ამ მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა უკრაინა-ბელგიის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული
ლიტვა. კლაიპედა. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი.

საქართველო-ბულგარეთი 69:79

(15:19, 22:15, 18:18, 14:27)

საქართველო: გამყრელიძე, ვ.ბოისა (3), ა. ბოისა, ფაჩულია (13), ცინცაძე (1), შერმადინი, ფარღალავა, მარკოიშვილი (13), ჰეინსი (15), სანიკიძე (18), ცქიტიშვილი, შენგელია (6), ცქიტიშვილი.

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

ბულგარეთი: დ. ივანოვი (12), კ. ივანოვი (15), როულენდი (25), კოსტოვი, ვიდენოვი (9), მარინოვი (9), ავრამოვი (9), ზ. გეორგიევი, ა.გეორგიევი, ველიკოვი, ბანევი, ვარბანოვი,

მწვრთნელი: რისებ ბარჩოვსკი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო მატჩი ბულგარეთის გუნდთან გამართა და 69:79 დამარცხდა. ქართველ კალათბურთელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება ხელს აძლევდათ, თუმცა ამ მარცხის შემდეგ ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში - უკრანია-ბელგიის მატჩის შედეგზე არიან დამოკიდებულნი. იმისათვის, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდმა ევრობასკეტის შემდეგ ეტაპზე ასპარეზობა გააგრძელოს, წარმატებას მაიკ ფრატელოს გუნდმა უნდა მიაღწიოს.

ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარეთის ნაკრებთან თამაში, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორივეჯერ სძლიეს, არცთუ დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 4-ქულიანი სხვაობით დათმეს, თუმცა მეორე მეოთხედში ინიციატივა იგდეს ხელთ და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 37:34 გავიდნენ.

მესამე მეოთხედი ფრედ დასრულდა, მეოთხე მეოთხედში კი, რომლის დროსაც ჩვენ გუნდს ფეხის ტრავმის გამიზეზების გამო ზაზა ფაჩულია დააკლდა, ბულგარელებმა იძალეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

ჩვენ გუნდში ყველაზე შედეგიანი ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 18 ქულას 9 მოხსნას მოუტანა. 15 ქულა ჩააგდო ჰეინსმა, ფაჩულიასა და მარკოიშვილის მონაგარი კი 13-13 ქულაა.

ბულგარელთაგან საუკეთესო იყო ურლ რაულენდი, რომლის 25-მა ქულამაც დიდწილად განაპირობა ჩვენი ნაკრების მარცხი.

ვიდეო

ivan
bodishs vixdi. dazustebuli informaciaa 8/09/11 saqartvelo-makedonia, 10/09 saqartvelo - fineti, 12/09/11 saqartvelo-saberdzneti.
ivan
8/09/11: saqartvelo-saberdzneti, ruseti-fineti, slovenia-makedonia.
ivan
მაკედონიაც გავიდა და ცჰვენ ჯგუშია
ivan
aseti jgupia meore etapze - saqartvelo-ruseti-slovenia-saberdzneti-fineti da makedonia (jer makedonias ar gaunagdebia). 8.09.11 vetamashebit saberdznets.
sososurgery
გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
sososurgery
გავდივართ ძმებო, უკრაინა 21 ქულით იგებს და 3 წუთში მთავრდება
dato
მემგონი გავდივართ ბიჭებო უკრაინა 20 ქულას იგებსსსსს
nino barca
zviadi,roma ბატონებო თქვენ ალბათ კარგად ერკვევით კალათბურთში. მე მაგალითად სამოყვარულო დონეზე გამეგება. ბატონი რომა აშკარად გათვიცნობიერებული ჩანს ამ საქმეში. დებიუტანტი ნაკრებისთვის შესანიშნავი შედეგი გვაქვს მე თუ მკითხავ. თუ ობიექთური შეფასება გინდათ დამაჯერებელი და საფუძვლიანი არგუმენტები მაინც თქვით
ZIZI
აუ რომა იცი რას გეტყვიიიი... როცა ვიგებთ მაშინ კომპეტენტურია და როცა ვერ ვიგებთ არაკომპეტენტურიიიიიიიიიი...!!!!
Niko Chkhatarashvili
ზვიადი და რომა-მაგარი გათვიცნობიერებულები ხართ კალათბურთში!!! ბიჭები ლომებივით იბრძვიან და იმ ბრძოლაში შეცდომებიც მოსდით ხოლმე. ისე კომპიუტერთან ჯდომა და კომენტარების კეთება ყველაზე ადვილი პროფესიაა...
Mate Khoperia
რატო ითხოვთ ამ ნაკრებისგან ყველას დამარცხებას? როცა უკრაინა და ბელგია გავანადგურეთ მაშინ ხო ამბობდით თქვენ გენაცვალეთ ბიჭებოო! ახლა ნახიკი გახდა? ზაზა რო გავიდა მერე დავკარგეთ მატჩის სადავეები. არაუშავს უკრაინა მოიგებს და გავალთ ჯგუდიდან! ევროპის საუკეთესო 12 გუნდში "ნახიკი" ნაღდად ვერ მოხვდება... მიდით ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ
roma
ამას წინათ ვთქვი,რომ რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს მეთქი ეს კალათბურთი არ არის თქო,ეს არის ქარიზმატული გამობრწყინებები,შემდეგ სერიოზული ჩავარდნები,ამას ემატება ამ ეტაპზე მწვრტნელის არა კომპეტენტურობა და შედეგიც სახეზეა.
zviadi
ნაკრები კი არა ნახიკია სოფლის გუნდი არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს ეგენი რომ უშვებენ ტყუილად ნუ იშლით ნერვებს.
juman
მიდით ბიჭებოოოოო,ვიგებთ უეჭველიიიიიიიიიი...........
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე