თურქული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა სარწმუნოებმა შეიცვალა და ისლამი მიიღო. მას ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ გავრცელებული ცნობით, ეს ყოველივე დაახლოებით, 4 კვირის წინ, შეიხ ჯიჰად ჰამადეჰთან შეხვედრის შემდეგ მოხდა.

Haberler-ის ინფორმაციით, კარლოსი შეიხ ჯიჰად ჰამადეჰთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტაქტში იყო, სანამ მას დაახლოებით ოთხი კვირის წინ ბრაზილიაში შეხვდებოდა. მან ამ შეხვედრის დროს შაჰადა წაიკითხა და ისლამზე მოქცევა გამოაცხადა.

ამ ამბავმა უფრო ფართო ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც თურქეთის "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის წევრმა ალი შაჰინმა ბრაზილიაში ისლამური თემის წევრებთან შეხვედრის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

შაჰინმა X-ზე დაწერა, რომ ის შეიხ ჯიჰად ჰამადეჰს, რომელიც სან-პაულოში ცხოვრობს და ისლამური სამყაროს 500 ყველაზე გავლენიან ფიგურას შორისაა, მუსლიმი ახალგაზრდების ბრაზილიურ საქველმოქმედო კავშირში ვიზიტის დროს შეხვდა.

თურქი პარლამენტარის მონაყოლით, ჰამადეჰმა მას უთხრა, რომ კარლოსმა დაახლოებით, 4 კვირის წინ შაჰადა წაიკითხა და ისლამი მიიღო. შაჰინმა კარლოსს ისლამის მიღება მიულოცა და მას და მის ოჯახს მშვიდობით, ჯანმრთელობითა და კურთხევით სავსე ცხოვრება უსურვა.

შეხსენებისთვის, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი მაროკოელ საფეხბურთო აგენტ სუჰაილა ელ ტაჰირიზე დაქორწინდა.

ვაჟა
ნებისმიერი ნაციის ადამიანს რელიგიას "ურჩევენ" მშობლები, იმიტომ რომ მშობლებს "მასე უნდათ. ადამიანი იზრდება, ყალიბდება, ეცნობა სამყაროს, მათ შორის სხვადასხვა რელიგიებს. ექმნება საკუთარი მსოფლმხედველობა და უკვე თვითონ ირჩევს რა გზით წავიდეს - მის დაუკითხავად მშობლების მიერ არჩეულ გზაზე დარჩეს თუ თავისი გზა გაკვალოს. ხოდა მოდით რა გაუნათლებელმა და გაუთვითცნობიერებულმა ფანატიკოსებმა დააყენეთ ერთი ადგილი
ვაჟა
ქრისტე არის ერთადერთი ღმერთი... ანუ ქრისტემ შექმნა სამყარო. საიდან მოდიხართ ესეთი გაუნათლებლები და ფანატიკოსები 🤦
იესო არის ერთადერთი ღმერთი და სხვა არავინ!
მათეს სახარება, იესო ქრისტე: „ვინც ჩემთან არ არის ჩემი წიააღმდეგია. იოანეს სახარება, იესო ქრისტე:„მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე; მამასთან ვერავინ მივა,თუ არა ჩემით.“ ე.ი. სიმართლე ან არის ერთი, ან არ არის - არ არსებობს მრავალი სიმართლე. ხოდა, ვინც გონებას მოუხმობს მიხვდება, რომ ის ერთადერთი სიმართლე არის იესო ქრისტე. ამრიგად, ადამიანი ან არის ქრისტესთან, ანუ ერთადერთ ღმერთთან და ერთადერთ სიმართლესთან, ან არის უღმერთო, ანუ ბინძური წარმართი. ისლამი, ინდუიზმი, ბუდიზმი და ყველა რელიგია არის სიცრუე და სიბოროტე. ალაჰი არის არაბული მთვარის კერპის სახელი, რომელიც მუჰამედმა აიღო, როგორც ღმერთის სახელი და მას დაუმატა დამახინჯებული ბიბლია, რათა ახალი რელიგიის შექმნით მოეპოვებინა ძალაუფლება. ინდუიზმი და ბუდიზმი არის ჩვეულებრი წარმართულ, უბოროტესი რელიგიები, რომლებიც გარდა ბინძური ბუდას, კრიშნას და სხვა კერპების თაყვანისცემისა დაფუძნებულები არიან ისეთ იდეოლოგებზე, რომლებიც ადამიანს საქონლად და მხეცად განიხილავს. ამიტომ, ვინც ამ რელიგიებს პატივს მიაგებთ ხართ წარმართი მხეცები და მეტი არაფერი.
ნიკო
არ შეუცვლია.
Barmalei
რატოა ამხელა ამბავი აქ ატეხილი არ მესმის?! ჯერ ერთი არ ვიცით დანამდვილებით შეიცვალა თუ არა და მეორეც ვისი რა საქმეა რა სახელით მიმამართავს უფალს თავის ლოცვაში რობერტო კარლოსი?? უდიდეს ფეხბურთელს ლანძღავთ მისი პირადი მომენტის გამო..შ..გ ხომ არ გაქვთ?! ან ვიღაცამ რო დაწერა ამ ასაკში რა პონტში შეიცვალაო - ზუსტად ასაკს მოაქვს ის რომ რაღაც რაღაცეებს სხვანაირად უყურებ, ფასეულობებიდ გადაფასებაც ასაკში მოდის. ფულზე გაიყიდაო..ერთი შენ რა იცი ფულზე გაიყიდა თუ მენტალურად მივიდა იქამდე?! ბაჯოც ფულზე გაიყიდა ბუდდისტი რო გახდა? იქნებ სხვა რელიგიის მსოფლმხედველობა უფრო მისაღებია ამ ხალხისთვის, რატომ ლანძღავთ? ვინ მოგცათ უფლება ბლიად? ან პირში ეტყვით?! ვინ თქვა ჩვენზე რომ ტოლერანტულები ვართ ქართველები?! ეგ ფრაზა ხშირად მესმოდა ბავშვობაში))
ჯიმა
აწი შეუძლია ბიძაშვილ მამიდაშვილთან იქორწინოს:)
Dudu
უფ უფ კომენტარებს ნახე თქვენ ხო ხართ მონათლულები და გწამთ ღმერთის?ხოდა ბიბლია წაიკითხეთ ასე არ უნდა ლაპარაკობდეთ.მარა მასეთი მორწმუნეები ხართ მოდაზე რომ ინათლებით ან იმიტომ რომ ბაბუა იყო მონათულილი ან იმის ბაბუა. უნდა მოინათლო საკუთარი რწმენით და სურვილით შეგნებით და პატივისცემით.სიკეთე უნდა აკეთო თუ ეშლება კი არ უნდა ლანძღო ნუ ცოტა მეტი იწამეთ მთელი შეგნებით და სულით გულით და არსებით!
კიეზას
კაცი გამოვიდა და თქვა რომ არ მიმიღია ისლამიო და სანამ ადამიანს გადაუვლით ხ.უნდა მოიძიოთ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია თორე დღეს ისეთი ცხობრებაა რაც არ არის იმას დაგაჯერებენ თან ქართველებს გიყვართ გადაუმოწმებლად კაცის მიწასთან გასწორება არც იცით სად მოძებნოთ სიმართლე და ზოგადად ჭორაობა არ არის კაცის საქმე :)
კიეზა
კაცი რომ სარწმუნოებას შეიცვლის.ის კაცი არაა..მიზეზები აქ აბსურდია.მთელ მის კარიერას და ადამიანობას გადაუსვა ხაზი.ზოგადად ბრაზილიებისაგან არაფერი მიკვირს მაგრამ ეს ნამეტანია..რა ფულზე გაყიდული..ეს რონალდიონიოსავით აჯ სხვა ბრაზილელებივით არ გალოთებულა..არც ფული წაუგია.უბრალოდ გამოა...სიყვარულმა..ამ ასაკში..ღმერთის წინაშე დაიდო დიდი ცოდვა თორემ ისემც უქნია სქესი შეუცვლია..მოსტ..პატრონი..
ტრიბუნა A
ვიზეც იქორწინა ქალია თუ კაცი?
რ.ს.
დაუღუპიხარ ფულს კაჟაია უბედურო
👎-იზამდა ...
ჯერ კიდევ რუსეთში "ჭყპყრ" გუნდებში გადასვლისას გამოჩნდა, რომ რამდენადაც კარგი ფეხბურთელი იყო, იმდენად, ერთი უწიგნური, ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი დიდი "სირი- ნოზი- ა" ... 😏
ეჰჰჰა
წმინდა გიორგის პატივს არ ცემ? აბო თბილელს? ანუ შენი აზრით ეხლა კერპთაყვანისცემლები უნდა ვყოფილაყავით ჩვენს წინაპრებს სარწმუნოება რომ არ შეეცვალათ
ელდარი
თავის დროზე ანჟიში გადავიდა და მახაჩყალა უნდა შეეცვალა )) პირიქით მოხდა - მახაჩყალამ შეცვალა )))
მამუკა
ეს ჩვენთვის არის წმინდა სარწმუნოება, თორემ უცხოეთში უმრავლესობა ამ საკითხს ისე უდგება თითქოს ნასკებს იცვლიდესო.
დავითი
რსაკვირველია ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია ათეისტი იქნება, ქრისტიანი, მუსლიმი თუ სხვა. მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია: ვერ ვცემ ისეთ გადაწყვეტილებას პატივს სადაც სარწმუნოების შეცვლაზეა ლაპარაკი, მითუმეტეს არცთუ ნორჩ ასაკში. და არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ქრისტიანი გახდება მუსლიმი თუ პირიქით.
რუბიკჯან
ეჰ, კარლუშ,კარლუშ! ეხლა აბუ გეომედი იქნები რობერტო კარლუშის მაგივრად. მანდ მაროკოელი ქალის ხელი ურევია ეტყობა. ბრალიზილიელები არ ითხოვენ მის დაბრედვას? მუსულმანები მოითხოვდნენ პირიქით რო გადასულიყო
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
დევისის და სმოლკინის წყვილმა ტოკიოში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
[VIDEO] "არსენალის" ქამბექი - "ჩელსი" "მეთოფეებს" 5 წელია ვერ ამარცხებს
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა
[VIDEO] კვერნაძე მეტოქის საჯარიმოში მეტეორივით შეიჭრა და გამარჯვების გოლი გაიტანა
[VIDEO] ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმს" გამარჯვება მოუპოვა
დამსახურებული სიგიჟე - ესპანეთში პსჟ-ში ლუის ენრიკეს ხელფასით შოკირებული არიან
დაწუნებული ბრაზილიელი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდა [VIDEO]
"რა უნდა გულშემატკივარს გალიაში?" - უკრაინელებმა რობერტო კარლოსი აღაშფოთეს
გახდა თუ არა მუსლიმი - რობერტო კარლოსმა კომენტარი გააკეთა
მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
"სალაჰი რამოსს ახლოს არ მიუახლოვდება..." - კარლოსი ძველ ინციდენტს იხსენებს
რობერტო კარლოსი: ინგლისელმა ფანებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან...