2:7 განადგურების შემდეგ ოთარ გაბელიას შეგირდები ესპანელ თანატოლებს ქალაქ ლუგოში დღეს დაუპირისპირდებიან
ქუთაისში ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 2:7 წაგების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა, სადაც დღეს, 5 სექტემბერს უკვე პირინეელები გვიმასპინძლებენ.

გუნდის მენეჯერ ლევან რამიშვილის თქმით, მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებიან და იმავე ფეხბურთელებს დაეყრდნობა.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა ("სპარტაკი", ცხინვალი)

მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი), ლევან კაკუბავა ("დინამო", თბილისი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), ნიკოლოზ ჯიშკარიანი ("გაგრა"), ივანე კანდელაკი ("სკონტო", ლატვია), ლაშა კალანდაძე ("გაგრა"), ავთანდილ ბრაჭული ("რუბინი", რუსეთი)

ნახევარმცველები: გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა კვეკვესკირი ("დინამო", თბილისი), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩივეცი", უკრაინა)

თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ირაკლი ქობალია ("ბაია", ზუგდიდი).

მატჩი ქალაქ ლუგოს სტადიონ "უგო კაროზე" 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები 2 სექტემბრიდან ესპანეთშია და განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. გაბელიამ ფეხბურთელები ჯერ ლუგოს ერთ-ერთ სტადიონზე ავარჯიშა, გუშინ კი - "უგო კაროზე".

მატჩს რუმინელი მსაჯები მოემსახურებიან, არბიტრი იშტვან კოვაჩი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა