2026 წლის ნოემბერში სამი ქართველი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოლარულ მარშრუტს გაივლის. „ცისკარი S90“-ის ფარგლებში ისინი ჯერ ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალზე - მთა ვინსონზე ავლენ, შემდეგ კი 111-კილომეტრიან Last Degree-ის მარშრუტს თხილამურებით გაივლიან სამხრეთ პოლუსამდე.

ამ კომბინირებული ექსპედიციის სრული მარშრუტი დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 150 ადამიანს აქვს წარმატებით შესრულებული.

ექსპედიციის მონაწილეები არიან:

ბიძინა გუჯაბიძე - ქართული ალპინიზმის ლეგენდა და საერთაშორისო სამთო გამყოლი;

გიორგი გოცირიძე - გლაციოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და გარემოს მკვლევარი;

ნიკა ლებანიძე - ექსტრემალური ექსპედიციებისა და დოკუმენტური პროექტების ვიდეოგრაფი.

პროექტის მიზანია ანტარქტიდაზე მიღებული გამოცდილება გადაიქცეს საზოგადოებისთვის გასაგებ ცოდნად და საგანმანათლებლო ინიციატივებად, რომლებიც კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვისა და ადაპტაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ანტარქტიდა დედამიწის კლიმატური სისტემის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორია. იქ მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენს ოკეანეებზე, ამინდზე, წყლის რესურსებსა და მყინვარებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც. სწორედ ამიტომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ამ პროცესების დაკავშირება საქართველოს რეალობასთან და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

S90 არის პლატფორმის „ცისკარი“ პირველი პროექტი, ხოლო თავად პლატფორმა არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ ადგილებში განხორციელებულ ექსპედიციებს საზოგადოებისთვის ცოდნის, შთაგონებისა და განათლების წყაროდ აქცევს.

ცისკარი S90 აერთიანებს კვლევას, მეცნიერებას, დოკუმენტურ თხრობასა და ადამიანის შესაძლებლობებზე დაკვირვებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინსტაგრამ და იუთუბ არხები, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება თვალი ადევნოს მონაწილეების გზას ურთულეს პირობებში.

ექსპედიციის ფარგლებში მომზადდება:

დოკუმენტური ფილმი;

საგანმანათლებლო ვიდეოების სერია;

საჯარო ლექციები;

საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის;

კლიმატის ცვლილებასა და ადაპტაციაზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანიები.

პროექტი ღიაა პარტნიორობისთვის და თანამშრომლობს ბიზნესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომელთაც სურთ წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი თაობების განათლებაში.

პროექტში კონტრიბუციისთვის მიმართეთ გიორგი გოცირიძეს: gotsa@geographic.ge, 599 50 71 80.

R

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა