ქართველი ხელბურთელი თეკლა ძამუნაშვილი ლეგიონერთა რიგებს შეუერთდა. „აკადემიის“ უკვე ყოფილ მოთამაშეს გულშემატკივარი სერბეთის ჩემპიონატის სუპერლიგაში მიადევნებს თვალს, სადაც ის კრუშევაცის „ნაპრედაკის“ ღირსებას დაიცავს.

სერბეთის ჩემპიონატის ბინადარმა კლუბმა გასული სეზონი (2025/26) მე-7 ადგილზე დაასრულა (10 მოგება, 1 ფრე და 11 წაგება). ქალთა ხელბურთის კლუბი „ნაპრედაკი“ (ŽORK Napredak) 1952 წლის 1 სექტემბერს დაარსდა. 1971 წელს „ნაპრედაკი“ იუგოსლავიის ხელბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ჩემპიონატში ჩაერთო და მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ძლიერ, ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა.

კლუბის ისტორიაში განსაკუთრებით გამორჩეული ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისი იყო, როდესაც „ნაპრედაკი“ იუგოსლავიისა და ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბად იქცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული, რომელიც გუნდმა ამ პერიოდში მოიპოვა, 1989 წლის იუგოსლავიის თასია. გარდა ამისა, 1999 წელს კლუბმა ევროპის ხელბურთის ფედერაციის რანგით მესამე ტურნირი — „ჩელენჯ ქაფი“ (EHF Challenge Cup, დღევანდელი ევროპის თასი) მოიგო.

„ნაპრედაკი“, რომელმაც შემადგენლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს ნაკრების წევრი თეკლა ძამუნაშვილი დაიმატა, სერბეთის ჩემპიონატს 12 სექტემბერს, „პარტიზანთან“ მატჩით გახსნის.

„ჩვენს გუნდს 2007 წელს დაბადებული ნიჭიერი მოთამაშე, თეკლა ძამუნაშვილი შემოუერთდა, რომელიც მარცხენა ფლანგზე ითამაშებს.

თეკლა, დიდ წარმატებასა და ლამაზ მომენტებს გისურვებთ მომავალ სეზონში. გვჯერა, რომ წინ ბევრი გამარჯვება და დაუვიწყარი წუთები გველოდება!“ – ასე გამოეხმაურა ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს „ნაპრედაკის“ ინსტაგრამგვერდი.

geohandball.ge

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
[VIDEOS] ბათუმში "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს მეკარე პარიზიდან გასამგზავრებლად მზადაა
მამარდაშვილი ობლაკის ნაცვლად - "ატლეტიკო" ქართველის ტრანსფერს ისევ განიხილავს?
"ბეშიქთაშის" თვითმფრინავს, რომელიც ბათუმში მიფრინავდა, მეხი დაეცა
"4 წელია აქ თამაშობენ და ინგლისური არ იციან, იტალიაში კი..." - ოლივერ გლასნერმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
"მისი განცხადება კოლონიალისტურად ჟღერს" - ასუ-ეკოტომ მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
"ესპანეთი სპორტის ყველა სახეობაში ასეთი წარმატებული ამ მიზეზის გამოა" - პეპ გვარდიოლა
"ფრთხილად იყავით!" - ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი