ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუსკეტსის "ნამდვილი მემკვიდრე": რას შემატებს როდრი ბარსელონას?

ბუსკეტსის "ნამდვილი მემკვიდრე": რას შემატებს როდრი ბარსელონას?

როდრიგო ერნანდეს კასკანტე… ყველაფერი ესპანეთის მზიანი „ვილიარეალის“ აკადემიიდან დაიწყო, სადაც როდრის დებიუტი პირველ გუნდში 2015 წლის დეკემბერში შედგა. მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა: მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლამ და 2018 წელს მოგებულმა უეფას სუპერთასმა ის უკვე ანგარიშგასაწევ ფიგურად აქცია.

ესპანური ფეხბურთის მომავალი ოსტატი მალევე პეპ გვარდიოლას ყურადღების არეალში მოექცა. 2019 წელს მანჩესტერულმა გრანდმა ესპანელი ტალანტი 62,6 მილიონ ფუნტად წაიყვანა. აღნიშნული თანხა იმდროისთვის რეკორდული გახლდათ ნებისმიერი ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ისტორიაში.

„სიტის“ მაისური როდრიმ შესანიშნავად მოირგო:  პრემიერ ლიგის ზედიზედ ოთხი ტიტული, ისტორიული კონტინენტური ტრებლი და, რა თქმა უნდა, ის დაუვიწყარი გოლი 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ და „სიტიმ“ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, როდრი კი მატჩისა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამას მოჰყვა გოლი 2023 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც, სადაც „სიტიმ“ ტურნირი ასევე პირველად მოიგო. 2023–24 წლების სეზონში როდრიმ გუნდს დაეხმარა პრემიერ ლიგის ისტორიაში უპრეცედენტო ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოპოვებაში. საყრდენი ნახევარმცველისგან იშვიათად ელოდებიან გადამწყვეტ გოლებს ფინალებში, მაგრამ როდრი გამონაკლისი აღმოჩნდა.

სპორტს დრამა თან ყოველთვის ახლავს.  2024 წლის 22 სექტემბერს, „არსენალთან“ 2–2 დასრულებულ მატჩში, როდრი პირველ ტაიმში შეცვალეს მუხლის წინა ჯვარედინი იოგისა და მენისკის ტრავმის გამო, რის გამოც მან 2024–25 წლების სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. 2024 წლის ოქტომბერში მან კარიერაში პირველად მოიგო „ოქროს ბურთი“, რომელიც მადრიდის რეალის ვარსკვლავს, ვინისიუსს გამოსტაცა ხელიდან. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ როდრი მოედანზე 2025 წლის 20 მაისს დაბრუნდა. 2025–26 წლების სეზონში მან „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩში ითამაშა.

როდრი ესპანეთის ნაკრებში 16-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა დონეზე თამაშობდა. ეროვნული გუნდის მთავარ შემადგენლობაში პირველად 2018 წლის მარტში გამოიძახეს. 2023 წლის ივნისში როდრი უეფას ერთა ლიგის ფინალური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე როდრიმ ესპანეთის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, გაიტანა ერთი გოლი, ჰქონდა პასების 92%-იანი სიზუსტე და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

2026 წლის 25 მაისს როდრი ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანეს და ტურნირზე გუნდის კაპიტანი იყო. მან ესპანეთის რვავე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. დაბრუნება ტრავმის შემდეგ შესანიშნავი გამოდგა, 2026 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინასთან მოგებულმა მატჩმა ესპანეთს მეორე ვარსკვლავი აჩუქა, როდრიმ კი ტურნირის ოქროს ბურთიც მიიღო. მისმა სტატისტიკამ ყველა რეკორდი მოხსნა: 799 მცდელობიდან 747 ზუსტი პასი (93%-იანი სიზუსტე, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 1966 წლის შემდეგ), 910 შეხება, 428 პასი მეტოქის ნახევარში, 122 დაცვის ხაზის გამჭრელი პასი და ტურნირზე ყველაზე მეტი 96 233,71 მეტრი დაფარული მანძილი.

და როდრი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც მოგებული აქვს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, უეფას ევროპის ჩემპიონატი, უეფას ერთა ლიგა, უეფას ჩემპიონთა ლიგა და თითოეული ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

და ახლა, მუნდიალის შემდეგ, მისთვის ბრძოლაში ორი დიდი მტრული კლუბი „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ერთდროულად ჩაერთო. ფლორენტინო პერესის  ყოყმანით სავსე ნაბიჯებმა კი საბოლოოდ სამეფო კლუბს ეს შანსი დააკარგვინა. ფლორენტინოს ეს ყოყმანი არც როდრიმ აპატია და არც კატალონიამ.

როდესაც ვსაუბრობთ ესპანურ ფეხბურთზე, ბუნებრივია იბადება კითხვა: ვინ შეცვლის  სერხიო ბუსკეტსს? ბუსკეტსი ხომ კატალონიელია, საფეხბურთო სამყარო და მათ შორის ესპანელებიც როდრის ბუსკეტსსთან ძალიან ახლოს აყენებენ. როდრიმ აიღო ეს მემკვიდრეობა და თანამედროვე ფეხბურთს მოარგო: მისმა ჩაჭრების მაჩვენებელმა 73% შეადგინა, ხოლო 2022–23 წლების სეზონში საჰაერო ორთაბრძოლების 100%-იანი შედეგი აჩვენა.

და რა სიმბოლური და ლამაზი წრე იკვრება მაშინ, როცა სერხიო ბუსკეტსი „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხდება, ხოლო „ბარსელონა“ როდრის 76 მილიონად იძენს… მიუხედავად იმ სიხარულისა, რომლითაც კატალონია ამ ტრანსფერს ხვდება, აშკარაა, რომ ეს „მანჩესტერ სიტისთვის“ უზარმაზარი, შესაძლოა შეუცვლელი დანაკლისიც აღმოჩნდეს.

კატალონიურმა კლუბმა ნანატრი ფეხბურთი როდრის სახით დააბრუნა სახლში, თავი ერთად მოიყარა როდრიმ, პედრიმ, გავიმ, ოლმომ, ფერმინმა და ბერნალმა, იმისთვის, რომ „კამპ ნოუზე“ დიდებული ესპანური ესთეტიკა გააცოცხლონ და ამ სილამაზის საყურებლად მთელი საფეხბურთო სამყარო წესით მზად უნდა იყოს.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

• მამუკა

კარგი იყო როდრი, მაგრამ დღეს იმის ნახევარი პოტენციალი არა აქვს რაც თავის პრაიმში ჰქონდა, ვინც ფიქრობთ რომ როდრის დამსახურებაა ესპანეთის ჩემპიონობა გადახედეთ სიტის ბოლო წლების თამაშს და მიხვდებით რომ ცდებით. 200 მილიონი 30 წლის ფეხბურთელში 4 წლის მანძილზე მაინც სისულელე მგონია. რეალი და ბარსა ერთიდაიგივე შეცდომებს უშვებენ, იგივე დიომანდეც შემთხვევაც 140 მილიონი სრული სიგიჟე იყო დიომანდეში. ვნახოთ, გვიჩვენებს ეს წელი ვინ მართალი იქნება.

"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა

სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი

[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა

ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!

[VIDEO] "არსენალის" ქამბექი - "ჩელსი" "მეთოფეებს" 5 წელია ვერ ამარცხებს

სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა

"მსოფლიოს ჩემპიონატმა აშშ-ის ეკონომიკაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა" - ტრამპი კმაყოფილია

"ოქროს ბურთი"? რატომაც არა?" - ფაბიან რუისმა ჯილდოს შესაძლო მოგებაზე ისაუბრა

[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი

[VIDEO] იეგოიანი აღარ ხუმრობს - გაიტანა, გაატანინა, "ექსელსიორმა" კი გაიმარჯვა და ლიდერებს მიუახლოვდა

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა

[VIDEO] ლა ლიგაში წიტაიშვილის დებიუტი შედგა - "რაიო ვალეკანომ" "რასინგს" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...

მამაგეიშვილმა და კიტეიშვილმა გაიტანეს - "შტურმი" მერვედფინალში გავიდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-2 სპაერი. ...ეს გოლი ყველაფერს გადაწონიდა

გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო

კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"გარკვეული ნაკლოვანებები აქვს" - საფრანგეთში საფონოვი გააკრიტიკეს

"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო

"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა

"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა

სერხიო ბუსკეტსი მაიამის "ინტერის" ფეხბურთელი გახდა

შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს

"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს

მადრიდის "რეალის" დიდი გეგმები - როდრიმ და დიომანდემ "სამეფო კლუბთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმეს

ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს

სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

მაიამის "ინტერმა" მესის ორ მეგობართან კონტრაქტი შეათანხმა

სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი

მესი სუარესთან ბუსკეტსთან და ალბასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა - რა მიზნით ეწვივნენ ბაქოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები

[VIDEO] "არ ვარ რაფინია, ქალი ვარ" - კურიოზული შემთხვევა "ბარსელონას" ბაზასთან

მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი