აშშ-ის ღია პირველობაზე სერენა უილიამსმა ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან შეხვედრაში 6:4, 4:0 მოიგო
ქალთა ტურნირზე კვლავაც სენსაციები კანონზომიერ შედეგებს ენაცვლება. კიდევ ერთხელ დაამტკიცა მთავარი ფავორიტის სტატუსი ამერიკელმა სერენა უილიამსმა.

მისი მატჩი ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან დღის ცენტრალური დაპირისპირება იყო და ბევრმა მას ნაადრევი ფინალიც კი უწოდა, რადგან წინ დღეს ბრძოლას ჩამოშორდა სერენას ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი - მარია შარაპოვა.

უმცროსი უილიამსი და აზარენკა აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს "დიდი სლემის" სხვა ტურნირზე - ავსტრალიის ღიაზე და ყოველ ჯერზე ბელარუსი სულ უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან. ბოლო შეხვედრაში კი 6:4, 4:0-დან წააგო ამერიკელთან.

ვიქტორიამ ვერც ამჯერად გატეხა ნავსი. პირველ სეტში უილიამსის უპირატესობა ულაპარაკო იყო - თამაშითაც და ანგარიშითაც. მასპინძელი შესანიშნავად აწოდებდა, ბრწყინვალე დარტყმებს ასრულებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა: აზარენკამ მხოლოდ სეტის ბოლოსკენ გაქვითა ანგარიში.

მეორე პარტიაში ბელარუსმა გაცილებით უკეთესი თამაში აჩვენა. მას ძალიან კარგი კონტრშეტევები გამოსდიოდა და მისი დარტყმების შემდეგ ბურთები პირდაპირ ხაზზე "ჯდებოდა". მაგრამ სერენამაც შეინარჩუნა ის თამაში, რომლითაც პირველ სეტში წარმატებას მიაღწია.

მოვლენები დრამატულად განვითარდა. უილიამსმა მეშვიდე გეიმში ბრეიკი გააკეთა და შემდეგ მიღებაზე სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ვიქტორიამ სამივე მოიგერია, თანაც მესამე შემთხვევაში ის მხოლოდ Hawk-eye-ის სისტემამ გადაარჩინა. შემდეგ სერენას კიდევ ერთი მატჩბოლი ჰქონდა (აამჯერად საკუთარ მოწოდებაზე), მაგრამ ბელარუსმა აქაც იყოჩაღა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, მაგრამ იქ მცირე უპირატესობა მაინც ამერიკელს ჰქონდა - 7:5.

რაც შეეხება ბოლო ორი დღის მთავარ სენსაციას, ის მარია შარაპოვასა და იტალიელი ფლავია პენეტას მატჩში მოხდა. აპენინელს წელს ცუდი სეზონი აქვს - მან სეზონის სტარტზე ტრავმა მიიღო და დიდი ხანი ვერ ახერხებდა ფორმის დაბრუნებას. თუმცა ამერიკის ღიაზე მოხერხებულმა ბადემ მას საკუთარ ძალებში დამაჯერებლობა დაუბრუნა. თანაც იტალიელისთვის "დიდი სლემის" ეს ტურნირი ყველაზე წარმატებულია, რადგან ფლავია აქ ორჯერ იყო მეოთხედფინალში.

ისევე, როგორც პირველი წრის მატჩში, მარიამ ამჯერადაც ჩააგდო შეხვედრის სტარტი. მან მხოლოდ 0:4-ის შემდეგ იპოვნა თავისი თამაში, მეტოქეც დაეხმარა შეცდომებით და შარაპოვამ ორივე ბრეიკი დაიბრუნა. თუმცა შემდეგ რუსმა ცუდად წარმართა გეიმი საკუთარ მოედანზე და პენეტამ სეტზე წარმატებით ჩააწოდა.

მეორე სეტში უკვე შარაპოვამ წაიყვანა ანგარიში ბრეიკით. პენეტა არ დანებდა და ამას ორი ბრეიკით უპასუხა, თუმცა იქვე ისევ წააგო საკუთარი მოწოდებები. თუ პირველ სეტში შარაპოვას მხოლოდ ხუთი "ვინერსი" ჰქონდა, ამჯერად 13-ჯერ მოიგო ქულა საკუთარი დარტყმით, რაც მესამე სეტში წარმატების იმედს უტოვებდა.

ასევე მარიას სასარგებლოდ ლაპარაკობდა ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი - რუსისთვის ეს იყო მე-13 სამსეტიანი მატჩი სეზონში და მას წინა 12 შეხვედრა მოგებული ჰქონდა. გადამწყვეტ პარტიაში დიდი ბრძოლა გაიმართა. პირველ სამ გეიმს მეტოქეებმა 26 წუთი მოანდომეს და სამივე იტალიელს დარჩა.

ისევე, როგორც პირველ პარტიაში, შარაპოვამ ამჯერადაც გაათანაბრა ანგარიში. პენეტა არ გატყდა და აგრძელებდა აქტიურ თამაშს, თუმცა ქულათა დიდ ნაწილს ის მეტოქის შეცდომების ხარჯზე აგროვებდა. ფლავიამ დროულად შეაჩერა რუსი ჩოგბურთელი, როცა საკუთარ მოწოდებაზე გეიმი აიღო. შემდეგ კი მარიამ ორი ორმაგი გააკეთა და თავისი გეიმი "მშრალი" ანგარიშით დათმო - 3:6, 6:3, 4:6.

1/16 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან,1)-ვანია კინგი (აშშ) 6:2, 6:4; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:4, 6:2; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 10)-რობერტა ვინჩი (იტა, 18) 6:4, 6:0; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:0, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 28)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4) 6:1, 7:6(5); ანა ივანოვიჩი (სერ, 16)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:3, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 11) 6:4, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 7)-შანელ სხეპერსი (ს.აფრ) 5:7, 7:6(5), 6:3; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 27) 6:0, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:3, 6:1; შუაი პენგი (ჩინ, 13)-ჯულია გორჯესი (გერ, 9) 6:4, 7:6(1); ფლავია პენეტა (იტა, 26)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 6:3, 3:6, 6:4; მარია კირილენკო (რუს, 25)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:2, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-ნადია პეტროვა (რუს, 24) 7:6(5), 6:7(5), 7:5; საბინ ლისიცკი (გერ, 22)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:0, 6:1; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 30) 6:4, 7:5.

1/8 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-კუზნეცოვა (15); პეტკოვიჩი (10)-სუარეს ნავარო; ს. უილიამსი (28)-ივანოვიჩი (16); პავლიუჩენკოვა (17)-სკიავონე (7); ნიკულესკუ-კერბერი; პენგი (13)-პენეტა (26); კირილენკო (25)-სტოსური (9); ლისიცკი (22)-ზვონარევა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა