ამერიკულმა სპორტულმა მედია ESPN-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ათეულში საფეხბურთო სამყაროს სუპერვარსკვლავები მოხვდნენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაც.

რეიტინგის შესადგენად გამოკითხვა ექსპერტებთან ჩაატარეს, რომლებსაც უნდა დაესახელებინათ თავიანთ პოზიციაზე საუკეთესო გარემარბები, რომლებმაც 2025/2026 წლების სეზონში თავი გამოიჩინეს.

ESPN-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, გათვალისწინებული იყო ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვეს, თუმცა წინა წლების გამორჩეული თამაშით მაღალ პოზიციაზე ადგილი დაიმსახურეს. შეფასდა 2026 წლის მუნდიალიც.

1-ლი ადგილი: მაიკლ ოლისე - მიუნხენის "ბაიერნი", საფრანგეთი

მე-2 ადგილი: ლამინ იამალი - "ბარსელონა", ესპანეთი

მე-3 ადგილი: ხვიჩა კვარაცხელია - "პარი სენ ჟერმენი", საქართველო

მე-4 ადგილი: ლუის დიასი - მიუნხენის "ბაიერნი", კოლუმბია

მე-5 ადგილი: ლიონელ მესი - მაიამის "ინტერი", არგენტინა

მე-6 ადგილი: ვინისიუს ჟუნიორი - მადრიდის "რეალი", ბრაზილია

მე-7 ადგილი: ბუკაიო საკა - ლონდონის "არსენალი", ინგლისი

მე-8 ადგილი: რაფინია - "ბარსელონა", ბრაზილია

მე-9 ადგილი: დეზირე დუე - "პარი სენ ჟერმენი", საფრანგეთი

მე-10 ადგილი: ჯერემი დოკუ - "მანჩესტერ სიტი", ბელგია

სამწუხაროა, მაგრამ
საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას(აც) ჰყოლია/ჰყავს ე.წ. ჰეიტერი და მოშურნე და აქედან, 4 -5 აშკარად და თვალსაჩინოდ დაფიქსირდა აქ კომენტარებსა და კომენტარებზე შეფასებებში : თქვე ჩემის(ცოდვით სავსე)ებო , ისე როგორ წახდით და ასე რამ დაგბოღმათ, რომ მთელი საქართველოს მართლა დიდი სიამაყისა და სიხარულის და საქართველოსაც კი (ასეთებიცაა დაფიქსირებული ზოგიერთ კომენტარის შეფასებებში !) საგულშემატკივრო გამოხმაურებებსა და კომენტარებს ანტილაიქებს უწერთ ?! ანუ, ის შემთხვევაა, ის არსებები ხართ, როცა საკუთარი თავისაც ა(ღა)რ გრცხვენიათ ? ! :((( P.S. ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებული თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტიც კი, უკვე არის ხვიჩას და ქართული ფეხბურთის, ქართული სპორტის ძალიან დიდი წარმატება და ისტორიული ფაქტია ! საქართველოს გაუმარჯოს ! ❤️

ვინაა ჩელსის ფანი მეგობარო, არავის ფანი არ ვარ მე. ეგრე ბასილაშვილმაც მოუგო ფედერერს და ჯოკოვიჩსაც წაუგია ასეულის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან. 1 თამაშით არ უნდა განსაჯო ყველაფერი თორე მეც მირჩევნია კვარა ოლისეს
ხვიჩა ხვიჩა და ხვიჩა 1000

space -ს : სრულად ვიზიარებ თქვენი (შე)კითხვის პათოსს .
ერთმნიშვნელოვნად : არსებული წარმატების მნიშვნელობის, ქართული ფეხბურთის/სპორტის ამ უდავოდ ისტორიული მოვლენის გამო ბოღმისნთხევის ასეთი სახით/ფორმით მორიგი გამოვლენაა . პ.ს. და თუ ქართველები არიან (რაც მე პირადად არა მგონია და არ მინდა) ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ , ჩვენში ოდითგანვე არსებული და ბოლო დროს ასე გახშირებული : "წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა" ... :)))
ხ. კ.
კარგი ქენი ჩელსი და პალმერი რომ გაიხსენე ჯიგარო ხოდა რა დაგმართე წელს ლიგაზე ისთუ გახსოვს მომიკითხე პალმერი.ხოა კარგად იმედია არასდროს დავავიწყდები არც მას და არც ჩელსის სხვა ფეხბურთელებს და მის ქომაგებს.
Gio
Xvichasnairi sezoni arcerts ar qonia da ferit tu ver apirveleben sxva ambavia.esaa magaliti imis ro arasamartlianobaa msofluos mashtabit.
Გენიალური ვილი
Ეგრე ჩელსიმაც მოუგო პსჟს მსოფლიო საკლუბოს ფინალი, ანუ პალმერი ჯობია დემბელე-კვარას?
ამერიკაში
ეტყობა ლიგის ნახევარფინალი არ უყურებიათ. რა ოლისე რის იამალი.ოლისე და ბაიერნი ათრია კვარაცხელიამ უშვალოდ მოედანზე დაუმტკიცა რომ მასზე მაგარია.
space
ორი დისლაიქის ავტორებს გთხოვთ უმორჩილესად, ალალად, რას არ ეთანხმებით? ამიხსენით ძმურად

ვინც ჩამოვთვალე მაგათ რა თქმა უნდა ჯობია, მაგრამ წინა თაობის ვინგერებს ვერც ხვიჩას შევადარებ.

ფრანგი ან ესპანელი რომ იყოს და მსოფლიო ქონდეს ნათამაშები საშუალო დონეზე (არც ოლისე გამორჩეულა და არც იამალს უფრენია მუნდიალზე) პირველზე იქნებოდა აუცილებლად.
გეგი
ეჰჰ სასწაული იყო 2000 დასაწყისსში მთელი ვარსკვლავედი იყო ტოპ ჩემპიონატებში,მართალი ხარ და ახლა კიდევ ვინ არის ვარსკვლავად რომ ითვლება.ხვიჩა მაინც გამორჩეულია ამათგან ბევრად თანაც.

ძაან დაეცა ფეხბურთის დონე. ვინები ითვლებიან სტარებად, რა საკა, რა დოკუ, რა დუე და რა დიასი. დანარჩენებსაც ვერ შევადარებ წინა თაობის ვარსვკლავებს მაგრამ ამათ მაინც ჯობიან
რამდენიმე წლის წინ, ასეთ რამეზე ვერც ვიოცნებებდით
ჰოდა, რა თქმა უნდა, ხვიჩას (საქართველოს !) მხოლოდ პირველობას ვუსურვებ , მაგრამ ... თუნდაც ეს გამოკითხვაც და ზოგადად, რაც დღეს კვარას ირგვლივ ხდება, ძაალიან მაგარია ისტორიაა , ისეთი მომავალშიც რომ საამაყო იქნება ...
ქართველი
ოლისეზე აქ ბევრი ღლიცინებს მაგრამ ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს, რაც შეეხება ხვიჩას, ჩემთვის პირადად სულერთია პირველი იქნება, მეორე თუ მესამე ,რადგან ჩემთვის ყველაზე მაგარია, და ეხლა ეს ოქროს ბურთები და ეს გამოკითხვები და რაღაცეებიც გასაგებია ეხლა, ვინც არიან სიაში მართლა მაგრები არიან, იქაც ვინც არიან ოქროს ბურთის სიაში პირველ ხუთეულში მართლა მაგრები არიან, ანუ არასდროს არ არის უსამართლობა ,მასეთი თემაში შეიძლება ვიღაცას უსამართლოდ პირველი ადგილი მიცენ, მაგრამ ხუთეული ყოველთვის სამართლიანია, შეიძლება რაღაცა დროს ვიღაცა რომ მეორეზეა უფრო იმსახურებდა ოქროს ბურთს ვიდრე პირველზე ,მაგრამ იქ უკვე გემოვნების საკითხით წყდება როცა ხმას აძლევენ, თუმცა პირველი ხუთეული ჩახედეთ თუ გინდა ისტორიას და პირველი ხუთეული ყოველთვის სამართლიანია! შეიძლება უბრალოდ ოქროს ბურთის მომენტში როცა აძლევენ ოქროს ბურთს, ვიღაცას უფრო მეორე ნომერი მოწონდეს ან ვიღაცას მესამე და მერე მაგაზე იყოს დავა რომ აი ვინც აიღო ის ოქროს ბურთი ის არ იმსახურებდა და უფრო იმსახურებდა მეორე ვინც იყო ან მესამე ვინც იყო ,მაგრამ ფაქტია რომ პირველ ხუთეულში ვისაც ასახელებენ გამოკითხვაში ყოველთვის არის სამართლიანობა დაცული !!!
შოთა
მეორადი ქვეყნის სტატუსი გვაქვს მსოფლიოში,ოლისე კარგი ფეხბჯრთელია მაგრამ კვარასთან ახლოსაც ვერ მოვა.
ასპრილია
ძალიან კარგი ფეხბურთელია ოლისე, მაგრამ ერთი ისიც შგვახსენონ ოლისემ წელს რა მოიგო.
სოსელო
სულ რომ ბოლომდე ვენდოთ ამ გამოკითხვას, უკვე როგორი დიდი აღიარებაა ხვიჩას ტალანტის.... გვიმრავლოს უფალმა ქართველი ვარსკვლავები!!
გოგა
კვარა დღეს პირველია, საკას საერთოდ რა უნდა ათეულში
იეგოიანის მორიგი საგოლე მოქმედება - "ექსელსიორი" "ნეიმეგენთან" ფრეს დასჯერდა
Ballon d'Or Nominees: კვარაცხელია, კიდევ ცხრა პარიზელი და სხვები
[VIDEO] მფრინავი ხვიჩა - კვარაცხელიამ პსჟ-ის ვარჯიშზე წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაიტანა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
დევისის და სმოლკინის წყვილმა ტოკიოში გაიმარჯვა
საფონოვი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის პირასაა
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა