ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

აზერბაიჯანის „საბაჰმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ბეერ შევას „ჰაპოელი“ დამატებით დროში 5:2 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 6:4 მოუგო და საერთო ეტაპზე გავიდა.

თამაშს 31 200-იან სტადიონზე 27 890 გულშემატკივარი დაესწრო.

2017 წელს დაარსებული „საბაჰი“ პირველად იასპარეზებს ევროტურნირებზე.

ბაქო. „ტოფიკ ბახრამოვი“

საბაჰი - ჰაპოელი 5:2 (ძირ. დრო 3:2)

გოლები: 0:1 ზლატანოვიჩი (10), 1:1 ნვაჩუკვუ (38), 1:2 მიზრაჰი (61), 2:2 რახმონალიევი (74), 3:2 მუტალიმოვი (90+4), 4:2 მბინა (101), 5:2 მიკელსი (115)

გაძევება: დიოპი (100, ჰაპოელი), პერეცი (117, ჰაპოელი)

• გშურსო?

კი!მშურს!

• ტრიბუნა A

ბავშვობაში ჩემი დასჯა ის იყო რომ მამაჩემი დინამოს თამაშს არ მაყურებინებდა😄

• ტრიბუნა A

აი რას ნიშნავს გუნდის კარგად დაკომპლექტება, ადგილობრივებითა და ლეგიონერებით. ჩვენთან: ვინც კი დარბის, შავია და ოფლი კარგად უჩანს გუნდში აყავთ😡

მაგ კონცეფციაში 24 წლამდე ახალგაზრდის არ გაშვება,შეუსრულებელი დაშვებაა,რადგან ყველა სრულწლოვან მოქალაქეს აქვს შეუზღუდავი გადაადგილების უფლება და შესაძლებელიც რომ იყოს,მაინც ცუდ შედეგებს მოიტანდა,რადგან გრანდმა რომ მიგიწვიოს,საკმაოდ მაღალი დონის კლუბში უნდა ბრწყინავდე და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ჩემპიონატი,ასეთ კლუბებს ვერ შეგვიქმნის.გუნდები ცოტა მოძლიერდებიან,მაგრამ სამაგიეროდ ნაკრები მთლიანად ჩავარდება,მისი ფეხბურთელი,უფრო ძლიერ ლიგებში თანდათანობით დაწინაურების,კლასის ამაღლების და უფრო ძლიერ ლიგაში წასვლის საშუალებას თუ დაკარგავს.რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დროს ტალანტების გამოვლენის სისტემის არ ქონას,ვერ დაგეთანხმებით.მოსწავლეებისათვის არსებობდა „მშთ“ ნორმატივები და ყოველწლიურად ტარდებოდა შიდასასკოლო შეჯიბრებები,მისი ნორმატივების შესასრულებლად.ვინც უკეთეს შედეგებს აჩვენებდა,სკოლას რაიონულ ტურნირზე გაჰყავდა და იქ თავგამოჩენილ ბავშვების შედეგები,უკვე თბილისში მიდიოდა.ჩემი თანაკლასელები,რამდენიმე წაიყვანეს სპორტულ სკოლა ინტერნატში და ერთი,საქართველოს რეკორდსმენიც გახდა.ფეხბურთშიც ორ ასაკობრივ ჯგუფში იმართებოდა ტყავის ბურთის პრიზზე ჯერ რაიონის,შემდეგ სამხარეო, რესპუბლიკური და ბოლოს საკავშირო პირველობები,სადაც სისტემატურად იმარჯვებდნენ ქართული გუნდები.გარდა ამისა,რაიონის პირველობები იმართებოდა სკოლების ნაკრებებს შორისაც და თუ ვინმე მოეწონებოდათ,უკვე რაიონის დიდების გუნდშიც თამაშობდნენ საქართველოს ჩემპიონატში.ბავშვებს უჭირდათ სახლდან მოწყვეტილებს ცხოვრება,მაგრამ ყველას ჰქონდა შანსი,თავი გამოეჩინა და მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა,ეს სისტემა მაინც ზრდიდა ვარსკვლავებს,სრულიად განსხვავებულ დისციპლინებში.

ჭიდაობაშიც ასე ვამბობდით და რამდენს მიაღწიეს აზერბაიჯანელებმა,კი ვხედავთ.ჯერ უცხოელები მიიწვიეს,მათ გვერდით კი თავისებიც გაზარდეს,სპეციალისტებიც უკვე საკუთარი ჰყავთ და მსოფლიოს ლიდერებში გავიდნენ.აქაც ასე იქნება.უბრალოდ გაზრდას დრო უნდა.ისინი მოთმინებით ხარჯავენ და ელოდებიან,ჩვენ კი,სამ თვეში გჰვინდა შედეგი და რომ არ გამოდის,ყველაფერს ვანგრევთ და ახალ,ასევე რამდენიმე თვიან პროექტს ვიწყებთ,რომელიც ასევე კრახით დასრულდება,რადგან ფეხქვეშ,მყარი საფუძველი არ გააჩნია.აზერებმა,სპორტული ბაზების შექმნით დაიწყეს და პარალელურად,სპეციალისტების მოწვევით.ჩვენც შეძლებისდაგავრად ბაზები უკვე შევქმენით და ახლა,ამ ბაზებში,სპორტსმენების გაზრდის დროა.ეს კლუბების,მათი სკოლების გასაკეთებელია და იქ დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.ბუქსაობასაც მანდ ვიწყებთ,რადგან კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოყვანის ფული არ გვაქვს,სპორტის აკადემიის განადგურების შემდეგ კი,ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და შემდგომი ზრდა,შეუძლებელი გახდა.კი,თითქოს ცდილობენ,მაგრამ რამდენი წელი და ფული დასჭირდება უკვე განადგურებულს აღდგენას და იქ მაღალი დონის სპეციალისტის მომზადებისათვის საჭირო მაღალი დონის პედაგოგების გაზრდას?

ამას წინათაც ვწერდი,70-იანი წლების ბოლოს,ჩემმა ყოფილმა თანაკლასელმა გოგომ,თბილისის სპორტსკოლაში რომ გადაიყვანეს,საქართველოს რეკორდები დაამყარა 800 და 1500 მეტრზე სირბილებში,მერე,მისი რეკორდებიც გააუმჯობესეს,მაგრამ ამ ზამთარს,საქართველოს ჩემპიონატში ვაჟების შედეგები ვნახე და მაშინ გოგოს მიერ დამყარებულ რეკორდს,მათი შედეგები(გამარჯვებულების) 4 წამზე მეტით ჩამორჩებოდა!დნამოს სტადიონზეა სარბენი ბილიკები და მის დანგრევასაც აპირებენ,მძლეოსნობა აღარ არსებობს საქართველოში და მძლეოსნობის გარეშე,ფეხბურთლებს გამძლეობას და სისწრაფეს როგორ გამოუმუშავებ?სკოლებში უნდა დაბრუნდეს მძლეოსნობა,სტადიონებზე უნდა დაბრუნდეს მძლეოსნური ტურნირები და ბავშვი ბავშვობიდანვე რომ ისწავლის სწორად მოძრაობას,სრულწლოვანების ასაკში,უკვე ნახევრად ინვალიდები აღარ იქნებიან.მხოლოდ დატვირთვების გეგმაზომიერ ზრდას და შეჩვევას მიჰყავს ახალგაზრდა კარგ ფიზიკურ კონდიციებამდე,ერთბაშად ზრდას კი,როგორც ეს ჩვენი ბიჭების უცხოურ კლუბებში გადასვლის დროს ხდება,შეუჩვეველი ორგანიზმი ვერ უძლებს და სერიოზულ ტრავმას იღებს.ვინც გაუძლებს,ასეთები ძალიან ცოტაა,წარმატებულ კარიერას აგრძელებენ,სხვები კი,ტრავმებს იღებენ და თანდათან ქრებიან.უკრაინაში ყველაფერი კარგ ფიზიკურ მომზადებაზეა აგებული და ფეხბურთის თამაშს,ფაქტობრივად უკვე ამის შემდეგ იწყებენ.ფიზიკური მომზადება საშუალებას აძლევთ ინტენსიური ფეხბურთი ითამაშონ და ტექნიკაშიც რაღაცა თუ შეუძლიათ,უკვე საშუალო დონის ფეხბურთელი მაინც ხდება.ევროპაში,ამერიკაში მძლეოსნობა,სირბილი,ჯანსაღი ცხოვრების წესი,კულტად არის გადაქცეული და მხოლოდ საქართველოში არ გვჭირდება მძლეოსნობა.ჩვენ ხომ უამისოდაც ძალიან ნიჭიერები ვართ.

• ისევ აბარას

პირველ კომენტარზე უარესი გამოგივიდა მეორე ე.წ ახსნა.აბსოლიტურად ამოატრიალე მაშინდელი რეალობა.1964 წლიდან ვუყურებ ბფეხბურთს და რაღაც დამეჯერება ,საკუტარი თვალებით დანახული და საკუთარ თავზე გამოცდილი. მაშინ ფეხბურთით დაინტერესება ბევრად მაღალი იყო ტელევიზორებიც გვქონდა და მანამ სანამ ტელევიზორები გვექნებოდა რქდიორეპორტაჟებს ვიყავით მიჯაჭვულები დიდი და პატარა.ახლაც ჟრუანტელი მივლის ეროსის ხმის გაგონებაზე:"მესხმა მიიღო ბურთი".თამაშის შემდეგ გამოვვარდებოდით ბავშვები და ეზოებში ვხოცავდით ერთმანეთს.რიგებში ვიდექით ,რომ თამშს მოეწია ჩვენთვის.სხვა გასართობი და სხვა ინტერესი არ გვქონდა გარდა ფეხბურთისა.ტარდებოდა უამრავი საფეხბურთო ტურნირი სკოლების პირველობიდან დაწყებული,ტყავის ბურთის პრიზით დამთავრებული.ტარდებოდა შესარჩევი ტურნირები ახალგაზრდებს შორის გუნდებისათვის ტალანტების მოსაძებნად.სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტურნირის დროს იქნა აღმოჩენილი ვიტალი დარასელია,რეზო შელია და დიმიტრი გოგოლაძე,რომლებიც დინამომ აიყვანა. მაშინ მთელი საქართველო ფეხბურთით ცხოვრობდა.დინამოს თამაშების კალენდარი ტელევიზორთან გვქონდა ჩამოკიდებული და თამაშის დროს სხვა საქმიანობა,სხვა საქმის დაგეგმვა გამორიცხული იყო.ასე იყო ადგილობრივი გუნდების თამაშების დროსაც.მიუხედავად იმისა,რომ " ჭიათურის მაღაროელი" არც საქ. პირველობაზე და არც საკავშიროზე( ბ-კლასი და ამიერკავკასიის ზონა) მაღალი ადგილებისათვის არასოდეს იბრძოდა ,მის თამაშებს უამრავი ხალხი ესწრებოდა და ის დღე ზეიმად იყო ქცეული. თქვენ კი რეებს ლაპარაკობთ? მაშინ საქართველოში 40 000 მოქმედი ფეხბურთელი იყო და დღეს კი 10 000 -ია.ეს ხომ ის შემთხვევაა,როცა რაოდენობა ხარისხში გადადის?

• Barmalei

ნავთობი-ს მეგობარო ცნობისათვის - ჰაპოლ ბეერ შევამ წინა რაუნდში გამოაგდო ცრვენა ზვეზდა ჯამში 3-0 მოუგო. და მაგ ცრვენა ზვეზდამ თავის მხრივ იმის წინა რაუნდში მოუგო ერთ მაჩანჩალა გუნდს 9-0. რის შემდეგაც უკვე ევროპა ლიგაზე ჩვენმა იბერიამ ორი მატჩის ჯამში დამატებით დროში მოუგო მაგ წყალწაღებულ ლარნეს და ზეიმი მოაწყეს სტადიონზე..ეს ისე ცნობისთვის.. ანუ არც ისე წამოსაკრავი გუნდი იყო ბეერ შევა

• ტატო

ერთხელ ტელევიზიით მოვისმინე ლეგენდარული დინამოს ფეხბურთელი ყვებოდა, 80-იანი წლების მე-2 ნახევარში ორ ლეგენდას ბინები გადმოგვცესო, დავიწყეთ რემონტიო, ამ პერიოდში რამოდენიმე თამაში წავაგეთ გასვლაზეო, თბილისში რომ დავბრუნდით, იმ ახალ სახლებში გავიქეცით რემონტის გასაგრძელებლადო და დალუქული დაგვხვდა, სანამ რამოდენიმე თამაში არ მოვიგეთ ლუქი არ ახსნესო. ტალანტები საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან, „ევროპული დემოკრატიის“ სახელით მოსარგებლე ბევრი ადამიანი, საკუთარ სარგებლის გამო ფლანგავს ამ ტალანტებს, რკინის ხელი, რა დემოკრატია და ნახეთ შიშის ქვეშ ხუთ წელიწადში ყველა კლუბი ვისაც ევრო თასებზე თამაში მოუწევს ჯგუფში იქნება, დავით აღმაშენებელს დემოკრატიით არ გადაურჩენია საქართველო, ზუსტად იმდენს წააგდებინა თავი რამდენის საჭირო იყო.

• ედემი კორძაია

ვულოცავ.მაგრქმ დიდი არაფერი ლიგაზე გავიდა ლეგიონერებით დაკომლექტებული გუნდი. რეგიონში პირველები ჩვენ ვართ ხვიჩა გვყავს ოქროს ბურთის მფლობელი. ევრო ჩემპიონატზე ვერ გავა აზერბაიჯანი ვერასდროს.

• ABARA

არ მიანგარიშია და ვერც გავაკეთებდი ამას, ვარაუდი გამოვთქცვი, რადგან მაქვს საფუძველი ამის ფიქრის, კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ფეხბურთი , როგორც სპორტი და მისადმი ინტერესი უფრო ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვიდრე იყო იმ ეპოქაში, როდესაც ერთ სოფელში ტელევიზორი შესაძლოა ერთ ოჯახშიც კი არ ყოფილიყო, ახლა კი ტელევიზორი და ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია, შესაბამისად ხელმისაწვდომობა, ინტერესიც და მეოცნებე მოტივირებული ბავშვიც მეტია.შსაძლოა თავდაპირველ კომენტარში არასწორი ფორმულირებით გამოვთქვი აზრი, თუმცა მისი სულისკვეთება მგონი გასაგები უნდა იყოს. გარდა ამისა, მაშინდელი სახელმწიფო მოწყობა ვერ უზრუნველყოფდა ტალანტების აღმოჩენას,იმიტომ რომ ელემენტარული ცოდნა და კულტურა არ იყო და აქვე ხაზს გავუსვამ, რომ აღმოჩენაში მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, როდესაც უკვე შემდგარ ფეხბურთელს მოედანზე დააკვირდები და დაინახავ, რომ ტალანტის მქონეა, არამედ იმას, რომ თუნდაც სრულიად შემთხვევით შენიშნავ , მისი ფიზიკური მონაცემები მოგხვდება თვალში, დააკვირდები, შეისწავლი, გამოცდი და მოედანზე გაუშვებ, რომ შეამოწმო რა შეუძლია. ელემენტარულად შეკრებები არ ეწყობა და არანაირი მოტივაცია არ ექმნება ახალგაზრდებს. როგორ შეიძლება მსხვილ ქალაქებსა ან რაიონებში მაინც არ ხდებოდეს რაიმე მსგავსი?! ბავშვი თითონ ხომ არ წამოვა რაიონიდან და ფედერაციის ან რომელიმე კლუბის კარზე ხომ არ დააკაკუნებს, მე ვარ ვინც ვარ და აბა თქვენ იცით, შემამოწმეთო:) ამას სპეციალურად ამ საქმეში ნავარჯიშები და გაწაფული პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ და მათ ასევე უნდა ქონდეთ იმის განცდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ მიერ აღმოჩენილი ფეხბურთელი თუნდაც ნახევარ მილიონ ევროდ გაიყიდება, საიდანაც ისინი 10% -ს მიიღებენ, რაც დამეთანხმები საკმაოდ შთამბეჭდავი თანხაა. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი კომენტარი იყო ერთგვარი დაუმუშავებელი კონცენფცია და ის ეფუძნებოდა ჩვენი ზომისა და მასშტაბის ქვეყნების გამოცდილებას და თუ ახალს ვერაფერს ვქმით და ვიგონებთ, არსებული პრაქტიკა და გამოცდილების დაკოპირება იქნებ მაინც ვისწავლოთ. სულ ესაა...

• Barmalei

რატო და გეტყვით. ბაქოს გულშემატკივარი უკვე რამოდენიმე წელიწადია ყოველ შემოდგომას ლიგის თამაშებს უყურებს ბაქოში და ზუსტად ამას ქვია ჩემპიონატის დონუს ამაღლება. ამას აუცილებლად მოჰყვება აზერბაიჯანელი ფეხბურთელების დონის ამაღლება.და ჩვენ თუ კვარათი ვინუგეშებთ თავს რავი..კვარასნაირი როდის დაიბადება აწი..და ჩვენ რო აზერების დონის ჩემპიონატი გვქონოდა ეხლა ნაკრები სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებდა დამიჯერეთ.

• აბარა-ს

ბევრ რამეში გეთანხმებით,ყველაფერში არა.საიდან მოიტანე,როგორ დათვალე ან როგორ იანგარიშე ,რომ 70 -იან წლებში დაბადებულ ტალანტებზე ორჯერ მეტი ტალანტი იბადება დღეს საქართველოში? .... საქართველოს სწორი მიდგომის და სწორი მენეჯმეტის შემთხვევაში არ დაჭირდება მილიონების ხარჯვა ლეგიონერებით გაძლიერებისათვის,მეზობლებისგან განსხვავებით,რამეთუ ჩვენი ნიჭის და შესაძლებლობების სწორი მიმართულებით წარმართვის შემთხვევაში აუცილებლად შევეჭიდებოდით მაღალ დონეებს.აუცილებელია მხოლოდ სურვილი და ერთი-ორი ნაბიჯის სწორად გადადგმა.1)უფასო საფეხბურთო სკოლები(უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომი მაინც)2) შიგა დებულებით 24 წლამდე ფეხბურთელების გასხვისება საზღვარგარეთ,გარდა იმ შემთხვევებისა ,როცა გრანდები იწვევენ.3) ლეგიონერებზე უარის თქმა( მაქსიმალურად შეზღუდვა მაინც) 4)შიგა საფეხბურთო სატრანსფერო პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრება,რათა შეწყდეს სამთვიანი გუნდების კეთება. აი ესაა ძირითადი რაც აამაღლებდა ფეხბურთელების და შესაბამისად ჩემპიონატის და შესაბამისად მთავარი გუნდის ,__ნაკრების დონეს.ეს ხომ შესაძლებელია თუნდაც ასეთი ფინანსური შესაძლებლობების პირობებში?

• alexandre

ვულოცავ აზერებს ასეთ დიდ წარმატებას. მაგრამ ძირითადში რომ 10 უცხოტომელი გეყოლება... რა ვიცი...

• Aleko

Rqgaceebis ceras miulocot meaoblebs imedi gvqindea romelime saukuneshi qarruki gundic itamasheba navtobi aqvs tu racaagqvt yochag azerebs gukit xilocavt am didi sixaruls

• ნიკოლაი

თუ გადახედავთ ამ გუნდის ფეხბურთელებს და მათ კარიერას აღმოაჩენთ რომ ლეგიონერები ძირითადად დაბალი ეშელონის გუნდებიდან ყავთ წამოყვანილი, ადგილობრივებზე აღარ ვსაუბრობ… ამით იმის თქმა მინდა რომ აქ მარტო ფეხბურთელებში არაა საქმე, აქ სისტემაშია, მენეჯმენტშია და ბევრ წვრილმან ერთიან ორგანიზმში… არ აინტერესებს ისე ჩვენს გუნდებს გაეცნონ მეზობლების გამოცდილებას. სფფ რო ხელებს იბანს დიდი სიხშირით, სპორტული მენეჯმენტის და განათლების კუთხით რომ მძლავრი პროექტები დაიწყოს და გუნდებს დაავალდებულოს ლიცენზირების პირობებში ამ განათლების გუნდში არსებობა. არ შეიძლება? ჩვენი პრობლემა არის სურვილი და ცოდნა.

• ზაზა

საქართველოს გუნდების წარუმატებლობა ჩვენი მოქალაქეების ბრალია არ დავდივართ და გულშემატკივრობა არ ვიცით ქეცბაია ასე იძახის. ფეხბურთელები და მწვრთნელი არაფერ შუაში არ არიან მააშ

• ვოვა ქოჩლაძე

დიდი ამბავიი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, ჩვენთან მაინც ვერ მოვლენ 100 წელი - ისინი ჯგფში გასვლას ზეიმობენ, ჩვენ კვარამ ორჯერ მოიგო საერთოდ ლიგა დ საერთოდ საუკვეთესო გახლდა, ოქროს ბურთის მოპოვების ნომინანტიცაა, 10 მლ-ნი ხელფასი აქვს და 200 მილიონი ღირს მისი ტრასფერი, ამასთან ჯორჟმა ატლეტიკოს პენალი გაუტანა,ქოჩორა სევილიაშია, საზონოვმა ხეტაფეში ითამაშა და ჩაკვე იტალიაში გადაბარგდა და ლოჩო კიოლნიში, ხო, კიდევ ზურიკომაც შეაგდო საფრანგეთში, მეტი რა გინდათ! რა აზერების გშურთ.....

• Dima

ახლა ატყდა ნავთობზე წუწუნი... არ მგონია ნავთობი იყოს აქ მთავარი. საუდის არაბეთს რომ აქვს ნავთობი, აი ეგრე უნდა, მაგრამ ფულის უმეტეს ნაწილს რაში ხარჯავეთ, თვითონ აზრზე არ არიან. ქვეყნის (ისევე როგორც ოჯახის) ცივილიზებულობა ფასდება უპირველეს ყოვლისა არა იმით, თუ რამდენი აქვს შემოსავალი, არამედ იმით, რამდენად ყაირათიანად ხარჯავს იმას, რაც აქვს. ამ კუთხით შევხედოთ ჩვენს კლუბებს. ნაზევრად-სამოყვარულო ლუქსემბურგის კლუბთან 2 მატჩის ჯამში ფრე, სურად სამოყვარულო სან-მარინოსთან წააგეს მგონი და ა.შ. რაც შეეხება ამ გაუთავებელ 'სტადიონზე არ დადიან', ამას კლინიკური იდიოტიზმი ჰქვია და მეტი არაფერი. სადმე გინახავთ რომელიმე რეჟისორი წუწუნებდეს, მე კი ბრწყინვალე ფილმი გადავიღე, მაგრამ ეს ამერიკელები კინოში არ დადიან და რა ვქნაო? გინახავთ სვიფტი წუწუნებდეს, მე მარია კალასივით ვმღერივარ მაგრამ ხალხი არ დადის სტადიონებზე ჩემი კონცერტების სანახავადო? უბრალოდ, არა მარტო არაკომპეტენტურები და კორუმპირებულები არიან ჩვენი 'ფეხბურთის მესვეურები', ასევე არიან უტიფრებიც ....

• ABARA

ვულოცავ წარმატებას მეზობელი სახელმწიფოს კლუბს. ბუნნებრივია სწორი მენეჯმენტის გარეშე არაფერი გამოვა, თუმცა აქ ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციებს, რომელიც აზერბაიჯანულ ბიზნესს გააჩნია ბუნებრივი რესურსების წყალობით. ახლა ჩვენს ფეხბურთს რომ დავუბრუნდეთ - ჩვენ მსგავსი რესურსები არ გაგვაჩნია, არც ქვეყნის ბიუჯეტი და ბიზნესია იმგვარად მოწყობილი, რომ ამა თუ იმ სპორტის სახეობაში დიდძალი ფინანსური რესურსი ჩაიდოს. ამ რეალობის გათვალისწინებით პირდაპირი პარალელის გავლება შეიძლება ჰოლანდიურ ფილოსოფიასთან. ტერიტორიულად ნიდერლანდები ზოგიერთს გაუკვირდება და საქართველოზე პატარაა, არც ბუნებრივი რესურსების ქონით არიან განებივრებულნი და მეტიც, ხმელეთის ნაწილი ხელოვნური საფარითაა შექმნილი წყალზე დაყრილი მიწის სახით, თუმცა ამ სახელმწიფომ სწორი სტრატეგიისა და ფილოსოფიის შემუშავების ხარჯზე ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო სკოლა შექმნა, რამაც ასახვა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთის წარმატებებში ჰპოვა. სტრატეგია კი შემდეგნაირი იყო - თუ სხვა, უფრო დიდი და მდიდარი ევროპული ქვეყნები სტრატეგიას შემდეგნაირად აგებდნენ - ფული → ძვირი ფეხბურთელი → შედეგი, ჰოლანდიელებმა შემდეგი მიდგომა გამოიყენეს - სკაუტინგი → აკადემია → ფეხბურთელის განვითარება → პირველ გუნდში გამოყენება → ევროპული წარმატება → გაყიდვა → შემდეგი თაობის დაფინანსება. დიახ, სკაუტინგი იყო ამოსავალი წერტილი. კერძოდ კი სხვა და სხვა ოლქში მივლენილი სკაუტები ატარებდნენ საფეხბურთო კემპებს, თითო რეგიონისთვის იყო დაწესებული კვოტა, მაგალითად 10 ნიჭიერი ახალგაზრდა 13-15 წლის ასაკის, რომლის გამორჩევაც ჩატარებული კემპის საფუძველზე უნდა მომხდარიყო. 1) სკაუტები იღებდნენ ელემენტარულ გასამჯელოს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ შერჩეული კადრი თავს გამოიჩენდა და სარფიანად გაიყიდებოდა, ისინი სოლიდურ საკომისიოს მიიღებდნენ, რაც ბუნებრივია ზრდიდა მათ მოტივაციას და ხელს უშლიდა ნეპოტიზმის ყოველგვარ გამოვლინებას. 2) შერჩეული მოზარდები, მაგალითად ჯამურად 50 ბავშვი ირიცხებოდა საფეხბურთო სკოლაში, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათების ხარჯზე, შესაბამისად ამ სახადის მცირე პროცენტი ფეხბურთის განვითარებას ხმარდებოდა. ნიჭიერ ახალგაზრდებთან და მათ მშობლებთან ხდებოდა კონტრაქტის გაფორმება და ამა თუ იმ ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში აკადემია სოლიდურ საკომისიოს იღებდა, რომელსაც აბრუნებდა ახალი თაობისა აღზრდისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს ჯაჭვი უწყვეტ ციკლად ჩამოყალიბდა და შედეგი მალევე მოიტანა, ხოლო 90 იანების დასაწყისში ამსტერდამის აიაქსის სახით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შექმნა, იმ აიაქსის, რომლის ოქროს თაობა შემდგომ დეკადის მანძილზე ჰოლანდიური ფეხბურთის განვითარების დასაყრდენი გახდა. არსებობს დიდი ფული, არსებობს დიდი მოსახლეობა, თუმცა როცა ქვეყანას არც ერთი გააჩნია და არც მეორე, ხერხი უნდა იხმაროს და სტრატეგია შეიმუშავოს. ჩვენთან საერთოდ არ არსებობს სკაუტინგის ინსტიტუტი, როგორც ასეთი. არ არსებობს მნიშვნელოვანი საფეხბურთო კემპები, რომელთა ფარგლებშიც ტალანტთა მოძიება და მოზიდვა მოხდებოდა. არ არსებობს სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც საშუალო ბიზნესს გადასახადის თუნდაც 0.5 პროცენტს შეუმცირებდა და დაავალდებულებდა გამოთავისუდფლებული თანხა ფეხბურთში ჩაედო, საიდან მიღებული მოგება მთლიანად მასვე დარჩებოდა. სამაგიეროდ საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებისამებრ ჯერ კიდევ ლაღადაა ნეპოტიზმი, აღებ-მიცემობა, დილეტანტების წამყვან პოზიციაზე დანიშვნა და ბავშვების "ჩემიანებად" და "სხვისიანებად" დაყოფა. ამიტომაც გვჭირს ის, რაც გვჭირს, თორე საქართველოში ტალანტები 60-იანებში და 70-იანებში თუ იბადებოდნენ, დამიჯერეთ დღეს 2-3 ჯერ მეტი იბადებიან, უბრალოდ მათ არავინ და ვერავინ ამჩნევს! შედეგიც შესაბამისია და ის არ შეიცვლება, თუ მიდგომა არ შეიცვლება ძირფესვიანად.

• Levani

ერთ თამაშს ვუყურე შარშან,ყრაბაღს გადაახია ბურთი თავზე როცა ყარაბახი ლიგაზე თამაშობდა და ფორმაში იყო. მაშინ ვიფიქრე ყარაბაღზე უკეთესი გუნდი გაუკეთებიათთქო. სხვა თამაში არ მინახავს,იმედია ტოტალიზატორში მომაგებინებს ზოგჯერ

• თენგაბი

ათასი მიზეზის მოყვანა შეიძლება, თუ რატომ ჯობია საბაჰი იბერიასა და დინამოს, ფეხბურთის ფედერაციები, ნავთობი და ა.შ. მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც ჩვენს დაბალ სამწვრთნელო დონეშია, კერძოდ შეუსაბამო ფიზიკურ მომზადებაშა, არაფერს ვამბობ ტაქტიკური აზროვნების დეფიციტზე. არ არის საკმარისი ფიზიკური მომზადება, ნაკლებია სისხარტე, ბრძოლის უნარი, ორთაბრძოლებს უიმედოდ ვაგებთ. არადა, არც თუ ისეთი გადაულახავი პრობლემაა - დავაწესოთ შესაბამისი ნორმატივები და ვინც ამ ნორმატივებს ვერ ჩააბარებს აეკრძალოს პროფესიონალურ ლიგაში თამაში, სამოყვარულოში-კი ბატონო. ფეხბურთელი მინიმუმ 7-8 კილომეტრს უნდა ფარავდეს ორი ტაიმის განმავლობაში. ჩვენი გუნდები პირველი 20-30 წუთის გუნდებია, მერე ლამის სულს ღაფავენ მოედანზე და ძლივს დაღოღიალობენ. თითქოს გამოსავალი უცხოელ, მოწვეულ ფეხბურთელებშია, მაგრამ, როგორც ამ ბოლოს გაჟღერდა, ესეც თურმე საქართველოში ბინადრობის და მოქალაქეობის მიღების საშუალებაა - სტავკაც ყოფილა დაწესებული - 3 000 დოლარი. ასეთ პირობებში ვერავითარ ფეხბურთის დონის განვითარებას ვერ მოითხოვ და ვართ შესაბამისად არათუ ფსკერზე, უფრო ქვევით, ყულმუხეთში. ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.

• 10 წლის გუნდია

უკვე მე-2 აზერების გუნდი ჩემპ.ლიგაზე. სფფ რა შუაშია თუ ვინმე ფულს არ სდებს ფეხბურთში? სფფ რა შუაშია თუ დაბალი დონის ჩემპ, გვაქს? სფფ რა შუაშია თუ მხოლოდ სან მარინოს, უელს და უკვე ჩრდ. ირლანდიას ვასწრებთ მხოლოდ? სფფ საერთოდ რა შუაშია ფეხბურთან? 😁😂

• ნელსონ მანდელა

წარმოიდგინეთ წინა თამაში წააგეს, დღევანდელ თამაშში ორჯერ აგებდნენ თამაშს, ორივე გაშვებული გოლი თავიანთი მეკარემ აჩუქა მოწინააღმდეგეს და მაინც არ დანებდნენ და გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ ბერშევამ სერბეთის ჩემპიონი გამოთიშა უშანსოდ (125 მილიონის ღირებულების ფეხბურთელი)

• ნავთობი

უელსური ტნს, მერე ფინური კუპსი, დანიური ორჰუსი და ჰაპოელ ბე'ერ შევა... ამ გუნდების გავლა მოუწია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული ჩემპიონატი მაღლა დგას, თუმცა პარალელურად გუგუნებს ნავთობის ძალა.

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო

Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა

[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო

"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა

ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო

იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა

ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი

"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს

იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი

"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს

ცნობილი გახდა "ჰაპოელისა" და ბათუმის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობები

დავით ვოლკოვმა კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]

მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს

თბილისში აზად რაჰიმოვის თასი შეიქმნა - "საბურთალო" აზერბაიჯანულ გუნდს შეხვდება

"ვის უნდა გახდეს მილიონერიდან" მიღებული ფულით დაწყებული კარიერიდან მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ მწვრთნელამდე - "საბაჰის" დამრიგებლის ზღაპრული ამბავი

იმრანი თბილისის "დინამოდან" "ჰაპოელში" გადავიდა

ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]

[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს

ბათუმის "დინამო" "ჰაპოელთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]