UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ისლამ მახაჩევის განცხადებას უპასუხა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსმა UFC330-ზე ირლანდიელი იან გარი დაამარცხა. შეხვედრის დასრულების მერე, მისი გუნდის წევრებმა მებრძოლს რუსეთის დროშა შემოახვიეს, რასაც მერაბ დვალიშვილის უკმაყოფილება მოჰყვა.

"მეგონა, ამ დროშის გამოყენების უფლებას არ მისცემდნენ. ის მთელს მსოფლიოში აკრძალულია, მაგრამ UFC-ში აჩვენებენ. ეს სიგიჟეა და ჩემთვის გაუგებარია. თანაც, დროშაზე სახელები წერია", - თქვა მაშინ დვალიშვილმა.

ჩვენებურის ამ კომენტარს მახაჩევმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ქართველი მეტოქე დიდი ხანია ნეგატიურად არის განწყობილი მისი გამარჯვებების მიმართ თუმცა,იქვე დაამატა, რომ ასეთ თავდასხმებს ყურადღებას არ აქცევს.

სპორტსმენმა გაიხსენა, რომ რუსმა პიოტრ იანმა უკვე დაამარცხა დვალიშვილი და ბრძოლის შემდეგ დროშაც აღმართა და ის ამას კიდევ გაიმეორებს.

"დვალიშვილი ოქტაგონზე ჩემი წარმატებებით თავიდანვე უკმაყოფილო იყო, მაგრამ მსგავს რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. მერაბმა ამ თემაზე ბევრჯერ ისაუბრა, თუმცა პიოტრ იანმა ის დაამარცხა და რუსეთის დროშაც აღმართა. ის დვალიშვილს კვლავ დამაარცხებს და საბოლოოდ გააჩუმებს", - ციტირებს მახაჩევს Youtube არხი Ushataika.

დღეს კი დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მახაჩევის ამ კომენტარს უპასუხა და აღნიშნა, რომ არა რუსი ხალხი, არამედ რუსეთის მთავრობა სძულს და თავად მახაჩევს დიდ ჩემპიონად მიიჩნევს.

"ახლახანს ვნახე ვიდეო, სადაც მახაჩევი ჩემი ვიდეოს რეაქციის შესახებ საუბრობდა. ბრძოლის შემდეგ ისლამს გამარჯვება მივულოცე. ასევე მივულოცე ჩემს სოციალურ ქსელებში.

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: მომწონს ისლამ მახაჩევი. ვფიქრობ, რომ ის დიდი და თავმდაბალი ჩემპიონია. პატივს ვცემ ამ სპორტსმენის კარიერაში ჩადებულ ყველა შრომას, მახაჩევის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს.

მაგრამ როდესაც მისმა გუნდმა რუსეთის დროშა ოქტაგონზე შემოიტანა, გავბრაზდი. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ, პირველ რიგში, UFC-ის ტიტულისთვის ხუთივე ბრძოლის დროს, არასდროს მომეცა უფლება, ოქტაგონზე ჩემი ქართული ან ამერიკული დროშა შემეტანა.

მეორე მიზეზი ჩემთვის, ეს ძალიან პირადულია იმის გამო, რაც რუსულმა პოლიტიკამ და რუსეთის მთავრობამ გაუკეთა ჩემს ქვეყანას. რუსეთს საქართველოს დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული და ჩემი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ომის, ოკუპაციისა და ტანჯვის ისტორია არსებობს. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ჩეჩნეთში საშინელ ძალადობაზე და ისინი დღესაც კლავენ ხალხს უკრაინაში. ასევე მინდა ერთი რამ ძალიან ნათლად განვაცხადო: მე არ მძულს რუსი ხალხი. მე მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა. ჩემი პრობლემა მთავრობასა და მის ქმედებებშია და არა ჩვეულებრივ რუს ხალხში.

ჩემთვის, კავკასიის ხალხს - დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს და რეგიონის სხვა ნაწილებს - აქვთ საკუთარი იდენტობა, კულტურა და ისტორია. მე პატივს ვცემ კავკასიელ ხალხს. ასე რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არასდროს ეხებოდა პირადად ისლამს.

და ბოლოს, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ რუსული მედია მუდმივად მისვამს პროვოკაციულ კითხვებს და ისინი არასდროს თარგმნიან ამ ვიდეოს გულწრფელად ან აჩვენებენ იმას, რასაც სინამდვილეში ვამბობ, რადგან ის არ შეესაბამება იმ ნარატივს, რომლის შექმნაც მათ სურთ.

რეალობა ისაა, რომ რუსეთის მთავრობა დიქტატორული და კორუმპირებულია. არ არსებობს სიტყვის თავისუფლება და თუ რუსეთში რამეს აპროტესტებ, ციხეში მიდიხარ. ეს არის ფაქტები", - თქვა დვალიშვილმა.

. _ს
შე ნახევრად ვითომ პატრიოტო, შენი დედის სიხლი მოტყდა კაკლის ტოტი.. აი რატო წერ ისეთ კომენტარს რო ადამიანი უაზრო და დებილი გამოგყავს რატო ვერ დაწრრდა მაგარი პარრიოტი ბიჭია 2 ძმა ჯარში მსახურობდა მისი ისინიც ვაჟკაცები დაზარდა დედამისმა და მამამისმა, აი შენ ვინ ხარ სად ზიხარ ვისას ჭამ ეგაა საინტერესო, შე უტაქტო მეტი რა გაგინო ზრდილობიანად
ეეჰ, რევაზ, რევააზზ?
აფხაზეთი და სამაჩაბლო! მაშინ რუსეთი კი არ უნდა ლანძღოთ და უარესად გადაიკიდოთ, არამედ დიპლომატიურად უნდა მიუდგეთ, რადგანაც მის ხელშია ამ ჩვენი ორი ტერიტორიების დაბრუნების "გასაღები"! ევრო კავშირის იმედი კი ნუ გექნებათ, რადგანაც მათ სულ ცალ ფეხზე კიდიათ ჩვენი რეგიონები. ზოგიერთებს "პატრიოტობა" გონიათ რუსეთის ლანძღვა და გინება და იმასაც ვერ ხვდებიან, რო ამით უფრო ცუდ საქმეს ვუკეთებთ საქართველოს!

არ ვიცი,ეს განცხადება თვითონ მერაბმა დაწერა თუ დაეხმარნენ,მაგრამ სწორედ ისაა,რაც უნდა ეთქვა და ძალიან გამიხარდება,ეს პირადად მისი სიტყვები თუ არის.
რევაზი
ეჰ, მართლა, კობა, კობა!!! რატომ გწყინთ ხოლმე რუსეთზე აუგი, რა გჭირთ ასეთი? რა არის არამკითხაობა, ქართველ კაცს რუსეთი რომ მტრად მიგაჩნდეს? შენი არ არის აფხაზეთი და ცხინვალი? რამ დაგაცრუპრაგმატულად ასე?
კობა
ეჰ, მერაბ, მერაბ!!!..."არამკითხე მოამბეო მიტყეპე და მიაგდეო"!!!....
რუსი რუსია!
მახიჩევი რუდო არაა ამიტომაა სამარვხვინო ოკუპსნტის დროშას რომ ეთაყვანება.
ბორინკა
გაუმარჯოს მერაბ დვალიშვილს პატრიოტ ჯიგარი კაცს
Gogi
ყოჩაღ მერაბ, კარგი განცხადებაა!
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"ეს რა უბედურება იყო? ასეთი რაღაცები მაგიჟებს" - დენა უაითი
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
[VIDEO] მსაჯთა გადაწყვეტილებით - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
"ვინც ხმას აიმაღლებს, დამდაბლდება" - ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა