ერთ-ერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Sport-ი "ბარსელონასა" და გიორგი მიქაუტაძის პოტენციურ ტრანსფერზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მოგეხსენებათ, საწყის ეტაპზე აჟიოტაჟი გულშემატკივრებმა ატეხეს, ამის შემდეგ კი უკვე სხვადასხვა დიდი თუ მცირე სტატიები გავლენიურმა ჟურნალებმა შემოგვთავაზეს.

"ბარსელონა" ხულიან ალვარესის ყიდვას ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს, მოლაპარაკება ან გაჭიანურდა ან ჩიხში შევიდა. "ალბისელესტელი" თავდამსხმელი "როხიბლანკოს" სამწვრთნელო პროცესში ჩაერთო. ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" გადასვლა სურს, თუმცა დედაქალაქური გუნდი ამის შესაძლებლობას არ აძლევს. ესპანური მედიის ცნობით, ალვარესმა თანამემამულე დიეგო სიმეონეს წასვლის სურვილი უკვე განუცხადა, თუმცა როგორც ჩანს, "ჩოლოსა" და ხელმძღვანელობას სხვა გეგმები აქვთ.

Jijantes-ს (ესპანელი ჟურნალისტის, ხერარ რომეროს სპორტული მედია-პროექტია) ცნობით, "ბარსელონამ" ქართველი თავდამსხმელის გარემოცვასტან კონტაქტი უკვე დაამყარა, თავად ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფერებში" ტრანსფერზე თანახმაა, რაც კლუბს შესაძლებლობას აძლევს, პოტენციური ტრანსფერის პირობები წინასწარ შეისწავლოს.

გიორგის ალტერნატივა "ბლაუგრანასთვის" რამდენიმე მიზეზით არის საინტერესო. პირველ რიგში, ქართველი ფორვარდი იმ ტიპის შემტევია, როგორსაც გუნდი რეალურად ეძებს. მიქაუტაძეს პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეტევის სხვა ზონებშიც თავისუფლად გადაადგილდება. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ფინანსური თვალსაზრისიც. "ვილიარეალმა" ქართველი 2025 წლის სექტემბერში "ლიონიდან" 31 მილიონ ევროდ შეიძინა, "წყალქვეშა ნავებთან" 6 წლიანი კონტრაქტი, 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ამ მოცემულობით, "ბლაუგრანას" ფეხბურთელის საყიდლად დაახლოებით 60-65 მილიონი ევრო დასჭირდება. თანხა სოლიდურია, თუმცა ფლიკის გუნდისთვის უფრო მისაღები ფინანსური ვარიანტია, ვიდრე ალვარესის, რომელზეც "ატლეტიკომ" 100 და 120 მილიონიანი წინადადებები ავტომატურად დაბლოკა.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ დაძრულა, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვასთან დამყარებული კონტაქტი "ბარსელონას" საშუალებას აძლევს, ყველა დეტალი გაიაზროს და შეაფასოს, რამდენად რეალურია მისი "კამპ ნოუზე" გადაბარგება.

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია მიქაუტაძის პირველი სეზონი ესპანურ ფეხბურთში. ქართველმა თავდამსხმელმა "ვილიარეალის" შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა. მოგეხსენებათ, "წყალქვეშა ნავებმა" ლა ლიგის გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულეს და "ატლეტიკოს" აჯობეს. გიორგიმ თავი 16 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.

დეკუს რადარზე მილანის "ინტერის" არგენტინელი კაპიტანი, ლაუტარო მარტინესიც იმყოფება. ჩვენს მიერ ნახსენები ხერარ მორენოს ინფორმაციით, სპორტული დირექტორი "ალბისელესტეს" აგენტ, ალეხანდრო კამანიოს უკვე შეხვდა და პოტენციური ტრანსფერის გარკვეული პირობები გაიარეს. გაურვეველია "ნერაძურის" პოზიცია, თუმცა ერთი რამ ფაქტია, "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნე კვლავაც ხულიან ალვარესია, თუმცა მოლაპარაკება იმდენად შევიდა ჩიხში, რომ ალტერნატიული ვარიანტების ძიება დაიწყეს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომ კატალონიელები გაძლიერებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. იქნება ეს ალვარესი, მიქაუტაძე თუ მარტინესი, ამას ერთად ვნახავთ" - წერია გამოცემაში.

2026/2027 წლის ლა ლიგის სეზონი 15 აგვისტოს, "ალავესისა" და "ხეტაფეს" მატჩით გაიხსნება. "ვილიარეალი" გიორგი გულიაშვილის "რასინგს" ესტუმრება. თავის მხრივ, "ბარსელონა" სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 აგვისტოს, სტუმრად "ელჩესთან" ჩაატარებს.

კარგი იქნება ბარსა
მაგარი იქნება კვარა პსჟ-ში და გიორგი ბარსაში. გიორგის ყველაფერი აქვს გარდა თავით თამაშისა. თუმცა ლაუტაროც დიდად არ გამოირჩევა თავით თამაშით და ინტერიც ასე ადვილად არ შეელევა.
ლადო
უკვე 10 ფეხბურთელი გვყავს ტოპ-5-ში. ქოჩორასაც თუ დაადგა საშველი და ლა ლიგაში მოხვდა, კიდევ უკეთესი.
დ
ალვარესზე უკეთ შეეწყობა ბარსას გიორგი.
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის