხსოვნისადმი... კარგი იქნებოდა, ამ თემის დელიკატური გააქტიურება ევროპულ სპორტულ მედიაში...

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?

"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?

მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს

[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო

"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს

"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე

"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა

ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა

კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...

“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება

ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა

16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა

ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...

"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს

"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ

კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის