ვეტერანი ბორჯღალოსანი აქვსენტი გიორგაძე, რომელმაც მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება შეიძინა, ქართულ რაგბს დაუბრუნდა. ის საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორის კონსულტანტია საფრანგეთში.

ქუთაისის ‘აიას’ აღზრდილმა მორაგბემ მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი ისეთ კლუბებში გაატარა, როგორებიც ფრანგული ‘ტულონი’, ‘კასტრი’ და ‘ტულუზა’, ასევე იტალიური ‘როვიგო’ არიან.

საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი 20 წლის ასაკში, 1996 წელს ჩეხეთთან შედგა. ჯამში მან 64 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა.

2012 წლიდან აქვსენტი გიორგაძემ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და 3 წლის განმავლობაში, პარალელურ რეჟიმში, კვაჭებისა და აუტის მწვრთნელი იყო როგორც ‘ტულუზას’ აკადემიაში, ასევე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. 3 წლის შემდეგ ის ‘ლა როშელში’ გადაბარგდა და ჯერ აუტის სპეციალისტი იყო, მერე მორკინალების მწვრთნელი გახდა და ამ გუნდში 6 წელიწადი გაატარა.

ერთწლიანი დასვენების შემდეგ გიორგაძემ სამხრეთ აფრიკას მიაშურა და 2 წელი ‘შარქსის’ მორკინალების მწვრთნელი იყო, ბოლოს კი ‘ბორდოს’ მორკინალებს წვრთნიდა.

რა იქნება აქვსენტი გიორგაძის მოვალეობა ახალ პოზიციაზე? ამის შესახებ ის თავად გვიყვება:

“ჩემი ფუნქციაა საქართველოს ეროვნული, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებთან კოორდინაცია. უნდა ავღწერო საფრანგეთის ტოპ 14-ის, პრო დე2-ისა და ნაციონალ დივიზიონის კლუბებში, ასევე მათ ესპუარებში მოთამაშე ქართველი მოთამაშეები და განვახორციელო მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა მოხდეს საუკეთესოების შერჩევა. ფრანგულ გუნდებთან მექნება მუდმივი კომუნიკაცია და მოვახდენთ მათთან ჩვენი ნაკრები გუნდების გეგმების შეთანხმებას, რათა მოთამაშეთა გამოძახების კუთხით პრობლემები არ შეიქმნას. მე მწვრთნელებს მივაწვდი ინფორმაციას მოთამაშეთა ტრავმების, სათამაშო ფორმის, ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ და მერე არჩევანს თავად მწვრთნელები გააკეთებენ”.

„დიდი ხანია საფრანგეთში ვმოღვაწეობ და თუ არის იმის შანსი, რომ ეს დაგროვილი გამოცდილება ქართულ რაგბს მოვახმარო, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ჩემი სურვილია, რომ დავეხმარო ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებაში, ასევე გავხსნა შესაძლებლობები ქართველი მწვრთნელებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ფრანგ კოლეგებთან. ნელ-ნელა ალბათ ყველა დავბრუნდებით ქართულ რაგბში და სიამოვნებით გავუზიარებთ ადგილობრივ სპეციალისტებს ჩვენს გამოცდილებას“.

Rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
როდის გაჩემპიონდება ქუთაისის "აია"?
კიდევ ერთი ქართველი ბურჯი საფრანგეთში - გაგი ბაზაძე ყურადღების ცენტრშია
აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ლიგის საუკეთესო მწვრთნელთა შორის დაასახელეს
რაგბი. ლეგიონი: გაგი ბაზაძის ლელო და "ლა როშელის" ტრიუმფი
აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ტოპ-14-ის კლუბის მწვრთნელი გახდა
გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ