კონფერენს ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „ხეტაფე“ გასვლაზე „პარტიზანთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა ორრაუნდიან დაპირისპირებაში 4:3 გამარჯვებული გამოვიდა.

სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 37-ე წუთზე შეცვალა. როგორც ჩანს, ხანგრძლივი უთამაშებლობის გამო მან ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა. „მარკა“ წერს, რომ საზონოვმა 21-ე წუთზე მასპინძელთა ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟე წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ ისევ დაარღვია თამაშის წესები და იმისათვის, რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა მოედნიდან გაიყვანა. მისი თამაში Sofascore-მ და Flashscore-მ 6.2 ქულით შეაფასეს. ისიც აღსანიშნავია, რომ "ხეტაფეს" არც სხვა მცველებს მიუღიათ მაღალი შეფასებები.

საბამ ოთხი დღის წინ „რასინგთან“ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტი „აიკიდა“.

შესვენების მერე ჟემ „პარტიზანი“ დააწინაურა, ენეს უნალმა თანაფარდობა აღადგინა, ერიკ კოიზეკმა სერბები ისევ წინ გაიყვანა, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და მადრიდულმა გუნდმა ტურნირის საერთო ეტაპზე მონაწილეობის უფლება მიიღო.

„ხეტაფე“ მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს პამპლონაში „ოსასუნასთან“ ჩაატარებს.

ბელგრადი. „პარტიზანი“

პარტიზანი - ხეტაფე 2:1

გოლები: 1:0 ჟე (53), 1:1 უნალი (69), 2:1 კოიზეკი (76)

ამ მიმოხილვის დროს ისევ "წერტილის" არგუმენტირებული აზრი მომეწონა.მადლობთ.ახლა კი მინდა შეკითხვა დავსვა.ხომ არ ჯობია ნაციონალური სპორტული ენერგია დომინოს განვითარებას მოვახმაროთ?როგორც,პოლიტიკაში ვხარჯავთ ენერგიას ქოცბოსტანის მოშენებაში.
inviz 9
ყოველთვის ხისტი და მოუხეშავი იყო საბა და ორთაბრძოლებშიც აგვიანებდა ხოლმე და შედეგად ჯარიმდებოდა. საზონოვს კიდე რომ თავი დავანებოთ ჯანდაბას მიჩვეული ვართ მის ეხეირო თამაშს- ეს ჯინჯოლავა ხომ სრული კატასტროფაა, საშინლად ცალფეხა, მარჯვენას მარტო სასიარულოდ ხმარობს, უკან პასის გარდა ხომ ვერაფერს აკეთებს მოედანზე, დაცვაში სრული ნოლი, სად დარბის თვითონ არ იცის არც წინაა და ვერ დაცვას ვერ ეხმარება დროულად, ბურთი რომ მიიღოს ხისგან გამოთლილი ბურატინოსავით ტრიალებს გაშეშებული საკუთარი ღერძის გარშემო დარტყმა მაგას არ უვარგა და კუთხურიდან თუ ჯარიმიდან ბურთი მაღლა ვერ აუწევია-მოკლედ სრული კატასტროფა და გულისამრევი-კაპიტნობას კი არა შემადგენლობას არ გავაკარებდი და ნახავთ მალე ასეც იქნება-მაგისი ადგილი კარგ ქუჩის გუნდშიც არაა

საბა ახალგაზრდულ ნაკრებშიც ძალიან ხისტად თამაშობდა,ორთაბრძოლებში უკომპრომისიოა და ეს,ერთდროულად მისი ღირსებაც არის და ნაკლიც.გახსოვთ ლუკა ლოჩოშვილის ადრეული წლები?სულ წითელი ბარათის,ან პენალტის შიში გვქონდა და ხშირად ეს შიში მართლდებოდა.მწვრთნელები ხედავდნენ მის უკომპრომისობას,შრომისმოყვარეობას,მუშაობდნენ მასთან და აგერ,ბუნდესლიგის დონემდე მიაღწია.საბა ტრავმებმა ძალიან უკან დასწია,მაგრამ ხეტაფეს რაღაცა რომ არ დაენახა,არ წაიყვანდნენ.პირველ ტურში ის შეცვლაზე შევიდა და ვინც მის პოზიციაზე იდგა,ძალიან ცუდი იყო.კი,საბამაც ადრევე აიკიდა ყვითელი და მერე,დანისპირზე გაიარა,ისევე როგორც წუხელ,მაგრამ მის მოედანზე ყოფნის დროს,გოლი არ გაუშვიათ.შესაძლოა კვლავ სკამზე დასვან,მაგრამ მასთან ინდივიდუალურად იმუშავებენ და დარწმუნებული ვარ,სეზონის ბოლოს,ის უკვე სრულფასოვანი და საკმაოდ საიმედო მცველი იქნება.ნუ დაგვავიწყდება,რომ ლა ლიგა,ალბათ ყველაზე ტენიკური ფეხბურთის ლიგაა,სადაც სიმულაციის,ჯარიმის აკიდების ტექნიკა,სრულყოფამდე აქვთ აყვანილი და მანდ თუ ჩადგა,მერე ყველგან შესძლებს თამაშს.სამწუხაროდ იტალიაში ერთი წელი ან დააკარგინეს,ან კიდევ მასთან მუშაობდნენ,მაგრამ თვითონ არ შეიცვალა და ამიტომ არ ჩასვეს შემადგენლობაში.რომელი ვერსიაა მართალი,ყველაფერი მალე გაცხადდება.ყველაფერი მის ხელშია.რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ,ორი საბა ეს ის დუეტია,რომლის იმედიც უკვე დიდი ხანია გვაქვს,მაგრამ ჯერ დასაღვინებლები არიან და რაც მალე დაიდუღებენ,მით მეტი შანსი ექნება დღევანდელ თაობას,კიდევ ერთხელ გაისროლოს და მერე,იმ დონეზე შეინარჩუნოს ნაკრების დონე.
Barmalei
პირველ ტაიმში მცველს თუ ცვლიან ისე რომ ტრავმა არ აქვს ნიშნავს იმას რომ აწი დაჯდება სკამზე..
ABARA
უკვე მეორე თამაში სასტარტოდან და აბსოლუტურად არადამაჯერებელი გამოსვლა...კიდევ ერთი წარუმატებელი სტარტიც და გაახეხინებენ ამასაც სკამს, თუ საერთოდ მიეცა კიდევ სასტარტოდან დაწყების შესაძლებლობა. ძალიან არადამაჯერებელია, ხანგრძლივი ტრამვებისა და ამის ფონზე განვითარებული ფსიქოლოგიური პრობლემების კვალი აშკარად შესამჩნევია. იმედია დაძლევს და მოუმატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საიდანაც დაიწყო იქ მოუწევს დაბრუნება.
L.J.
Saba bevr gaprtxilebas gebulobs,tamashsaa monatrebuli da magas vabraleb zexmwtad mondomebulia,gamoasworebs mjera...
კახი
ამ ეტაპზე ლალიგა ცოტა მეტი მგონია საზონოვისთვის,აჯობებდა ლალიგა 2 ეთამაშა 1 წელი,ფორმას აღიდგენდა და რიტმს შეეჩვეოდა. უსუსურად გამოიყურება.
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა