ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ლიდერები, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი და მეკარე მანუელ ნოიერი დაითხოვა
ავსტრიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, რომლითაც გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ლიდერები, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი და მეკარე მანუელ ნოიერი დაითხოვა.

ტრიომ გერმანიის ნაკრების ბაზა უკვე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გუნდს პოლონეთში არ გაჰყვებიან - როგორც იცით, გერმანია ხვალ პოლონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

"ეს გადაწყვეტილება ჩემი კონცეფციის ნაწილია. ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა შესაძლებლობა მომეცემოდა, აუცილებლად დავასვენებდი იმ მოთამაშეებს, რომლებიც თავიანთ კლუბებში ყველა ტურნირში არიან ჩაბმულები და ისედაც გადატვირთული კალენდარი აქვთ. ახლა სწორედ ასეთი მომენტია, პოლონეთთან კი ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოვცდი," - განაცხადა ლიოვმა პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთთან "შალკეს" მცველის, ბენედიქტ ჰიოვედესის თამაშიც საეჭვოა. ეს უკანასკნელი ავსტრიასთან დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს. მართალია, ბენედიქტმა გუშინ მსუბუქად ივარჯიშა, მაგრამ დიდი შანსია, რომ ლიოვმა პოლონეთთან მისი გამწესება აღარ გარისკოს. სამაგიეროდ, იოგიმ ნაკრებში "ლევერკუზენის" საყრდენი ნახევარმცველი ლარს ბენდერი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი დორტმუნდელი სვენ ბენდერის ტყუპისცალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...