"ვილიარეალის" ამებების მიმომხილველის ესპანელი ჟურნალისტის ხავი მარტინეს ფელიპის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს ესაუბრა.

მან გერმანელ სპეციალისტთან ვრცელი მოლაპარაკებები გამართა და "ბლაუგრანაში"გადასვლაზე თანხმობა განუცხადა.

კატალონიელთათვის პრიორიტეტული კვლავ "ატლეტიკოდან" ხულიან ალვარესის წაყვანაა, თუმცა მადრიდელთა მოთხოვნილი თანხიდან და "ბლაუგრანას" მხრიდან შეთავაზებულიდან დიდი სხვაობაა და ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა და თანაც, "როხიბლანკოს" ფეხბურთელის გაშვება კონკურენტში არ სურს.

შეხსენებისთვის, მიქაუტაძე "ვილიარეალში "გასულ ზაფხულს "ლიონიდან" ბონუსების ჩათვლით 36 მილიონ ევროდ გადავიდა. მან ყველა ტურნირზე 42 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

Giorgi
რატომ ავრცელებთ ტყუილ ჭორებს? არანაირად არ ყოფილა არანაირი საუბარი ბარსელონას წარმომადგენლებსა და გიორგის შორის. ვის აწყობდა ამ ჭორების გავრცელება არ ვიცი მარა ეგრეა. არც ვილიარეალი აპირებს ფორვარდის გაყიდვას და არც ბარსელონას უნდა მიქაუტაძე.
გელა2
ჯერ ბარსელონა, მერე ტოტენჰემი ,მერე იქნება რეალი,მერე იუვენტუსი და ..... რამდენი უსაქმურია.
აპაა ლააა
კვარა და მიქა ერთ გუნდში ჯობს გინდ ელ-კლასიკო იყოს და დჯ-დისკო … ეყოფა ფრანკოს გუნდს ფეხბურთელები კვარა თავდამბალი პატიოსანი ბიჭია და რეალი ნაბიჭვრების გუნდი ასე რომ არ შეეფერებათ ერთმანეთს …
მარგალი
ჟორჟი არა კვახი! გიორგი ეპილოგის მოთამაშეა და ყველაზე მეტად რამაზ შენგელიას გავს! გავიხსენოთ საიდან წამოვიდა და ახლა სად არის-პროგრესირებს იმისდა მიხედვით თუ როგორი მიმწოდებლები ჰყავს!!! პესიმისტებო, ბარსა გიოს გუნდია, მისი საფეხბურთო "თავხედობა" ტორესს აღემატება!!! წარმატებები ევროპული მენტალიტეტის მაქსიმალისტო ქართველო!!! P.S. ვიგულისხმე BMW ით კმაყოფილი და დაკონსერვებული გიოზე მეტი ტალანტის მქონე "იგროკები"

ჰოლანდიის ჩემპიონატის გახსნით მატჩში,ექსელსიორი ატუმრად ამარცხებს კამბურს.თამაში დასასრულს უახლოვდება და ექსელსიორი სტუმრად 4-0 იგებს.ჩემპიონატის პირველი გოლი კი,ირაკლი ეგოიანს გაუტანია,რომელიც 75 წუთზე შეცვალეს.68 წუთზე,ის მარცხენა ფლანგიდან დრიბლინგით შევიდა საჯარიმოში,გასცდა მცველს და პირით ხაზიდან ახლოს მისულმა პარტნიორს დაუგორა საგოლე პასი.დარტყმა მეკარემ კუთხურზე გადააგდო,თუმცა ამ კუთხურმა მეოთხე გოლი მოიტანა და ეგოიანიც დაასვენეს.შეცვლის მომენტში,ის უკვე მარჯვენა ფლანგიდან თამაშობდა.სულ რამდენიმე წუთი ვუყურე და სხვა გოლებში მის მონაწილეობაზე ვერაფერს გეტყვით,თუმცა ჩემპიონატის პირევლი გოლის გატანა,რა თქმა უნდა სასიამოვნოა.
ფე-ხ-ბურთი ახპერჯან ! 😉
ქართულად "ფუტბოლს" ფეხბურთი ჰ-ქვიან, ანუ ფეხით-ბურთი, ბრატჯან. ჰოდა, ეს ჩვენი ჟორჟიკა, მითამ რითია შენს ჰენრიხაზე "სლაბი ფუტბალისტი" ?! ჰოდა, შენ ეხლა ძალიანაც არ ინერვიანო, გულს გაუფრთხილდი ! მემრე, თუ მართლა გადავიდა (?), შაიძლება უფრო მეტი სანერვიულო შაგვხდეს. სპაკოინად მიიღე რა ! 🤫
მირო
წარმოვიდგინე ელ კლასიკო - იქით კვარა, აქეთ ჟორჟი. აზრზე ხართ....
ABARA
უკიდეგანო პესიმისტების გასაგონად მინდა ვთქვა, რომელთა მოსაზრებითაც ჟორჟი კონკურენციას ვერ გაუძლებს - ჯერ ეს ერთი თუ ალვარესი ვერ იყიდეს და ტორესი წავიდა მის პოზიციაზე კონკურენციის გარეშე რჩება, დავუშვათ და ტორესი არ გაუშვეს, ან გაუშვეს და ალვარესი დაიმატეს, რომელიმემ მითხარით ჩვენებურზე მეტად კარზე დაგეშილი რომელია, თან ამავდროულად სწრაფი კონტრშეტევის წამომღები, პასებსაც რომ ანაწილებდეს, კარის სიახლოვეს ფატალური იყოს და საჯარიმოს გარედანაც ორივე ფეხით ურტყამდეს! იმის გათვალისწინებით, რომ იქ ლამინი და რაფინია იქნებიან, უკნიდან პედრისგან წამოსული პასებიც არ დაგავიწყდეთ, ჟორჟის საქმე იქ მომენტის გამოყენება იქნება, ანუ მიღება და დარტყმა, ან პირდაპირ დარტყმა და ერთი კაცის (ვინც გინდა იყოს) ჩატეხვა რომ არ გაუჭირდება მგონი ყველამ კარგად ვიცით. ერთი სიტყვით ბარსას ფილოსოფიას და სათამაშო სტილს სრულად ერგება და მე რომ მკითხოს კაცმა გარკვეულწილად ფაზლის ის დეტალი თუ ელემენტია, რომელიც ბარსას შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უსაშველოდ აკლია.
მირო
იქ არ წახვიდე ჟორჟ,სადაც ზაპასნოი სკამის ხეხვაში ჩაიკარგები.არ დაუშვა მამარდასნაირი შეცდომა.ძირითადში ადგილი გაგიჭირდება,დიდი კონკურენციაა და იყავი იქ ან გადადი იქ სადაც თამაშის გარანტია გექნება.ამბიციები კარგია,მაგრამ შენი შესაძლებლობებიც უნდა შეაფასო ობიექტურად და რეალურად.დიდ გუნდში სკამის ხედვას,უფრო საშუალო დონის გუნდში მუდმივი სათამაშო დრო სჯობია.სხვანაირად უკუსვლას დაიწყებ როგორც ფეხბურთელი.

მგონი გავიწყდება,რომ მიქაუტაძე,ახლაც ლა ლიგაში თამაშობს,გუნდში,რომელიც გასულ სეზონში,ესპანეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ატლეტიკო მეოთხეზე დარჩა და ატლეტიკო თუ არ ჰყიდის თავის თავდამსხმელს,კონკურენტ ბარსელონაზე,მასზე უფრო მაღლა მყოფი ვილიარეალი რატომ მოისურვებს გაყიდვას?წესით,არც მას მოუნდება,ძლივს ნაპოვნი კარგი ცენტრალური თავდამსხმელის კონკურენტისათვის მიყიდვა,თუ ჩანაცვლების საშუალება არ ექნება.
ალფა
შეეშვი ფეხბურთს.

სიმართლეა
რუსტავსკი
ეგ რას ნიშნავს?
გრუზინსკი-ს
დაელოდება ვითომ ბარსა? შენ ჯერ მომაგრდი და ჩვენ სად წავალთ, აგერ არ გყავართო? :)
ვახო...
ნეტა...
ედიკა
ნუ გეჩინია
ბათუმი
ზღაპარი:)) მეტი ვერნახა ბარსამ
გიგო პაპა
ვამბობდი და მგონია ოცნებაც მიხდება)) აუ, რა მაგარი საყურებელი იქნება. მესის მერე ბარსასთვის აღარ მიყურებია. 30 გოლი როგორც მინიმუმ ზედა აქვს ჟორჟს. რამდენი დრო დაკარგა სერენებში და მეცებში, მაგრამ არა უშავს. ეხლა ნახონ ჩვენი გოლების მანქანა და თუ რამით ჩამორჩა ალვარეს, აგერ მე და აგერ გერმანია.)))
Temo
მიქაუტაძე ჯიგარია, რამდენიც არ უნდა იშოვოს დარწმუნებული ვარ თბილისის ჩაბეტონებაში და არაბების ჩამოსახლებაში ფულს არ ჩადებს და არც რაჭაში ხვანჭკარას სამშობლოში არ ააშენებს ჰესს.
გეგი
აუ მიდი რა მიდი!
N.Gruzinskiy
ბარსაში დიდი კონკურენციაა და ვილარეალში კიდევ 1 წლით დარჩენა უფრო კარგი თამაშით და შემდეგ ბარსაში გადასვლა უფრო რეალური იქნება და ჟორჟის მიმართ სანდოობაც მეტი იქნება...
მამუკა
ძალიან კარგი ამბავია. ათმაგად უფრო მაგარი გახდება. წარმატებებს ვუსურვებ.
Achi
ისე ალვარესს ჟორჟი არაფრით ჩამოუარდება რო იცოდნენ და მე მგონი რო მიხვდებიან მაგას თან ჟორჟს უკეთესი გოლის ალღო აქ ბარსა დახატავდა
Emigranti
თუ იყიდიან გიოს კაი გადაწყვეტილება იქმება ტოპ თავდამსხმელია ორივე ფეხით თამაშობს ინდივიდვალურად შეუძლია რამოდენიმე პოზიციაზე თამაში ორივე ფეხს მაგრად ხმარობს თავითაც კარგად თამაშონს, ცრუ ცხრიანის თამაშიც შეუძლია წარმატებები მიქაუტაძეს 😍😍😍
zura222
კაით რაა რა ბარსელონა, ნუ ფანტაზიორობთ რა, არაა მაგ დონის ფეღბურთელი ხომ ვიცით არა?
ავჭალიდან
ბარას სტილის კაცია, აგუეროს სტილის კაცია, სუარესის სტილის კაცია, ამ წუთში ისეთი მაგარი რეპლიკაა მაგ ხალხის გარჩევა გაგიჭირდება. მენტალობაც ჯანსაღი აქვს მაგალითად არ გავს ჩემი დეი ესთე დეი ფეხბურთელებს.. იზრდება ვითარდება…
თბილისელი
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა,ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება როგორც ჟორჟისათვის,ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთის მოყვარულთათვის.პირველი რომ ლა ლიგას მატჩების ყურება ნამდვილად უფრო საინტერესოა ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატის. მეორე რომ უდიდესი სტიმული იქნება მისთვის ( და არა მარტო ფინანსური).წარმატებები ჟორჟს.
ქომაგი
ძალიან მაგარი იქნება ეგ ტრანსფერი თუ გამოვიდა. მიქაუტაძის სტილი იდეალურად ერგება ბარსელონას სტილს, ჟორჟი ისეთი ტიპის ფორვარდია მთავარია დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანო და საგოლე მომენტს თითქმის არ მაზავს, ეგ ტრანსფერი თუ გამოვიდა მიქაუტაძე ძალიან ბევრ გოლს გაიტანს ბარსაში. წარმატებები ჟორჟს❤️
Ლაშა
Დააკვდება ბარსას გიორგი და თუ სასტარტოს დაიმკვიდრებს, 100 % ბომბარდირი იქნება.
კიეზა
ეს თუ მართალია და ნამდვილად შეიძინა ბარსამ მიქაუტაძე..სუპერ ამბავი იქნება..100 პროცენტით დაერწმუნებული ვარ რომ უმაღლეს დონეს დადებს..რადგან კარგად აუღო ლა ლიგას ალღო ვილიარეალში შეაგდო ამდენი გოლი და სად ყვითელი სუბმარინის შემადგენლობა და დონე და სად ბარსა..წარმატებები ჟორჟ..ბარსაში ქართველს წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა.თუნდაც დაინტერესების დონეზე..
დდდ
პირველი კითხვა, რაც პირადად მე გამიჩნდა - გაქაჩავს კი ჟორჟიკა ბარსას?!... და პასუხად ერთი ძველისძველი ანეკდოტი გამახსენდა - მიხოს ეკითხებიან - რო რამე იყოს, რაიკომის მდივნობას შასძლებო?... რას ამბობ, ჯო, მაი, ბორჯომის სმასა და ელიკო მდივანთან კოტრიალს ვეღარ შავძლებო?!...
გიორგი
ღმერთმა გაგიგონოთ მაგარი იქნება თუ სწორი იმფორმაციაა პირველი საბას ეცოდინებოდა რა ვიცი მნიშვლენოვან ინფორმაციას ნაკრების ფეხბურთელებთან დაკავშირებით სულ საბა აქვეყნებს აქვს რა მჭიდრო კონტაქტი თვითეულ მათგანთან
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია