<p>„რენთან“ ლიგა 1-ის პირველ ტურში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (2:2), პსჟ-ს მწვრთნელს ლუის ენრიკეს უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის შესახებ დაუსვეს კითხვა.</p> <p> </p> <p>„ასეთია ფეხბურთი. პსჟ-ს არაფერი მოუგია. თუ ფიქრობთ, რომ მოიგეთ, ვერაფერს ვერ მოიგებთ. ჩემთვის მთავარია, ავანსები და გარანტიები არავის მიმართ არ გავცე. ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე, ყოველ შეხვედრაში უნდა დაამტკიცო მზადყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილია დასვენება. </p> <p> </p> <p>ჩვენ ყველანი გამარჯვებისკენ მივისწრაფით, ამისათვის კი მუდმივად უნდა გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან, ეს ცხადია“, - ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport-ი.</p>
თბილისელი
სიმართლეს უნდა გავუსწოროდ თვალი. პასებსაც აძლევდნენ და ხშირად ისე ღებულობდა ბურთს რომ 10 მეტრში ერთი მოწინააღმდეგეც კი არ ჰყავდა, მაგრამ თამაშს არ ართულებდა, პასიურად თამაშობდა
ზურა
ლუუს ენრიკე არც პირველუა, არც უკანასკნელი. ნატქვამია, უკეთესი კარგის მტერიაო. მისი მოტივაცია გასაგებია, მაგრამ როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და ზედმეტად ექსპერიმენტირებას იწყებ, ცუდად მტავრდება ხოლმე
ენრიკე იგლესიასი
ნეტა ძალით არ ართულებდე რა, რად უნდა ამდენი ფილისოფია, მარტივი ჭეშმარიტებაა: ათამაშე კვარა, გააქვს წარა-მარა!
დავით სალუქვაძე
Ჯერ მწვრთნელმა იმას შეხედოს, პასს რომ არ უკეთებდნენ ხვიჩას.
ვენდეტა
1-ს დავამატებ. თუ გვინდა შედეგიანი და მეგოლე კვარა ვნახოთ, მაშინ დაცვას ასე არ უნდა ეხმარებოდეს, ფაქტია ენერგიებს ზოგავს და მაგიტომაცაა რომ ლიგა 1 ში გოლები ვერ გააქვს და თამაშშიც 70 წუთის მერე იღლება ხოლმე. არ ვიცი, ფლანგის შემტევები ამდენს არ ჩამოდიან უკან და ძალებიც დაზოგილი აქვთ. კვარა იმდენს დარბის, ლოგიკურია რომ იღლება :( ჩემპიონთა ლიგა ისე რო ჩაეტარებინა, როგორც ლიგა 1 გასულ სეზონს, ალბათ მართლა მოიგებდა ოქროს ბურთს..
achi
saertod arian egeti tipis pexburtelebi uaryopidad moqmedebs amdeni dasveneba da kvarac magas miekutneba erti ori tve gava da naxavt rogor iprens egeti tipia verapers uzav tvitonac amhnevs albat magram raqnas egeti tipia aserom mjera gaoixvidzebs kvlav kvaradona, magalitad jorji piriqitaa da age gushin vis akida penalti da gaagdebina barsa waiyvane droze tore momaval sezons 150 milions dagipaseben
tedo
აქ კომენტარებს გადავხედე და რომ გითხრათ გამიკვირდა-მეთქი , ტყუილი იქნება . არაა ფეხბურთი ისეთი რამ , რომელიც ყველას უნდა ესმოდეს.მხოლოდ მონდომება და სიყვარული არ კმარა . ჯერ ერთი , ვინც კვარას თამაშს მხოლოდ ინდივიდუალურ ჭრილში უყურებს ( ამ შემთხვევაში აკრიტიკებს ) , შევახსენებ , რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და არა ინდივიდუალური . რომელი პარიზელი ბრწყინავდა პირველ ტაიმში , თუნდაც მეორეში ? ვიტინია თავის უაზრო ბურთის თრევით , ,,აბადოკის " სწორებით და უაზროდ დაკარგული პასებით თუ ჩაწოდებებით , ან დუე მუდმივად ფხაკურით და უამრავი დაკარგვით თუ რომელი ?! ერთადერთი , ვინც ნათელ წერთილებად გამოჩნდნენ , შეცვლაზე შემოსული ფაბიანი და ფერანი იყვნენ . ამათგან კვარას შემცვლელი არცერთი არ იყო . კვარას ერთი თამაშით შეფასება შეიძლება ??? ყველა გადამწყვეტ თამაშში გასულ წელს ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი ? ჩემს აქ რომ არ დავწერ , იმას მოიგებდა პსჟ , რომ არა კვარა ! თუნდაც ბაიერნთან თამაში გავიხსენოთ . ენრიკემ ატაროს ექსპერიმენტები , აქვს ამბიცია და ამპარტავნება , ვერავინ დაუშლის , მაგრამ კვარა და დემბელე , რომელ გუნდშიც არ უნდა გადავიდნენ , ამინდს შექმნიან . მათ ეს უამრავლჯერ დაამტკიცეს და კიდევ დაამტკიცებენ . უმაღლესი კლასის თამაშები აქვთ ნაჩვენები და ამის გაკეთება თუნდაც ერთ სეზონში შეუძლებელია თუ მართლა მაღალი ინდივიდუალისტი შემსრულებელი და კოლექტიური მოაზროვნე არ ხარ . ილოცონ პარიზელებმა , რომ კვარა არსად წავიდეს , თორემ რა ჩემს ,,აკლიუშს" მოიგებენ , მაგასაც ნახავენ . მოკლედ , კვარა კვარაა და ჭორაობა და მის თვალში ბეწვის ძიება არაა კორექტული ჩემის აზრით , არც მორალურად გამართლებული მგონი .
დიმიტრი
თამაშის დეტალებზე საუბრით შორს წავალთ, ამიტომ მოკლედ რომ შევაფასოთ: 1. ახალი მოთამაშეები და შეცვლები - არც აკლიუშს გაუკეთებია რამე, არც გოდტსს; 2. მოედანზე დარჩენილები, ძველები - დუე დატოვა, მაგრამ რაღაც შეფასება მიიღო, რაც 90 წუთისთვის არც თუ ისე კარგია (არავინ იცის 90 წუთში კვარა რას გააკეთებდა). ჰაკიმიმ 90 წუთში იგივე მიიღო (0,1-ით მეტი ვიდრე კვარამ), ძალიან ცუდი შეფასებაა. არც ზაირ ემერის შეფასება იყო საუკეთესო, მაგრამ ამათ ალბათ სჯობდა. ერნანდესი, იგივე შეფასება რაც კვარამ. ყველაზე გასაკვირია ნევეშის შეფასება და ვიტყვი რატომაც; 3. შეცვლები (ვინმაც გაამართლა) - რუისი, რომელმაც საუკეთესო თამაში ჩაატარა და ტორესი, რომელმაც რუისს ყველა ეპიზოდი დაუფასა და სამართლიანად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ნევეშზე ვიტყვითქო - ტორესმა დემბელე შეცვალა, რუისმა ნევეში და ამ ორმა ითამაშა საუკეთესოდ, გაუგებარია რატომ არის ნევეში ასეთი კარგი ქულის რეინჯში, ანუ საუკეთესო შეცვლებს კვარა არ შეუცვლიათ, კვარა ვისაც უნდა შეეცვალა და ვინმაც ვითომ შეცვალა იმათ დიდი არაფერი გაუკეთებიათ. კვარას თავს რა უნდა ხდებოდეს - ძალიან საწყენია ვინც ფიქრობს რომ ან არ იხარჯება, ან სასარგებლო არ არის, ან თუნდაც "მოუკლო" და მსგავსი შეფასება. მშვენივრად ჩანს ვიღაცეების ეგოიზმი და ამ დროს ხშირად მარტო რჩება, თუ რატომ, ამის შესანიშნავი მაგალითი თუნდაც გუშინდელი თამაშია, ან ლიგა 1-ის სუპერთასის თამაში, ვინმაც უყურა არ მგონია რამე კითხვა გაუჩნდეს. ცოტა დრო უნდა და ამ სიტუაციას თვითონ გარემოება დაალაგებს, თუ არა და გადავა სხვა გამოსავალი გამოჩნდება, ასე ეგონა ნაპოლისაც, მაგრამ ის მეორე ჩემპიონობაც სანახევროდ კვარას დიდი წვლილით არის მოპოვებული, პირველ ნახევარში შეუცვლელი ფიგურა იყო და რომ არა მისი თამაში დროზე ადრე გამოეთიშებოდა ნაპოლი საჩემპიონო მარათონს...
mmm
კვარას სატადარიგოზე დასმა რა გაუკვირდება ვინმეეს? არ იტამასებს დააჯენენ აბა რას იზამენ,,,
ვენდეტა
ჩემი აზრით, კვარას შემდეგ მატჩში სკამიდან დააწყებინებს. წავიკითხე აქ რამდენიმე კომენტარი და კი ბატონო, მასეც არის, რომ ვიტინია ღორია და პასს არ აძლევს. მაგის გარდა არიან კიდევ გუნდელები, რომლებიც იგივენაირად ღორობენ, თუმცა- დიდი თუმცაა. კვარას მოკლებული აქვს, მე კვარას რუბინიდან ვუყურებ და ვიცი რაც შეეძლო და როგორც შეეძლო. კაცის მოტყუებაზე აღარ მიდის, გამწვავებაზე აღარ მიდის. თუ ქმნის, კონტრშეტევიდან ქმნის. თუ ვამბობთ იმას, რომ სტატიკურად უტევენ, დუეც ხომ სტატიკურად უტევს? დუეს აქტიურობა და კარისკენ დარტყმები და კვარას აქტიურობა ერთნაირია? თუ ენრიკე დრიბლინგს უშლის ფეხბურთელებს, კვარას უშლის და დუეს ეუბნება მიდი ჰა იღორეო? კვარამ თავის თავზე უნდა აიღოს რაღაცები უფრო მეტჯერ. ჯარიმა რომ დააარტყა, გამიკვირდა და თან გამიხარდა ძაან. ააქვს წონა და მგონია რომ არ იცის ეგ, უნდა გაატრაკოს, უნდა მოითხოვოს, უნდა იჩხუბოს პასი მომეცითო, რადგან ააქვს მაგის უფლება, უბრალოდ მორიდებულია გუნდელებთან. აი რომ იჩხუბებს და გაატრაკებს, უფრო დააფასებენ. მეტიც სცადოს, მეტიც გააფუჭოს მომენტი და დაკარგოს ბურთი, თუ არ ცდის, არც გამოუვა. დუე ბევრს აფუჭებს და ბევრჯერ კარგავს კიდეც, მარა რამდენს ქმნის და ურტყავს? და ბოლოს რომელი ჩანს? რომ დაკარგა თუ რომ გაიტანა და შექმნა მეტი? არ ვიცი, ფაქტია, რომ მოკლებული აქვს..
გიორგი თბ
დასვამს ენრიკე სკამზე და ალბათ მოუხდება, როგორც შარშან, ესეთი თანაშების გამო იყო ჩელსისთან სკამზე რო დატოვა, მერე შეციდა და კი იფრინა მაგის მერე
კახა
ხვიჩას მალე სათადარიგოში გადაიყვანს
ამატაკი
მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ არანაირი შეთქმულების თეორიების გამზიარებელი, ამ ჩემს უფრო ალბათ "არაპოპულარულ" დასკვნებს მსგავსი გარკვეული ელფერი მაინც დასდევს. მიმაჩნია რომ ლიგა 1 -ში კვარას თამაშს აქვს თავისი ობიექტური მიზეზიც, რომელიც თავად ფეხბურთელებიდან გამომდინარეობს და არამარტო. აბა დააკვირდით როგორ ვითარდება შეტევა, თითქმის 80 %-ზე მეტი ბურთი მარჯვენა ფლანგისკენ მიდის, არა აქვს მნიშვნელობა იქ რა ხდება, აქვს აზრი- არა აქვს, ფაქტი ფაქტად რჩება - ვიტინია როგორც კი ბურთს იღებს, ლამის ეგრევე მარჯვნივ ბრუნდება. იქ ეგულება ჰაკიმიდან დაწყებული დუე - დემბელეთი დამთავრებული სასტავი. ხვიჩას მხარე ამ მხრივ არის უკანასკნელი ისე რა ვარიანტი. რატომ ხდება ასე? რატომ და იციან რომ ლიგა 1 -ში არ ექნებათ ისეთი წინააღმდეგობა და ურჩევნიათ თავისი წრის ხალხმა გამოიჩინოს თავი, სანამ მართლა ძალიან არ გაუჭირდებათ (ჩემპიონთა ლიგა) ეს ყოველთვის ასეა, რაც არ უნდა ხვიჩამ ხელები შალოს, მაინც იქით ტენიან ბურთს, ხვიჩას აძლევენ სტატიკაში, ისიც მუდმივად 2 კაცის გარემოცვაში, იძულებულია ან უკან დააბრუნოს, ან გარისკოს დრიბლინგი, რომელიც დიდი ალბათობით განწირულია. აბა დავაკვირდეთ უმეტესი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში უშუალოდ მისი შექმნილია და თეფშზე არავის მოურთმევია.რაც მართალი მართალია - ლიგა 1-ს ხვიჩას გარეშეც იგებდნენ და მოიგებენ- ეს კარგად იციან, სხვა საქმეა ჩემპიონთა ლიგა- ის კი პსჟ-სთვის ნამდვილი აბანოა, სწორედ იქ ჩანს ვის რისი თავი აქვს. ეხლა ისმის კითხვა, ხედავს თუ არა ამას ენრიკე და რატომ დაუშვებს ამას? რათქმაუნდა ბრწყინვალედ ხედავს და მასაც აქვს თავისი მოტივაცია: პირველი - ამბიცია, მას უნდა რომ მიღწეული შედეგები მხოლოდ მას მიაკუთვნონ და არა ვინმე სხვას. იდეალური ტაქტიკოსი, გუნდი შექმნა არავარსკვლავებისგან, წარმოუდგენელი სქემები და მსგავსი სისულელეები, რომლისგანაც შორს სხვათაშორის არც სპალეტი იყო, მასაც მსგავსი აზრები აწუხებდა. რათქმაუნდა ფრანგული თუ იტალიური პრესაც უნისონშია თავიანთ პროტეჟეებთან. მერედა ასე ხვიჩას ფასი რომ დაიწევს და ვერც პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს, ლოგიკურია ასეთი კითხვებიც. კი მაგრამ ვინ აპირებს ამჟამად კვარას გაყიდვას. აი ამას კი ნამდვილად მკერდით გადაეღობება ენრიკე. არც იმდენი სულელია, რომ ის ტოტი მოჭრას, რომელზეც არის პსჟ წამოსკუპებეული თავისი გენიოსით. რომელსაც მართლა დიდი მიღწევა აქამდე მხოლოდ იმ ცნობილი ბარსათი ჰქონდა მხოლოდ(უმისოდაც რომ ყველას ანადგურებდა), ესპანეთის ნაკრებიდან ისე გამოუშვეს რატომღაც ვერ გამოავლინა გენია. არ ვიცი რამდენად ნათლად ავსახე, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება ასეთი: ტიტულები და ჩინ-მედლები რათქმაუნდა ყველას უნდა, მაგრამ არა სხვისთვის და ზიარად - მხოლოდ თავისთვის და თავისიანებთან ერთად. თუ ამას მოახერხებენ, ვის აინტერესებს ისტორიული მიღწევების ნამდვილი შემოქმედისათვის მიკუთვნება? არავის, დამიჯერეთ საქართველოს გარეთ არავის. ის კი არადა აქაც კი, აქ ჩვენთან საქართველოში, თავად ნახავთ კომენტარებში რამდენი და რა ხმაზე ამღერდება! P.S. მიკა გოტსი (თუ რაც ჰქვია) კვარას კონკურენტიაო, ვიღაცის ხარბ სქემებს აყოლილმა თავს სასაცილოდ ნუ გაიხდით.
კვარაცხელია
პრემიერლიგის თაყვანისმცემელთა გასაგონად თქვენი კლუბები ჩემი ბულკები იმიტომ კიარარიან რომ მე სადღაც ვისვენებ და სადღაც თურმე თქვენთვის სპეციალურად ძალებს ვზოგავ.უბრალოდ მე ვიცი მოედანზე ვისთან როგორ უნდა ვითამაშო.პატივისცემით ხ.კ.
ჟორა
პსჯ-ემ ტაქტიკა უნდა შეცვალოს, ამოვიდა ყელში ეს დომინირების ჩვენება მოედანზე და უამრავი არაფრის მომცემი გადაცემები. საჭიროა ლიდერების შეჯანჯღარება და ეს სკამზე დასმით უნდა გაკეთდეს.
zura222
ცოტა მოვითმინოთ და ჩემპ ლიგაზე ვნახავთ ნამდვილ კვარას !
ABARA
ადამიანურ მომენტამდე დადის მაინც ყველაფერი. როცა ორ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მიჯრით მოიგებ სპორტული შიმშილიც შედარებით გინელდება. არ ჩანს პსჟ-ს ბევრი ლიდერის თვალებში ის ნაპერწკალი, რომელიც თუნდაც 2 წლის წინ იყო. ეს ეხება ყველა ფეხბურთელს და არა მხოლოდ ხვიჩას ან დემბელეს, რამაც ასახვა სათამაშო ხარიხსა და შედეგშიც პოვა. ამიტომ როდესაც გუნდი, რომელშიც თამაშობ მაქსიმალურ ე.წ ჰაიპშია, აქტიურად უნდა იფიქრო აბარგებაზე და ფესვი არ უნდა გაიდგა. პსჟ გვარიანად შეივსო ახალგაზრდა დამშეული და მოტივირებული ფეხბურთელებით და ბუნებრივია მათში ფული მხოლოდ იმიტომ არ დახარჯულა, რომ პსჟ-ს მენეჯმენტმა არ იცის ფულს რა უყოს. მათი კლუბში მოსვლა სწორედ იმას ემსახურებოდა რომ სპორტულად გადამწვარი და გამაძღარი გვარდიისთვის ერთგვარი საფრთხე და მოტივატორი ყოფილიყო, რადგან ენრიკესთვის არ არსებობს ავტორიტეტები, თუნდაც ის ოქროს ბურთის მფლობელი ან მთავარი პრეტედენტი იყოს, რასაც თავად დემბელემ გაუსვა ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზი და თქვა - "თუ არ ვირბენ, ენრიკე სკამზე დამაბერებსო" და ამიტომ არ გამოვრიცხავ შემდეგი შეხვედრა გადახალისებული შემადგენლობით დაიწყოს, სადაც დემბელე და კვარაცხელია ძირითადში აღარ იქნებიან. ლუის ენრიკემ ჩვენებურთან მიმართებაში გამოიყენა მსგავსი მეთოდი და ჩელსისთან საჩემპიონთალიგო პლეიოფის პირველ შეხვედრაში სათადარიგოდან დააწყებინა. ყველას კარგად გვახსოვს იმ თამაშში შეცვლაზე შემოსულმა ხვიჩამ რაც ჩაიდინა და არა მხოლოდ იმ კონკრეტულ შეხვედრაში, არამედ ყველა მომდევნო მატჩში, რომელიც მას შემდეგ ითამაშა. ასე რომ ხანდახან პროფილაქტიკური ჩარევა აუცილებელია და ესპანელმა ამის შესახებ მშვენივრად იცის.
პსჟ
ლიგას კარგახანი ვეღარ მოიგებს ფეხბურთელების უმრავლესობაში მოტივაციას ვერ ვხედავ ისე ჩანდა თამაშიდანრო გაგორებული ფრეიყო ჩეპიონი ალბათ მაინც პსჟ გახდება.საზიზღარი საყურებელია ლიგა1 კვარაცხელია როარა საერთოდ არ ვუყურებდი მეპირადად.
.
დემბელე და კვარა პრემიერ ლიგაში რო ათამაშო ესეთი პროდუქტიულები ვერ იქნებიან ჩემპიონთა ლიგაზე. ძალებს ზოგავენ მთელი სეზონი და მერე თებერვლისთვის საუკეთესო ფორმაში შედიან. ამას პრემიერ ლიგაში ფიზიკურად ვერ გააკეთებ, კონკურენცია დიდია და მთელი სეზონი სიარულის საშუალებას არავინ მოგცემს
მე
100%
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს