საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ გასვლაზე „ლანსთან“ 0:1 დამარცხდა.

სტუმრები თავიდანვე დაუეფლენ უპირატესობას, კვარაცხელიამ სამჯერ დაარტყა - ორჯერ მეკარე რისერმა მოიგერია, ერთხელ მიზანს ააცილა. სტუმრებმა კი პირველივე მომენტი გამოიყენეს - საფონოვის კარი ტოვენმა დალაშქრა. 39-ე წუთზე აკლიუშთან უხეშობისთვის მსაჯმა მცველი ანტონიო გააძევა და „ლანსი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ბოლოს დუემ ბურთი ხარიხას გაარტყა და პირველი ტაიმი დასრულდა.

შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და მე-60 წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სამმაგი ცვლილება განახორციელა - მოედანზე ბერალდოს, აკლიუშის და დინის ნაცვლად ფაბიან რუისი, დემბელე და მენდეში შეუშვა, ხოლო 70-ე წუთზე ხვიჩა მეილიუთი შეცვალა. დარჩენილ დროში ფაბიანის გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, დემბელემ სამი მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. 87-ე წუთზე მენდეშმა სკურასს იდაყვი ჩაარტყა, მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და პარიზულმა გუნდმა მარცხი განიცადა.

23 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ „რენს“ უმასპინძლებს.

ლანსი. „ბოლარ-დელელისი“

ლანსი - პსჟ 1:0

გოლი: ტოვენი (32)

გაძევება: ანტონიო (39, ლანსი), მენდეში (87, პსჟ)

კონტეს მამა
ეგეთი შემცვლელები ხვიჩას ბევრი მოუყვანეს, დაწყებული ჯერ კიდევ ნაპოლიდან და რა მერე, ჩაანაცვლეს, გადასვეს სკამზე? მივიდა ხვიჩა და ელმასი ამოაგდო, აგერ აქაც ბარკოლა გაუყენა თუ არ ვცდები ლივერპულის გზას. მეილიუს შემოთავაზებული ინტენსივობა არ გაიშვას. 70 წუთი ხომ აცალაო? ეცლია მთელი თამაში და მერე ხომ არაფერი გვექნებოდა სასაყვედურო? თუ დააკვირდებოდით, ბურთის მისაღებად რომ ჩამოდიოდა ხვიჩა, ერთი მცველი პერსონალურად მოყვებოდა და სულ ფეხზე ეჯდა უკნიდან. რამდენჯერ მოარტყეს ფეხებში. არაა ადვილი 2-3 კაცის მოტყუება ასეთ დროს. მაგრამ შეიძლება ისეთი პასი გაეკეთებინა, რომ გოლით დამთავრებულიყო. ნეიმარი, მესი, რა ვიცი ვინ არ ჰყავდა პსჟ-ს, რატომ ხვიჩამდე ვერ მოიგეს? ხვიჩა შეუცვლელი და იღბლიანი ბიჭია, ამას ან ვერ ხვდება ენრიკე, ან არ უნდა სხვა ვარსკვლავებისგან გამოარჩიოს. ამის თქმა შეიძლება სპალეტიზეც. არა უშავს, ხვიჩა კიდევ ბევრჯერ გაიბრწყინებს. ეს მარცხი კი მთლიანად ენრიკეს კისერზეა. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ხვიჩას აღიარება, როგორც გენიოსი ფეხბურთელის, მათ შორის ენრიკესაც!!!

კონკრეტულად კვარაცხელია არაფერ შუაშია.მაგათთვის ყველა და ყველაფერი მიუღებელია,ვინც და რაც საქართველოს მოსახლეობას ახარებს.რაღაცა ნაწილი,ამას შეგნებულად აკეთებს,ნაწილი კი მათი გავლენის ქვვეშ არის,კრიტიკულად ვერ აფასებს და ვერ აცნობიერებს,რას აკეთებინებენ.
space
ქართველი, ზრილობიანი და მორიდებული ახალგაზრდა რომელიც მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლათაგანია. ეს ერთ მხარეს. ქართველი, ნიკს ამოფარებული შაკალი რომელიც კვარასნაირი ქართველის ხსნებაზეც კი იკლაკნება და იგესლება. ეს მეორე მხარეს. ასე რამ გაგამრავლათ თქვენი!

სეზონის დაწყების წინ,მოსამზადებელ პერიოდში უამრავი ტურნირი იმართება,სადაც ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკას იღებენ,ფორმაში შედიან,ახალ ტაქტიკურ ვარიანტებს ხვეწენ და ახალ ფეხბურთელებს აჩვევენ ძირითად შემადგენლობას.პსჟმ ორი მოსამზადებელი მატჩი გამართა,მერე ევროპის სუპერთასი და ახლა საფრანგეთის სუპერთასი.ზოგიერთი ფეხბურთლი,სულ ერთი კვირის წინ გამოცხადდა გუნდში და ცხადია,კონდიციებში არ არიან.რა თქმა უნდა გამარჯვება და კიდევ ერთი პრიზის მოპოვება სასიამოვნო და ფინანსურადაც მომგებიანია,მაგრამ მთავარი ჩემპიონატისთვის და მერე ,ჩემპიონთა ლიგისათვის სათანადო მომზადებაა და შორსმიმავალი დასკვნებისათვის ეს დამარცხება არ გამოდგება.ესეც რომ არ იყოს,კლუბმა,რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა,ლოგიკურად,მესამე სეზონში უნდა მოუკლოს და წინა როლზე,სხვა კლუბი უნდა გახდეს ლიდერი.ერთადერთი კლუბი,ვინც სამჯერ ზედიზედ გამარჯვება მოახერხა,მადრიდის რეალია და ადვილი რომ ყოფილიყო,სხვებიც მოახერხებდნენ.რა თქმა უნდა პსჟ მესამე გამარჯვებასაც შეეცდება,მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერებეული არსენალის და სხვა მრავალი კლუბის ფონზე,ამის გაკეთება,კიდევ უფრო ძნელი იქნება.პსჟ-ზე კი,ვერ ვიტყვით,რომ საგრძნობლად გაძლიერდა.პსჟ შეეცდება ჩემპიონატში კარგად ითამაშოს და ლიგის თამაშებშიც.ლიდერებში აღმოჩნდეს.გაზაფხულზე კი,უკვე საუკეთესო ფორმაში შესული და შეთამაშებული,ჩემპიონობაზეც გაიწევს და მესამე ლიგის მოგებაზეც.ქვეყნის თასს,ალბათ ამ ჯერზეც დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებენ.ლიგაზე პირველად გამარჯვების სეზონმა,გუნდის ხელმძღვანელობა დაარწმუნა,რომ ყველაფრის ერთდროულად მოგება,შორსმიმავალ უარყოფით შედეგებს იწვევს და მხოლოდ მთავარი მიზნების მიღწევაზე გააკეთებენ აქცენტს.ლიგაზე გასამარჯვებლად ყველა ღონეს იხმარენ,ჩემპიონობაზე რამდენიც დასჭირდებათ,თასზე კი რაც გამოვა.
ვასო 67
მეცოდებით, ვისაც კვარა და მისი წარმატებები არ გიხარიათ, გუშინაც ვიზე ნაკლებად ითამაშა, მარა”მცოდნეებს” რა გამოლევს… კი, მისგან მეტი მოლოდინია, იმიტომ რომ ერთერთი საუკეთესოა… ყველა თამაშს კვარა ვერ მოაგებინებს, ენრიკესაც უნდა ეცლია ბოლომდე…. ლანსი უკეთესი იყო, და მეტად მოტივირებული, დაიმსახურეს
ვასო 67
მეცოდებიან, ვისაც კვარა და მისი წარმატებები არ უხარიათ, “ფეხბურთის მცოდნეები” ან ვითომ ობიექტურები, ყველა თამაშში საუკეთესო ვერ იქნება და ყველა თამაშს კვარა ვერ მოაგებინებს, თუმცა ბოლომდე რომ დაეტოვებინა მწვრთნელს, მეტი შანსი ექნებოდათ გათანაბრების… ყველამ იცის რომ პირველი საფრთხე კვარასგან არის და ცდილობენ მის შევერებას, ხანდახან ნაწილობრივ გამოსდით ეს, თუმცა გუშინაც თუ რამე ხიფათი იქმნებოდა ლანსის კართან, კვარას ჩართულობით… ის ოქროს ბურთიც გაიკეთონ ერთ ადგილას… თუმცა შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე, თუ ვინმეს ეკუთვნის, ერთ-ერთი კვარაა, ამას კიდევ ბევრჯერ დამტკიცების…დაუნახავები უბრალოდ ცოდონი ხართ ვის
საჩინო
როცა საღ ჭკუაზე ხარ და თამაშის მოგება გინდა,კვარაცხელია მეილუით როგორ უნდა შეცვალო? ხვიჩას შეიძლება, მთლიანობაში ,თამაში არ წაუვიდა მაგრამ ,მისი,მარტო მოედანზე ყოფნაც კი მეტოქეს ძაბავს და ძალას აცლის,რასაც პსჟ უნდა იყენებდეს ( თავად კვარაცხელიასაც შეუძლია მეტოქე დასაჯოს .ერთი მომენტი და თამაში გადარჩენილია) ხვიჩას ეს გაუკეთებია და კიდევაც გააკეთებს (შემცვლელისგან განსხვავებით) თუ ბოლომდე დააცლიან და ნაკლებ იგნორს გაუკეთებენ პარტნიორები.
არმაზ მეტრეველი
ხვიჩა თავდასხმაში უნდა გადაეყვანა,არ უნდა გაეყვანა.ხვიჩას გარეშე არაფერს წარმოადგენს პსჟ და არც ლუის ენრიკე.ხვიჩამ გადააქცია პსჟ დიდ გუნდათ.
ამატაკი
ღიმილის მომგვრელია რა, მოვა თურმე მიკა გოტცი და კვარას სკამზე დასვამს. ბიჯო თქვენ ფეხბურთს უყურებთ საერთოდ? თუ იმაზე ხართ მომართული ამ პლატფორმაზე როგორღაც კვარას ჩაუსაფრდეთ. კაცმა 100 მლნ მეტი ფასის ფრანგი ფეხბურთელი გაუშვა სკამიდან ტრანსფერზე, იძახით ვიღაც ეხლა მოვა აიაქსიდან და სკამზე დასვამს! მერე ამ ოქროს ბურთზე რომ ლაილაობთ, თქვენ მაგი ტყავის ბურთი ხომ არ გგონიათ! ისე გამოგყავთ ვითომ ან კვარა ან მისი გულშემატკივარი იგონებს რამეს, ამაზე საუბრობს ის ხალხი ვისაც ფეხბურთი უკეთებიათ და სიტყვა ეთქმით, ზოგიერთივით გაშლილი ხელის თითებიდან კი არ უყურებიათ ტელევიზორში.პსჟ-ს ჰყავდა მართლა ფეხბურთის ისტორიაში შესული ხალხი გუნდში და წლების მანძილზე ერთად და ცალკცალკე ვერ შეძლეს ის, რაც ამ ქართველმა ბიჭმა შეაძლებინა ბოლო 2 სეზონი. კვარაცხელიამ სახელი თავისი ოსტატობით და გამბედაობით შექმნა, არავისი არაფერი მმართებს. თავისი ქვეყნისთვისაც იმდენი აქვს უკვე გაკეთებული, ორი ვაგონი კლავიატურაზე მოჩხაკუნე ვითომ ფეხბურთის "პროფესორი" მთელ თავისი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ გააკეთებს. თუ გაქვთ მაგის ქართველობა იამაყეთ ამ ბიჭის მიღწევებით, თუ არა და არც არავინ გაძალებთ, ოღონდ ნუ ცდილობთ იმ მიღწევების გაბითურებას, რასაც უამრავი ქართველი თავის მიღწევადაც მიიჩნევს. თუ ვერ ხვდებით რა მოვლენაა კვარაცხელია ქართულ და მსოფლიო ფეხბურთში, არც არავინ გაძალებთ ამას.
მიტო
აბა თქცენ იცით დაერიეთ , ხვიჩამ ცერ ითამაშა გასაყვანი იყო თავში აუვარდა მოტივაცია არ ქონდა და ასე შემდეგ , რობოტი ხომ არაა ერთ დონეზე ითამაშოს , პელე და მარადონაც დაღლილები და თამაში უვარდებოდათ , ბევრი ფაქტირი მოქმედებს , ეგებ დილას წყალი რო დაკია ზედმეტად ცივი იყო და აწყინა , მიდით და ამუნათედ ეხლა .არ წაუვიდა თამაში და რა მერე ?
დიტო
ანუ, ზოგი კომენტარებიდან გამომდინარე, გამოდის რომ "ფრანგმა მცველებმა ზედმიწერით იციან უკვე, მისი თამაშის სტილი ... " და ჩემპიონთა ლიგის ტოპ გუნდების მწვრთნელები იდიოტები ყოფილან. საინტერესო ლოგიკაა :)
ოქროს ბურთმა ჩაილურის წყალი დალია
ობიექტურობას არაფერი ჯობია. კვარაცხელიას ზოგადად აქვს ეს პრობლემა, ჩემპიონთა ლიგის გარდა სხვაგან ვერ აჩვენებს თავის საუკეთესო თამაშს. წინა სეზონშიც ასე იყო, ნაკრებს რო თავი დავანებოთ მაგის გამოც არ ეკუთვნის ოქროს ბურთი.
უკრაინული დრონი
სწორი ანალიზი!
დოსვიდანია ოქროს ბურთო
ფაქტია რომ შიდა ჩემპიონატში კვარას თამაში გუნდებს კარგად აქვთ შესწავლილი.
ზურა ბუღულა
დაიწყეთ ახლა წუწუნო, ვითომდა 70 წთი არ ჰქონდა თავის გამოსაჩენად!, აქედან ნახევარი, მეტოქე კაცნაკრული იყო. ენრიკემაც ბოლომდე აცადა,სანამ მორიგჯერზე არ დაკარგა ბურთი და ცდილობდა ჯარიმით სწრაფი კონტრშეტევის ჩაშლას, რაც უეჭველ წითელ ბარათს გამოიწვევდა, სწორედაც ეს მომენტი იყო მწრთნელისთვის ბოლო წვეთი და სასწრაფო წესით შეცვალა. აქ ზოგიერთებს ისე გაუკვირდათ მისი შეცვლა, ვითომდა იშვიათი შემთხვევა მოხდა. შარშანაც ხშირად იჯდა როტაციაში ლიგა ერთის და სათასო მატჩებში, რადგანაც ფრანგმა მცველებმა ზედმიწერით იციან უკვე, მისი თამაშის სტილი და წინასწარ კითხულობენ რას გააკეთებს, ამიტომაც გასუ. საერთოდ წელს,რომ განსაკუთრებით ძნელი სეზონი ექნება და მოუწევს მძიმე ბრძოლა შემადგენლობაში მოსახვედრად ფაქტია, განსაკუთრებით ლიგა 1-ში, პსჟ-მ ბევრი ახალი ძვირადღირებული ახალგაზრდა ტალანტი დაიმატა, მათ შორის კვარას პირდაპირი კონკურენთი შეტევაში, განსაკუთრებით ბელგიელი მიკა გოდტსი აიაქსიდან, რომელიც მისი პირდაპირი კონკურენტია და 65 მლიონს არ გადაიხდიდნენ, მხოლოდ სკამის სახეხად. კვარას,რომ გუშინ კარგი თამაში არ ჰქონდა, სოფასქორე და ფლეშსქორეს შეფასებებიდანაც კარგად ჩანს - ერთ-ერთი უარესი პსჟ-ს რიგებში, თავის დოსტ - საფონოვთან ერთად.....
ამატაკი
მთავარი დეტალი ამ მატში რამაც შედეგი განსაზღვრა - მოტივაციაა. ამასთან ერთად არის სხვა დეტალებიც. ჯერჯერობით ვერ მოერგო ენრიკეს სისტემას აკლიუში. ეტყობა რომ ვერ აქვს გათავისებული თავისი ადგილი. მისი მოძრაობები ვარგოდა მონაკოში, იქ ის იყო წამყვანი ათიანი, აქ კიდე ასეთი მოთამაშე საერთოდ არაა საჭირო, ანელებს თამაშს და ვერც საჭირო სივრცეებს ხსნის, შესაბამისად საერთოდ ვერ ურთიერთქმედებს კვარასთან. ასევე ჯერჯერობით უცხო გარემოშია ლუკა დინიც. კარგია დაცვაში(თუმცა გოლი მისი პოზიციიდან გავიდა), მაგრამ შეტევით ფაზაში ნაკლებად ერთვება, რასაც ენრიკე მოითხოვს განაპირა მცველებისაგან. ნახევარდაცვაში სუსტი მატჩი ჰქონდა ბერალდოს, ერთადერთი კაცი ვისაც შეეძლო ამ მატჩში კვარასთან ადექვატურად ურთიერთქმედება - ვიტინია იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლანსის ფეხბურთელებმა რაოდენობით მოახერხეს მათვის საშიში (მარცხენა) ფლანგის განეიტრალება. ასეთ სიტუაციაში კვარას რაც გამოუვიდა ის ითამაშა, გამომდინარე მატჩის სტატუსიდან და მნიშვნელობიდან. ენრიკეს თუ ამ მატჩის მართლა გადარჩენა უნდოდა,პირველი შეცვლების შემდეგ კვარა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეყვანა მოედნიდან. რამდენიმეჯერ საფრანგეთის ჩემპიონატში მსგავსი ქმედებისთვის არ დაისაჯა, ამჯერად მიიღო ლოგიკური შედეგი.არა უშავს, შეიძლება სჯობდა კიდეც ამ მატჩში ასეთი შედეგი: ცოტა მიწაზე დაეშვება ზოგიერთი, ენრიკეს ჩათვლით.
სააკაძე
პირველი ტაიმი დეზირე დუეს ნამუსზე იყო, რეებს აკეთებდა ტიპი
გოგა
ეგ არა დიდი ამბავი და არც არავინ ინერვიულებს ამ წაგებაზე, ხვიჩა კი მაინც უნდა დაეტოვებინა ბოლომდე, არ მისდიოდა თამაში, მაგრამ ერთი მომენტიც ყოფნის, თუმცა ძანაც არ დარდობდა ენრიკეც
ფარსი
შენ წარმოიდგინე ცხოვრებაში არ დამიწერია ბილეთი
aburjga
რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ მოიგებს 1 გუნდი, მაგრამ ხვიჩას მართებდა უფრო მეტი მონდომებით თამაში იმისათვის, რომ ოქროს ბურთს კიდევ უფრო მიახლოვებოდა! სამწუხაროდ ამ თამაშით უკან დაიხია!
gogi
ნუ ვკარგავთ ობიექტურობას : გასაყვანი იყო და გაიყვანეს - არ წაუვიდა თამაში აშკარად. მთლიანობში მოტივაცია აკლდა გუნდს აშკარად, განსხვავებით მეტოქესგან.
ტ
70 წუთი იქ არ იყო? რა ქნა?
კვარაცხელია,
ჩვენი როტაციის ფეხბურთელი
დავით
ბევრი წააგე? ტოტალიზატორში მოთამაშეებს სულ რაღაცეები გელანდებათ.
დათო
ხვიჩა ცოტა მოსუქებული სჩანს.
zura222
ეგრე უნდა ენრიკეს @ რატომ შეცვალა ხვიჩა @ დალოცვილო შენზე სუსტ გუნდს ეთამაშები კაცნაკლულს დიდი უპირატესობა გაქვს აგებ და გოლის გატანა გჭირდება და საუკეთესო გაგყაავს @@ თუ ასე ძალიან გიყვარს მაიულუ ან თუ გიბრძანეს გამოყვანა მცველის მაგივრად გამოიყვანე რაა @ ერთი ცენტრალური მცველის გაყვანა ცუდს არაფერს არ მოუტანდა პირიქით ასეთ თამაშში უკეთესი იქნებოდა
vazja
pass ar adzleven
ფარსი
დღევანდელი ფეხბურთი არის ერთი დიდი თეატრი. ზედიზედ 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სოფლის ორღობის გუნდს ვერ უგებს. პსჟ-ს მოგებული ზოგი თამაშიც ძაან აშკარად ჩაწყობილი იყო, ინტერი ფინალში იდგა უბრალოდ, წინასწარ იცოდნენ რო უნდა წაეგოთ. აბა საიდან იღებენ ამდენ მილიონებს ფეხბურთელები
კონტეს მამა
როცა აგებ, ხვიჩას რო გაიყვან და იმ თამაშის მოგება გინდა, მწვრთნელი კი არა პიტალო ხარ! რას აშავებდა, დაღლილიც არ იყო, თანაც გუნდი მეტობაში თამაშობდა. შიბაქი მეილუ არსად დაგეკარგოს ენრიკე. ღირსი ხარ რომ წააგე! რამდენჯერაც გაიყვან ხვიჩას, იმდენჯერ წააგებ!
გეგი
ხვიჩა არ უნდა შეეცვალა,დანარჩენი ყველამ კარგად ვნახეთ რა და როგორ იყო.
"შესაძლოა, მბაპე მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ..." - სანიას აზრით, "ოქროს ბურთს" "კვარა" იმსახურებს
[VIDEO] იეგოიანი აღარ ხუმრობს - გაიტანა, გაატანინა, "ექსელსიორმა" კი გაიმარჯვა და ლიდერებს მიუახლოვდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ეკონომიკას 18 მილიარდზე მეტი მოუტანა" - ტრამპი 2026 წლის მუნდიალზე
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
მაშინ გავარდნას ძლივს გადაურჩნენ - პსჟ-ის კატარელი მფლობელების პერიოდში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
"ეს ხვიჩას მიმართ ზიზღი და უპატივცემულობა იქნება" - პეტიმ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შანსზე ისაუბრა
პსჟ-მა კონტრაქტი ლუის ენრიკესა და ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს გაუგრძელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
[VIDEO] ისაკის დუბლი 3 წუთში და ბარკოლას დებიუტი - "ლივერპულმა" "იფსვიჩი" მარტივად დაამარცხა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"იბერია 1999"-მა ხორვატი ცენტრალური მცველი დაიმატა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ლივერპულმა დავითაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
"ოქროს ბურთი"? რატომაც არა?" - ფაბიან რუისმა ჯილდოს შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"შესაძლოა, მბაპე მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ..." - სანიას აზრით, "ოქროს ბურთს" "კვარა" იმსახურებს
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
პსჟ-მა კონტრაქტი ლუის ენრიკესა და ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს გაუგრძელა
"ეს ხვიჩას მიმართ ზიზღი და უპატივცემულობა იქნება" - პეტიმ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შანსზე ისაუბრა
"არ მეგონა, თუ ასე კარგად ვითამაშებდით" - ლუის ენრიკე "ლანსთან" მარცხის შემდეგ
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
მაშინ გავარდნას ძლივს გადაურჩნენ - პსჟ-ის კატარელი მფლობელების პერიოდში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ხვიჩა გენიოსია, წარმოუდგენელი სტატისტიკა აქვს" - როტენის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"გარკვეული ნაკლოვანებები აქვს" - საფრანგეთში საფონოვი გააკრიტიკეს
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს