გიორგი მიქაუტაძის გზა სერენის პატარა მინდვრებიდან ევროპის დიდ სტადიონებამდე ასე დაიწყო: 2019 წლის 7 დეკემბერი, „ნიცასთან“ მატჩი. მაშინდელი 1-4 მარცხი ვერაფრით შელახავდა იმ პოტენციალს, რომელიც „მეცმა“ ქართველ ახალგაზრდაში დაინახა, რასაც მოწმობს ისიც, რომ კლუბმა მას ზუსტად სამ დღეში, 10 დეკემბერს, პირველი პროფესიონალური, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. თუმცა, იმისთვის, რომ ეს პოტენციალი უფრო რეალობას მორგებული ყოფილიყო, მის კარიერაში საჭირო იყო ბელგიური ზღაპარი. 2020 წელს იჯარით ბელგიის მეორე ლიგის „სერენში“ გადასვლა მიქაუტაძისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 8 მატჩში გატანილი 14 გოლი: აქედან 4 „ლომელისთვის“, 3-3 „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-სთვის“ მიუთითებდა იმაზე, რომ იზრდებოდა ფორვარდი, რომელიც დიდ სცენაზე გასასვლელად მზად არის.

საფრანგეთში დაბრუნება და განსაკუთრებით 2024 წლის ზაფხული გიორგის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ევრო 2024-ის ბრწყინვალე დასასრულისა და ჯგუფურ ეტაპზე სამი გოლით თანაბომბარდირის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მისით ევროპის წამყვანი კლუბები დაინტერესდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „მეცმა“ „მონაკოსთანაც“ მიაღწია შეთანხმებას, გიორგიმ გულს დაუჯერა და ბავშვობის კლუბი, „ლიონი“ აირჩია. ფრანგული გამოცემა Get French Football News აღნიშნავდა, რომ 18.5 მილიონი ევრო ამომავალი ვარსკვლავისთვის სიმბოლური ფასია. „ლიონში“ დაბრუნება ემოციური გამოდგა: სადებიუტო მატჩში „რენის“ წინააღმდეგ გაცუდებული პენალტი მანდანდასთან მწარე გაკვეთილი აღმოჩნდა, თუმცა მალე დაამტკიცა, რომ გაკვეთილი ისწავლა „ოსერის“ კარში გატანილი სადებიუტო დუბლით. ევროპა ლიგაზე კი მიქაუტაძემ ბაქოში „ყარაბაღთან“ შესრულებული ბრწყინვალე დუბლით (9.2 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე) და განსაკუთრებით ბუქარესტის „სტიაუასთან“ ისტორიული საღამოთი, სადაც მან ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა (ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა), აჩვენა, რომ ქართველი თავდამსხმელი უმაღლესი კლასის ევროპულ ფორვარდად ყალიბდებოდა.

ესპანური თავგადასავალი 2025 წლის სექტემბერში დაიწყო. მიქაუტაძე „ვილიარეალს“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი იყო. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სადებიუტო მატჩისა და ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ პირველი გაბრწყინების შემდეგ, მალევე მოვიდა პირველი ესპანური გოლების დროც: ჯერ „ოსასუნასთან“ ლა ლიგაში და შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ (ტურინელ ბებერ ქალბატონთან) კარში გატანილი ბურთი, რომელმაც „ვილიარეალს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. ამით გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის გვერდით დადგა და ჩვენი ბომბარდირი, რომელსაც გოლები ძალიან უყვარს ლა ლიგის ისტორიაში მეხუთე ქართველი ფეხბურთელი გახდა.

ამ ყველაფერს ბუნებრივია, რომ ერწყმის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სანაკრებო კარიერა, რომელიც საქართველოსთვის უკვე მრავალი ისტორიული მომენტის სათავედ მიიჩნევა. შვედეთთან სადებიუტო წუთებიდან დაწყებული, ევრო 2024-ზე თურქეთის კარში გატანილი გოლით გაგრძელებული, გიორგი ეროვნული გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. ჩეხეთთან მატჩის წინ მისთვის გადაცემული ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირის ჯილდო დარჩება იმის დასტურად, თუ როგორ შეუძლია ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, დიდ საფეხბურთო რუკაზე თავის დამკვიდრება. ხოლო ერთა ლიგაზე, სომხეთის წინააღმდეგ შესრულებული დუბლით მე-18 გოლის გატანა და ხვიჩა კვარაცხელიასა და თემურ ქეცბაიას გადასწრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის შესაძლებლობებს.

და სწორედ ამ ლამაზი ფაქტების ფონზე, სავსებით ლოგიკურად იბადება კითხვა მის შესაძლო მომავალზე და კატალონიურ „ბარსელონაზე“, რომლის შესახებ უკვე დიდი ესპანური გამოცემებიც ალაპარაკდნენ, რამდენად რეალური და ტაქტიკურად გამართლებული იქნება ეს ნაბიჯი?

„ბარსელონა“ ტრადიციულად სამ ნახევარმცველზე აგებს თამაშს, პედრი მარცხნივ იკავებს ადგილს, ხოლო მოედნის ცენტრში ჩამშლელის ფუნქცია როდრის მსგავს ფეხბურთელს აბარია. მიქაუტაძის როლზე უდიდეს გავლენას ზუსტად ის იქონიებს, თუ ვინ იქნება მესამე ნახევარმცველი. თუ ფლიკი ნახევრად ტრადიციულ ჩამშლელ ფრენკი დე იონგს გამოიყენებს, გიორგის მეტი თავისუფლება მიეცემა და ის ხშირად მოსცილდება მეტოქის საჯარიმოს, რათა თანაგუნდელებთან ერთად შეტევაზე გადავიდეს. თუმცა, როდრის სტილის ჩამშლელს მოედნის ცენტრთან ახლოს ყოფნა მარტოს ურჩევნია, რომ ბურთი გადაანაწილოს და მეტოქის შეტევები ჩაშალოს, რაც პედრისა და დე იონგს ან ოლმოს მეტოქის საჯარიმოსთან უფრო ახლოს ყოფნას გამოიწვევს. ეს მიქაუტაძეს საყვარელ საქმიანობაში გარკვეულწილად ხელს შეუშლის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი კლასიკურ ათიანად იქცეს და გუნდმა მთლიანად 4-2-3-1 ფორმაციაზე გადაინაცვლოს.

ამ ფონზე გიორგისთვის უდიდეს პლიუსს ლამინ იამალი წარმოადგენს. რატომ? პასუხი ლოგიკურია: თუ კლუბი მიქაუტაძის ნაცვლად კლასიკურ ცხრიანს დაიმატებს, ესპანელ ვარსკვლავს მეტოქის საჯარიმოსთან ნაკლები დროის გატარება მოუწევს, რაც გუნდისთვის, რა თქმა უნდა, წამგებიანია. ეს დეტალი ზუსტად რომ ქართველის წისქვილზე ასხამს წყალს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კლუბი საკმაო თანხას ხარჯავს, ის ჯერ ისევ ფინანსურ კრიზისშია და ნაკლებად სავარაუდოა, როტაციის ფეხბურთელში 60-70 მილიონი დაიხარჯოს, ამიტომ ქართველმა თავიდანვე არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ის კლუბისთვის მხოლოდ მეორე ოფცია ან ვიღაცის შემცვლელია.

ბევრს უკვირს ჰანზი ფლიკის ყოყმანი, რადგან მიქაუტაძის სათამაშო დონე და ლა ლიგაში დაგროვილი გამოცდილება ყველასთვის ცხადია, მაგრამ გერმანელი სპეციალისტი სავარაუდოდ აკვირდება შემდეგს: მიქაუტაძე ალვარესზე უფრო მოძრავი ფორვარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფლანგების როტაციისას ბარსელონას შემტევების ერთ წერტილში აღმოჩენა, რაც შეტევის სხვა სივრცეებს აუთვისებელს დატოვებს. მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე ქართველი თავდამსხმელი ლამინ იამალს შესანიშნავად გაუგებს, როდესაც ჟორჟი შეტევისას ქვემოთ ჩამოვა და თან 1-2 მცველს ჩამოიყვანს, იამალისთვის უზარმაზარი სივრცე გათავისუფლდება და ამ სივრცეში დამაგვირგვინებელი პასის ავტორი სწორედ ჩვენი ბომბარდირი უნდა იყოს.

და თუ ეს კატალონიური ოცნება რეალობად იქცევა, ჰანზი ფლიკის გუნდი მიიღებს ფეხბურთელს, რომლის სავიზიტო ბარათია: “მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი!”, რაც მის მონდომებაზე ბევრს ამბობს…

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

ალფა
დაერხა ჰანსი ფსლიკს. ჟორჟი თუ გაბრაზდა ცხვირში ამოადენს ამ სეზონში, როგორც ის ნიდერლანდელი მწვრთნელი დაბომბა სომხეთთან.
საჩინ0_ს-ს
ბევრი კიარა საერთოდ არ მინახავს და გაკვირვებულიც ვარ მისი ფეხბურთის ასეთი ცოდნით,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ აშკარა შეუსაბამოები მოვუწონო.მე გამეხარდება თუ ჩვენ შენიშვნებს გაითვალისწინებს და ლამაზ, ზედაპირულ ფორმულირობებს ,უფრო ღრმა და სერიოზული ანალიზით შეცვლის.
საჩინო-ს
ბევრი გინახავს ქალბატონის მიერ გაკეთებული ანალიზი ფეხბურთზე, ასე ხმალამოღებული რომ გადაეშვი ბრძოლაში? ცოტა ამოისუნთქე, დამშვიდდი. ბუღი ნუ დააყენე. :))
თეიმურაზი
აღფრთოვანებული ვარ თქვენით, მარიამ. გულშემატტკივრობის 65 წლის სტაჟი მაქვს, ბევრიც წამიკითხავს, პელეს, მესხის, იამანიძის, ბარქაიას, სიჭინავას, ყიფიანის, ასათიანის, ... თამაში მინახავს სტადიონზე, მაგრამ ასეთმა სწორმა ანალიზმა მაინც გამარკვივა, გაგვაცანით, თუ შეიძლება მარიამი
საჩინო
ჩემი აზრით,თუ მიქაუტაზე ბარსელონაში გადავა ძალიანაც კარგი იქნება.ბევრს მიაჩნია,რომ სჯობს ერთი წელი კიდევ დარჩეს ვრ-ში და შემდეგ, უფრო ავტორიტეტაწეულმა იფიქროს გრანდებზე. რა გარანტიაა,რომ მიქაუტაძე ვ.რ_ ში წელს დაგლიჯავს და გრანდებიც მომავალში რიგებში ჩაუდგებიან? ჯერ ერთი ვილიარეალი არ არის ის გუნდი ,რომელიც მიქაუტისნაირ ფორვარდებს ისეთ სქემაში ჩასვამს და ისეთ სათამაშო კომფორტს შეუქმნის(ბარსასგან განსხვავებით),რომ მაქსიმალურად გამოავლენს თავის უნარებს.გასათვალისწინებელია ახალი მწვრთნელიც,როგორ დატვირთავს და რამდენად ენდობა მას.ეს ხომ ჩვენ ჯერ არ ვიცით? შეიძლება სულაც ჩაუვარდეს სეზონი და ბარსელონა კიარა,მეციც სანატრელი გაუხდეს.ბარსელონას მიერ მეტოქის საჯარიმოში დატრიალებული ქარბობოლა კი პირდაპირ მისთვისაა გამოწერილი.იქ ის როგორც თევზი წყალში,ისე იგრძნობს თავს და გოლები მერე ნახეთ. და თუ ბარსელონაში სეზონი ჩაუვარდება (ხომ შეიძლება ასეც მოხდეს?),ვილიარეალის მსგავს გუნდებში მოხვედრის შანსი ისევ ექნება. ასე,რომ ბარსელონა (თუ შეიძენს)მისთვის და ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება.
ზვიადი
ბარსას შემტევი ოთხეული - ოლმო, გორდონი, იამალი, რაფინია! პირადად მე მირჩევნია ვილიარეალში იყოს ჟორჟი ძირითად ფორვარდად ვიდრე ბარსაში რაფინიას, ოლმოს ან გორდონის (გორდონის და ოლმოს პოზიციაზე თამაში რაფინიას შეუძლია) შემცვლელად. თუმცა ბარსაში თამაში ძალიან დიდი ცდუნებაა, პლიუს რაფინიას ლაზარეთისადმი "მიდრეკილება"
საჩინო
სიტყვების უაზრო ბრახა_ბრუხები. კარგი მოძრაბა ,თუ ხელისშემშლელ ფაქტორად მოიაზრებოდა ამას ვერსდროს წარმოვიდგენდი. "დამაგვირგვინებელი პასების ავტორი ჩვენი ბომბარდირი უნდა იყოს".თუ დამაგვირგინებელ პასებს აკეთებ ბომბარდირი ვეღარანაირად ვეღარ ინები და პირიქით__ თუ ბომბარდირი ხარ პასები შენზე უნდა გაკეთდეს. კლასიკური ცხრიანის შემთხვევაში ,თურმე იამალი საჯარიმოში ვეღარ შევა და ეს გუნდისთვის თურმე წამგებიანი იქნება?__ კი მაგრამ კლასიკური ცხრიანი რისი მოხელე_ჩიქვანია,გოლებს თუ გაიტანს ,თუნდაც იამალის პასებით ,ეს გუნდისთვის და თავად ფეხბურთელებისთვისაც სასარგებლო არ იქნება ? იამალის გარდა სხვისი გატანილი ბურთი არ ჩაითვლება? ეეხ! ფეხბურთის ასეთი ანალიტიკოსებიღა გვაკლდა.
ბადრი
სარისკოა, სათადარიგოზე არ მოუწიოს ჯდომა
ლუკა
ჟორჟ! პატარა ბინოკლი ჩამოიკიდე ყელზე და ისე აღნიშნე გოლი.
alexandre
წარმატებები მარიამს - ამ სტატიის ავტორს! ყოჩაღ! წარმატებები ჟორჟს! ჩვენ იმედს, სულ წინ და წინ გევლოს და ბევრი გოლი გაგეტანოს, ნაკრეებში და კლუბში!
ABARA
გუშინდელი დღიდან მოყოლებული სხვა და სხვა წყაროს მიერ აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ კატალონიელების პირველ სამიზნედ ხულიან ალვარესთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდგომ უკვე ლაუტარო გახდა რაც შეიძლება ორ რამეზე მიანიშნებდეს. 1) ბარსა, მიუხედავად იმისა რომ აქტიურად განიხილავდა მიქაუტაძის გადაბირების ოფციას, ზედმეტად ეძვირა ის თანხა, რომელიც ვილიარეალმა ჩვენებურს უეცრად დაადო (70-75 მლნ). კატალონიელები სავარაუდოდ იმედოვნებდნენ, რომ ჟორჟს 50-55 მილიონის ნაცვლად გაიფორმებდნენ , რაც ზუსტად ის თანხაა, რომელიც მათ ფერან ტორესის პსჟ-ში ტრანსფერიდან დარჩა. 2) ჟორჟისგან განსხვავებით ლაუტარო არ განეკუთვნება მობილურ ფორვარდთა სიას, რომლებიც სიღრმიდან იწყებენ კონტრ შეტევას და პასებს ანაწილებენ, ფლანგებზე გადადიან და იქაც ცდილობენ სივრცეების ათვისებას, ამიტომ არგენტინელზე არჩევანის შეჩერება იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ბლაუ გრანას არ ჭირდება მსგავსი უნარები, მათ ამისთვის რაფინია და იამალი ყავთ. ბარსას ჭირდება შეტევის დამაგვირგვინებელი ფორვარდი და მხოლოდ, რომელიც 50-55 მილიონზე მეტი არ დაჯდება. ლაუტარო კატალონიელების აზრით როგორც ჩანს ორივე კრიტერიუმს ერგება, თანაც როგორც ჩანს ფლიკი მას უფრო სიმპატიზირებს ვიდრე ჩვენებურს და სწორედ ამიტომ შეჩერდა არჩევანი არგენტინელზე. იქნება თუ არა ეს სწორი არჩევანი ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, თუმცა პირადად მე რომ მკითხოს კაცმა ჟორჟის წელს ბარსაში გადასვლა ვერ იქნებოდა სწორი არჩევანი. ბარსელონას რიგებში სკამიდან შესვლის ოფციას ნამდვილად ჯობს ვილიარეალის ძირითადში მუდმივი პრაქტიკა და რატომღაც მგონია გაისად მისი ფასი 100 მილიონამდეც აიწევს, ლაუტარო კი რამდენად მოერგება ბარსელონას და გაუმართლებს მოლოდინებს არავინ იცის.
სამართალი
ქოჩორაშვილის გვერდით დადგა ?
მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს