ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" ამხანაგურ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "ბაიერნთან" 2:4 დამარცხდა. მატჩის 61-ე წუთზე შეცვლაზე მიუნხენელთა 23 წლის შემტევი ჯამალ მუსიალა შევიდა, რომელმაც მოედანზე გამოჩენიდან 4 წუთში გონება დაკარგა.

მინდორზე დაუყოვნებლივ შევიდნენ მედიკოსები, რომელთა დახმარებითაც 23 წლის გერმანელმა მოედანი დატოვა, რის შემდეგაც ის შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი მუსიალას 15 აგვისტოს "ლაიფციგთან" ამხანაგურ შეხვედრაშიც დაემართა და მაშინ მიზეზად 33 გრადუსის ძლიერი სიცხე დასახელდა. ახალგაზრდა ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.

"პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგად ვარ! განსაკუთრებით მადლიერი ვარ თქვენი შეტყობინებებისა და მხარდაჭერისთვის! მესმის, რომ ბევრი თქვენგანი შეშფოთებულია. დღეს მინდა ეს შიშები გავფანტო და რაღაც აგიხსნათ.

დამისვეს აბსანსის (ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა. ის იწვევს ცნობიერების უეცარ, ძალიან ხანმოკლე (10-20 წამიან) დაკარგვას) დიაგნოზი, რომელიც პერიოდულად ხდება, მაგრამ ადვილად იკურნება. ისინი ნევროლოგიურ დისფუნქციას უკავშირდება და შესაძლოა, ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მომხდარის მიზეზიც იყოს.

ვიცი, რომ თავიდან შეიძლება საშიშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის ეს ახლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას ვიღებ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. "ბაიერნი" და ჩემი ახლო გარემოცვა ყოველთვის ჩემს გვერდით არიან.

მთავარია, რომ ჯანმრთელობის სხვა რისკები არ არსებობს. სპეციალისტებთან მჭიდრო კოორდინაციითა და მუდმივი კომუნიკაციით, პირადად გადავწყვიტე, ამ გამოწვევას დავუპირისპირდე და, ნევროლოგების ნებართვის შემდეგ, გამეგრძელებინა ის, რაც ყველაზე მეტად მეხმარება გამოჯანმრთელებაში.

უბრალოდ ჩემი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება და ჩემი ვნების, ფეხბურთის თამაშის გაგრძელება მინდა. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღე. საერთო ჯამში, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და სწორ გზაზე ვარ.

ყველაზე მეტად რაც მეხმარება, გუნდთან ერთად გამარჯვებებისა და ტიტულებისკენ სწრაფვის შესაძლებლობაა. იმედი მაქვს, ახლა უკეთ გამიგებთ. ამავდროულად, გთხოვთ, გაიგოთ, რომ მომავალში მსურს ეს თემა ჩემი უახლოესი ადამიანების, კლუბისა და პროფესიონალების წრეში დარჩეს. გმადლობთ. თქვენი ჯეი", - დაწერა ფეხბურთელმა.

გასულ სეზონში ჯამალმა ჯამში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.

სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.კარგი ფეხბურთელია და იმსახურებს შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს.
ტრიბუნა A
ცოდოა.
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო