ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა

U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 18 EHF Championship) ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

თუ აქამდე პირველ ადგილს ბელგიასთან ვიყოფდით, დღეს ბულგარეთთან მათი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ქულათა მაქსიმუმით ჯგუფის სათავეში ერთპიროვნულად გამაგრდა. ჩვენმა გუნდმა მორიგი გამარჯვება კოსოვოსთან მოიპოვა - 35:30.

თუ პირველ ტაიმში მხოლოდ 1-2 ბურთით ვლიდერობდით და მეტოქეც თამაშში რჩებოდა, მეორე ნახევარში სურათი ჩვენ სასარგებლოდ შეიცვალა, რაც საბოლოოდ 5-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვებაში აისახა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 13 გატანილი გოლით ვახტანგ ხარებაშვილი დასახელდა. საქართველოს ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მეკარე გიორგი ქევხიშვილსაც, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და 14 ბურთი მოიგერია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა თევზაძე: „აქ იოლი თამაში არავის აქვს — შედარებით თანაბარი დონის გუნდები ვართ. მომდევნო შეხვედრა ერთ-ერთ ფავორიტთან, ბელგიასთან გვაქვს. დღეს ბელგიასთან გამარჯვებით ბულგარეთმა დაამტკიცა, რომ არ ყოფილა ხელწამოსაკრავი მეტოქე. გამოდის, რომ მეორე ტურში საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვიმარცხებია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბელგიასაც გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს — არანაკლები ბულგარეთზე. ხვალ დასვენების დღეა. სამედიცინო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიჭებმა ძალები აღიდგინონ. ჯერჯერობით ყველა თამაში მოვიგეთ. თავდაჯერებულად, თუმცა პარალელურად შეცდომების აღმოფხვრაზე მუშაობით მივიწევთ წინ.“

7 აგვისტოს ჩემპიონატზე დასვენების დღეა, ტურნირი კი 8 აგვისტოს განახლდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ ბელგია იქნება, რომელიც დღეს ბულგარეთთან 36:41 დამარცხდა. ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა დიდმა ბრიტანეთმა - კვიპროსს 32:30 სძლია.

საქართველოს ნაკრები: გიორგი ქევხიშვილი, ლევანტვილდიანი,გიორგი კენჭაძე; ვახტანგ ხარებაშვილი (13), ნიკოლოზ მამულაშვილი (7), გიორგი კაპანაძე (7), ალექსანდრე ბოჟაძე (2), ნიკოლოზ ბიბლაია (2), საბა ბუიღლიშვილი (2), ანდრია ბურჯალიანი (1), ვანო გურგენიძე (1), დემეტრე თორია, ნიკოლოზ ნარიმანიძე, საბა შუბაშიშვილი,  ნიკოლოზ ბოჟაძე, შოთიკო ახვლედიანი

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, პაბლო კამპოს სუნენი, ჩავიერ სალვადორ ჟაუმა

M18 EHF Championship II 2026 (თელავი, საქართველო)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი (ჯგუფური ეტაპი):

8 აგვისტო: საქართველო vs ბელგია

9 აგვისტოს გაიმართება ფინალური მატჩები საბოლოო ადგილების დასაკავებლად.

geohandball.ge

ბელგიელების დამარცხება მოულოდნელი იყო და დაკარგულის ანაზღაურებას,ჩვენთან თამაშში შეეცდება და რაკი უკან დასახევი გზა აღარ აქვთ,მაგარი ბრძოლა უნდა წავიდეს.ჩვენ სახლში ვთამაშობთ,საკმაოდ წარმატებითაც და ცხადია,დღევანდელი შედეგების ფონზე,თანაც მასპინძლის სტატუსით,ჯგუფში გამარჯვებას გეგმავს.ეს კი,ამ თამაშშიც სრული ძალებით ბრძოლას გულისხმობს.აი,ამის შემდეგ კი,ჯგუფში საბოლოო ადგილების განაწილებისათვის მატჩების დროც მოვა და თუ რამე შეგვიძლია,უკვე იქ უნდა ვაჩვენოთ.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს.

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა

ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა

სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია