საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 13 აგვისტოდან მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპისთვის იწყებს მზადებას. 28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მოახლოებული პრინციპული მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა, 15 კალათბურთელი დაასახელა, საიდანაც უშუალოდ სათამაშო განაცხადში 12 მოთამაშე მოხვდება. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას სრულად თბილისში გაივლის და ოფიციალურ შეხვედრებამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

შეკრებაზე გამოძახებული 15-ვე კალათბურთელი დედაქალაქში 12 აგვისტოს შეიკრიბება, ხოლო 13 აგვისტოდან უშუალოდ საწვრთნელ პროცესს შეუდგება. პირველი სპარინგ-მატჩი 19 აგვისტოს, თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი ლიბანის ნაკრებს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა დახურული ტიპის იქნება - მას მაყურებელი არ დაესწრება და არც ტელეტრანსლირება იგეგმება. მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც გუნდს კიდევ ხუთი დღე ექნება დარჩენილი მონტენეგროსთან ოფიციალურ ბრძოლამდე.

ეროვნულ გუნდში ახალი სახეები არ არიან. წინა ფანჯრისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი დაეხმარება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ეტაპზე, ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები გუნდებს მეორე ჯგუფურ რაუნდშც გადაჰყვათ, სადაც ახალი მეტოქეები - მონტენეგრო, პორტუგალია და საბერძნეთი იქნებიან.საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპს სწორედ მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებით იწყებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩვენი გუნდი სულ ექვს შეხვედრას გამართავს. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. 2027 წლის მსოფლიო პირველობას კატარი უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრებს კი აქვს შანსი, ზედიზედ მეორედ იასპარეზოს პლანეტის უმთავრეს საკალათბურთო ფორუმზე.

GBF.GE

S.K.K.
ამ ნაბი-ვარი ბაგატსკისის უკრაინასთან არ უნდა წაგვეგო, თორემ საბერძნეთს და ესპანეთს რომ ვერაფერი შეაჩერებს ნათელია.
რამის გამოდნობა
თუ გვინდოდა უკრაინასთან არუნდა წაგვეგო მამუკელაშვილის ჩამოსვლა დაგვიანებულია და სამწუხაროდ ვერაფერს ვეღარ შეცვლის მითუმეტეს.ეხლა როცა ყველას ეყოლება თავის საუკეთესო მოთამაშეები.

ნეტა სად გაქრნენ მამუს ჰეიტერები ? რამდენი ამუნათეს , ლეიკერსთან კონტრაქტის დადების პროცესში რომ იყო .სირცხვილი .
ბს
ეს თამაშები უნდა მოვიგოთ და მერე გადავხედოთ შანსებს, რომელიც ახლა ძალიან დაბალია, რადგან მხოლოდ ერთი მოგება გადაგვყა წინა ეტაპიდან
ქომაგი
წინ საქართველო✌️ მიდით ბიჭებო, იქნებ გამოვადნოთ სასწაული და შევძვრეთ სამეულში🙏
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება