ევროპის სუპერთასზე პსჟ-მ „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიგო ტიტული.

თამაში თავიდან თანაბარი იყო, ტემპიც არ გახლდათ მაღალი, რაც სეზონის დასაწყისისთვის გასაკვირი არაა და როგორც გუშინ პარიზელთა კაპიტანმა მარკინიოსმა განაცხადა, მათ ჰყავთ ფეხბურთელი, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია - მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, მცველს მაინც დაუსხლტა და ბიზოს თქვენი მოწონებული გაუტანა. შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, გომესთან კონტაქტის შედეგად წაიქცა, მაგრამ მსაჯმა არტანმა პენალტი არ დანიშნა. ბირმინგემელებმა შეტევებით უპასუხეს და 17 წლის მაჯომ მეოთხე ცდიდან დალაშქრა საზონოვის კარი.

შესვენებაზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დებიუტანტი აკლიუში დემბელეთი შეცვალა. პსჟ ინიციატივას ფლობდა, „ასტონ ვილა“ კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, მაჯომ მაკგინი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული საფონოვმა მოიგერია. 61-ე წუთზე დუე მარჯვენა ფლანგიდან მცველებს გაექცა და პარიზელები დააწინაურა. თამაში საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით წავიდა, ჰემინგსს საფონოვმა არ გაატანინა. მენდეშის დარტყმული მეკარემ მოიგერია, „კვარამ“ დამატებაზე ვერ მიასწრო. ალისონს ზაირ-ემერიმ დაუბლოკა. ხვიჩამ ბურთი ბიზოს გადაუგდო, თუმცა ინგლისელები მცველმა გადაარჩინა. ქართველის ნაცვლად 88-ე წუთზე მოედანზე ბერალდო შევიდა და "პარი სენ ჟერმენმა" გაიმარჯვა.

მომდევნო შეხვედრას პსჟ 16 აგვისტოს საფრანგეთის სუპერთასზე გასვლაზე „ლანსთან“ ჩაატარებს, 23 აგვისტოს კი ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენს“ უმასპინძლებს.

- “კვარას“ ანგარიშზე წელს ევროტურნირებზე 12 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

- 17 წლის მაჯო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასების ფინალში გაიტანა.

- ლუის ენრიკემ მეექვსე ევროტურნირი მოიგო.

- ემერიმ ევროპის ოთხივე სუპერთასზე მარცხი განიცადა.

- 2026 წელს პსჟ ოთხი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ზალცბურგი. „რედ ბული“

პსჟ - ასტონ ვილა 2:1

გოლები: 1:0 კვარაცხელია (20), 1:1 მაჯო (45), 2:1 დუე (61)

ვასილიჩი
უვიცებო ანლაიქს რატომ მიწერთ? მუხლებზე დახტომა ზრდის ტრავმის რისკს და რა არ მოგეწონათ?
ბენზინი აფხაზებს თუ რუსებს?
ვილას აშკარად მეტი მომენტი ჰქონდა და უფრო ჯიგრულად თამაშობდნენ
კვარაცხელია
შეეშვით ამ მომავალ ოქროს ბურთზე საუბარს მარტო მეხოარ ვთამაშობ ფეხბურთს ვინ როგორ ითამაშებს ეგ არავინ იცის ოქროს ბურთის შანსი ეხლა მაქ ხვალ რა იქნება?არვიცი.თან პიკზე ვიყავი ამ სეზონში.
კობუჩი
კვარა გთხოვ გოლის აღნიშვნისას მუხლებზე არასდროს გასრიალდე
სირბილის სწავლების ცენტრი
ოქროს ბურთს ყველაზე მეტად იმსახურებს! ვინც ასე არ ფიქრობთ, გვითხარით კიდევ რა უნდა გააკეთოს?
ზაზა
ორივე
jordan beli
კვარას ოქროს ბურთი კი არა ბრილიანტის ბურთი ეკუთვნის!

კლუბები ახალი შეკრებილები არიან და ცხადია,უმაღლეს ფორმაში ვერ იქნებოდნენ.თამაშიც არც თუ მაღალ ტემპში დაიწყო,მაგრამ თანდათან აზარტმა იმძლავრა და მე მგონი, მთლიანობაში თამაშს დასაწუნი არაფერი ჰქონდა.კვარას თითქოს ნაკლებად ტვირთავდნენ და ეს უკვე ნორმად არის ქცეული,მაგრამ ისიც ნორმად იქცა,რომ შანსს თვითონ პოულობს და იყენებს.გოლის ეპიზოდში,რა თქმა უნდა პასი მიაწოდეს,მაგრამ საგოლე იმ პასს არაფერი ჰქონდა,თვითონ ხვიჩას რომ არ გაემწვავებინა და მეკარე მოძრაობაზე დაეჭირა.რამდენჯერმე მისი კარგი პასები,პარტნიორებმა გაანიავეს და თვითონაც არ გაუმართლა დამატებაზე,ბურთს კარგად რომ ვერ მიასწრო.კვარამ ამ თამაშშიც დაამტკიცა,რომ თამაშში გარდატეხის შემტანი მოთამაშეა.შეფასებებში ძალიან დაუფასებელი დარჩა საფონოვი,რომელიც საკმაოდ დიდი ხანი,ალბათ საუკეთესო თუ არა,ერთერთი საუკეთესო მოთამაშე იყო,რამდენჯერმე ძალიან სახიფათო მომენტებიც გააუვნებლა,მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილში რამდენიმე არასაბედისწერო შეცდომამ,მისი შეფასება საგრძნობლად დასწია.ამ თამაშში,ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაჯომ.ჯერ 17 წლისაა და რამდენი სახიფათო მომენტი შექმნა,პსჟს კართან.ფილმ მაია წყნეთელისა არ იყოს,ჯერ ბავშვია ასეთია და ულვაში რომ ამოუვა,მაშინ რაღა იქნებაო.ესეც პაჩოს საერთოდ არ იმჩნევდა რამდენიმე ეპიზოდში,პოზიციის შერჩევის ბრწყინვალე ალღო აქვს და დიდი ჯანი.პაჩო ფიზიკურად სუსტი ნამდვილად არ არის,მაგრამ რომ დაეჯახა,ისე გაისროლა უკან,თვითონ არც კი შესტყობია.დამაგვირგვინებელი დარტყმის გულგრილად შესრულებას ასწავლიან და მისგან მონსტრი ცენტრალური თავდამსხმელი დადგება. რა ვთქვათ,სეზონის წარმატებული სტარტი გამოუვიდა პსჟს,ხვიჩას.ვულოცავ კიდევ ერთ ევროპულ ტიტულს და წარმატებულ სეზონს ვუსურვებ.იმედია ევროპული სეზონის ბოლო თამაშიც პსჟს მონაწილეობით და გამარჯვებით დასრულდება,ხოლო კვარა,კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდება,გუნდის თამაშში. რამდენადაც მე ვიცი,ოქროს ბურთის გათამაშება,1 აგვისტო-31 ივლისის პერიოდს მოიცავს და ეს თამაში,წესით,ოქროს ბურთის ჩათვლაში არ უნდა მოხვდეს,მაგრამ ირიბად მაინც იმოქმედებს და კვარას დამატებით ქულებს მოუტანს.ამ სეზონში კი,ეს გოლი,პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი შენატანია,მომდევნო ოქროს ბურთისათვის რბოლაში.
წარმატებები
მალე მენახოს კვარა და თორნიკე ლიგის ფინალში გამარჯვებულები. წინ საქარტველო.
ავჭალიდან
ატკიცია თუ არა?! მინიზე რომ გაიტან ისეთი შეაგდო.ძალიან კლასნია მოკითხვაც ასეთი უნდა სომეხი ჟჟჟჟუუურნალისტის.
პეტუხი კრიშტიანუ
კვარამ გოლის დროს კარგად იმოქმედა და კარგადაც დაარტყა,მაგრამ მეკარემ მაინც დედიმისისა ყლაპა!
სტატუს ქუო
ვაა, საზონოვი მეკარედ გადასულა პსჟ-ში.
დავით 67
როცა საჭიროა, მაშინ ბრდღვნის.ვიღაც წერდა ამხანაგურ თამაშებზე არ ვარგოდაო. რატომ უნდა მოეკლა თავი.? კიდევ ზოგიერთი ყეყეჩი გამოხტება და ოქროს ბურთი არ ეკუთვნისო იტყვის. მაგარი უსამართლობა იქნება თუ ხვიჩას არ მისცემენ ამ ჯილდოს!
zუგდიდი
საქართველოს ისტორიაში მსგავსი ფეხბურთელი არყოლია..... გილოცავ კვარააააააა
წარმატება კავრას!
ყოჩაღ კვარას, მგონი მშვენიერი დასაწყისია სეზონის. აქ ვიღაცამ მალიორკასთან ამხანაგურის შემდეგ დაწერა წონაში აქვს მომატებულიო კვარას და მე ვერ შევნიშნე წონაში მომატება. ენრიკემ თამაშის წინ ინტერვიუში თქვა უკეთესები გავხდებითო, იცის რომ ჯერ ვერ არიან ისეთები. წინა სეზონის დასაწყისიც მძიმედ დაიწყეს, ვფიქრობ ამ სეზონის დასაწყისი ისეთი მძიმე არ ექნება პსჟ-ს. ამ თამაში ვილა არ ჩამოუვარდებოდა. კლასმა თავისი გააკეთა, შემსრულებლები უფრო მაღალი კლასისი ყავს პსჟ-ს. წარმატება ჩვენ ბიჭს.
ენძო
ხვიჩას ამ კუთხიდან თავისი საფირმო მოძრაობით არაერთი გოლი გაუტანია,მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო -კალმის ერთი მოსმით შესრულებული შედევრი.
ზაზა
გილოცავთ ერო! დაიბოღმე მტერო!
გიორგი 3
ვულოცავ ჩვენს ოქროს ბიჭს (უკვე ამერია) მორიგ ტიტულს.კვარას და დუეს გარდა დანარჩენები ფორმაში აშკარად არ იმყოფებიან. ასტონ ვილას როჯერსი, უოტკინსი და ტილემანსი რომ ჰყოლოდა, პსჟ-ს საქმე ძალიან ცუდათ იქნებოდა.
იასონა
ვულოცავ ხვიჩას და ყველას!!! მაგარია ძალიან მაგარი!!!
გეგი
ყველას გილოცავთ ხალხო,ეს ერთი და სხვა მრავალი კვარას! P.S. ამ კომენტატორებმა სიტყვა პერფორმანსი რომ არ იცოდნენ ნეტავ რა ეშველებოდათ რააა.......
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ჩემპიონთა ლიგა აეკ-ის და "ასტონ ვილას" გამარჯვებებით დაიწყო
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
იყიდან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია