ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

ვიქტორ ჰიუგოს გმირი ჟან ვალჟანი სიკეთის კეთების მოტივაციას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა მიზანს მიაღწია. სპორტული წარმატების დროსაც ვიყენებთ სიტყვებს "მოტივაცია", "შიმშილის გრძნობის დაკარგვა" და მსგავსი, ამას გვერდს ვერ ავუვლით, ვერც პსჟ-ის მაგალითზე. ის, რომ გუნდი სეზონის სტარტზე საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება, ეს პანიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.

წლების წინ, როცა პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ აღწევდა, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სუსტ შიდა ტურნირს ასახელებდნენ. ბოლო ორმა წელმა დაგვარწმუნა, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამებოდა - ლიგა 1 უფრო სუსტია, ვიდრე მანამდე. რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ფაქტორი? - ალბათ ფეხბურთელების მოტივაცია, დაემტკიცებინათ რაღაც ახალი და საკუთარი თავი შეექმნათ. ფაქტია, ამან გაამართლა, აქ მივიდა ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ჟოაო ნევეში, ახლიდან სცადა მასზე გაცემული ავანსების გამართლება უსმან დემბელემ და რაც მთავარია(არამარტო ჩვენთვის), გუნდის წევრი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგების შეფარული, ფრთხილი, მაგრამ მტკიცე სურვილით!..

ეს პროლოგი იმიტომ დაგვჭირდა, დღევანდელი ვითარება უკეთ რომ გავიაზროთ. მატჩამდეც დავწერეთ, ლუის ენრიკეს გუნდისგან ზედიზედ მესამე ლიგისკენ დიდი დოზით სვლას და შიდა ასპარეზზე როტაციას ველოდით. არ დაგვავიწყდეს, ის "სვლაც" უფრო გაზაფხულიდან იგრძნობა, აბა, თავდაპირველად პარიზელები საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრასაც ვერ ახერხებენ. შესაბამისად, "რენთან" არაფერი განსაკუთრებული არ გვინახავს. რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო იყო, კვარაცხელია მოედნიდან ადრე გავიდა და გუნდმა მატჩი შემდეგ გადაარჩინა, ამიტომ ამაზე წერა ვრცლად გვიწევს.

"კვარა" ის კაცია, რომელიც საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს, ბევრს შრომობს და ესმის, ტოპ დონეზე დარჩენისთვის კიდევ უფრო მეტია საჭირო. ვიცნობთ ხვიჩას ხასიათს და წარმოუდგენელია, ის "ფეხებს უფრთხილდებოდეს" ან ერთ მატჩში თამაშობდეს და მეორეზე ფიქრობდეს. აქ საქმე სხვა რამეშია - ფეხბურთი გუნდური თამაშია და როცა საერთო ძალისხმევა და განწყობა იმისკენაა მიმართული, სხვა ტურნირებზე ფონს იოლად, როტაციით გავალთ და მთავარია, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშოთო, ეს გარკვეულ გავლენას რა თქმა უნდა ახდენს. მეორეა, ისეთი მაღალი დონის მქონე ფეხბურთელისთვის, როგორიც კვარაცხელიაა, პლეი-ოფში "ლივერპულთან" თამაში და "რენთან" შიდა ასპარეზზე ერთნაირი გამაღიზიანებელი მაინც ვერ იქნება.

კიდევ ერთი ფაქტორი - ხვიჩა კვარაცხელია არ განეკუთვნება ფეხბურთელების იმ კატეგორიას, რომელიც რომელიმე მატჩში "გამოანათებს", შემდეგ დაიკარგება, ისევ გამოჩნდება და ასე გაგრძელდება. "კვარა" ყოველთვის ნელ-ნელა შედის ფორმაში, პიკამდე მიდის და შემდეგ ამ პოზიციას ინარჩუნებს; "შვიდიანს" სეზონის სტარტზე მაინც ეტყობა, რომ იდეალურ კონდიციებში არაა, თანაც ახლა ბოლო წლებთან შედარებით მეტი დაისვენა, გადაღლილობიდან ტონუსიდან ამოვარდნამდე მივიდა და ყველაფერი ეს მალე დალაგდება.

მივადექით მთავარ ამბავს. ხომ არ ცდილობს ლუის ენრიკე კონკურენცია გააძლიეროს და რა შედეგებს მოიტანს ეს?! ჩვენ კი გვაქვს "ჩელსის" მაგალითი, როცა სათადარიგოთა შორის ყოფნამ "კვარა" ძალიან დამუხტა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. "ნაპოლიში", როცა რუდი გარსიამ კვარცხელია და ოსიმენი მოედნიდან უკეთესი თამაშის მიზნით შეცვალა, დავწერეთ, რომ ხვიჩა საუკეთესო თვისებებს მაშინ ავლენს, როცა ბოლომდე ენდობიან. იმ პერიოდში სწორედ ეს ლოგიკა გავნითარდა. ასე რომ, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებზე კარგი დაფიქრება მოუწევს. გასაგებია, გარანტიები არ არსებობს, კონკურენციაც გაიზარდა, თუმცა მიზანი თუ "უკეთესი კვარაა", ამისკენ სავალი გზები კარგადაა დასაგეგმი. მაგალითად, თუკი შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის ბედი გადაწყვეტა "შვიდიანს" მოუწევს, ამისთვის ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მზად უნდა იყოს!..

რაც შეეხება უსმან დემბელეს, თითქოს მასაც კი, როგორც ნაკლები ნდობა იგრძნო, ძველი და ცუდი პერიოდები გაახსენდა, მომენტების რეალიზება ძალიან რომ უჭირდა... ბოლო ორი წლის წარმატებაში მეტოქის კართან ახლოს დემბელეს წარმატებული პრესინგის მნიშვნელობა დიდი იყო, ის ტიტულებთან ასოცირდა, გონსალო რამოშის შედეგიანობა კი სტატუსს არ ცვლიდა. ახლა, ფერან ტორესთან მიმართებაში სხვაგვარად თუ იქნება და და "ათიანი" ამას გრძნობს, როგორც ჩანს უსმანზე ნეგატიურად აისახება, მასთანაც სწორი ბალანსია საჭირო.

რაც შეეხება წმინდა ტაქტიკურ ასპექტებს, ახალ სეზონში ენრიკე უფრო მეტად ცდილობს, კონცენტრირება ერთ ფლანგზე იყოს და ამ დროს მეორე ფრთა და იქ მოთამაშე ფეხბურთელი თავისუფლდებოდეს. ხშირად ეს ყველაფერი ისე იგეგმება, მარტოდ დარჩენილი სწორედ "კვარა" იყოს, მაგრამ ყველაფერ ამას ჯერ სათანადო დამუშავება სჭირდება.

სანაკრებო პაუზამდე ხვიჩასა და პსჟ-ის 4 მეტოქე შიდა ასპარეზზე სოლიდურია - ლილი, მონაკო, ბრესტი და მარსელი. კვარაცხელია ფორმაში უნდა შევიდეს, შემდეგ კი ასევე 4 სანაკრებო დაპირისპირება ელის!..

• გიორგი

კვარა ამ გუნდში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოიყვანეს, თორემ ქვეყნის ჩემპიონი ისედაც ხდებოდა. ამიტომ მისი ძირითადი როლია ახალი კომბინაციები და მიდგომა ჰქონდეს ჩემპიონთა ლიგის გარდამტეხი თამაშებისთვის. ის არაა გოლების მანქანა, ის არის მნიშვნელოვან თამაშებში გარდამტეხი მომენტების შემქმნელი და თან ამას ულამაზესად აკეთებს, რასაც მოწინააღმდეგე გუნდების გულშემტკივრებიც აღტაცებაში მოჰყავს. არ ელოდოთ კვარასგან ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატზე თავისი სიგიჟობების ჩვენებას, არამედ პრაგმატულ დაველებებს ენრიკესგან.

• ზურა

რაღაც ისე ეტყობა, რომ ლუის ენრიკე ამ სეზონში ეცდება (ცდილობს) დაამტკიცოს, რომ გუნდში ინდივიდები არაფერს წყვეტენ და აქ არის მთავარი შეცდომა - გასული ორი სეზონის დროს პსჟ-ს სამი, ოთხი ფეხბურთელი ჩამოყალიბდა ლიდერად, რომელთაც სჯერავთ და სწამთ, რომ გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეიტანეს. განსაკუთრებით ეს ითქმის კვარაცხელიასა და დემბელეზე. არა მგონია კვარაცხელიამ ისეთივე მონდომებით ირბინოს უკან ამ სეზონშიც, როგორც ადრე. რადგან ეს ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა, რომ დგება დრო, როდესაც რაღაც ,,უპირატესობა'' ან ,,ხელშეწყობა'' უნდა იგრძნოს გუნდიდან!!! აი თუ ამ ,,ხელშეწყობას'' ვერ გაამართლებს - მერე კი ბატონო, მწვრთნელისგანაც ადეკვატურ დამოკიდებულებას მიიღებს. ყველა ფეხბურთელი ერთნაირი არ არის. განა ანრიმ იგივე თამაში აჩვენა ბარსელონაში როგორც არსენალში? ან თუნდაც იბრაჰიმოვიჩმა? არიან ფეხბურთელები, რომელთაც ნდობის შეგრძნება სჭირდებათ, რომლებმაც უნდა იგრძნონ, რომ მათ ენდობიან და მათი სჯერათ. პლუს არ დაგვავიწყდეს, რომ კვარაცხელია ის 20 წლის ბიჭი აღარ არის, რომელიც ყოველთამაშზე მისი პოტენციალის დამტკიცების სურვილით გამოდიოდა მინდორზე. ის ოქროს ბურთის კანდიდატი ფეხბურთელია და ექსპერიმენტებს ასე მსუბუქად ვერ შეეგუება - ეს ცხადია. მგონია რომ კვარას ამ სეზონზე მწვრთნელისგან სულ სხვა მიდგომა ესაჭიროება და თუ ეს ვერ მიიღო - გუნდს შეიცვლის თან აუცილებლად!

• lasha

კვარა თავის საუკეთესო ფორმაში თანდათან შევა თუმცა თვალსაჩინოა რომ მას თამაში განსაკუთრებით კარგათ ინგლისურ გუნდებთან გამოსდის. შეიძლება ითქვას რომ ინგლისური გუნდების რისხვაა. ამას ინგლისშიც აღნიშნავენ.

• Barmalei

. თქვენ თუ ამას ანალიზს ეძახით აშკარად რკინის დეფიციტს განიცდით

• Barmalei

ოჰ ეს შეკვეთილი სტატიები...

• ავი მებაჟე

პსჟ კვარას გაყიდის. და იყიდის უდინეზე

• მირო

არ იჩქაროთ არანაირი დასკვნების გაკეთება მხოლოდ ერთი თამაშის შემდეგ.

• ნანი

რაღაც არ მახსენდება რუისისგან ასეთი პასები კვარას მისამართით,როგორიც ტორეს შეუქმნა არ ენანებოდა, მაინც მგონია ესპანელი მიკერძოებული იყო ასე მგონია

• ამატაკი

ისე გამოდის თუ პსჟ რომელიმე თამაშს ჩააგდებს, მთავარი პასუხი კვარას მოეთხოვება. ჯერჯერობით მთლად მამარდას სიტუაციაც არ გვაქვს, მადლობა უფალს, მაგრამ ეს თითების შვერა ჩვენი ბიჭებისკენ როგორც წესი არ აყოვნებს. არადა გუნდის შიდა სამზარეულოს რომ თავი დავანებოთ, ამ მატჩში კვარას თამაშს ერთი ბანალური მიზეზიც განაპირობებდა: მოგეხსენებათ მენდეში დისკვალიფიცირებულია, რუისი არ დააყენა, შესაბამისად მარცხენა ფლანგზე კვარა შერჩა ერნანდესის ამარა, რომლის დონეც ნამდვილად არაა საკმარისი. თვალსაჩინოებისათვის ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ასევე პირდაპირი პასუხია იმ კითხვის, ძირითადად რამ განაპირობა პსჟ-ს ჩემპიონობა, თანაც ორჯერ: მხედველობაში მაქვს ხვიჩას შექმნილი შედევრი ბავარიასთან განმეორებით შეხვედრაში. დამწყებ გულშემატკივარს მივმართავ: აი ეს არის ნამდვილი ფეხბურთი, მთელი თავისი დიდებულებით, სადაც ხელოვნებაცაა და ფიზიკაც, გეომეტრიაც და ფსიქოლოგიაც. ამ გოლმა ძალიან მაგარ ბავარიაზე გადამწყვეტად იმოქმედა. აი სწორედ აქ ჩანს რას ნიშნავს შუა ხაზში თამაშის წამკითხველი პარტნიორი!(ამ მომენტისათვის რუისი) მხოლოდ ფიზიკურად მისი ყოფნაა აუცილებელი, დანარჩენს გენიოსები(კვარა და დემბელე) ასრულებენ. ასეთ მომენტუმს და დიად ფეხბურთელებს მოაქვს დიდი ტიტულები და გამარჯვებები. მხოლოდ შიმშილი, ან ფული რომ შველოდეს, ჩემპიონთა თასს ინგლისელებსა და არაბებს ვერ გამოგლეჯ.აქ და სხვაგანაც ზოგი გუშინდელ დუეზე საუბრობს. თურმე როგორ არ ერიდებოდა დრიბლინგს. მსგავსი ეტაპი კვარამ იტალიაში დებიუტისას გამოიარა. მოდი ჯერ გავარკვიოთ რაზე ვსაუბრობთ, გვაინტერესებს როგორ ფლობს ბურთს ტექნიკური ახალგაზრდა, თუ გვსურს დავტკბეთ დიდებული საფეხბურთო სანახაობით, სადაც ბურთი ისე მოძრაობს, თითქოს თქვენ საუკეთესო ხედვას ითვალისწინებს, ან სულაც წარმოუდგენელ სვლებს უყურებ და ზოგჯერ შენდაუნებურად იმ სახეს ღებულობ, როგორიც 1 წლის წინ ზუსტად ამ რენის ფეხბურთელს ჰქონდა, თავს ზევიდან ჰაერში რომ მოუხსნეს ბურთი. მინდორს გარეთა ფაქტორებმა მხოლოდ გულშემატკივრები თუ დაგვაზარალა, თორემ ადრე იქნება თუ გვიან კვარა დაიკავებს მის კუთვნილ ადგილს ფეხბურთის კორიფეების კოჰორტაში.

• ვაჟა

პსჟ-ზე არ ვსაუბრობ იბერია1999 ზე მინდა ორიოდე სიტყვა, ბათუმის დინამომ ახლა კიდე დაიმატა მესამე ლუქსემბურგელი, ვერ გავიგე ბათუმის დინამო თამაშობს ევროტურნირებზე თუ იბერია, რას მალავს ამ ფულებს იბერიას პრეზიდენტი არადა არ ამატებს ფეხბურთელებს შემდეგ ცუდი თამაშის გამო ყველას დააბრალებს თავის გარდა, ეგებ ჟურნალისტებმა თქვენ მოუწოდოთ დაჟინებით

• დავით სალუქვაძე

Ხვიჩას მისამართით ყველა სპეციალისტი ყველგან და თვით ლუჩოც კი რომ თვალს ხუჭავს და ვერ კი არა, არ ხედავს რომ ამ ბოლო მატჩში ხვიჩას ისევ პასისი გარეშე არბენინებდნენ, არ ვიცი რა ვუთხრა, რომც ხმა მივაწვდინო.

• პატრიოტი

არაფერიც არ მომხდარრა. განა ტორესმა და. მითუმეტეეს იმ მეორემ, გოტსია თუ ვინც არის, რაიიმე გააკეთეს? ამ გოტსმა ერთი, ორი პასი გააკეთა, კაცი ვერ მოატყუა, ტორესს კი ნუ გავუკარგავთტ გოლის ალღოს. მაგრამ მთავარი პასების მიმცემი იყი, მასთან ხვიჩაც მაგარი იქნებოდა ების

• გოგა

ჰე ეხლა მოგეცათ სალაპარაკო და გახდით ყველა ერთად ექსპერტი:) ყველა ფეხბურთელს აქვს ცოტა ჩავარდნები, ვარსკლვლავებსაც კი, მაგრამ ხვიჩამ ყოველთვის დადუმა ყველა და ეხლაც იგივე იქნება, ზოგ ზოგიერთებს ეს ნადრევად ნუ გაგიხარდებათ:)

• გიგო პაპა

კარგით რა, რა ფორმაში შესვლა. შესულიცაა და თამაშობს კიდეც როგორც შეუძლია. 2-3 კაცი მედმივად მეურვეობს, ერთი საერთოდ ფეხზე აზის და თქვენ ითხოვთ, რომ იფრინოს ბიჭმა. სცადა გაქცეოდა, როგორ არ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ერთხელ ცენტრიდან ლამის ნახევარი გუნდის მოტყუება მოინდომა. ხდება ხოლმე. სხვა დროს გამოუვა! ცუდი იცით რა არის? ენრიკეა გოთვერანი! ა დაშავდებოდა რომ მეორე ტაიმში 20 წუთი მაინც მიეცა კიდევ? ხომ ვიცით რომ ხვიჩას სულ უნდა თამაში და რატომ აღიზიანებს? ხომ შეიძლება სულ გაუტყდეს გული და მართლა დაიკიდოს ფეხებზე როგორც ოსიმენმა ნაპოლი? ხვიჩა ნაღდად არ დაიკარგება, ყველა გუნდი სიხარულით გაუღებს კარს. აი, თუ თავად ხვიჩა მოითხოვს შეცვლას, ან დაიღლება, კი ბატონო, გაიყვანოს და შეუშვას ათასი ჯურის შემცვლელები. ტორესს კიდევ ნაღდად გაუვარდა. დემბელესთან ახლოსაც ვერ მოვა. ჯერ მარტო პრესინგისთვისაა დასაფასებელი დემბელე, სხვა რომ არ ვთქვათ. ნამეტანი მოუვიდა ენრიკეს, ჯობია დაანებოს თავი ხვიჩასაც და დემბელესაც. ტყუილად კბენს, ეგენი რომ არა 2 თასის მეტი არ ექნებოდა მოგებული პსჟ-ში.

როდესაც ერთმანეთს ტექნიკური და ძალისმიერი სტილის გუნდები ხვდებიან,თამაში ყოველთვის საინტერესო საყურებელი ხდება.

• ჟორა

გუშინ კვარამ 45 წუთი ითამაშა და ერთხელაც არ შევიდა ორთაბრძოლაში, ბურთი ყოველთვის უკან დააბრუნა. კვარა რომ მოვიდა ბარკოლა ამოაგდო ძირითადიდან და არ მინდა ტორესის მოსვლამ იგივე დღეში ჩააგდოს კვარა. პსჟ-ეს 9 ძირითადის ფეხბურთელი მსოფლიოზე ოყო და არ დაუსვენიათ. შენ კი კარგად რომ დაისვენე, რატომ სათანადოდ არ მოემზადე ჩემპიონატისთვის? თუ ენრიკე უნდა ელოდოს რომელიმე ფეხბურთელი როდის შევა ფორმაში? კი ბატონო, დაელოდება და როცა აკრებს ფორმას კვარა მაშინ დააყენებს, მაგრამ გვაწყობს ეს ჩვენ, მაშინ შესარჩევი თამაშები კარს რომაა მომდგარი?

• კახა

რატომღაც ისე ხდებარომ კვარას ინგლისურ გუნდებტან გამოუდის კარგად თამაში,ერთ თამას ვერ გაიხენებ რომ კვარას მათთანკარგად არ ეთამაშოს. რატომაა ასე ვერ ვხდები.

ღვთისავარ ანთაძე!შესაძლოა არ დაეთანხმო,შესაძლოა დაეთანხმო,ან ნაწილობრივ დაეთანხმო,მაგრამ მისი ანალისური სტატიები ყოველთვის საინტერესოა და რატომღაც ძალიან გაიშვიათდა! იმედი მაქვს,სეზონის დაწყებასთან ერთად,მისი სტატიებიც გახშირდება.

• მუსონების ხელისბიჭი

ჩვენი როტაციის ფეხბურთელი

• ქუთაისი

თავი და თავი საფრანგეთის სუსტი ჩემპიონატია. ვისურვებდი რომ კვარაცხელია ამ სეზონის შემდეგ გადავიდეს პრემიერლიგაში,სადაც თითოეული ქულა ოქროდ ფასობს. კვარაცხელია ემოციური ფსიქოტიპია. მას საუკეთესო თვისებების გამოსავლენად სჭირდება ძლიერი გამაღიზიანებელი ფაქტორი. რაც შეეხება გუნდში კონკურენციის გაზრდას,სანამ პარიზშია,ეს მას მხოლოდ დადებითად წაადგება. პრემიერლიგაში კი კვარაცხელიას მოტივაციისათვის არც გუნდში კონკურენცია დასჭირდებს და არც არაფერი. თუთოეული მატჩი თავისთავად იქნება მისთვის მოტივაცია. მანამდე კი ნურავინ დაელოდებით, ბაიერნთანაც და რენთანსც მის უმაღლეს დონეზე თამაშს.

იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი

"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს

მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში

"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა

[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა

"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო

[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა

"ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი" - გველესიანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"

ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა

არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა

რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან

ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა

"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს

Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი

"სამარცხვინოა - ერთი წადი და "ოსერის" მწვრთნელად იმუშავე" - რიოლო ლუის ენრიკესაც მისდგა

"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს

იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი

მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში

"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები

Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა

"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა

რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან

ენრიკემ "სლოვანთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზი ახსნა

მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა

"წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება რამდენიმე გუნდს შეუძლია" - ლუის ენრიკე "სლოვანთან" მატჩის წინ

"ენრიკე, რომ არა, დღეს სრულიად სხვა მეკარე ვიქნებოდი" - საფონოვი პსჟ-ის მწვრთნელს ემადლიერება

"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი