El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ვილიარეალს" კლუბის 25 წლის ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის თაობაზე მიმართა. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" კატალონიელებს შეუთვალა, რომ ჩვენებურს 70 მილიონ ევროდ მიჰყიდის.

"ბლაუგრანასთვის" მთავარი მიზანი ამ ზაფხულს "ატლეტიკოდან" ხულიან ალვარესის დამატება იყო, რაც საბოლოოდ გამოირიცხა. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ ახლა "ბარსელონას" სიაში სამი შემტევია.

ერთ-ერთი სწორედ საქართველოს ნაკრების ფორვარდია, მეორე მისი თანაგუნდელი აიოზი პერესი, მესამე კი "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი.

ჩვენებურის კანდიდატურას გუნდის სპორტული დირექტორი დეკო ლობირებს, თუმცა მის შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი არაა და ტრანსფერიც საკმაოდ ძვირად ფასობს.

"ინტერიდან" მარტინესის წამოყვანა ძალიან რთული იქნება და ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ვარიანტად აიზო პერესის გადაბირება რჩება, რომლის ტრანსფერიც დაახლოებით, 15 მილიონი ევრო დაჯდება და "ბარსელონას" სამომავლოდ ხულიან ალვარესის გადასაყვანად მუშაობა კვლავ შეეძლება.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაზე ნაკლები დროა, "ბარსელონა" ფორვარდს აუცილებლად დაიმატებს და ყველაფერი უფრო ნათლად უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

ხოდა ჩვენც სასწაულის მოლოდინში ვართ
მოლოდინში ვარ ისევე როგორც კვარას შემთხვევაში და მჯერა რომ ბომბარდირიც არა ნაკლებად გაგვახარებს
Lelo
მიქაუტაᲫე უნდა ᲗამაᲨობდეს ზუსტად ბარსას დონის გუნდᲨი, იქ ნახეᲗ გოლების გატანა.
mamuka
არ უსაუბრიათ საერთოდ

20-საც არ გადაიხდის ბარსა.თან ძალიან საეჭვოა საერთოდ მოლაპარაკებები მიდის თუ არა.
გეგი
მიდი ჟოორჟ მიდი,შენთვისაა სწორედ ბარსა. იმედია გადავა.
Achi
არა ეგ იდეალური ტრანსფერი იქნება თან ეგეთ ასაკშია ახლა ზუსტად გრანდში უნდა თქვას თავისი სიტყვა
100%
ზუსტად ეგრეა!
დ
როცა გგონია, რომ სად უნდა დაარტყას ახლა ჟორჟმა, გოლი რომ გაიტანოს და ამ დროს ცივსისხლიანად თავზე უგდებს ბურთს მეკარეს. გიორგი უბრალოდ კოსმოსია. ეს ბიჭი გოლების მანქანაა.
არმაზ ახვლედიანი
ფლიკი არაფრის აზრზე არ არის.ლიგის მოგება თუ უნდა აუცილებლათ მიქაუტაძე უნდა დაიმატოს. იამალს ჭირდება დახმარება შეტევაში .ბებერ რქფინიას და თითქმის ყველას ჯობია ახლანდელ ბარსაში ჩვენი გიო.
გოგა
ჩემი აზრით გაქაჩავს ბარსაში, არსად თავი არ შეურცხვენია სადაც კი ითამაშა, ერთი იყო აიაქსი და მანდ ფორვარდის პოზიციაზე არ ათამაშებდნენ, ბარსაში ეგეთი დონის ფეხბურთელებთან არ გაუჭირდება
ირაკლი
არის ხოლმე, რომ ჩვენების გრანდში გადასვლას ეჭვის თვალით ვუყურებ, რამდენად მოხვდება ძირითადში თქო, სამწუხაროდ ამის მაგალითებიც გვაქვს, თუმცა მიქაუტაძეზე ეჭვი არ მეპარება, რომ თავის სიძლიერეს ნებისმიერ გუნდში დაამტკიცებს, სადაც კი შანსი მიეცემა!

70 მილიონი ძაან ბევრია, ჟორჟი მაქსიმუმ 45-50 მილიონი ღირს.
გიგო პაპა
სად ერეკლე და სად პერესი? მარსელიონიოც არ აყენებდა ჟორჟს ძირითადში და მალევე დაამტკიცა რომ გოლების მანქანაა. ფლიკიც მალე დაინახავს რაც შეუძლია ჟორჟს. უბრალოდ დაგლიჯავს, ოღონდ იყიდონ. ბარსა მაინც ბარსაა! რა ჯობია მაგათ ყურებას. მთავარია პასი არ დაუგვიანონ და დანარჩენი თვითონ იცის ბიჭმა!
ABARA
ოდნავ ვინც ერკვევა ფეხბურთში მიხვდება, რომ აიოზე პერესი თეორიულადაც კი ვერ დააინტერესებს ბარსელონას დავიწყოთ იქიდან, რომ ის უკვე 33 წლისაა და ხანგრძლივ გათვლას მასზე ვერ გააკეთებენ, ეგეც რომ არ იყოს გასულ სეზონში მის ანგარიშზე სულ 5 გოლი და 4 ასისტია, რაც პრიმერა დივიზიონის პარამეტრებით რბილად რომ ვთქვათ შორსა შთამბეჭდავი შედეგისგან, მითუმეტეს ისეთი გრანდის საზომით, როგორიც ბარსელონაა. მიქაუტაძეზეც გაუთავებელი მითქმა-მოთქმა უკვე დამღლელია. ბუნებრივია სუბიექტურად ყველა ქართველი გულშემატკივარის სურვილია ჟორჟი ბარსას რიგებში იხილოს, თუმცა აქ ობიექტური მხარეცაა და ის არგუმენტი, რომელზე ხაზგასმა სტატიაშიცაა და მოწმობს, რომ ჰანსი ფლიკი არაა აღფრთოვანებული ჩვენებურის კანდიდატურით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაშიც კი მისი ძირითადი შემადგელობის მოთამაშედ განხილვა სათუოა იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ შემადგელობას არა ტექნიკური დირექტორი, არამედ მთავარი მწვრთნელი აყენებს. ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა სულ რაღაც 11 დღეში, კერძოდ კი 31 აგვისტოს იხურება და სატრანსფერო საუბარს რაიმე სერიოზული საბაბიც რომ ქონდეს, კლუბები როგორც მინიმუმ უკვე შეთანხმების დეტალებზე უნდა საუბრობდნენ და არა მხოლოდ ინტერესებზე, შესაბამისად ტრანსფერის შესაძლებლობა რომც იყოს, უკეთეს შემთხვევაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე რაიმე სასწაული თუ არ მოხდა უკვე ვეღარაფერი მოესწრება.
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
პსჟ-ს და "ბარსელონას" მატჩში სამი მცველი ვერ მიიღებს მონაწილეობას
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო