ქართველი მორაგბეები ორდღიანი მომქანცველი მგაზვრობის შემდეგ ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ორდღიანი მომქანცველი მგაზვრობის შემდეგ ახალ ზელანდიაში ჩავიდა. პირველი ქალაქი, რომელიც "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლებს, ქვინზთაუნია. ამ ქალაქის მოსახლეობამ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ ემოციური, თბილი დახვედრა მოუწყო.

ქომაგები ჩვენს ბიჭებს აეროპორტის შენობაშიც და მის მახლობლად ბლომად დახვდნენ და შეძახილებით ამხნევებდნენ. ახალ ზელანდიელმა მაორებმა ტრადიციული საბრძოლო სიმღერა შეასრულეს.

ქვინზთაუნითა და მისი მცხოვრებლებით ქართველი მორაგბეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ. დაღლილიბა წამში გაქრა და ბიჭებს, კარგი, საბრძოლო განწყობა დაუბრუნდათ.

ვიდეო

ილია ზედგინიძე: "ქვინზთაუნელებმა არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვიწყვეს, არაჩვეულებრივი გარემოა, ყოველი მხრიდან ქალაქს მთები აკრავს. ძალიან სასიამოვნო ღონისძიება იყო, ხაზი გაუსვეს თავიანთ ტრადიციებს, ყოველივე იმას, რაც წინაპრებისგან მოსდგამთ. ჩვენც ვეცდებით ჩვენი კულტურა გავაცნოთ მათ, დავმეგობრდეთ."

გიორგი ნიჟარაძე: "ორი დღის მგზავრობის შემდეგ ჩამოვედით ამ პატარა ქალაქში, სადაც არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვწყვეს. ჩვენი ახალ ზელანდიაში სტუმრობა ძალიან კარგად დაიწყო, შესანიშნავი განწყობა შეგვექმნა და იმედი გვაქვს, მსოფლიოს თასი რომ დამთავრდება, ასეთივე კარგ ხასიათზე ვიქნებით."

საქართველოს ნაკრები ერთი დღე დაისვენებს და მერე, პირველი თამაშისთვის მზადებას განაგრძობს. მატჩი 14 სექტემბერს ინვერქარგილში შოტლანდიის ნაკრებთან გაიმართება.

გაზეთ "ლელოს" სპეციალური კორესპონდენტი ახალი ზელანდიიდან ბესიკ ჯანგავაძე

Nona Murjikneli
9 სექტემბერს ქალაქ AUჩKLAND-ში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაა და მაინტერესებს "ბორჯღალოსნები" თუ დაესწრებიან და საქართველოს ნაკრების ქომაგები სად შეიძლება რომ მოვძებნო?
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ